საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
 პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სა­სა­მარ­თლომ მსჯავ­რდე­ბუ­ლის წა­მე­ბის­თვის შვიდ პირს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი მი­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­დი პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1441-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ 2015 წლის 1 იან­ვარს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა ბექა გელ­ხა­ურ­მა, გი­ორ­გი გუ­ლა­ბე­რი­ძემ, ლაშა ტვილ­დი­ან­მა, საბა ჯინ­ჭა­რა­ძემ, ლე­ვან ლი­პა­რი­ძემ, ლე­ვან შეყ­ლაშ­ვილ­მა და თენ­გიზ ესარ­თი­ამ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ჩარ­თულ სხვა პი­რებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით აწა­მეს ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი გი­ორ­გი მი­ლაშ­ვი­ლი, რა დრო­საც ამ უკა­ნას­კნელს მი­ა­ყე­ნეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი და თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად თა­ვი­სი ინ­ტენ­სი­ვო­ბით, ხა­სი­ა­თით და ხან­გრძლი­ვო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია" - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­სა­მარ­თლომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის თი­თო­ე­ულ ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიორგი მილაშვილის წამებაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა ბექა გელხაურმა, გიორგი გულაბერიძემ, ლაშა ტვილდიანმა, საბა ჯინჭარაძემ, ლევან ლიპარიძემ, ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარების და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აწამეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი მილაშვილი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სხვადასხვა სახის ნაკვეთი ჭრილობები და თერმული დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია" - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველები წალენჯიხაში, სოფელ სქურში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

პოლიციამ "რიკო კრედიტის“ ვარკეთილის ფილიალში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა