პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში
გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­დან" "საქ­მი­ა­ნი დი­ლი­სა" და "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, ისა­კა­ძეს არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­გან, ზუ­რაბ ნა­ყე­უ­რის­გან შე­სა­ბა­მი­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­უ­ვი­და.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა 12:30 სა­ათ­ზე, "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის" და­წყე­ბი­სას გა­კეთ­და. "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის", "საქ­მი­ა­ნი დი­ლას" და "ანა­ლი­ტი­კის" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის გი­ორ­გი ისა­კა­ძის ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­დან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ე.წ. აუთ­სორსზე გას­ვლის მო­თხო­ვა და­სა­ხელ­და", - ამის შე­სა­ხებ "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის" წამ­ყვან­მა ელე­ნე კვან­ჭი­ლაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

წამ­ყვა­ნის თქმით, "ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრომ" ცალ­მხრი­ვად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტი", "საქ­მი­ა­ნი დილა" და "ანა­ლი­ტი­კა" ეთერ­ში დარ­ჩეს ამ გა­და­ცე­მე­ბის ავ­ტო­რი­სა და მე­ნე­ჯე­რის გი­ორ­გი ისა­კა­ძის გა­რე­შე.

რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა აღ­ნიშ­ნა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­მხრი­ვად გა­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი ისა­კა­ძეს გუ­შინ ჩა­ბარ­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად ისა­კა­ძის მიერ მის მი­ერ­ვე შექ­მნი­ლი გა­და­ცე­მე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე გას­ვლის მო­თხოვ­ნა და­სა­ხელ­და.

"მა­ესტროს" ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში ადევ­ნებ­დით თვალს, გე­მახ­სოვ­რე­ბათ, რომ "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის", "საქ­მი­ა­ნი დი­ლის" და "ანა­ლი­ტი­კის" გუნ­დი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მთა­ვარ გა­რან­ტად სწო­რედ ორ რა­მეს ასა­ხე­ლებ­და. ეს იყო - გი­ორ­გი ისა­კა­ძე, რო­მელ­მაც ეს გუნ­დი შეკ­რა და ე.წ. აუთ­სორ­სი, ანუ კონ­ტენ­ტი გვე­მარ­თა და­მო­უ­კი­დებ­ლად ისე, რო­გორ აქამ­დე", - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე კვან­ჭი­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "დღეს ამ წარ­დგე­ნის თქმა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირს" - რა­ტომ დარ­ჩა "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტი" ავ­ტო­რის გა­რე­შე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში

გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში

ტელეკომპანია "მაესტროდან" "საქმიანი დილისა" და "ბიზნესკონტაქტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაცით, ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება 12:30 საათზე, "ბიზნესკონტაქტის" დაწყებისას გაკეთდა. "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილას" და "ანალიტიკის" პროექტების მენეჯერის გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია "მაესტროდან" გათავისუფლების მთავარ მიზეზად, აღნიშნული გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვა დასახელდა", - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტის" წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

წამყვანის თქმით, "ტელეკომპანია "მაესტრომ" ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ბიზნესკონტაქტი", "საქმიანი დილა" და "ანალიტიკა" ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ გადაწვეტილება გიორგი ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ისაკაძის მიერ მის მიერვე შექმნილი გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

"მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ, რომ "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილის" და "ანალიტიკის" გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა. ეს იყო - გიორგი ისაკაძე, რომელმაც ეს გუნდი შეკრა და ე.წ. აუთსორსი, ანუ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად ისე, როგორ აქამდე", - განაცხადა ელენე კვანჭილაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "დღეს ამ წარდგენის თქმა ყველაზე მეტად მიჭირს" - რატომ დარჩა "ბიზნესკონტაქტი" ავტორის გარეშე?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია