მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - პროფესორის რჩევები
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - პროფესორის რჩევები

ყვე­ლა მშო­ბელს აინ­ტე­რე­სებს, რა სი­მაღ­ლის იქ­ნე­ბა მისი შვი­ლი მო­წი­ფულ ასაკ­ში. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­ვუ­წყოთ ბავ­შვის სი­მაღ­ლე­ში ზრდას, კი­თხვებს პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა რუ­ხა­ძე პა­სუ­ხობს.

- რო­გორ შე­ვუ­წყოთ ხელი ბავ­შვის სი­მაღ­ლე­ში ზრდას?

- სი­მაღ­ლე­ში ზრდა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ნე­ტი­კით. არ­სე­ბობს ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც მშობ­ლებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ. მა­გა­ლი­თად: მა­მის სი­მაღ­ლეს და­მა­ტე­ბუ­ლი დე­დის სი­მაღ­ლე, გა­ყო­ფი­ლი ორზე და და­მა­ტე­ბუ­ლი 6,4 სმ.გო­გო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­მის სი­მაღ­ლეს და­მა­ტე­ბუ­ლი დე­დის სი­მაღ­ლე, გა­ყო­ფი­ლი ორზე და გა­მოკ­ლე­ბუ­ლი 6,4 სმ.

ეს ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­მუ­ლაა იმის­თვის, რომ თვი­თონ­ვე გან­სა­ზღვრონ თა­ვი­ან­თი სი­მაღ­ლე. მთა­ვა­რი მა­ინც არის გე­ნე­ტი­კა. ზრდის ასაკ­ში ბავ­შვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. საკ­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი. ეს პრო­დუქ­ტე­ბია: ხორ­ცი, თევ­ზი, ღვიძ­ლი, ყვე­ლი, ხაჭო, რძე - ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შვმა მი­ი­ღოს. გარ­და ამი­სა, ბოსტნე­უ­ლი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბი. სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი, მწვა­ნი­ლი. ზო­გი­ერ­თი ვი­ტა­მი­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს ცხიმ­თან ერ­თად, რომ ორ­გა­ნიზ­მში თა­ვი­სი ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლოს. მა­გა­ლი­თად, თუ სტა­ფი­ლოს და პო­მი­დორს მი­ვი­ღებთ ცხიმ­თან ერ­თად, მა­შინ ორ­გა­ნიზ­მში კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა.

ასე­ვე მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნია ძი­ლის ფაქ­ტო­რი. ძილ­ში ზრდას ხელს უწყობს ჰორ­მო­ნი-სო­მა­ტოტ­რო­პუ­ლი. ამ ჰორ­მო­ნის 70% გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­ში. ამი­ტომ ის მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვი იზ­რდე­ბა ღა­მით - სწო­რია. თუ ბავ­შვი კომ­პი­უ­ტერ­თან ზის ხან­გრძლი­ვად, თუ დარ­ღვე­უ­ლი აქვს რე­ჟი­მი, შე­სა­ბა­მი­სად ზრდის რე­ჟი­მიც ირ­ღვე­ვა.

ასე­ვე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: ეს არის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა არის სე­მა­ტოტ­რო­პი­ლის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი. როცა ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად იტ­ვირ­თე­ბა, მათ შო­რის, გა­წელ­ვა-გა­ჭიმ­ვა­ზე ვარ­ჯი­შე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ სტი­მუ­ლი მივ­ცეთ სე­მა­ტოტ­რო­პი­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. ეს არის ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, მაგ­რამ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან არის სა­ყუ­რა­დღე­ბო. მშო­ბე­ლი რო­გორც კი შე­ამ­ჩნევს, რომ ბავ­შვი ჩა­მორ­ჩა ზრდას, მა­შინ­ვე უნდა მი­მარ­თონ ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს.

-გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ბავ­შვის სი­მაღ­ლის ზრდა, წე­ლი­წად­ში 2-3 სან­ტი­მეტ­რით, არის თუ არა სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რი და რას ურ­ჩევთ მშობ­ლებს?

- რომ შე­ვა­ფა­სოთ ბავ­შვის სი­მაღ­ლე, ამის­თვის არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჰო­მოგ­რა­მე­ბი, სა­დაც სი­მაღ­ლე გან­სა­ზღვრუ­ლია შემ­დე­გი გრა­და­ცი­ით - სა­შუ­ა­ლო, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი, ასე­ვე არის და­ბა­ლი და მა­ღა­ლი. 14 წლის ბავ­შვი, 150 სან­ტი­მეტ­რი არის სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და თუ კი­დევ იქ­ნე­ბა ასე­თი კი­თხვა, ყვე­ლას ერ­თად ვუ­პა­სუ­ხებ, რომ სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბალ ადა­მი­ა­ნებს პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ვეხ­მა­როთ, რომ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ ძილი, ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და იკ­ვე­ბოს სწო­რად. აქვე შეგ­ვიძ­ლია ჩავ­რთოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის კომ­პლექ­ტი. ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი არის პა­ტა­რა აგუ­რე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც მო­ლე­კუ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბა. მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს ორი ტი­პის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი. ერთი არის შეც­ვლა­დი და მე­ო­რე არის შე­უც­ვლე­ლი. შეც­ვლა­დი ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან სინ­თე­ზი­რე­ბა გა­უ­კე­თოს და მი­ვი­ღოთ ის ამი­ნომ­ჟა­ვა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ არის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სურ­ვე­ლია საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ი­ღონ. მე ბავ­შვებ­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან ვნიშ­ნავ. თუ ბავ­შვი ჩა­მორ­ჩე­ბა აქ­ტი­ვო­ბა­ში. ამ დროს ბავ­შვი გა­დის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ასაკს, რად­გან ყვე­ლა შრეს აქვს თა­ვი­სი მოძ­რა­ო­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა. ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის ჩა­რე­ვით ბავ­შვს ემა­ტე­ბა მადა, უმ­კვრივ­დე­ბა სხე­უ­ლი, იზ­რდე­ბა... და ექიმს მეტი რა უნდა.

-რო­გო­რია ბი­ჭებ­სა და გო­გო­ნებ­ში 19 წლის ასა­კი­დან სი­მაღ­ლე­ში ზრდის შან­სე­ბი?

- ბი­ჭებს და გო­გო­ნებს აქვთ თა­ვი­ან­თი ზრდის პი­კე­ბი. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნე­ბის­თვის ეს არის 10-დან 12-13 წლამ­დე, ბი­ჭე­ბის­თვის არის 13-14 წელი.

პი­რა­დად მე მაქვს კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმენ ბი­ჭებ­ზე. შე­ვის­წავ­ლე წლე­ბის მა­სა­ლა და მათ ჰქონ­დათ ინ­ტენ­სი­უ­რი ზრდა. პირ­ვე­ლი პიკი იყო 13-14 წელი. ამას­თან, აღ­მო­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე პიკი: ეს არის 17-დან 19 წლამ­დე. ასე რომ ჩვე­ნი კი­თხვის ავ­ტო­რი ამ პი­კის ზღვარ­ზეა. მას კი­დევ აქვს შან­სი.

აქ მინ­და ჩა­ვერ­თო კი­დევ ერთი რჩე­ვით. ეს არის ან­ტიჰო­მო­ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­ცი­ნა. რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ვი­თარ­დე­ბა ისე­თი პრო­ცე­სე­ბი, რო­დე­საც იბ­ლო­კე­ბა ესა თუ ის ფერ­მენ­ტი. ასე­თი დაბ­ლოკ­ვის დროს ის ხელს უშ­ლის ზრდის პრო­ცესს. ამი­ტომ მე ვაძ­ლევ მათ პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც ამ ფერ­მენ­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას იწყებს. მე პი­რა­დად მაქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა, როცა 24 წლის გო­გო­ნამ მომ­მარ­თა თხოვ­ნით, გა­ვი­ა­რეთ ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სი და სამი სან­ტი­მეტ­რით მო­ი­მა­ტა.

-რა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბე­ბი უშ­ლის ხელს მო­ზარ­დის სი­მაღ­ლე­ში ზრდას?

- ნერ­ვი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბა არის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ასე­ვე მძი­მე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ინ­ტოქ­სი­კა­ცია, ტე­ზე­რის სინ­დრო­მი...

ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა არის ერ­თერ­თი მთა­ვა­რი, რაც ხელს უშ­ლის ადა­მი­ანს სი­მაღ­ლე­ში ზრდა­ში. როცა ადა­მი­ანს აქვს ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად მას არ აქვს ძილი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. სო­მა­ტოტ­რო­პი­ლიც ვერ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რაც სა­ჭი­როა ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ცალ­სა­ხად ვპა­სუ­ხობ: ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ხელს უშ­ლის ზრდას.

-ზრდას­რულ ასაკ­ში არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ჭიმ­ვი­თი ვარ­ჯი­შე­ბით რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით მო­ი­მა­ტოს ადა­მი­ან­მა?

- პა­სუ­ხი მინ­და, რომ ვრცლად გავ­ცე. ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ და­ბა­დე­ბი­დან ერთ წელ­ში ბავ­შვი 25 სან­ტი­მეტ­რით დი­დია და­ბა­დე­ბის დროს მის სი­მაღ­ლეს­თან შე­და­რე­ბით. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ზრდა გვაქვს წლამ­დე. შემ­დეგ ეს ინ­ტენ­სი­უ­რი ზრდის სის­წრა­ფე იკ­ლებს. გვყავ­და პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც სამ თვე­ში 15 სან­ტი­მეტ­რით გა­ი­ზარ­და და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა ვერ მიჰ­ყვა გან­ვი­თა­რე­ბა­ში საყ­რდენ მა­მოძ­რა­ვე­ბელ სის­ტე­მას, რის გა­მოც ეს ბავ­შვი ცუ­დად ხდე­ბო­და. 17 კარ­დი­ოგ­რა­მა მა­ინც გა­და­ვუ­ღეთ. გული ჯან­მრთე­ლი ჰქონ­და, მი­ზე­ზი იყო მისი სი­მაღ­ლე­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ზრდა.

ადა­მი­ანს აქვს დღი­უ­რი სი­მაღ­ლის ცვლი­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 0,5-დან 3 სან­ტი­მეტ­რამ­დე. გა­აჩ­ნია რას აკე­თებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ მთე­ლი დღე ზის, ხერ­ხე­მა­ლი არის მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, დატ­ვირ­თუ­ლი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ 2 სან­ტი­მეტ­რი.

ადა­მი­ანს ასე­ვე აქვს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სიმ­რუ­დე­ე­ბი. ჩვე­ნი ხერ­ხე­მა­ლი არის S-ის მაგ­ვა­რი. გვაქვს ორი ჩაღ­რმა­ვე­ბა კის­რი­სა და წე­ლის არე­ში. ორი ამო­ბურცვა, ანუ კი­ფო­ზი - გულ­მკერ­დი­სა და გა­ვა­კუ­დუ­სუ­ნის არე­ში. ასაკ­თან ერ­თად ეს გა­ნიც­დის გაღ­რმა­ვე­ბას. ამის ხარ­ჯზე ადა­მი­ა­ნი იკ­ლებს სი­მაღ­ლე­ში. ეს კლე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა 11 სან­ტი­მეტ­რიც კი იყოს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე. ხრტი­ლის მკვე­ბა­ვე­ბი, რაც არის ფაქ­ტი­უ­რად სი­ბე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. ჩვე­ნი სი­ბე­რე იწყე­ბა ხერ­ხემ­ლი­დან. რად­გან ხერ­ხემ­ლის დის­კე­ბი თან­და­თან ჯდე­ბი­ან და ჩვენ უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი მათ გა­მოკ­ვე­ბას.

-რო­მელ ვი­ტა­მი­ნებს გვირ­ჩევთ ბავ­შვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

- მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს შე­ი­ცა­ვენ. მათ შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს დიდი დო­ზით კალ­ცი­უ­მი D ვი­ტა­მინ­თან ერ­თად. ვი­ნა­ი­დან კალ­ცი­უ­მი მხო­ლოდ D ვი­ტა­მინ­თან ერ­თად შე­ი­წო­ვე­ბა. ვი­ტა­მი­ნი A და E .

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდრია
3

გამრჯობათ მე ვარ ანდრია 12 წლის და ვარ დაბალი ბიჭი 150 სანტიმეტრი, როგორ უნდა გავიზარდო 173 სანტიმეტრამდე? ან რამდენი პროცენტია ჩემი ზრდის რისკები?

კატო
6

ვარ 19 წლის, წინა 51 კგ, სიმაღლე 1.55 

არის თუ არა ეს წონა და სიმაღლე ჩემი ასაკით და წონის ადამიანისთვის შესაფერისი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - პროფესორის რჩევები

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - პროფესორის რჩევები

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პროფესორი მანანა რუხაძე პასუხობს.

- როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას?

- სიმაღლეში ზრდა განპირობებულია გენეტიკით. არსებობს ფორმულირება, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. მაგალითად: მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და დამატებული 6,4 სმ.გოგონების შემთხვევაში, მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და გამოკლებული 6,4 სმ.

ეს ძალიან კარგი ფორმულაა იმისთვის, რომ თვითონვე განსაზღვრონ თავიანთი სიმაღლე. მთავარი მაინც არის გენეტიკა. ზრდის ასაკში ბავშვის სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. საკვები აუცილებლად უნდა იყო ვიტამინებით მდიდარი. ეს პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე - ეს აუცილებელია, რომ ბავშვმა მიიღოს. გარდა ამისა, ბოსტნეულიდან აუცილებელია ვიტამინები. სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი. ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რომ ორგანიზმში თავისი ფუნქცია შეასრულოს. მაგალითად, თუ სტაფილოს და პომიდორს მივიღებთ ცხიმთან ერთად, მაშინ ორგანიზმში კარგად შეიწოვება.

ასევე მნიშვენელოვანია ძილის ფაქტორი. ძილში ზრდას ხელს უწყობს ჰორმონი-სომატოტროპული. ამ ჰორმონის 70% გამომუშავდება ღამის საათებში. ამიტომ ის მოსაზრება, რომ ბავშვი იზრდება ღამით - სწორია. თუ ბავშვი კომპიუტერთან ზის ხანგრძლივად, თუ დარღვეული აქვს რეჟიმი, შესაბამისად ზრდის რეჟიმიც ირღვევა.

ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა არის სემატოტროპილის მასტიმულირებელი ფაქტორი. როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის, გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშები საშუალებას გვაძლევს, რომ სტიმული მივცეთ სემატოტროპილის გამომუშავებას. ეს არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან არის საყურადღებო. მშობელი როგორც კი შეამჩნევს, რომ ბავშვი ჩამორჩა ზრდას, მაშინვე უნდა მიმართონ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

-გარდატეხის ასაკში ბავშვის სიმაღლის ზრდა, წელიწადში 2-3 სანტიმეტრით, არის თუ არა სწორი განვითარების საფეხური და რას ურჩევთ მშობლებს?

- რომ შევაფასოთ ბავშვის სიმაღლე, ამისთვის არის სპეციალური ჰომოგრამები, სადაც სიმაღლე განსაზღვრულია შემდეგი გრადაციით - საშუალო, საშუალოზე დაბალი, საშუალოზე მაღალი, ასევე არის დაბალი და მაღალი. 14 წლის ბავშვი, 150 სანტიმეტრი არის საშუალოზე დაბალი. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები და თუ კიდევ იქნება ასეთი კითხვა, ყველას ერთად ვუპასუხებ, რომ საშუალოზე დაბალ ადამიანებს პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ, რომ მოწესრიგებული ჰქონდეთ ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და იკვებოს სწორად. აქვე შეგვიძლია ჩავრთოთ თავისუფალი ამინომჟავების კომპლექტი. ამინომჟავები არის პატარა აგურები, რომლისგანაც მოლეკულები იკრიბება. მაგრამ ორგანიზმში არსებობს ორი ტიპის ამინომჟავები. ერთი არის შეცვლადი და მეორე არის შეუცვლელი. შეცვლადი ნიშნავს, რომ ორგანიზმს შეუძლია სხვადასხვა მიღებული საკვების კომპონენტებისგან სინთეზირება გაუკეთოს და მივიღოთ ის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. მაგრამ არის ამინომჟავები, რომლებიც სასურველია საკვების სახით მიიღონ. მე ბავშვებში ძალიან პატარა ასაკიდან ვნიშნავ. თუ ბავშვი ჩამორჩება აქტივობაში. ამ დროს ბავშვი გადის ძალიან მნიშვნელოვან ასაკს, რადგან ყველა შრეს აქვს თავისი მოძრაობითი აქტივობა. ამინომჟავების ჩარევით ბავშვს ემატება მადა, უმკვრივდება სხეული, იზრდება... და ექიმს მეტი რა უნდა.

-როგორია ბიჭებსა და გოგონებში 19 წლის ასაკიდან სიმაღლეში ზრდის შანსები?

- ბიჭებს და გოგონებს აქვთ თავიანთი ზრდის პიკები. მაგალითად, გოგონებისთვის ეს არის 10-დან 12-13 წლამდე, ბიჭებისთვის არის 13-14 წელი.

პირადად მე მაქვს კვლევები ჩატარებული სპორტსმენ ბიჭებზე. შევისწავლე წლების მასალა და მათ ჰქონდათ ინტენსიური ზრდა. პირველი პიკი იყო 13-14 წელი. ამასთან, აღმოვაჩინე მეორე პიკი: ეს არის 17-დან 19 წლამდე. ასე რომ ჩვენი კითხვის ავტორი ამ პიკის ზღვარზეა. მას კიდევ აქვს შანსი.

აქ მინდა ჩავერთო კიდევ ერთი რჩევით. ეს არის ანტიჰომოტოქსიკოლოგიური მედიცინა. როდესაც ორგანიზმში ვითარდება ისეთი პროცესები, როდესაც იბლოკება ესა თუ ის ფერმენტი. ასეთი დაბლოკვის დროს ის ხელს უშლის ზრდის პროცესს. ამიტომ მე ვაძლევ მათ პრეპარატს, რომელიც ამ ფერმენტების გათავისუფლებას იწყებს. მე პირადად მაქვს ამის გამოცდილება, როცა 24 წლის გოგონამ მომმართა თხოვნით, გავიარეთ ერთწლიანი კურსი და სამი სანტიმეტრით მოიმატა.

-რა სახის დაავადებები უშლის ხელს მოზარდის სიმაღლეში ზრდას?

- ნერვიული აშლილობა არის ჩამონათვალში. ასევე მძიმე ინფექციური დაავადებები, ვირუსული დაავადებები, ინტოქსიკაცია, ტეზერის სინდრომი...

ნერვული აშლილობა არის ერთერთი მთავარი, რაც ხელს უშლის ადამიანს სიმაღლეში ზრდაში. როცა ადამიანს აქვს ნერვული აშლილობა, შესაბამისად მას არ აქვს ძილი მოწესრიგებული. სომატოტროპილიც ვერ გამომუშავდება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის. ცალსახად ვპასუხობ: ნერვული აშლილობა ხელს უშლის ზრდას.

-ზრდასრულ ასაკში არის თუ არა შესაძლებელი დაჭიმვითი ვარჯიშებით რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატოს ადამიანმა?

- პასუხი მინდა, რომ ვრცლად გავცე. ადამიანის სიმაღლე ძალიან დინამიური პარამეტრია. მოგეხსენებათ დაბადებიდან ერთ წელში ბავშვი 25 სანტიმეტრით დიდია დაბადების დროს მის სიმაღლესთან შედარებით. ძალიან ინტენსიური ზრდა გვაქვს წლამდე. შემდეგ ეს ინტენსიური ზრდის სისწრაფე იკლებს. გვყავდა პაციენტი, რომელიც სამ თვეში 15 სანტიმეტრით გაიზარდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ მიჰყვა განვითარებაში საყრდენ მამოძრავებელ სისტემას, რის გამოც ეს ბავშვი ცუდად ხდებოდა. 17 კარდიოგრამა მაინც გადავუღეთ. გული ჯანმრთელი ჰქონდა, მიზეზი იყო მისი სიმაღლეში ინტენსიური ზრდა.

ადამიანს აქვს დღიური სიმაღლის ცვლილება. ეს შეიძლება იყოს 0,5-დან 3 სანტიმეტრამდე. გააჩნია რას აკეთებს დღის განმავლობაში. თუ მთელი დღე ზის, ხერხემალი არის მოხრილ მდგომარეობაში, დატვირთული, მაშინ შეიძლება მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი.

ადამიანს ასევე აქვს ფიზიოლოგიური სიმრუდეები. ჩვენი ხერხემალი არის S-ის მაგვარი. გვაქვს ორი ჩაღრმავება კისრისა და წელის არეში. ორი ამობურცვა, ანუ კიფოზი - გულმკერდისა და გავაკუდუსუნის არეში. ასაკთან ერთად ეს განიცდის გაღრმავებას. ამის ხარჯზე ადამიანი იკლებს სიმაღლეში. ეს კლება კი შეიძლება 11 სანტიმეტრიც კი იყოს. ამიტომ აუცილებელია ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. ხრტილის მკვებავები, რაც არის ფაქტიურად სიბერის საწინააღმდეგო. ჩვენი სიბერე იწყება ხერხემლიდან. რადგან ხერხემლის დისკები თანდათან ჯდებიან და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ გამოკვებას.

-რომელ ვიტამინებს გვირჩევთ ბავშვებისთვის, რომელიც მათ ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

- მულტივიტამინები, რომელიც ყველაფერს შეიცავენ. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს დიდი დოზით კალციუმი D ვიტამინთან ერთად. ვინაიდან კალციუმი მხოლოდ D ვიტამინთან ერთად შეიწოვება. ვიტამინი A და E .

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE