პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ახ­ლობ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან: ფსკერამდე არ ჩა­სულ­ხა­რო, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო, რომ დაუმტკიცო" - მაშველი უმძიმესი ისტორიებით
"როცა ახ­ლობ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან: ფსკერამდე არ ჩა­სულ­ხა­რო, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო, რომ დაუმტკიცო" - მაშველი უმძიმესი ისტორიებით

სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხ­ვე­ვა 17 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში მოხ­და. "ო­პე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც მტკვრის მარ­ჯ­ვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბა­სილ კორ­ტა­ვა მარ­თავ­და, ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა და მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ ფაქტს თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­მაც მა­შინ­ვე აც­ნო­ბეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. მას მე­რე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გულს ეძებ­დ­ნენ. მდგო­მა­რე­ო­ბას მტკვრის ძლი­ე­რი დი­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და, მაშ­ვე­ლებს წყალ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკან არ და­უხე­ვი­ათ. საკუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად, მე­ექ­ვ­სე დღეს, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მტკვარ­ში ცხე­და­რი და მან­ქა­ნა იპო­ვეს.

ენით აღუ­წე­რე­ლი შრო­მა გას­წი­ეს 5 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მაშ­ვე­ლებ­მა. მაშ­ვე­ლი ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა 16 წე­ლია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობს და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვ­დილს. ბევ­რი და­კარ­გუ­ლის ცხე­და­რი იპო­ვა. იმ დღე­საც დი­დი რის­კის ფა­სად მი­აგ­ნო მოძღ­ვარს.

ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა:

- შა­ბათს ვის­ვე­ნებ­დი. და­მი­რე­კა უფ­როს­მა და მითხ­რა, - კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­ვი­დეთ მტკვარ­ში, და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნა­დო. წი­ნა დღე­ებ­შიც ვე­ძებ­დით მოძღ­ვარს. სა­დაც გა­და­ვარ­და მან­ქა­ნა, ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვე­დი წყალ­ში, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. გა­მუდ­მე­ბით იმას ვფიქ­რობ­დი, სად შე­იძ­ლე­ბო­და, წყალს წა­ე­ღო. მტკვა­რი ადი­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, ძა­ლი­ან შორს ვერ წა­ი­ღებ­და.

- იმ დღე­საც დიდ­ხანს ეძებ­დით?

- მაგ­ნი­ტით ჩა­ვე­დი. ყველ­გან არ ვმუ­შა­ობთ მაგ­ნი­ტით, მაგ­რამ რად­გან ვი­ცო­დით, მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დ­ნი­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და, მან­ქა­ნა ეპო­ვა მაგ­ნიტს. დღის სა­მი სა­ა­თი იყო, პირ­ვე­ლად წყალ­ში რომ ჩა­ვე­დი. ჩე­მებ­მა მო­მი­ტა­ნეს სამ­სა­ხუ­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი, რაც ეკი­პი­რე­ბის­თ­ვის მჭირ­დე­ბო­და, რად­გან სამ­სა­ხურ­ში გას­ვ­ლას ვერ ვას­წ­რებ­დი. ვი­თხო­ვე, ცო­ტა სიმ­ძი­მე მქო­ნო­და, რად­გან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო და შე­იძ­ლე­ბო­და, წყალს წა­ვე­ღე. იმ დღეს გაგ­ვი­მარ­თ­ლა, მა­ლე ვი­პო­ვეთ მან­ქა­ნა. წყალ­ში ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ხე­დავ, მაგ­რამ ხე­ლე­ბის ფა­თუ­რით ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მან­ქა­ნას მი­ვა­გე­ნი. ამო­ვე­დი ზე­ვით და და­ვიყ­ვი­რე, - ბი­ჭე­ბო, მან­ქა­ნა ვი­პო­ვე-მეთ­ქი. ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. მარ­თა­ლია, დი­დი ტრა­გე­დია მოხ­და, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთა­ვა­რი იყო, ცხე­და­რი გვე­პო­ვა. ისევ ჩა­ვე­დი წყალ­ში, მძღო­ლის მხა­რეს ფან­ჯა­რა ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი იყო. ეტყო­ბა, გა­და­ვარ­დ­ნის დროს და­იმ­ს­ხ­ვ­რა. ხე­ლი შევ­ყა­ვი ფან­ჯა­რა­ში და ცხე­დარს ხე­ლით შე­ვე­ხე. ამის მე­რე და­იწყო მან­ქა­ნის ჩაბ­მის ოპე­რა­ცია, რაც ძა­ლზე რთუ­ლი იყო. ბი­ჭე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ წყლის სიღ­რ­მე­ში მე ჩავ­დი­ო­დი. მან­ქა­ნას თო­კი ჩა­ვა­ბი. ეს ურ­თუ­ლე­სი წუ­თე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვერ ვმოძ­რა­ობ­დი თა­ვი­სუფ­ლად, წყ­ლის დი­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბო­და, გა­ვე­ტა­ცე, ცა­ლი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმი­სიც მე­ში­ნო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წყალს არ გა­ე­ტა­ცა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­ვა­ფიქ­სი­როთ, არ გა­ი­ტა­ცოს წყალ­მაო. რო­ცა პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე მის ცხე­დარს, ვთქვი, ღმერ­თ­მა აცხო­ნოს მი­სი სუ­ლი-მეთ­ქი. რო­ცა მან­ქა­ნა ამო­იყ­ვა­ნეს ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა, მხო­ლოდ მა­შინ ამო­ვი­სუნ­თ­ქე.

ვცდი­ლობ­დი, ცხე­და­რი გა­მო­მეტა­ნა მან­ქა­ნი­დან, მაგ­რამ ვერ დავ­ძა­რი, ყვე­ლა­ფერ­ში წყა­ლი მიშ­ლი­და ხელს, რად­გან ჩქა­რი დი­ნე­ბა იყო. მან­ქა­ნა 900 მეტ­რ­ზე ჰქონ­და დი­ნე­ბას წა­ღე­ბუ­ლი და ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვი­პო­ვეთ. სა­ჭეს­თან არ იყო, ეტყო­ბა, წყალ­მა გა­და­ი­ტა­ნა ცხე­და­რი ან შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვარ­დ­ნი­სას ცო­ცხა­ლი იყო და თვი­თონ იბ­რ­ძო­და. ამ სა­მუ­შა­ო­ების დროს ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მი ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნი დავ­ცა­ლე. ზე­მო­დან მეს­მო­და ჩე­მი უფ­რო­სის ხმა, - ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლე, ამო­დი ზე­ვით და სხვას ჩა­ვუშ­ვებ, შეგ­ც­ვ­ლი­ა­ნო, მაგ­რამ მა­შინ დაღ­ლა­ზე არ ვფიქ­რობ­დი.

- რო­გორც ვი­ცი, მაშ­ველს მაქ­სი­მუმ ერ­თი ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნის დაც­ლის უფ­ლე­ბა აქვს, მე­რე არ უნ­და ჩა­ვი­დეს წყალ­ში. ამ­დენ ხანს იქ ყოფ­ნა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- არ ვეშ­ვე­ბო­დი, რად­გან უკ­ვე შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და ყო­ვე­ლი წერ­ტი­ლი, რა სად იყო, ყვე­ლა დე­ტა­ლი ხე­ლე­ბით ვი­ცო­დი. ვცდი­ლობ­დი, ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. სა­ნამ სხვა შე­ის­წავ­ლი­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ში დრო და­ი­კარ­გე­ბო­და. 3 სა­ათ­ზე ჩა­ვე­დი და სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე ამო­ვიყ­ვა­ნეთ იქი­დან გარ­დაც­ვ­ლი­ლი და მან­ქა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, შეს­ვე­ნე­ბებს ვა­კე­თებ­დი. ნავ­ზე ჩა­მოვ­ჯ­დე­ბო­დი და ისევ ჩავ­დი­ო­დი. რო­ცა ასეთ საქ­მეს აკე­თებ, მა­შინ არ ფიქ­რობ შენს თავ­ზე. რო­ცა ასე­თი ძლი­ე­რი დი­ნე­ბაა, მყვინ­თა­ვის­თ­ვის ჩას­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. 80-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი გი­რით მი­დი­ხარ ქვე­ვით, წყა­ლი არ გიშ­ვებს, მაგ­რამ მა­ინც ჩა­დი­ხარ, წე­სით, ეს არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­ცა ადა­მი­ანს ეხე­ბა საქ­მე, უნ­და გა­ა­კე­თო. ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე აისა­ხე­ბა მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ შე­ნი საქ­მე უნ­და აკე­თო.

- ხე­ლიც და­ი­ზი­ა­ნეთ, მაგ­რამ მა­ინც არ და­გი­ნე­ბე­ბი­ათ თა­ვი საქ­მის­თ­ვის.

- ხელ­თათ­მა­ნე­ბი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე, მის­რი­ა­ლებ­და და ამი­ტომ შიშ­ვე­ლი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი. ამ დროს შუ­შა­ზე გა­ვი­ჭე­რი თი­თი. სის­ხ­ლი მდი­ო­და, მაგ­რამ წყა­ლი რე­ცხავ­და ჩემს სის­ხლს და მე მა­ინც ვაგ­რ­ძე­ლებ­დი საქ­მეს. ჭრი­ლო­ბა რა მო­სა­ტა­ნია, რო­ცა ასეთ რა­მეს აკე­თებ. ბო­ლომ­დე უნ­და მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. არ ჩა­მით­ვა­ლოთ მე­ტიჩ­რო­ბა­ში. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მაქ­სი­მუ­მი გა­მი­კე­თე­ბია, და­მიც­ლია რამ­დე­ნი­მე ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნი, წყლი­დან დაღ­ლი­ლი ამოვ­სულ­ვარ და დამ­ხ­ვედ­რია და­კარ­გუ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლო ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­უბ­ნე­ბი­ან, - მი­წამ­დე არ ჩა­სულ­ხა­რო. გა­ნიც­დი ამას, ბუ­ნებ­რი­ვია და იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო და და­უმ­ტ­კი­ცო, რომ ფსკე­რამ­დე იყა­ვი ჩა­სუ­ლი.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ თა­ვი­დან მაშ­ვე­ლო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. მო­რაგ­ბე ვი­ყა­ვი და ჩემ­მა მწვრთნელ­მა მირ­ჩია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა. ეს 16 წლის წინ იყო. დღემ­დე მახ­სოვს ის პირ­ვე­ლი ემო­ცია, რო­ცა გა­ვე­დი პირ­ვე­ლად შემ­თხ­ვე­ვა­ზე. კუ­მი­სის ტბა­ზე, მა­შინ სწავ­ლე­ბას გა­დი­ო­და სამ­ხედ­რო სას­წავ­ლო ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი და ის ჩა­მო­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ორი პი­როვ­ნე­ბა და­იხ­რ­ჩო წყალ­ში. პირ­ვე­ლად მა­შინ ამო­ვი­ყვა­ნე წყლი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ეს სა­ში­ნე­ლი ემო­ცია იყო, და­ძა­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, მიც­ვა­ლე­ბულს რომ ეხე­ბი. მა­შინ მე­ო­რე დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი ვერ ვი­პო­ვეთ და ისე გან­ვი­ცა­დე, რომ ვი­ტი­რე.

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ვა­რაზ წო­წო­ნა­ვას­თან იხი­ლეთ gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"როცა ახ­ლობ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან: ფსკერამდე არ ჩა­სულ­ხა­რო, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო, რომ დაუმტკიცო" - მაშველი უმძიმესი ისტორიებით

"როცა ახ­ლობ­ლე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან: ფსკერამდე არ ჩა­სულ­ხა­რო, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო, რომ დაუმტკიცო" - მაშველი უმძიმესი ისტორიებით

სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხ­ვე­ვა 17 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში მოხ­და. "ო­პე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც მტკვრის მარ­ჯ­ვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბა­სილ კორ­ტა­ვა მარ­თავ­და, ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა და მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ ფაქტს თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­მაც მა­შინ­ვე აც­ნო­ბეს სამართალ­დამ­ცა­ვებს. მას მე­რე შინაგან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს მაშვე­ლე­ბი და­კარ­გულს ეძებ­დ­ნენ. მდგო­მა­რე­ო­ბას მტკვრის ძლი­ე­რი დი­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და, მაშველებს წყალ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკან არ და­უხევი­ათ. საკუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად, მე­ექ­ვ­სე დღეს, იუსტიციის სახლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტორიაზე მტკვარ­ში ცხე­და­რი და მან­ქა­ნა იპო­ვეს.

ენით აღუ­წე­რე­ლი შრო­მა გას­წი­ეს 5 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მაშ­ვე­ლებ­მა. მაშ­ვე­ლი ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა 16 წე­ლია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობს და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვ­დილს. ბევ­რი და­კარ­გუ­ლის ცხე­და­რი იპო­ვა. იმ დღე­საც დი­დი რის­კის ფა­სად მი­აგ­ნო მოძღ­ვარს.

ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა:

- შა­ბათს ვის­ვე­ნებ­დი. და­მი­რე­კა უფ­როს­მა და მითხ­რა, - კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­ვი­დეთ მტკვარ­ში, და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნა­დო. წი­ნა დღე­ებ­შიც ვე­ძებ­დით მოძღ­ვარს. სა­დაც გა­და­ვარ­და მან­ქა­ნა, ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვე­დი წყალ­ში, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. გა­მუდ­მე­ბით იმას ვფიქ­რობ­დი, სად შე­იძ­ლე­ბო­და, წყალს წა­ე­ღო. მტკვა­რი ადი­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, ძა­ლი­ან შორს ვერ წა­ი­ღებ­და.

- იმ დღე­საც დიდ­ხანს ეძებ­დით?

- მაგ­ნი­ტით ჩა­ვე­დი. ყველ­გან არ ვმუ­შა­ობთ მაგ­ნი­ტით, მაგ­რამ რად­გან ვი­ცო­დით, მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დ­ნი­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და, მან­ქა­ნა ეპო­ვა მაგ­ნიტს. დღის სა­მი სა­ა­თი იყო, პირ­ვე­ლად წყალ­ში რომ ჩა­ვე­დი. ჩე­მებ­მა მო­მი­ტა­ნეს სამ­სა­ხუ­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი, რაც ეკი­პი­რე­ბის­თ­ვის მჭირ­დე­ბო­და, რად­გან სამ­სა­ხურ­ში გას­ვ­ლას ვერ ვას­წ­რებ­დი. ვითხო­ვე, ცო­ტა სიმ­ძი­მე მქო­ნო­და, რად­გან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო და შე­იძ­ლე­ბო­და, წყალს წა­ვე­ღე. იმ დღეს გაგ­ვი­მარ­თ­ლა, მა­ლე ვი­პო­ვეთ მან­ქა­ნა. წყალ­ში ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ხე­დავ, მაგ­რამ ხე­ლე­ბის ფა­თუ­რით ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მან­ქა­ნას მი­ვა­გე­ნი. ამო­ვე­დი ზე­ვით და და­ვიყ­ვი­რე, - ბი­ჭე­ბო, მან­ქა­ნა ვი­პო­ვე-მეთ­ქი. ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. მარ­თა­ლია, დი­დი ტრა­გე­დია მოხ­და, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთა­ვა­რი იყო, ცხე­და­რი გვე­პო­ვა. ისევ ჩა­ვე­დი წყალ­ში, მძღო­ლის მხა­რეს ფან­ჯა­რა ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი იყო. ეტყო­ბა, გა­და­ვარ­დ­ნის დროს და­იმ­ს­ხ­ვ­რა. ხე­ლი შევ­ყა­ვი ფან­ჯა­რა­ში და ცხე­დარს ხე­ლით შე­ვე­ხე. ამის მე­რე და­იწყო მან­ქა­ნის ჩაბ­მის ოპე­რა­ცია, რაც ძა­ლზე რთუ­ლი იყო. ბი­ჭე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ წყლის სიღ­რ­მე­ში მე ჩავ­დი­ო­დი. მან­ქა­ნას თო­კი ჩა­ვა­ბი. ეს ურ­თუ­ლე­სი წუ­თე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვერ ვმოძ­რა­ობ­დი თა­ვი­სუფ­ლად, წყ­ლის დი­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბო­და, გა­ვე­ტა­ცე, ცა­ლი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმი­სიც მე­ში­ნო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წყალს არ გა­ე­ტა­ცა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­ვა­ფიქ­სი­როთ, არ გა­ი­ტა­ცოს წყალ­მაო. რო­ცა პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე მის ცხე­დარს, ვთქვი, ღმერ­თ­მა აცხო­ნოს მი­სი სუ­ლი-მეთ­ქი. რო­ცა მან­ქა­ნა ამო­იყ­ვა­ნეს ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა, მხო­ლოდ მა­შინ ამო­ვი­სუნ­თ­ქე.

ვცდი­ლობ­დი, ცხე­და­რი გა­მო­მეტა­ნა მან­ქა­ნი­დან, მაგ­რამ ვერ დავ­ძა­რი, ყვე­ლა­ფერ­ში წყა­ლი მიშ­ლი­და ხელს, რად­გან ჩქა­რი დი­ნე­ბა იყო. მან­ქა­ნა 900 მეტ­რ­ზე ჰქონ­და დი­ნე­ბას წა­ღე­ბუ­ლი და ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვი­პო­ვეთ. სა­ჭეს­თან არ იყო, ეტყო­ბა, წყალ­მა გა­და­ი­ტა­ნა ცხე­და­რი ან შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვარ­დ­ნი­სას ცოცხა­ლი იყო და თვი­თონ იბ­რ­ძო­და. ამ სა­მუ­შა­ო­ების დროს ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მი ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნი დავ­ცა­ლე. ზე­მო­დან მეს­მო­და ჩე­მი უფ­რო­სის ხმა, - ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლე, ამო­დი ზე­ვით და სხვას ჩა­ვუშ­ვებ, შეგ­ც­ვ­ლი­ა­ნო, მაგ­რამ მა­შინ დაღ­ლა­ზე არ ვფიქ­რობ­დი.

- რო­გორც ვი­ცი, მაშ­ველს მაქ­სი­მუმ ერ­თი ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნის დაც­ლის უფ­ლე­ბა აქვს, მე­რე არ უნ­და ჩა­ვი­დეს წყალ­ში. ამ­დენ ხანს იქ ყოფ­ნა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- არ ვეშ­ვე­ბო­დი, რად­გან უკ­ვე შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და ყო­ვე­ლი წერ­ტი­ლი, რა სად იყო, ყვე­ლა დე­ტა­ლი ხე­ლე­ბით ვი­ცო­დი. ვცდი­ლობ­დი, ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. სა­ნამ სხვა შე­ის­წავ­ლი­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ში დრო და­ი­კარ­გე­ბო­და. 3 სა­ათ­ზე ჩა­ვე­დი და სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე ამო­ვიყ­ვა­ნეთ იქი­დან გარ­დაც­ვ­ლი­ლი და მან­ქა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, შეს­ვე­ნე­ბებს ვა­კე­თებ­დი. ნავ­ზე ჩა­მოვ­ჯ­დე­ბო­დი და ისევ ჩავ­დი­ო­დი. რო­ცა ასეთ საქ­მეს აკე­თებ, მა­შინ არ ფიქ­რობ შენს თავ­ზე. რო­ცა ასე­თი ძლი­ე­რი დი­ნე­ბაა, მყვინ­თა­ვის­თ­ვის ჩას­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. 80-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი გი­რით მი­დი­ხარ ქვე­ვით, წყა­ლი არ გიშ­ვებს, მაგ­რამ მა­ინც ჩა­დი­ხარ, წე­სით, ეს არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­ცა ადა­მი­ანს ეხე­ბა საქ­მე, უნ­და გა­ა­კე­თო. ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე აისა­ხე­ბა მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ შე­ნი საქ­მე უნ­და აკე­თო.

- ხე­ლიც და­ი­ზი­ა­ნეთ, მაგ­რამ მა­ინც არ და­გი­ნე­ბე­ბი­ათ თა­ვი საქ­მის­თ­ვის.

- ხელ­თათ­მა­ნე­ბი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე, მის­რი­ა­ლებ­და და ამი­ტომ შიშ­ვე­ლი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი. ამ დროს შუ­შა­ზე გა­ვი­ჭე­რი თი­თი. სის­ხ­ლი მდი­ო­და, მაგ­რამ წყა­ლი რეცხავ­და ჩემს სისხლს და მე მა­ინც ვაგ­რ­ძე­ლებ­დი საქ­მეს. ჭრი­ლო­ბა რა მო­სა­ტა­ნია, რო­ცა ასეთ რა­მეს აკე­თებ. ბო­ლომ­დე უნ­და მი­მეყ­ვა­ნა საქ­მე. არ ჩა­მით­ვა­ლოთ მე­ტიჩ­რო­ბა­ში. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მაქ­სი­მუ­მი გა­მი­კე­თე­ბია, და­მიც­ლია რამ­დე­ნი­მე ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნი, წყლი­დან დაღ­ლი­ლი ამოვ­სულ­ვარ და დამ­ხ­ვედ­რია და­კარ­გუ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლო ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­უბ­ნე­ბი­ან, - მი­წამ­დე არ ჩა­სულ­ხა­რო. გა­ნიც­დი ამას, ბუ­ნებ­რი­ვია და იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი წყლი­დან ქვე­ბი ამო­ი­ტა­ნო და და­უმ­ტ­კი­ცო, რომ ფსკე­რამ­დე იყა­ვი ჩა­სუ­ლი.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ თა­ვი­დან მაშ­ვე­ლო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. მო­რაგ­ბე ვი­ყა­ვი და ჩემ­მა მწვრთნელ­მა მირ­ჩია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­მეწყო მუ­შა­ო­ბა. ეს 16 წლის წინ იყო. დღემ­დე მახ­სოვს ის პირ­ვე­ლი ემო­ცია, რო­ცა გა­ვე­დი პირ­ვე­ლად შემ­თხ­ვე­ვა­ზე. კუ­მი­სის ტბა­ზე, მა­შინ სწავ­ლე­ბას გა­დი­ო­და სამ­ხედ­რო სას­წავ­ლო ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი და ის ჩა­მო­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ორი პი­როვ­ნე­ბა და­იხ­რ­ჩო წყალ­ში. პირ­ვე­ლად მა­შინ ამო­ვი­ყვა­ნე წყლი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ეს სა­ში­ნე­ლი ემო­ცია იყო, და­ძა­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, მიცვალებულს რომ ეხე­ბი. მა­შინ მე­ო­რე დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი ვერ ვი­პო­ვეთ და ისე გან­ვი­ცა­დე, რომ ვი­ტი­რე.

ექსკლუზიური ინტერვიუ ვარაზ წოწონავასთან იხილეთ gza.ambebi.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია