პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე
"ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე

პრე­სა­ში მისი შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ყდა­ზე ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და. შემ­დეგ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიც" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­და. სე­რი­ალ­ში "პა­რა­დოქ­სი", რა­ტიმ მღვდლის ანა­ფო­რაც მო­ირ­გო და მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ის თავს იკა­ვებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან. ახლა რატი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მისი სცე­ნა­რით გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს მსოფ­ლი­ოს ბევრ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ. მის­მა ფილმმა ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზეც კი გა­ი­მარ­ჯვა. რატი წი­თე­ლა­ძე "თბი­ლი­სე­ლებს" ესა­უბ­რა.

- "კაცი გა­მო­ძა­ხე­ბით" იმი­ჯის ადა­მი­ან­მა, მღვდლის ანა­ფო­რა მო­ირ­გე და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. ეს გარ­და­სახ­ვა რო­გორ მოხ­და?

- გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია, მხო­ლოდ ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე ვფიქ­რობ­დი. დღე­საც მომ­დევს "კაცი გა­მო­ძა­ხე­ბით" იმი­ჯი და არა­ერ­თი ცუდი რამ მსმე­ნია ჩემ­ზე ამის გამო. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და და­ვი­წყე პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ჩემს პარტნი­ორ­თან ერ­თად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე, ზურა მენ­თე­შაშ­ვილ­მა - "პა­რა­დოქ­სის" რე­ჟი­სორ­მა, შე­მომ­თა­ვა­ზა ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­მო­მიგ­ზავ­ნეს სცე­ნა­რი, წა­ვი­კი­თხე და დავ­თან­ხმდი, რად­გან სცე­ნა­რიც მო­მე­წო­ნა და ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც. ეს იყო მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც დავ­თან­ხმდი "პა­რა­დოქსში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სი­მარ­თლე გი­თხრა, სე­რი­ა­ლი ჯერ არ მი­ნა­ხავს. ორ თვე­ზე მე­ტია, "პა­რა­დოქ­სის" გა­და­ღე­ბე­ბის გამო, მღვდლის ფორ­მით დავ­დი­ვარ და ვფიქ­რობ, ამ როლ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ისიც ვიცი, ბევ­რი იტყვის "კაც­მა გა­მო­ძა­ხე­ბით" მღვდლის ფორ­მა რო­გორ მო­ირ­გოო, მაგ­რამ კრი­ტი­კა ჩემ­თვის უცხო არას­დროს ყო­ფი­ლა... ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად იყო, არის და ალ­ბათ, იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ აქ­ტი­უ­რი ვარ, ერთ ად­გი­ლას არ ვზი­ვარ და რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. თო­რემ, როცა არა­ფერს აკე­თებ, არც არა­ფერს ამ­ბო­ბენ და არც გაკ­რი­ტი­კე­ბენ. ზო­გა­დად, კრი­ტი­კა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა მო­მავ­ლის და­გეგ­მვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ისე­თი არ ვარ, ყვე­ლას რომ მოს­წონს. ყვე­ლას­თვის მო­სა­წო­ნი არც მინ­და ვიყო. მა­ხა­რებს, რომ არის ხალ­ხი, ვინც კრი­ტი­კუ­ლად მი­ყუ­რებს. ეს დიდი სტი­მუ­ლია უფრო მე­ტის გა­სა­კე­თებ­ლად. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და სრულ­ყო­ფი­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით. თუ გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ხარ და არ მო­დუნ­დე­ბი. ფაქ­ტია, კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სპორ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, "კაცი გა­მო­ძა­ხე­ბით" დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მღვდლის ანა­ფო­რა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, მუ­დამ ვაღ­წევ­დი იმას, რაც მსურ­და და ვე­რა­ვინ და­მა­ძა­ლებს იმას, რაც არ მინ­და.

ნონა და­თე­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე

"ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე

პრესაში მისი შიშველი ფოტოები ყდაზე ხშირად იბეჭდებოდა. შემდეგ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიღო მონაწილეობა, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. სერიალში "პარადოქსი", რატიმ მღვდლის ანაფორაც მოირგო და მთავარი როლი შეასრულა. ბოლო პერიოდში ის თავს იკავებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან. ახლა რატი ამერიკაში ცხოვრობს და მისი სცენარით გადაღებულ ფილმებს მსოფლიოს ბევრ კინოფესტივალზე აჩვენებენ. მისმა ფილმმა ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზეც კი გაიმარჯვა. რატი წითელაძე "თბილისელებს" ესაუბრა.

- "კაცი გამოძახებით" იმიჯის ადამიანმა, მღვდლის ანაფორა მოირგე და საკმაოდ წარმატებულადაც. ეს გარდასახვა როგორ მოხდა?

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არავისთან ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ ჩემს მომავალ პროფესიაზე ვფიქრობდი. დღესაც მომდევს "კაცი გამოძახებით" იმიჯი და არაერთი ცუდი რამ მსმენია ჩემზე ამის გამო. "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ გავემგზავრე ლოს-ანჯელესში და დავიწყე პროექტზე მუშაობა ჩემს პარტნიორთან ერთად. გარკვეული პერიოდის მერე, ზურა მენთეშაშვილმა - "პარადოქსის" რეჟისორმა, შემომთავაზა ამ სერიალში მონაწილეობა. გამომიგზავნეს სცენარი, წავიკითხე და დავთანხმდი, რადგან სცენარიც მომეწონა და ჩემი პერსონაჟიც. ეს იყო მიზეზი, რატომაც დავთანხმდი "პარადოქსში" მონაწილეობაზე. სიმართლე გითხრა, სერიალი ჯერ არ მინახავს. ორ თვეზე მეტია, "პარადოქსის" გადაღებების გამო, მღვდლის ფორმით დავდივარ და ვფიქრობ, ამ როლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ისიც ვიცი, ბევრი იტყვის "კაცმა გამოძახებით" მღვდლის ფორმა როგორ მოირგოო, მაგრამ კრიტიკა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა... ეს ჩემს ცხოვრებაში მუდმივად იყო, არის და ალბათ, იქნება. თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქტიური ვარ, ერთ ადგილას არ ვზივარ და რაღაცას ვაკეთებ. თორემ, როცა არაფერს აკეთებ, არც არაფერს ამბობენ და არც გაკრიტიკებენ. ზოგადად, კრიტიკა ძალიან მეხმარება მომავლის დაგეგმვასა და განვითარებაში. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი არ ვარ, ყველას რომ მოსწონს. ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო. მახარებს, რომ არის ხალხი, ვინც კრიტიკულად მიყურებს. ეს დიდი სტიმულია უფრო მეტის გასაკეთებლად. ადამიანები ვართ და სრულყოფილები ვერ ვიქნებით. თუ გაკრიტიკებენ, ყოველთვის ფორმაში ხარ და არ მოდუნდები. ფაქტია, კრიტიკის მიუხედავად, სპორტიდან დაწყებული, "კაცი გამოძახებით" დამთავრებული და მღვდლის ანაფორაში გამოწყობილი, მუდამ ვაღწევდი იმას, რაც მსურდა და ვერავინ დამაძალებს იმას, რაც არ მინდა.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია