პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო - შშმ პირების ისტორიები ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში
შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო - შშმ პირების ისტორიები ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში

ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სა­ხელ­მწი­ფო თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ­თმევს - მე­დია პორ­ტალ­მა Allnews.ge- მ ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო.

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რომ­ლებ­საც, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

პრო­ექ­ტში ხუთი რეს­პონ­დენ­ტი: ლანა სოფ­რო­მა­ძე, დათო ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი, იკო ია­კო­ბი­ძე, ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი და თი­ნა­თინ რე­ვა­ზაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო, რომ­ლებ­მაც Allnews.ge-ს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს, საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ე­ბი გა­აც­ნეს და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ესა­უბრნენ.

ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლებ­საც ამ სტა­ტი­ა­ში გა­გაც­ნობთ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ით, ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით ცხოვ­რობს. მაგ­რამ თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც მო­გი­თხრობთ, ერთი სა­ერ­თო აქვს - სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს.

მათ არ აქვთ თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა მხო­ლოდ გზებ­ზე, ქუ­ჩებ­სა თუ სკვე­რებ­ში, არა­მედ შე­ნო­ბებ­შიც, ხოლო მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უამ­რა­ვი კერ­ძო თუ სა­ჯა­რო კომ­პა­ნი­ის­თვის დღემ­დე გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

ALLNEWS.GE-ის ფო­ტოპ­რო­ექ­ტში ამ ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ:

ლანა სოფ­რო­მა­ძე

ჩემ­თვის ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და აფ­თი­აქ­ში შეს­ვლა და ბან­კო­მატ­თან მის­ვლა. არ მინ­დო­და ვი­ღა­ცას ჩემს პი­რად ან­გა­რიშ­თან შე­ხე­ბა ჰქო­ნო­და. მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცის შე­წუ­ხე­ბა მი­წევ­და.

მთა­ვა­რი არის გა­რე­მო. თუ მე თა­ვი­სუფ­ლად შევ­ძლებ ნე­ბის­მი­ერ რეს­ტო­რან­ში, სამ­სა­ხურ­სა თუ კა­ფე­ში მის­ვლას, გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებს შე­ცო­დე­ბის გან­ცდა არ გა­უჩ­ნდე­ბათ, რად­გან მეც მათ­სა­ვით ვი­სარ­გებ­ლებ ამ გა­რე­მო­თი.

რაც უფრო მეტი გა­ვალთ გა­რეთ, ვი­სარ­გებ­ლებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, ჩვენ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ნელ-ნელა გაქ­რე­ბა.

მინ­და ადა­მი­ა­ნებს ვუ­თხრა: ნუ შე­ი­ზღუ­დე­ვენ თავს და პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­ში და­ან­გრი­ონ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­ი­ღი­მონ - მერე თვი­თონ­ვე შე­ამ­ჩნე­ვენ, რო­გორ იც­ვლე­ბა გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, თუ შენს თავ­ში გა­და­ა­ბი­ჯებ რა­ღა­ცებს და თვი­თონ არ და­ა­კომ­პლექ­სებ სა­კუ­თარ თავს, გარ­შე­მოც ბევ­რი რამ მოგ­ვარ­დე­ბა.

მშვილ­დოს­ნო­ბა იყო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და. შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რის გრა­ფი­კის გამო ვე­ღარ შე­ვა­თავ­სე და თავი და­ვა­ნე­ბე. ახლა თით­ქმის თა­ნა­ბა­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სპორ­ტით: ჯო­მარ­დო­ბა, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნა, ბოჩა... ვმუ­შა­ობ ტაქ­სე­ბის სერ­ვის­ში, ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა მი­ვი­ღო ზა­რე­ბი და შემ­დეგ გა­ვუშ­ვა ბა­ზა­ში მძღოლ­თან.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ჯან­მრთე­ლო­ბას მივ­ხე­დო, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, მოვ­რჩე ოპე­რა­ცი­ებს. შემ­დეგ, როცა უკვე აღა­რა­ფე­რი შე­მიშ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და მოძ­რა­ო­ბა­ში ხელს, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მინ­და და მგო­ნია, ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებ. უფრო მე­ტად, ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და საქ­მი­ა­ნო­ბა. კერ­ვა, დი­ზა­ი­ნი....დედა მყავს მკე­რა­ვი და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა..." გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო - შშმ პირების ისტორიები ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში

შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო - შშმ პირების ისტორიები ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში

ვინ არიან ადამიანები, ვისაც სახელმწიფო თუ საზოგადოება თავისუფალი გადაადგილების უფლებას ართმევს - მედია პორტალმა Allnews.ge- მ ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტის პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის იმ ადამიანების გაცნობას ისახავს მიზნად, რომლებსაც, ობიექტური მიზეზების გამო, ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ.

პროექტში ხუთი რესპონდენტი: ლანა სოფრომაძე, დათო ალიხანაშვილი, იკო იაკობიძე, ირმა ხეცურიანი და თინათინ რევაზაშვილი ჩაერთო, რომლებმაც Allnews.ge-ს საკუთარი ისტორიები გაუზიარეს, საქმიანობის სფეროები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

ყველა რესპონდენტი, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, განსხვავებული პროფესიით, ინტერესებითა და მიზნებით ცხოვრობს. მაგრამ თითოეულ ინდივიდს, რომელთა შესახებაც მოგითხრობთ, ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო და საზოგადოება მათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

მათ არ აქვთ თავისუფლად მოძრაობის საშუალება არა მხოლოდ გზებზე, ქუჩებსა თუ სკვერებში, არამედ შენობებშიც, ხოლო მათი საჭიროებების გათვალისწინება უამრავი კერძო თუ საჯარო კომპანიისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

ALLNEWS.GE-ის ფოტოპროექტში ამ ადამიანებს გაიცნობთ:

ლანა სოფრომაძე

ჩემთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა აფთიაქში შესვლა და ბანკომატთან მისვლა. არ მინდოდა ვიღაცას ჩემს პირად ანგარიშთან შეხება ჰქონოდა. მაგრამ ყოველთვის ვიღაცის შეწუხება მიწევდა.

მთავარი არის გარემო. თუ მე თავისუფლად შევძლებ ნებისმიერ რესტორანში, სამსახურსა თუ კაფეში მისვლას, გარშემო ადამიანებს შეცოდების განცდა არ გაუჩნდებათ, რადგან მეც მათსავით ვისარგებლებ ამ გარემოთი.

რაც უფრო მეტი გავალთ გარეთ, ვისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩვენსა და საზოგადოებას შორის არსებული ბარიერები ნელ-ნელა გაქრება.

მინდა ადამიანებს ვუთხრა: ნუ შეიზღუდევენ თავს და პირველ რიგში, საკუთარ თავში დაანგრიონ სტერეოტიპები. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ - მერე თვითონვე შეამჩნევენ, როგორ იცვლება გარშემო ყველაფერი. უბრალოდ, თუ შენს თავში გადააბიჯებ რაღაცებს და თვითონ არ დააკომპლექსებ საკუთარ თავს, გარშემოც ბევრი რამ მოგვარდება.

მშვილდოსნობა იყო სპორტის სახეობა, რომლითაც ყველაზე დიდხანს ვიყავი დაკავებული და ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. შემდეგ სამსახურის გრაფიკის გამო ვეღარ შევათავსე და თავი დავანებე. ახლა თითქმის თანაბარი ინტენსივობით ვარ დაკავებული სხვადასხვა სპორტით: ჯომარდობა, პარაპლანით ფრენა, ბოჩა... ვმუშაობ ტაქსების სერვისში, ჩემი მოვალეობაა მივიღო ზარები და შემდეგ გავუშვა ბაზაში მძღოლთან.

პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობას მივხედო, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოვრჩე ოპერაციებს. შემდეგ, როცა უკვე აღარაფერი შემიშლის გადაადგილებასა და მოძრაობაში ხელს, ბევრი რამის გაკეთება მინდა და მგონია, ყველაფერს შევძლებ. უფრო მეტად, ხელოვნების მიმართულებით მინდა საქმიანობა. კერვა, დიზაინი....დედა მყავს მკერავი და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა..."  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია