საგუნდო საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიების მიტოვების გამო, გორის ქალთა კამერული გუნდი მსმენელს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გავრცელდა.
მიმართვის მიხედვით, გუნდს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფესტივალის მიტოვების მიზეზი გახდა. რა შეურაცხყოფაზე ან "გარედან შესულ" რომელ ორგანიზატორზეა საუბარი, ეს მიმართვაში არ ჩანს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დახურვის ღონისძიების დაწყებამდე გორის თეატრის დარბაზში მყოფი ადამიანები ჩაწერა, რომლებიც გორის ქალთა გუნდის გამოსვლას ელოდნენ.
საგუნდო საერთაშორისო ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დასრულდა. თეონა ცირამუას გუნდის გამოსვლას, ფესტივალის წინა დღეებში, გრანდიოზული ოვაციებით ხვდებოდნენ.