ქართული წარმოების LED ტელევიზორების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო. როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია AG-TELECOM-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, პირველ ეტაპზე პროდუქცია ტექნიკის მხოლოდ ერთ მაღაზიაში გავიდა.
"ახლო მომავალში სარეალიზაციო პუნქტები უფრო მრავალფეროვანი გახდება, მოლაპარაკებები ტექნიკის რამდენიმე მაღაზიასთან უკვე მიმდინარეობს", - აღნიშნა მიხეილ ღლონტმა. მისივე განმარტებით, 32-ინჩიანი ქართული წარმოების LED ტელევიზორის ქარხნული ფასი 400, ხოლო 40 ინჩიანის - 600 ლარია წაიკითხეთ ვრცლად