სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან
ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან

არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­წარ­თმე­ულ ადა­მი­ანს თვა­ლი გაქ­ცე­ვის­კენ უჭი­რავს. მას შემ­დეგ, რაც გაჩ­ნდა ციხე, გაჩ­ნდა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბე­ბიც. წლე­ბი­სა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­ვე­წე­ბო­და ცი­ხის დაც­ვის სის­ტე­მე­ბი და ასე­ვე პა­ტიმ­რე­ბიც ხვე­წ­დნენ გაქ­ცე­ვის მე­თო­დებს. ზო­გი­ერ­თი გაქ­ცე­ვა ლე­გენ­დად იქცა, მას­ზე წიგ­ნებს წე­რენ, ფილ­მებს იღე­ბენ...

30-მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბი

ზოგ­ჯერ გაქ­ცე­უ­ლე­ბი ერ­თობ სა­სა­ცი­ლო დღე­ში ვარ­დე­ბი­ან. ერთი ასე­თი კომი­კური სი­ტუ­ა­ცია მინ­და გა­ვიხ­სე­ნო. გუ­რამ აბ­სან­ძემ (ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნანსთა­ მი­ნის­ტრი), ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბის თა­ნახ­მად, ლოთი ქო­ბა­ლი­ა­სა და ათ პა­ტი­მარ­თან­ ერ­თად, 30 მეტ­რი სიგ­რძის გვი­რა­ბი გათ­ხარა და ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­იქ­ცა. პა­ტიმ­რე­ბის მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ მათი გან­ზრახ­ვა და ცი­ხის გა­რეთ, ხვრე­ლის ბო­ლოს, ავ­ტო­მან­ქა­ნით ელო­დე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც გაქ­ცე­ვის ამ­ბა­ვი გამ­ჟღავ­ნდა, ისი­ნი უკვე სა­ი­მე­დოდ იყ­ვნენ მი­მა­ლულ­ნი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გაქ­ცე­უ­ლე­ბი სა­მეგ­რე­ლო­ში ეგუ­ლე­ბო­დათ - იქ ლოთი ქო­ბა­ლი­ას პა­ტივს­ სცემ­დნენ და ულა­პა­რა­კოდ შე­ი­ფა­რებ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ისი­ნი რა­ჭა­ში იყ­ვნენ.

"ქა­ლე­ბი" გა­იქ­ცნენ

წლე­ბის წინ ცი­ხე­ში ერთ პა­ტი­მარ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­რე. მას 20 წელ­ზე მეტი ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პყრო­ბი­ლე­ში, რამ­დენ­ჯერ­მე გაქ­ცე­უ­ლა კი­დეც. ერთხელ ქსნის კო­ლო­ნი­ი­დან თა­ნა­საკ­ნელ­თან ერ­თად გა­ი­პა­რა - კე­დელ­ზე გა­დაძ­ვრნენ. გა­რეთ მყოფ­მა მე­გობ­რებ­მა ქა­ლის ტა­ნი­სა­მო­სი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და­ახ­ვედ­რეს... ორი­ვე­ნი კა­ბებ­ში გა­მო­ე­წყვნენ, თავ­შლე­ბი მო­იხ­ვი­ეს, ხელ­ში კა­ლა­თე­ბი და­ი­კა­ვეს და მხა­ლის მკრე­ფა­ვი ქა­ლე­ბი­ვით, ნელ-ნელა შე­უყვნენ ფერ­დობს... ვინ­მე რომ არ და­ეჭ­ვე­ბუ­ლი­ყო, დრო­დად­რო ბა­ლახს გლეჯ­დნენ და კა­ლათ­ში ყრიდ­ნენ. ასე მი­ე­ფარ­ნენ თვალს. თუმ­ცა, მა­ლე­ვე სხვა და­ნა­შა­ულ­ზე და­ა­კა­ვეს და უკან და­აბ­რუ­ნეს.

"გამ­წა­რე­ბუ­ლი მე­ძებ­დნენ, მე კი რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვი გა­მო­ჭი­მუ­ლი"

სპარ­ტაკ ბურ­დი­ლა­ძე, ყო­ფი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ის­ტორ­იაში ყვე­ლა­ზე ნორ­ჩი "მო­ი­ნათ­ლა" ქურ­დად: "მო­რი­გი და­კა­ვე­ბი­სას გა­დავ­წყვი­ტე­, სა­სა­მარ­თლო­დან გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. საკ­ნი­დან­ გაყ­ვა­ნამ­დე ყვე­ლას გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე - აქ აღარ დავ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი. და­ჭე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი. ფეხი მტკი­ო­და და ჯო­ხით დავ­დი­ო­დი. იმ დრო­ის­თვის ფეხი აღარ მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ ცი­ხის თა­ნამ­შ­რომ­ლებს თავი ისე მო­ვაჩ­ვე­ნე, თით­ქოს სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. სა­სა­მარ­თლოს­თან მან­ქა­ნა მე­ლო­დე­ბო­და. მან­ქა­ნი­დან მა­ნიშ­ნეს - ია­რა­ღი "ბარ­და­ჩოკ­შია",­ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ­თო. ხელი გა­ვაქ­ნიე - წა­დით, არ მჭირ­დე­ბით-მეთ­ქი. პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლეს ვუ­თხა­რი,­ - ცუ­დად ვარ-მე­თქი. მინ­დო­და, მივ­სუ­ლი­ყა­ვი ტუ­ა­ლე­ტამ­დე,­ რო­მელ­საც სარ­კმე­ლი ჰქონ­და.­ თუ კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის გა­საწ­მენ­დი მავ­თუ­ლიც დამ­ხვდე­ბო­და, ჩემს ბედს ძაღ­ლი არ დაჰ­ყეფ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან

ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან

არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლებაწართმეულ ადამიანს თვალი გაქცევისკენ უჭირავს. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ციხე, გაჩნდა გაქცევის მცდელობებიც. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ციხის დაცვის სისტემები და ასევე პატიმრებიც ხვეწდნენ გაქცევის მეთოდებს. ზოგიერთი გაქცევა ლეგენდად იქცა, მასზე წიგნებს წერენ, ფილმებს იღებენ...

30-მეტრიანი გვირაბი

ზოგჯერ გაქცეულები ერთობ სასაცილო დღეში ვარდებიან. ერთი ასეთი კომი­კური სიტუაცია მინდა გავიხსენო. გურამ აბსანძემ (ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა­ მინისტრი), ოფიციალური ცნობის თანახმად, ლოთი ქობალიასა და ათ პატიმართან­ ერთად, 30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათ­ხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ციხის გარეთ, ხვრელის ბოლოს, ავტომანქანით ელოდებოდნენ. როდესაც გაქცევის ამბავი გამჟღავნდა, ისინი უკვე საიმედოდ იყვნენ მიმალულნი. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ - იქ ლოთი ქობალიას პატივს­ სცემდნენ და ულაპარაკოდ შეიფარებდნენ, სინამდვილეში კი ისინი რაჭაში იყვნენ.

"ქალები" გაიქცნენ

წლების წინ ციხეში ერთ პატიმართან ინტერვიუ ჩავიწერე. მას 20 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული საპყრობილეში, რამდენჯერმე გაქცეულა კიდეც. ერთხელ ქსნის კოლონიიდან თანასაკნელთან ერთად გაიპარა - კედელზე გადაძვრნენ. გარეთ მყოფმა მეგობრებმა ქალის ტანისამოსი და საჭირო ნივთები დაახვედრეს... ორივენი კაბებში გამოეწყვნენ, თავშლები მოიხვიეს, ხელში კალათები დაიკავეს და მხალის მკრეფავი ქალებივით, ნელ-ნელა შეუყვნენ ფერდობს... ვინმე რომ არ დაეჭვებულიყო, დროდადრო ბალახს გლეჯდნენ და კალათში ყრიდნენ. ასე მიეფარნენ თვალს. თუმცა, მალევე სხვა დანაშაულზე დააკავეს და უკან დააბრუნეს.

"გამწარებული მეძებდნენ, მე კი რესტორანში ვიყავი გამოჭიმული"

სპარტაკ ბურდილაძე, ყოფილი "კანონიერი ქურდი", საბჭოთა კავშირის ისტორ­იაში ყველაზე ნორჩი "მოინათლა" ქურდად: "მორიგი დაკავებისას გადავწყვიტე­, სასამართლოდან გავქცეულიყავი. საკნიდან­ გაყვანამდე ყველას გამოვემშვიდობე - აქ აღარ დავბრუნდები-მეთქი. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ავარიაში მოვყევი. ფეხი მტკიოდა და ჯოხით დავდიოდი. იმ დროისთვის ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ ციხის თანამ­შ­რომლებს თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სიარული ძალიან მიჭირდა. სასამართლოსთან მანქანა მელოდებოდა. მანქანიდან მანიშნეს - იარაღი "ბარდაჩოკშია",­ ყველაფრისთვის მზად ვართო. ხელი გავაქნიე - წადით, არ მჭირდებით-მეთქი. პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი,­ - ცუდად ვარ-მე­თქი. მინდოდა, მივსულიყავი ტუალეტამდე,­ რომელსაც სარკმელი ჰქონდა.­ თუ კანალიზაციის გასაწმენდი მავთულიც დამხვდებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ