პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?!
"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?!

მსოფ­ლიო 2016 წლის გრან­დი­ო­ზუ­ლი სპორ­ტუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­შია - საფ­რან­გე­თი უმას­პინ­ძლებს­ ფეხ­ბურთში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს. ქვეყ­ნის 10 ქა­ლაქ­ში მატ­ჩებ­ზე დას­წრე­ბას მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რის­ტი გეგ­მავს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ელო­დე­ბა "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტიც". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის სი­რი­ა­სა და ერაყ­ში და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებს დღი­თი დღე კარ­გავს, აცხა­დებს, რომ ბრძო­ლა ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და მსოფ­ლი­ოს საფ­რან­გე­თის­ სტა­დი­ო­ნებ­ზე შე­ახ­სე­ნებს თავს.

იქ­ნე­ბა თუ არა და­ცუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პიო­ნა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა? ეს კი­თხვა ახლა მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წი­ნა­შე­ დგას. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც არ­თუ­ლებს, რომ საფ­რან­გეთ­ში ე.წ. სი­რი­უ­ლი ტალ­ღის ათა­სო­ბით მიგ­რან­ტი იმ­ყო­ფე­ბა. მათი ნა­წი­ლი, ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" იდე­ე­ბის მომ­ხრეა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმ ათე­უ­ლო­ბით ემი­სა­რზე, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, აბუ ბაქრ ალ ბაღ­და­დის­თვის ბა­ი­ა­თის (ფიცი) გამო თა­ვიც კი აი­ფეთ­ქონ.

არა­ვინ იცის, მო­ეს­წრე­ბა თუ არა ფეხბ­უ­რთის ჩემ­პი­ო­ნატს "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც, აგერ უკვე ორი თვეა, სა­წოლ­საა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბა ჯერ კი­დევ 8 მარტს გავ­რცელ­და. პენ­ტა­გო­ნი­ იუ­წყე­ბო­და, რომ 4 მარტს, სი­რი­ის ქა­სა­კის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ ეშ-შად­ში ავი­ა­ი­ე­რი­ში­სას და­ი­ღუ­პა ომარ ალ ში­შა­ნი, იგი­ვე თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის და­ბომბვას გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ მუ­ცელ­ში მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი. 13 მარტს კვლავ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ბა­თი­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლაო. ეს პენ­ტა­გონ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ დას­ძი­ნა, გარ­დაც­ვლი­ლის ფოტო არ გვაქ­ვსო. მარ­ტის ბო­ლოს ერთ-ერთი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის­გან შე­ვი­ტყვეთ, რომ გა­მო­კე­თე­ბუ­ლი ბა­თი­რაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდნ­ელად ცუ­დად გახ­და­ (სუს­ტა­დაა, აქვს სუ­ლის ხუთ­ვა, გუ­ლის რევა). ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­თან ჩაყ­ვა­ნილ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორმა ექიმ­მა ივა­რა­უ­და, რომ "ჟღა­ლი გე­ნე­რა­ლი" მო­წამ­ლეს... რო­გორც მო­ჯა­ჰე­დურ წრე­ებ­ში ამ­ბო­ბენ, ასეთ სიკ­ვდილს მხო­ლოდ ალა­ჰის რჩე­უ­ლე­ბი გა­და­ურ­ჩე­ბი­ან.

დღეს ომარ ალ ში­შანს ერაყ­ში აბუ მულა ომარს ადა­რე­ბენ. თა­ლი­ბა­ნის და­მა­არ­სე­ბელ­ზე იმ­დე­ნი ლე­გენ­და და­დი­ო­და, რომ და­ეჭ­ვდნენ, ომა­რი რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, თუ პე­შე­ვა­რის დევ­ნილ­თა ბა­ნა­კე­ბის მი­თე­ბის პერ­სო­ნა­ჟი.

დღემ­დე არა­ვინ იცის, რო­გორ იქცა ერთი პა­ტა­რა ხე­ო­ბის ცხვარ­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი "ის­ლა­მუ­რი­ ხა­ლი­ფა­ტის" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად. ით­ქვა, მის უკან ვი­ღაც დგა­სო. ერთი ვერ­სი­ით, ის მისი ძმა, თა­მაზ ბა­თი­რაშ­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში აბ­დულ რაჰ­მა­ნის სა­ხე­ლით იბ­რძვის.

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ამ­ჟა­მად სხვა ვერ­სია გახ­და ცნო­ბი­ლი და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მკი­თხველს ომარ ალ ში­შა­ნის სირ­იაში"კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ დე­ტა­ლებ­ზე მო­ვუ­თხროთ.

"მი­თხრა, ის ღამე ახა­ლა­იას კა­ბი­ნეტ­ში­ გა­ვა­ტა­რეო"

თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­მა სამ­ხე­დრო საქ­მე პროფ­ესი­ად აირ­ჩია - ქართ­ულ ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბდა. აგ­ვის­ტოს ომის დროს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთ სამ­სა­ხურ­ში იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­არ­ესე­ბის გამო (ცალი ფილ­ტვი ამოჰ­კვე­თეს) იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ჯა­რის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. 2010 წელს კი და­ი­ჭი­რეს...

თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი: "თარ­ხა­ნი თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭთან ერ­თად თბი­ლი­სში იყო. ღამე ახ­ლო­ბელ­თან უნდა გა­ე­თია. რა­ღაც საქ­მე­ზე წა­სუ­ლან და რომ შე­აგ­ვი­ან­დათ, მათ­მა მას­პინ­ძელ­მა მე და­მი­რე­კა - არ გა­მო­ჩე­ნი­ლან და არც ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხო­ბე­ნო. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, ქალ­აქში სე­ირ­ნო­ბას შეჰ­ყვნენ-მეთ­ქი. თარ­ხანს და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ცუდი არა­ფე­რი­ მი­ფიქ­რია, თუმ­ცა, როცა გა­ვი­გე,­ იმ ღა­მეს შინ არ მი­სუ­ლა, შევ­ფიქ­რი­ან­დი­. დი­ლით და­ვუ­რე­კე.­

მი­პა­სუ­ხა, - მალე გნა­ხა­ვო. როცა ვნა­ხე, მი­თხრა, ის ღამე დათა ახა­ლა­იას კა­ბი­ნეტ­ში­ გა­ვა­ტა­რეთ. ჩემი თან­მხლე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, მე რომ მახ­ლდა, იმი­ტომ აიყ­ვა­ნე­სო. რო­გორც გა­ვი­გე, მის ბი­ძაშ­ვილს ია­რა­ღი გა­უ­ყი­დია და ამის გამო დაჰ­კი­თხეს. თარ­ხა­ნიც და მისი თან­მხლე­ბიც იმ დღეს­ვე სოფ­ე­ლში დაბ­რუნ­დნენ. მე­სა­მე თუ მე­ო­თხე დღეს სო­ფელ­ში და­ად­გნენ თავს და აიყ­ვა­ნეს. ამბ­ობ­დნენ, ია­რა­ღი უპო­ვე­სო"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?!

"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?!

მსოფლიო 2016 წლის გრანდიოზული სპორტული დღესასწაულის მოლოდინშია - საფრანგეთი უმასპინძლებს­ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. ქვეყნის 10 ქალაქში მატჩებზე დასწრებას მილიონამდე ტურისტი გეგმავს. ევროპის ჩემპიონატს ელოდება "ისლამური ხალიფატიც". მიუხედავად იმისა, რომ ის სირიასა და ერაყში დაპყრობილ ტერიტორიებს დღითი დღე კარგავს, აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და მსოფლიოს საფრანგეთის­ სტადიონებზე შეახსენებს თავს.

იქნება თუ არა დაცული ევროპის ჩემპიო­ნატის უსაფრთხოება? ეს კითხვა ახლა მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურების წინაშე­ დგას. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ საფ­რანგეთში ე.წ. სირიული ტალღის ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათი ნაწილი, ექსპერტების ვარაუდით, "ისლამური ხალიფატის" იდეების მომხრეა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ათეულობით ემისა­რზე, რომლებიც მზად არიან, აბუ ბაქრ ალ ბაღდადისთვის ბაიათის (ფიცი) გამო თავიც კი აიფეთქონ.

არავინ იცის, მოესწრება თუ არა ფეხბ­უ­რთის ჩემპიონატს "ისლამური ხალიფატის" თავდაცვის მინისტრი, რომელიც, აგერ უკვე ორი თვეა, საწოლსაა მიჯაჭვული. თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 8 მარტს გავრცელდა. პენტაგონი­ იუწყებოდა, რომ 4 მარტს, სირიის ქასაკის პროვინციის ქალაქ ეშ-შადში ავიაიერიშისას დაიღუპა ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ მუცელში მძიმედ იყო დაჭრილი. 13 მარტს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, ბათირაშვილი გარდაიცვალაო. ეს პენტაგონმაც დაადასტურა, მაგრამ დასძინა, გარდაცვლილის ფოტო არ გვაქვსო. მარტის ბოლოს ერთ-ერთი საველე მეთაურისგან შევიტყვეთ, რომ გამოკეთებული ბათირაშვილი მოულოდნ­ელად ცუდად გახდა­ (სუსტადაა, აქვს სულის ხუთვა, გულის რევა). ჩვენი ინფორმაციით, მასთან ჩაყვანილმა ავტორიტეტულმა ორმა ექიმმა ივარაუდა, რომ "ჟღალი გენერალი" მოწამლეს... როგორც მოჯაჰედურ წრეებში ამბობენ, ასეთ სიკვდილს მხოლოდ ალაჰის რჩეულები გადაურჩებიან.

დღეს ომარ ალ შიშანს ერაყში აბუ მულა ომარს ადარებენ. თალიბანის დამაარ­სებელზე იმდენი ლეგენდა დადიოდა, რომ დაეჭვდნენ, ომარი რეალური პიროვნება იყო, თუ პეშევარის დევნილთა ბანაკების მითების პერსონაჟი.

დღემდე არავინ იცის, როგორ იქცა ერთი პატარა ხეობის ცხვარში გაზრდილი ბიჭი "ისლამური­ ხალიფატის" თავდაცვის მინისტრად. ითქვა, მის უკან ვიღაც დგასო. ერთი ვერსიით, ის მისი ძმა, თამაზ ბათირაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელიც სირიაში აბდულ რაჰმანის სახელით იბრძვის.

"კვირის პალიტრისთვის" ამჟამად სხვა ვერსია გახდა ცნობილი და გადავწყ­ვიტეთ, მკითხველს ომარ ალ შიშანის სირ­იაში"კარიერული ზრდის ნაკლებად ცნობილ დეტალებზე მოვუთხროთ.

"მითხრა, ის ღამე ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო"

თარხან ბათირაშვილმა სამხე­დრო საქმე პროფ­ესიად აირჩია - ქართ­ულ ჯარში მსახურო­ბდა. აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთ სამსახურში იყო, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის გაუარ­ესების გამო (ცალი ფილტვი ამოჰკვეთეს) იძულებული გახდა, ჯარისთვის თავი დაენებებინა. 2010 წელს კი დაიჭირეს...

თარხან ბათირაშვილის მეგობარი: "თარხანი თანასოფლელ ბიჭთან ერთად თბილი­სში იყო. ღამე ახლობელთან უნდა გაეთია. რაღაც საქმეზე წასულან და რომ შეაგვიანდათ, მათმა მასპინძელმა მე დამირეკა - არ გამოჩენილან და არც ტელეფონზე პასუხობენო. ვიფიქრე, ალბათ, ქალ­აქში სეირნობას შეჰყვნენ-მეთქი. თარხანს დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამითიშა. ცუდი არაფერი­ მიფიქრია, თუმცა, როცა გავიგე,­ იმ ღამეს შინ არ მისულა, შევფიქრიანდი­. დილით დავურეკე.­

მიპასუხა, - მალე გნახავო. როცა ვნახე, მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეთ. ჩემი თანმხლები არაფერ შუაში იყო, მე რომ მახლდა, იმიტომ აიყ­ვანესო. როგორც გავიგე, მის ბიძაშვილს იარაღი გაუყიდია და ამის გამო დაჰკითხეს. თარხანიც და მისი თანმხლებიც იმ დღესვე სოფ­ე­ლში დაბრუნდნენ. მესამე თუ მეოთხე დღეს სოფელში დაადგნენ თავს და აიყვანეს. ამბ­ობდნენ, იარაღი უპოვესო"... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ