"პალიტრა L"-ის გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ "პალიტრა L"-ის გრანდიოზული გათამაშება დასრულდა.
4 იღბლიანი გამარჯვებული იაპონური ავტომობილით "დაცუნ მიდო", ერთკვირიანი საგზურით ევროპაში, 3000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერით და iPhone 6S-ით დაჯილდოვდა. მთავარი პრიზის, ავტომობილის მფლობელი ქუთაისელი ქალბატონი გახდა. ვენა-ბუდაპეშტის ორკაციანი ერთკვირიანი საგზური თელაველმა მკითხველმა მოიგო, ავეჯის ვაუჩერის და iPhone 6S-ის მფლობელები კი "პალიტრა L" გამომცემლობის ერთგული თბილისელი მკითხველები გახდნენ. გათამაშებას თამთა ასათიანი და გიორგი მეგრელიშვილი უძღვებოდნენ.
უფრო დეტალურად: iPhone 6S მოიგო ბილეთმა - 109205; ავეჯის სახლის 3000-ლარიანი ვაუჩერი მოიგო - 101077; საგზური ბუდაპეშტსა და ვენაში - 113470; ავტომობილი "დაცუნ მიდო" - 018090
"პალიტრა L"-ის გათამაშება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველას ვინც ყუთში ბილეთი ჩააგდო, ჰქონდა შანსი, მთავარი პრიზის მფლობელი გამხდარიყო.
გათამაშებაში მონაწილეობა მარტივი იყო: მკითხველი 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20 ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნებზე) ადგილზე იღებდა გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკდა გადასაფხეკ ველს და იგებდა გარანტირებულ პრიზს - წიგნს, აგრეთვე შეავსებდა ბილეთის მეორე ნაწილს, რომელსაც ჩააგდებდა წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში ამ წუთებში მიმდინარე გათამაშებისთვის, სადაც თამაშდება 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6s.
აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილი იყო "გამომცემლობა პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის წიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან, როგორებიც არის "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", "ლიბერთინსის" წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვ. გათამაშების მთავარი სლოგანია #იკითხედამოიგებ.