საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს
"ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს

ბიზ­ნეს­მე­ნი თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს, რო­მელ­შიც 25 მა­ისს ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას მო­ი­თხოვს. შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თვა ბიზ­ნეს­მენ­მა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზეც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­შიც გავ­რცელ­და. ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ავა­რი­ის უშა­უ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სუ­ლი წლის 13 ივ­ნისს მომ­ხდარ­მა სტი­ქი­ამ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ის 6 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­წი­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც არა­ერ­თი ძაღ­ლის სი­ცო­ცხლე გა­დაგ­ვირ­ჩე­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში თავ­შე­საფ­რის მე­პატ­რო­ნემ ოთხი მან­ქა­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შე­ი­ძი­ნა და ისევ გა­ვაგ­რძე­ლეთ მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის 25 მა­ისს ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ხუთი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ამ­ტვრია, აქე­დან ორი ელიზ­ბა­რაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და, რომ­ლე­ბიც პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე იყ­ვნენ გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი. პო­ტენ­ცი­ურ­მა მკვლელ­მა მძღოლ­მა, რომ­ლის­თვის, რო­გორც ჩანს, სხვი­სი სი­ცო­ცხლე არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, უხე­შად და­არ­ღვია საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და თავ­შე­საფ­რის ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე გა­ა­ნად­გუ­რა, რომ აღ­დგე­ნა­საც აღარ ექ­ვემ­დე­რე­ბა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა, სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩნენ მისი მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი" - წერს ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი პოს­ტის და­სა­წყის­ში, ხოლო მისი მი­მარ­თვა შს მი­ნის­ტრი­სად­მი ასე­თია:

"ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მო­გეხ­სე­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 25 მა­ისს, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 23:30 სა­ათ­ზე, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე დიდი სის­წრა­ფით მო­მა­ვა­ლი "მი­ცუ­ბი­შის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც 20 წლის ახალ­გაზ­რდა მარ­თავ­და, და­ე­ჯა­ხა ჩემს კუთ­ვნილ ორ ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლე­ბიც ამა­ვე ქუ­ჩა­ზე, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ, პარ­კინ­გის ად­გი­ლას იყ­ვნენ გა­ჩე­რე­ბულ­ნი. ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ ჩემი მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ რომ სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩნენ.

მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ხში­რად მი­ნა­ხავს, რო­გორ დაქ­რი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი დიდი სის­წრა­ფით ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­სა თუ სხვა ქუ­ჩებ­ზე და, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც მი­ნა­ხავს, რო­გორ და­უ­ნა­ხავს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟს, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­უ­ტო­ვე­ბია.

ვი­ნა­ი­დან ასე­თი მძღო­ლე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლე­ბი არი­ან, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის და­ნახ­ვი­სას, არა­ერ­თხელ და­მი­რე­კავს 112-ში და მით­ქვამს, ახლა არ­ნა­ხუ­ლი სის­წრა­ფით ჩა­მიქ­რო­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნამ, რომ­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რე­ბია ესა და ეს-მეთ­ქი. ასე­ვე ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, რომ ჩემს მან­ქა­ნა­ში მი­ყე­ნია ვი­დე­ო­ფიქ­სა­ტო­რი, რო­მელ­საც ჩემს მიერ მო­ნა­ყო­ლის და­დას­ტუ­რე­ბა შე­უძ­ლია და ამა­საც მო­გა­წო­დებთ, ოღონდ ზო­მე­ბი მი­ი­ღეთ-მეთ­ქი.

25 მა­ისს, როცა ჩემს ოჯახს აშ­კა­რა საფრ­თხე და­ე­მუქ­რა და ქო­ნებ­რი­ვი ზა­რა­ლიც მო­მად­გა, ისევ დავ­რე­კე 112-ში და მო­ვი­თხო­ვე პა­სუ­ხი გა­ე­ცათ ჩემს მიერ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­დან რო­მელ­ზე და რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. მი­პა­სუ­ხეს, რომ არ იცოდ­ნენ მოყ­ვა თუ არა რე­ა­გი­რე­ბა ჩემს მიერ მკვლელ მძღო­ლე­ბად და­ნა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბებს და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში კი გა­სა­ო­ცა­რი პა­სუ­ხი გამ­ცეს - ასე შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ­მა დარ­ე­კოს და თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბა, და­ჯა­რი­მე­ბა­საც ვერ შევ­ძლებ­თო. გა­მო­დის, სწრა­ფად მო­სი­ა­რუ­ლე, მკვლელ მძღო­ლებს ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა აქვთ შსს-სგან, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის­გან, რომ დღი­სით, მზი­სით, ღა­მით ხო­ცონ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი და თა­ვი­ან­თი თა­ვე­ბიც გა­ი­უ­ბე­დუ­რონ?!

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ვფიქ­რობ, თა­ვის დრო­ზე ჩემი და ალ­ბათ სხვა ბევ­რის მიერ 112-ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რომ არ და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, ბევ­რის სი­ცო­ცხლეს და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც იხ­სნი­დით აშ­კა­რა საფრ­თხის­გან! შე­მიძ­ლია ახ­ლაც მო­გა­წო­დოთ ამო­ნა­წე­რე­ბი ჩემს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოთ­ვა­ლი­დან, რო­მელ­ზეც მსგავ­სი ფაქ­ტე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი. ამას ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად გა­ვა­კე­თებ! ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე არამ­ხო­ლოდ ის მძღო­ლია, რო­მე­ლიც დიდი სის­წრა­ფით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს უქ­მნის საფრ­თხეს, არა­მედ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა, როცა რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს!

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, შსს-სგან კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ, რომ მკვლე­ლი მძღო­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან 112-ზე შე­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვეს და პა­სუ­ხიც ასე­ვე ოპე­რა­ტი­ულ რე­ჟიმ­ში გვეც­ნო­ბოს! მე კი არ უნდა ვრე­კავ­დე და ვკი­თხუ­ლობ­დე, ინ­ფორ­მა­ცია რომ მო­გა­წო­დეთ, რა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ-მეთ­ქი, თვი­თონ უნდა გვი­რე­კავ­დნენ, მად­ლო­ბას გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ თუ რა რე­ა­გი­რე­ბა და შე­დე­გი მოჰ­ყვა ჩვენს მიერ გა­და­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მე, თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი უფ­ლე­ბას გაძ­ლევთ, იმ პი­როვ­ნე­ბებს, ვი­საც ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე დას­ჯით ამა თუ იმ წე­სით, უთხრათ, რომ პო­ლი­ცი­ას მათი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ მე მო­ვუ­ყე­ვი! ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ე.წ. ჩაშ­ვე­ბად კი არ უნდა მოვ­ნათ­ლოთ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა ვის­წავ­ლოთ კა­ნო­ნის დაც­ვა და ყვე­ლამ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ვალი შე­ვას­რუ­ლოთ, რომ რო­გორ­მე კა­ნონ­მორ­ჩილ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ და ჩვე­ნი­ვე გულ­გრი­ლო­ბით ერ­თმა­ნე­თის მკვლე­ლე­ბი არ დაგ­ვერ­ქვას!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს

"ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილის ღია წერილით მიმართავს, რომელშიც 25 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავარიაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. შესაბამისი მიმართვა ბიზნესმენმა ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა. საშინელი ავარიის კადრები ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა. ელიზბარაშვილის ოჯახი ავარიის უშაუალო თვითმხილველები იყვნენ.

"მოგეხსენებათ, გასული წლის 13 ივნისს მომხდარმა სტიქიამ თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილი ის 6 ავტომობილი შეიწირა, რომლის საშუალებითაც არაერთი ძაღლის სიცოცხლე გადაგვირჩენია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვეში თავშესაფრის მეპატრონემ ოთხი მანქანა საკუთარი ძალებით შეიძინა და ისევ გავაგრძელეთ მიუსაფარი ძაღლების დახმარება. მიმდინარე წლის 25 მაისს ყაზბეგის გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ხუთი ავტომობილი დაამტვრია, აქედან ორი ელიზბარაშვილს ეკუთვნოდა, რომლებიც პარკირების ადგილზე იყვნენ გაჩერებულები. პოტენციურმა მკვლელმა მძღოლმა, რომლისთვის, როგორც ჩანს, სხვისი სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და თავშესაფრის ორი ავტომობილი ისე გაანადგურა, რომ აღდგენასაც აღარ ექვემდერება, მაგრამ რაც მთავარია, მსხვერპლი არ ყოფილა, სასწაულით გადარჩნენ მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები" - წერს ელიზბარაშვილი პოსტის დასაწყისში, ხოლო მისი მიმართვა შს მინისტრისადმი ასეთია:

"ბატონო გიორგი, მოგეხსენებით, მიმდინარე წლის 25 მაისს, საღამოს დაახლოებით 23:30 საათზე, ყაზბეგის გამზირზე დიდი სისწრაფით მომავალი "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდა მართავდა, დაეჯახა ჩემს კუთვნილ ორ ავტომობილს, რომლებიც ამავე ქუჩაზე, კანონით გათვალისწინებულ, პარკინგის ადგილას იყვნენ გაჩერებულნი. ერთ-ერთ მანქანაში ისხდნენ ჩემი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც სწორედ რომ სასწაულით გადარჩნენ.

მინდა მოგახსენოთ, რომ ხშირად მინახავს, როგორ დაქრიან ახალგაზრდები დიდი სისწრაფით ყაზბეგის გამზირსა თუ სხვა ქუჩებზე და, სამწუხაროდ, ისიც მინახავს, როგორ დაუნახავს ასეთი შემთხვევები საპატრულო ეკიპაჟს, მაგრამ რეაგირების გარეშე დაუტოვებია.

ვინაიდან ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები არიან, მსგავსი ფაქტების დანახვისას, არაერთხელ დამირეკავს 112-ში და მითქვამს, ახლა არნახული სისწრაფით ჩამიქროლა ავტომანქანამ, რომლის სახელმწიფო ნომრებია ესა და ეს-მეთქი. ასევე ვეუბნები ხოლმე, რომ ჩემს მანქანაში მიყენია ვიდეოფიქსატორი, რომელსაც ჩემს მიერ მონაყოლის დადასტურება შეუძლია და ამასაც მოგაწოდებთ, ოღონდ ზომები მიიღეთ-მეთქი.

25 მაისს, როცა ჩემს ოჯახს აშკარა საფრთხე დაემუქრა და ქონებრივი ზარალიც მომადგა, ისევ დავრეკე 112-ში და მოვითხოვე პასუხი გაეცათ ჩემს მიერ თვეების განმავლობაში მათთვის მიწოდებული ინფორმაციებიდან რომელზე და როგორი რეაგირება მოახდინეს. მიპასუხეს, რომ არ იცოდნენ მოყვა თუ არა რეაგირება ჩემს მიერ მკვლელ მძღოლებად დანახული ადამიანების ქმედებებს და საპატრულო პოლიციაში გადამამისამართეს. საპატრულო პოლიციაში კი გასაოცარი პასუხი გამცეს - ასე შეიძლება ნებისმიერმა დარეკოს და თუ მტკიცებულება არ გვექნება, დაჯარიმებასაც ვერ შევძლებთო. გამოდის, სწრაფად მოსიარულე, მკვლელ მძღოლებს ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ შსს-სგან, საპატრულო პოლიციისგან, რომ დღისით, მზისით, ღამით ხოცონ ჩვენი შვილები, მეუღლეები, მშობლები და თავიანთი თავებიც გაიუბედურონ?!

ბატონო გიორგი, ვფიქრობ, თავის დროზე ჩემი და ალბათ სხვა ბევრის მიერ 112-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია რომ არ დაგეტოვებინათ რეაგირების გარეშე, ბევრის სიცოცხლეს და ჩემი ოჯახის წევრებსაც იხსნიდით აშკარა საფრთხისგან! შემიძლია ახლაც მოგაწოდოთ ამონაწერები ჩემს ავტომანქანაში დაყენებული ვიდეოთვალიდან, რომელზეც მსგავსი ფაქტებია გადაღებული. ამას ჩემი და სხვისი შვილების დასაცავად გავაკეთებ! ამ შემთხვევაში დამნაშავე არამხოლოდ ის მძღოლია, რომელიც დიდი სისწრაფით გადაადგილდება და ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ, საპატრულო პოლიციაც ამ დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როცა რეაგირებას არ ახდენს!

ბატონო გიორგი, შსს-სგან კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მკვლელი მძღოლების შესახებ მოქალაქეებისგან 112-ზე შესულ ინფორმაციებს ოპერატიული რეაგირება მოჰყვეს და პასუხიც ასევე ოპერატიულ რეჟიმში გვეცნობოს! მე კი არ უნდა ვრეკავდე და ვკითხულობდე, ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ, რა რეაგირება მოახდინეთ-მეთქი, თვითონ უნდა გვირეკავდნენ, მადლობას გვეუბნებოდნენ თუ რა რეაგირება და შედეგი მოჰყვა ჩვენს მიერ გადაცემულ ინფორმაციას. მე, თამაზ ელიზბარაშვილი უფლებას გაძლევთ, იმ პიროვნებებს, ვისაც ჩემი ინფორმაციის საფუძველზე დასჯით ამა თუ იმ წესით, უთხრათ, რომ პოლიციას მათი ქმედების შესახებ მე მოვუყევი! ასეთი საქციელი ე.წ. ჩაშვებად კი არ უნდა მოვნათლოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ კანონის დაცვა და ყველამ ჩვენი მოქალაქეობრივი თუ პროფესიული ვალი შევასრულოთ, რომ როგორმე კანონმორჩილ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ და ჩვენივე გულგრილობით ერთმანეთის მკვლელები არ დაგვერქვას!" - ნათქვამია განცხადებაში.

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)