Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოუბიზნესის ცნობილი დაქალები, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ იტანენ
შოუბიზნესის ცნობილი დაქალები, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ იტანენ

როცა საქ­მე შო­უ­ბიზ­ნესს ეხე­ბა, გა­რე­დან ყვე­ლა­ფე­რი ბრწყინ­ვა­ლე და სა­ოც­ნე­ბოა, თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბას თან ახ­ლავს ინ­ტრი­გე­ბი, მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს შო­რი­საც, რო­მე­ლიც ხში­რად უცხო თვა­ლის­თვი­საც შე­სამ­ჩნე­ვია. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბილ და­ქა­ლებს, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ აე­წყოთ:

პე­რის ჰილ­ტო­ნი და კიმ კარ­და­ში­ა­ნი

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც პე­რი­სი პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იყო, კარ­და­ში­ანს ძლივს ცნობ­დნენ, რო­გორც მის თა­ნამ­გზავრს და ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას კად­რი­დან გან­დევ­ნიდ­ნენ. მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა: "ქერა გო­გო­ნა შო­კო­ლად­ში" პუბ­ლი­კას მალე მო­ბეზ­რდა, დი­დუ­კა­ნა­ლი­ა­ნი, მუქთ­მი­ა­ნი კიმი სა­კუ­თა­რი რე­ა­ლი­თი შო­უ­თი კი ახალ სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვად იქცა.

პე­რი­სი, რა თქმა უნდა, და­ი­ბოღ­მა: "არ მინ­და, იმ­ხე­ლა უკა­ნა­ლი მქონ­დეს, რო­გორც კიმს აქვს, ეს ვულ­გა­რუ­ლია! თით­ქოს სა­ნაგ­ვის პარ­კი ხა­ჭო­თი გა­ავ­სეს", - გა­ნა­ცხა­და მან ერთხელ რა­დი­ო­შო­უ­ში.

შემ­დგომ­ში, პე­რის ჰილ­ტონ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, მაგ­რამ ჩუმი ომი მა­ინც გაგ­რძელ­და. წვე­უ­ლე­ბებ­ზე შეხ­ვედ­რი­სას ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, თით­ქოს არც კი იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს. ბო­ლოს და ბო­ლოს, 2014 წელს შე­რიგ­დნენ, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ჰილ­ტო­ნი ბოღ­მის­გან ბო­ლომ­დე არ გა­თა­ვი­სუფ­ლდა და დღემ­დე ცდი­ლობს, დაჩ­რდი­ლოს მე­ტო­ქე. 2015 წელს ინ­სტაგ­რამ­ში კიმს და­ბა­დე­ბის დღე ასე მი­უ­ლო­ცა: გა­ნა­თავ­სა ფოტო, რო­მელ­ზეც სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი იდე­ა­ლუ­რად ჩანს, კარ­და­ში­ა­ნი კი მის ფონ­ზე უფორ­მო ტუმ­ბოს ჰგავს.

მა­დო­ნა და გვი­ნეტ პელტროუ

მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ერ­თმა­ნეთს 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ლონ­დონ­ში და­უ­ახ­ლოვ­დნენ, სა­დაც თა­ვი­ანთ ბრი­ტა­ნელ ქმრებ­თან გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად - მა­დო­ნა რე­ჟი­სორ გაი რი­ჩის გაჰ­ყვა ცო­ლად, გვი­ნეტ პელტროუ - Coldplay-ს სო­ლისტს, კრის მარ­ტინს. 14-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პოპ-დივა და მსა­ხი­ო­ბი გა­ნუყ­რე­ლე­ბი გახ­დნენ და ყველ­გან ერ­თად ჩნდე­ბოდ­ნენ.

გვი­ნე­ტი მა­დო­ნას "უფ­როს დას" უწო­დებ­და, და მის რჩე­ვებს ძა­ლი­ან აფა­სებ­და. 2008 წელს კი ის მხარ­ში ედგა მას გაი რი­ჩის­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­სას. მაგ­რამ მათ შო­რის შავ­მა კა­ტამ გა­ირ­ბი­ნა მათი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ტო­რის, ტრე­ი­სი ან­დერ­სო­ნის გამო. რო­დე­საც ან­დერ­სო­ნის ბიზ­ნეს­ში ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მა­დო­ნამ მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­წყვი­ტა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ გვი­ნე­ტიც მის მსგავ­სად მო­იქ­ცე­ო­და. თუმ­ცა, ამა­ოდ, გვი­ნეტ­მა მას არ მიჰ­ბა­ძა.

მას შემ­დეგ მა­დო­ნამ გვი­ნე­ტის იგ­ნო­რი­რე­ბა და­ი­წყო და დღემ­დე არ უშ­ვებს შანსს ხე­ლი­დან, რომ არ "უკბი­ნოს". მა­გა­ლი­თად, ბოლო დროს სულ უფრო უახ­ლოვ­დე­ბა გვი­ნე­ტის ამ­ჟა­მინ­დელ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს - ბი­ონ­სეს.

ქსე­ნია სობ­ჩა­კი და თინა კან­დე­ლა­კი

ორ სკან­და­ლურ ტე­ლე­პერ­სო­ნას ერთ დროს ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ. აწყობ­დნენ ერ­თობ­ლივ წვე­უ­ლე­ბებს და ეფექ­ტურ პრო­ვო­კა­ცი­ებს, ერ­თად იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გლა­მუ­რულ ფო­ტო­სე­სი­ებ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­საც კი ერთ დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ (ორი­ვე ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ბა­და 5-დღი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბით). მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში მათ შო­რის ბინ­ძუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი და­ი­წყო, თა­ნაც სა­ხალ­ხოდ. მთე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე გახ­და მოწ­მე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათი ჩხუ­ბი­სა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­გო­ნე­ბი" ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ვეყ­ნებ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ზე უამ­რავ კომ­პრო­მატს. ყვე­ლა­ფერ ამა­ში მტრო­ბის ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი გა­მო­იკ­ვე­თა: მა­მა­კა­ცე­ბი და პო­ლი­ტი­კა. გარ­და ამი­სა, კან­დე­ლაკს, რო­გორც ჩანს სურ­და, სა­კუ­თა­რი PR-ბიზ­ნე­სი სობ­ჩა­კის სა­ხე­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, რაც, რა თქმა უნდა, ქსე­ნი­ას არ მო­ე­წო­ნა.

გვი­ნეტ პელტროუ და ვა­ი­ნო­ნა რა­ი­დე­რი

რო­გორც ჩანს გვი­ნეტ პელტრო­უს ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი არ წყა­ლო­ბენ, ან პი­რი­ქით... 90-იანი წლე­ბის და­სას­რულს გვი­ნე­ტი და უა­ი­ნო­ნა რა­ი­დე­რი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მათ შო­რის უსი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ზე­ზი ფილ­მი "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შექ­სპი­რი" გახ­და, სა­დაც ორმა მსა­ხი­ობ­მა როლი ვერ გა­ი­ყო. რა­ი­დე­რის თქმით, როლი თავ­და­პირ­ვე­ლად მის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, და­ქალ­მა კი მზაკ­ვრუ­ლად წა­არ­თვა შან­სი არამ­ხო­ლოდ კარგ ფილმში გა­და­ღე­ბი­სა, არა­მედ "ოს­კა­რის" მი­ღე­ბი­საც.

კიმ კეტ­რო­ლი და ჯე­სი­კა პარ­კე­რი

მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ეწყო­ბოდ­ნენ "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" გა­და­ღე­ბი­სას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბის როლს ას­რუ­ლებ­დნენ. პირ­ვე­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი­სას ფილ­მის გაგ­რძე­ლე­ბა საფრ­თხის ქვეშ დად­გა ორი მსა­ხი­ო­ბის ჩხუ­ბის გამო. ინ­სა­ი­დე­რე­ბის თქმით, ტე­ლე­სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ იტან­დნენ, მაგ­რამ ორი­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ეს არ ასა­ხუ­ლა მათ სა­მუ­შა­ო­ზე.

დემი ლო­ვა­ტო და სე­ლე­ნა გო­მე­სი

თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ორ კერპს თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა პო­პუ­ლა­რო­ბამ­დე დიდი ხნით ადრე აკავ­ში­რებ­დათ: გო­გო­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მხარს უჭერ­დნენ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვუ­რი კა­რი­ე­რის მო­წყო­ბა­ში, მუ­დამ პო­უ­ლობ­დნენ დროს გი­ჟურ სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ში შე­სახ­ვედ­რად. მათ შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი კი მა­მა­კა­ცი გახ­და, რო­მე­ლიც ორი­ვეს შე­უყ­ვარ­და. იდუ­მა­ლი პრინ­ცის სა­ხე­ლი უც­ნო­ბია, თუმ­ცა მის გამო ორი ვარ­სკვლა­ვი დღემ­დე "სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია".

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შოუბიზნესის ცნობილი დაქალები, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ იტანენ

შოუბიზნესის ცნობილი დაქალები, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ იტანენ

როცა საქმე შოუბიზნესს ეხება, გარედან ყველაფერი ბრწყინვალე და საოცნებოა, თუმცა პოპულარობას თან ახლავს ინტრიგები, მათ შორის საუკეთესო მეგობრებს შორისაც, რომელიც ხშირად უცხო თვალისთვისაც შესამჩნევია. დღეს წარმოგიდგენთ ცნობილ დაქალებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ერთმანეთთან ურთიერთობა არ აეწყოთ:

პერის ჰილტონი და კიმ კარდაშიანი

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პერისი პოპულარობის ზენიტში იყო, კარდაშიანს ძლივს ცნობდნენ, როგორც მის თანამგზავრს და ფოტოს გადაღებისას კადრიდან განდევნიდნენ. მაგრამ თანდათანობით ყველაფერი შეიცვალა: "ქერა გოგონა შოკოლადში" პუბლიკას მალე მობეზრდა, დიდუკანალიანი, მუქთმიანი კიმი საკუთარი რეალითი შოუთი კი ახალ სუპერვარსკვლავად იქცა.

პერისი, რა თქმა უნდა, დაიბოღმა: "არ მინდა, იმხელა უკანალი მქონდეს, როგორც კიმს აქვს, ეს ვულგარულია! თითქოს სანაგვის პარკი ხაჭოთი გაავსეს", - განაცხადა მან ერთხელ რადიოშოუში.

შემდგომში, პერის ჰილტონმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ჩუმი ომი მაინც გაგრძელდა. წვეულებებზე შეხვედრისას ისე იქცეოდნენ, თითქოს არც კი იცნობენ ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს, 2014 წელს შერიგდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჰილტონი ბოღმისგან ბოლომდე არ გათავისუფლდა და დღემდე ცდილობს, დაჩრდილოს მეტოქე. 2015 წელს ინსტაგრამში კიმს დაბადების დღე ასე მიულოცა: განათავსა ფოტო, რომელზეც საკუთარი სხეული იდეალურად ჩანს, კარდაშიანი კი მის ფონზე უფორმო ტუმბოს ჰგავს.

მადონა და გვინეტ პელტროუ

მსახიობი და მომღერალი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში, ლონდონში დაუახლოვდნენ, სადაც თავიანთ ბრიტანელ ქმრებთან გადავიდნენ საცხოვრებლად - მადონა რეჟისორ გაი რიჩის გაჰყვა ცოლად, გვინეტ პელტროუ - Coldplay-ს სოლისტს, კრის მარტინს. 14-წლიანი სხვაობის მიუხედავად, პოპ-დივა და მსახიობი განუყრელები გახდნენ და ყველგან ერთად ჩნდებოდნენ.

გვინეტი მადონას "უფროს დას" უწოდებდა, და მის რჩევებს ძალიან აფასებდა. 2008 წელს კი ის მხარში ედგა მას გაი რიჩისთან განქორწინებისას. მაგრამ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა მათი პერსონალური ინსტრუქტორის, ტრეისი ანდერსონის გამო. როდესაც ანდერსონის ბიზნესში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს, მადონამ მისი მომსახურებით სარგებლობა შეწყვიტა და დარწმუნებული იყო, რომ გვინეტიც მის მსგავსად მოიქცეოდა. თუმცა, ამაოდ, გვინეტმა მას არ მიჰბაძა.

მას შემდეგ მადონამ გვინეტის იგნორირება დაიწყო და დღემდე არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ არ "უკბინოს". მაგალითად, ბოლო დროს სულ უფრო უახლოვდება გვინეტის ამჟამინდელ საუკეთესო მეგობარს - ბიონსეს.

ქსენია სობჩაკი და თინა კანდელაკი

ორ სკანდალურ ტელეპერსონას ერთ დროს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. აწყობდნენ ერთობლივ წვეულებებს და ეფექტურ პროვოკაციებს, ერთად იღებდნენ მონაწილეობას გლამურულ ფოტოსესიებში, დაბადების დღესაც კი ერთ დღეს აღნიშნავდნენ (ორივე ნოემბერში დაიბადა 5-დღიანი განსხვავებით). მაგრამ რაღაც მომენტში მათ შორის ბინძური გარჩევები დაიწყო, თანაც სახალხოდ. მთელი ინტერნეტსივრცე გახდა მოწმე სოციალურ ქსელებში მათი ჩხუბისა.

"მაღალი საზოგადოების გოგონები" ყოველდღიურად აქვეყნებდნენ ერთმანეთზე უამრავ კომპრომატს. ყველაფერ ამაში მტრობის ორი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა: მამაკაცები და პოლიტიკა. გარდა ამისა, კანდელაკს, როგორც ჩანს სურდა, საკუთარი PR-ბიზნესი სობჩაკის სახელის მეშვეობით დაეტრიალებინა, რაც, რა თქმა უნდა, ქსენიას არ მოეწონა.

გვინეტ პელტროუ და ვაინონა რაიდერი

როგორც ჩანს გვინეტ პელტროუს ძველი მეგობრები არ წყალობენ, ან პირიქით... 90-იანი წლების დასასრულს გვინეტი და უაინონა რაიდერი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ შორის უსიამოვნების მიზეზი ფილმი "შეყვარებული შექსპირი" გახდა, სადაც ორმა მსახიობმა როლი ვერ გაიყო. რაიდერის თქმით, როლი თავდაპირველად მისთვის იყო განკუთვნილი, დაქალმა კი მზაკვრულად წაართვა შანსი არამხოლოდ კარგ ფილმში გადაღებისა, არამედ "ოსკარის" მიღებისაც.

კიმ კეტროლი და ჯესიკა პარკერი

მსახიობები ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ "სექსი დიდ ქალაქში" გადაღებისას, მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიხედვით საუკეთესო მეგობრების როლს ასრულებდნენ. პირველი ფილმის გადაღებებისას ფილმის გაგრძელება საფრთხის ქვეშ დადგა ორი მსახიობის ჩხუბის გამო. ინსაიდერების თქმით, ტელესერიალის გადაღების დასრულებისას მსახიობები ერთმანეთს ვეღარ იტანდნენ, მაგრამ ორივე პროფესიონალია და ეს არ ასახულა მათ სამუშაოზე.

დემი ლოვატო და სელენა გომესი

თინეიჯერების ორ კერპს თბილი ურთიერთობა პოპულარობამდე დიდი ხნით ადრე აკავშირებდათ: გოგონები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ რთულ სიტუაციებში, ეხმარებოდნენ ვარსკვლავური კარიერის მოწყობაში, მუდამ პოულობდნენ დროს გიჟურ სამუშაო გრაფიკში შესახვედრად. მათ შორის განხეთქილების მიზეზი კი მამაკაცი გახდა, რომელიც ორივეს შეუყვარდა. იდუმალი პრინცის სახელი უცნობია, თუმცა მის გამო ორი ვარსკვლავი დღემდე "საომარ მდგომარეობაშია".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ

"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა