Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ
თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

მას­შტა­ბუ­რი კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რობი უი­ლი­ამსმა თბი­ლი­სი 28 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას და­ტო­ვა. ბრი­ტა­ნელ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი შე­ა­ქო და აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა არ­ცერ­თი ჩა­ვარ­დნა, მუდ­მი­ვად გრძნობ­და აუ­დი­ტო­რი­ის ენერ­გე­ტი­კას.

რო­გორც ჩანს ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის მუხ­ტი მომ­ღე­რალს სამ­შობ­ლო­შიც გაყ­ვა. მისი ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე თბი­ლი­სი­დან გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გან­თავ­სდა. ცნო­ბი­სათ­ვის, მე­გა­ვარ­სკვლა­ვის ინ­სტაგ­რა­მის გვერდს 415 000-მდე გა­მომ­წე­რი ჰყავს. "მოდი და ჩამ­კი­დე ხელი... სა­ქარ­თვე­ლო" - ვკი­თხუ­ლობთ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე მი­წე­რილ და­სა­თა­უ­რე­ბა­ში. პოსტს ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბის ასო­ბით კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს: "გვიყ­ვარ­ხარ!"; "მად­ლო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი შო­უს­თვის"; "ისევ დაბ­რუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში" - წე­რენ ქარ­თვე­ლი მე­ლო­მა­ნე­ბი.

"ეს იყო გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი თქვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბას და კი­დევ ერთხელ თქვენ­თან შეხ­ვედ­რას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია. კლი­მა­ტიც ძა­ლი­ან თბი­ლია. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა კერ­ძე­ბიც. ბად­რი­ჯა­ნი და ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, ნიგვზით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ეს იყო უგემ­რი­ე­ლე­სი", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა თბი­ლი­სი­დან გამ­გზავ­რე­ბამ­დე. რო­გორც ჩანს რო­ბის არც ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს და­ა­ვი­წყდა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გემო და ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზეც გა­მო­აქ­ვეყ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ფოტო წარ­წე­რით: "საჭ­მე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო".

წა­ი­კი­თხეთ: "აღ­მოჩ­ნდა, რომ მას­შტა­ბუ­რი "პრი­კო­ლი" და­ი­დო..." - უკეთ გა­ი­ცა­ნით გო­გო­ნა, რო­მელ­მაც რობი უი­ლი­ამსზე გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რით ინ­ტერ­ნე­ტი "დატ­რო­ლა"

ვინ არის რობი უი­ლი­ამ­სის "მე­გო­ბა­რი ზურა", რო­მელ­საც მომ­ღე­რალ­მა "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა - ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ზურა ცნო­ბი­ლა­ძეს­თან

თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

მასშტაბური კონცერტის დასრულების შემდეგ რობი უილიამსმა თბილისი 28 მაისს, გამთენიისას დატოვა. ბრიტანელმა შემსრულებელმა ქართველი მსმენელი შეაქო და აღნიშნა, რომ კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად გრძნობდა აუდიტორიის ენერგეტიკას.

როგორც ჩანს ქართველი მსმენელის მუხტი მომღერალს სამშობლოშიც გაყვა. მისი ინსტაგრამის გვერდზე თბილისიდან გამგზავრების შემდეგ "დინამო არენაზე" გადაღებული ფოტო განთავსდა. ცნობისათვის, მეგავარსკვლავის ინსტაგრამის გვერდს 415 000-მდე გამომწერი ჰყავს. "მოდი და ჩამკიდე ხელი... საქართველო" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ფოტოზე მიწერილ დასათაურებაში. პოსტს ქართველი ფანების ასობით კომენტარი ახლავს: "გვიყვარხარ!"; "მადლობა შესანიშნავი შოუსთვის"; "ისევ დაბრუნდი საქართველოში" - წერენ ქართველი მელომანები.

"ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას. საქართველოში ძალიან თბილი ხალხია. კლიმატიც ძალიან თბილია. ძალიან მომეწონა კერძებიც. ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა, ნიგვზით მომზადებული ეს იყო უგემრიელესი", - აღნიშნა მომღერალმა თბილისიდან გამგზავრებამდე. როგორც ჩანს რობის არც ბრიტანეთში დაბრუნებულს დაავიწყდა ქართული კერძების გემო და ინსტაგრამის პირად გვერდზეც გამოაქვეყნა შესაბამისი ფოტო წარწერით: "საჭმელი. საქართველო".

წაიკითხეთ: "აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო..." - უკეთ გაიცანით გოგონა, რომელმაც რობი უილიამსზე გაკეთებული კომენტარით ინტერნეტი "დატროლა"

ვინ არის რობი უილიამსის "მეგობარი ზურა", რომელსაც მომღერალმა "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება უსურვა - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ცნობილაძესთან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება