ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ებნისი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილი. როგორც ჯარიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ზარალს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება.
დაისეტყვა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა. ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.