დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა და მამაკაცის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.
დადასტურებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტელეკომპანია "2030"-ის რეპორტიორი ზვიად თხელიძეა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
AMBEBI.GE-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.