პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო..." - უკეთ გაიცანით გოგონა, რომელმაც რობი უილიამსზე გაკეთებული კომენტარით ინტერნეტი "დატროლა"
"აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო..." - უკეთ გაიცანით გოგონა, რომელმაც რობი უილიამსზე გაკეთებული კომენტარით ინტერნეტი "დატროლა"

რობი უი­ლი­ამ­სის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტა­უ­დი­ტო­რი­ას ალ­ბათ დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბა ფრა­ზა: "ტრ*კი რომ დაგ­ვა­ნა­ხა, ჩემს გვერ­დით ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი იყ­ვნენ და მაგ­რად გა­მი­ტყდა".

გო­გო­ნა, რომ­ლის ვი­დეო უტ­რი­რე­ბუ­ლი რბი­ლი "ლ"-თი ორი დღეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის "კე­დელ­ზე" ზი­არ­დე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში არც რბი­ლი "ლ"-თი სა­უბ­რობს და არც უი­ლი­ამ­სის უკა­ნა­ლის და­ნახ­ვით შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის და­ი­კოა". ის თე­ატრ "გლო­ბუ­სის" მსა­ხი­ო­ბი და ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი ელე­ნე ქას­რა­ძეა, "რო­ბის­გან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი" გო­გო­ნას კო­მენ­ტა­რი კი მისი რო­ლია და მეტი არა­ფე­რი.

Ambebi.ge ელე­ნეს გა­ე­სა­უბ­რა:

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, ვი­ხუმ­რე, ეს იყო იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი ტრო­ლი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებს ასეთ დროს მა­ინც თავს ეს­ხმი­ან. არა­და, მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე­ებს არ მგო­ნია, საქ­მე სა­გი­ნებ­ლად ჰქონ­დეთ. ვთქვათ და ასე­თია ადა­მი­ა­ნი, ვი­ღა­ცას მას­ზე უკე­თე­სი თავი რა­ტომ ჰგო­ნია, რა­ტომ ამე­ტებს?! თუმ­ცა ამ ტროლ­მა კარ­გად და­ა­ლა­გა სი­ტუ­ა­ცია - ვი­ღა­ცებ­მა უნებ­ლი­ედ, კო­მენ­ტა­რებ­ში სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­ავ­ლი­ნეს. არა­და, რა სა­სა­ცი­ლო და უც­ნა­უ­რია, უბ­რა­ლო ტრო­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, არც ამ­ხე­ლა ნახ­ვა უნდა ჰქო­ნო­და, დიდი-დიდი სა­ა­ხალ­წლო "შუტ­კებ­ში" მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, მაგ­რამ უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ მას­შტა­ბუ­რი "პრი­კო­ლი" და­ი­დო...

- ე.ი. კო­მენ­ტა­რებ­ში მე­ტყვე­ლე­ბაც ჩა­ი­ქო­ლა და აზ­როვ­ნე­ბაც, ანუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი...

- კი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­ნა­კე­ბად და ჯგუ­ფე­ბად თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შე­იკვრნენ. შე­ხე­დუ­ლე­ბა და აზ­რე­ბი და­უ­ფა­რა­ვად გა­მო­ავ­ლი­ნეს. ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც მახ­სოვს, ვერ მივ­ხვდი, მისი ავ­ტო­რი რას ითხოვ­და, - და­მიმ­ტკი­ცეთ, რომ ეს გოგო არ ხუმ­რობ­სო. და­ვუშ­ვათ და ის გოგო მარ­თლა ასე­თია, რა მოხ­და მერე? ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ. ჩემ­ნა­ი­რე­ბიც არი­ან და ვი­ღა­ცის­თვის მეც პერ­სო­ნა­ჟი ვარ, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით და ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა მომ­ბა­ძოს...

- ვინ ჩაგ­წე­რა?

- კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი და­დი­ო­და, ხალ­ხს ეძებ­და, რომ კონ­ცერ­ტზე აზრი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ გა­მო­ეთ­ქვათ. ზოგი თა­ვი­სი ნე­ბით მი­დი­ო­და, ზოგ­თან თვი­თონ მი­დი­ო­და. ხომ გი­თხა­რით, მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და გა­დავ­წყვი­ტეთ, გვე­ხუმ­რა. მი­თხრეს, - ელე­ნე, შენ თქვი, მა­ინც "სთენ­და­ფე­რი" ხარო...

- ორი დღეა ყვე­ლა შენ­ზე და რო­ბი­ზე ლა­პა­რა­კობს... არა­და, წე­სით, იმ მა­რი­ზე უნდა ელა­პა­რა­კათ, ვინც მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა.

- მა­რიმ სამ­წუ­ხა­როდ, სცე­ნა­ზე ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა. როცა ასე­თი არ­ტის­ტი გე­უბ­ნე­ბა, სცე­ნა­ზე ამო­დი, სულ რომ დად­გმუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო (ჯერ არ ვიცი, დად­გმუ­ლი იყო თუ არა), ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, რომ პა­ტა­რა შოუს ელე­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნო. თო­რემ მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და თუ ქმა­რი, ეს არა­ვის გვა­ინ­ტე­რე­სებ­და.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ყო­ფილ­ხარ...

- დიახ, მსა­ხი­ო­ბი ვარ და სხვი­სი თვი­სე­ბით ან ლო­გი­კით აზ­როვ­ნე­ბა ჩემი პრო­ფე­სი­აა. უბ­რა­ლო ტროლ­მა კი თა­ვის გა­მო­ჩე­ნის მსურ­ველ­ნი, გან­დი­დე­ბის მა­ნია გა­მო­ავ­ლი­ნა, ვი­თომ, ისე­თი "მო­ხო­დი­ლე­ბი" ვართ, რომ იმის იქით უკვე აღა­რა­ფე­რია, უკა­ნა­ლიც არ გვა­ღი­ზი­ა­ნებს. რა თქმა უნდა, ეს რო­ბის ხუმ­რო­ბა იყო, არ­ტის­ტია, თა­ვი­სი სა­მოქ­მე­დო არე აქვს, მაგ­რამ მე რომ რა­ღაც გა­ვა­კე­თე, რა­ტომ გინ­და, რომ ჩამ­ქო­ლო და ამის ფონ­ზე მო­აზ­როვ­ნე გა­მოჩ­ნდე, ბნე­ლი გა­მო­მიყ­ვა­ნო?! სხვი­სი სიბ­ნე­ლით ვერ გა­ნათ­დე­ბი! ჯობს ყვე­ლა თა­ვის ნა­თელს მი­აწ­ვეს...

- რო­მე­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხარ?

- თე­ატრ "გლო­ბუ­სი­ში" ვარ, ადრე "მე­ტე­ხის თე­ატ­რი" იყო. ამა­ვე დროს მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­რე­ჟი­სო­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე და პირ­ვე­ლი სტენ­და­ფე­რი გოგო ვარ (იუ­მო­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა). რუს­თა­ვე­ლის 18-ში პა­ტა­რა სცე­ნაა, სა­დაც კარ­გი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ტარ­დე­ბა, რა­შიც აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ერთი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც რო­გორც რე­ჟი­სორ­მა დავ­დგი "ფან­ჯრებს იქით", და­ნარ­ჩენ სპექ­ტაკლში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი.

- რას უსურ­ვებ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რო­გორც აღ­ნიშ­ნე, დღეს კა­ტე­გო­რი­ე­ბად დაჰ­ყა­ვი?

- არა­ფერს, რაც უნ­დათ, მა­ინც იმას მი­აღ­წე­ვენ და რისი სურ­ვი­ლიც აქვთ, იმის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლე­ბენ. მე რომ ვურ­ჩიო, გა­მო­დის, რომ ჩემი სურ­ვი­ლე­ბი მო­ვახ­ვიო. ამი­ტომ, რო­გორც უნ­დათ და რა სურ­ვი­ლე­ბიც აქვთ, იმ გა­რე­მო­ში ეცხოვ­როთ.

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო..." - უკეთ გაიცანით გოგონა, რომელმაც რობი უილიამსზე გაკეთებული კომენტარით ინტერნეტი "დატროლა"

"აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო..." - უკეთ გაიცანით გოგონა, რომელმაც რობი უილიამსზე გაკეთებული კომენტარით ინტერნეტი "დატროლა"

რობი უილიამსის კონცერტის შემდეგ ინტერნეტაუდიტორიას ალბათ დიდხანს ემახსოვრება ფრაზა: "ტრ*კი რომ დაგვანახა, ჩემს გვერდით ქართველი ვაჟკაცები იყვნენ და მაგრად გამიტყდა".

გოგონა, რომლის ვიდეო უტრირებული რბილი "ლ"-თი ორი დღეა, სოციალურ ქსელში ყოველი მეორე ინტერნეტმომხმარებლის "კედელზე" ზიარდება, სინამდვილეში არც რბილი "ლ"-თი საუბრობს და არც უილიამსის უკანალის დანახვით შეურაცხყოფილი "ქართველი ვაჟკაცის დაიკოა". ის თეატრ "გლობუსის" მსახიობი და ახალგაზრდა რეჟისორი ელენე ქასრაძეა, "რობისგან შეურაცხყოფილი" გოგონას კომენტარი კი მისი როლია და მეტი არაფერი.

Ambebi.ge ელენეს გაესაუბრა:

- მეგობრებთან ერთად ვიყავი, ვიხუმრე, ეს იყო იმპროვიზებული ტროლი და აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ასეთ დროს მაინც თავს ესხმიან. არადა, მეტყველების პრობლემის მქონეებს არ მგონია, საქმე საგინებლად ჰქონდეთ. ვთქვათ და ასეთია ადამიანი, ვიღაცას მასზე უკეთესი თავი რატომ ჰგონია, რატომ ამეტებს?! თუმცა ამ ტროლმა კარგად დაალაგა სიტუაცია - ვიღაცებმა უნებლიედ, კომენტარებში საკუთარი თავი გამოავლინეს. არადა, რა სასაცილო და უცნაურია, უბრალო ტროლი უნდა ყოფილიყო, არც ამხელა ნახვა უნდა ჰქონოდა, დიდი-დიდი საახალწლო "შუტკებში" მოხვედრილიყო, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო...

- ე.ი. კომენტარებში მეტყველებაც ჩაიქოლა და აზროვნებაც, ანუ განსხვავებული აზრი...

- კი, აღმოჩნდა, რომ ადამიანები ბანაკებად და ჯგუფებად თავიანთი დამოკიდებულებით შეიკვრნენ. შეხედულება და აზრები დაუფარავად გამოავლინეს. ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც მახსოვს, ვერ მივხვდი, მისი ავტორი რას ითხოვდა, - დამიმტკიცეთ, რომ ეს გოგო არ ხუმრობსო. დავუშვათ და ის გოგო მართლა ასეთია, რა მოხდა მერე? ასეთი ადამიანები არსებობენ. ჩემნაირებიც არიან და ვიღაცისთვის მეც პერსონაჟი ვარ, დამახასიათებელი თვისებებით და ვიღაცამ შეიძლება მომბაძოს...

- ვინ ჩაგწერა?

- კონცერტის შემდეგ ჟურნალისტი დადიოდა, ხალხს ეძებდა, რომ კონცერტზე აზრი და შთაბეჭდილება რომ გამოეთქვათ. ზოგი თავისი ნებით მიდიოდა, ზოგთან თვითონ მიდიოდა. ხომ გითხარით, მეგობრები ვიყავით და გადავწყვიტეთ, გვეხუმრა. მითხრეს, - ელენე, შენ თქვი, მაინც "სთენდაფერი" ხარო...

- ორი დღეა ყველა შენზე და რობიზე ლაპარაკობს... არადა, წესით, იმ მარიზე უნდა ელაპარაკათ, ვინც მომღერალმა სცენაზე აიყვანა.

- მარიმ სამწუხაროდ, სცენაზე ვერაფერი გააკეთა. როცა ასეთი არტისტი გეუბნება, სცენაზე ამოდი, სულ რომ დადგმული ყოფილიყო (ჯერ არ ვიცი, დადგმული იყო თუ არა), ვალდებული ხარ, რომ პატარა შოუს ელემენტები აჩვენო. თორემ მას შეყვარებული ჰყავდა და თუ ქმარი, ეს არავის გვაინტერესებდა.

- პროფესიით მსახიობი ყოფილხარ...

- დიახ, მსახიობი ვარ და სხვისი თვისებით ან ლოგიკით აზროვნება ჩემი პროფესიაა. უბრალო ტროლმა კი თავის გამოჩენის მსურველნი, განდიდების მანია გამოავლინა, ვითომ, ისეთი "მოხოდილები" ვართ, რომ იმის იქით უკვე აღარაფერია, უკანალიც არ გვაღიზიანებს. რა თქმა უნდა, ეს რობის ხუმრობა იყო, არტისტია, თავისი სამოქმედო არე აქვს, მაგრამ მე რომ რაღაც გავაკეთე, რატომ გინდა, რომ ჩამქოლო და ამის ფონზე მოაზროვნე გამოჩნდე, ბნელი გამომიყვანო?! სხვისი სიბნელით ვერ განათდები! ჯობს ყველა თავის ნათელს მიაწვეს...

- რომელი თეატრის მსახიობი ხარ?

- თეატრ "გლობუსიში" ვარ, ადრე "მეტეხის თეატრი" იყო. ამავე დროს მაგისტრატურა სარეჟისორო მიმართულებით დავამთავრე და პირველი სტენდაფერი გოგო ვარ (იუმორისტული მიმართულება). რუსთაველის 18-ში პატარა სცენაა, სადაც კარგი ექსპერიმენტები ტარდება, რაშიც აქტიურად ვმონაწილეობ. ერთი სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც როგორც რეჟისორმა დავდგი "ფანჯრებს იქით", დანარჩენ სპექტაკლში ვმონაწილეობ, როგორც მსახიობი.

- რას უსურვებ ადამიანებს, რომლებიც როგორც აღნიშნე, დღეს კატეგორიებად დაჰყავი?

- არაფერს, რაც უნდათ, მაინც იმას მიაღწევენ და რისი სურვილიც აქვთ, იმის გარშემო იტრიალებენ. მე რომ ვურჩიო, გამოდის, რომ ჩემი სურვილები მოვახვიო. ამიტომ, როგორც უნდათ და რა სურვილებიც აქვთ, იმ გარემოში ეცხოვროთ.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს