პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელი რამეები ხდება საქართველოში!" - ცნობილი დირიჟორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს
"წარმოუდგენელი რამეები ხდება საქართველოში!" - ცნობილი დირიჟორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

"ვინ არის ადა­მი­ა­ნი და ვინ არა, ამის გან­სჯამ გა­მა­გი­ჟა! ვერ ვხე­დავ ნა­თელ წერ­ტილს და ვინ იქ­ნე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს!.. კი­დევ ერთხელ უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუხ­დი დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბას, რომ არ გვკლავს, სხვა სა­მად­ლო­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს!"

ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე­ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა...

- აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბე­ბის აღარ მჯე­რა! იყო დრო, როცა ვიბ­რძო­დი.­ ჩემი ბრძო­ლა იყო ჰუ­მა­ნუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი! "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ ნორ­მად იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი... არ მქონ­და­ ილუ­ზია, ესე­ნი რომ წავ­ლენ, ავ­შენ­დე­ბით-მეთ­ქი, მაგ­რამ ცოტა წინსვ­ლის იმე­დი ნამ­დვი­ლად მქონ­და. ახლა ხელი მაქვს ჩაქ­ნე­უ­ლი!

აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღა­რა­ფერ­ში ვე­რე­ვი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვარ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში­ შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­მის გა­კე­თე­ბა, არ არ­სე­ბობს კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა!

ალ­ბათ, ათწლე­უ­ლე­ბი უნდა გა­ვი­დეს, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს. ერთი რამ და­მი­სა­ხე­ლეთ ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი! რამე და­მა­ნა­ხეთ! ლა­მა­ზი მთე­ბი რომ გვაქვს და "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი",­ მეც ვიცი. დღეს რა არის ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი - ეს მა­ინ­ტე­რე­სებს!..

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩემს ეზო­ში ას­ფალ­ტი და­ა­გეს... რომ­ში ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე გაყ­ვა­ნი­ლი გზე­ბი დღემ­დე არ­სე­ბობს და იქ გუ­ბეს ვერ ნა­ხავ! ჩვენ­თან კი ცენ­ტრა­ლურ გზებ­ზე უზარ­მა­ზა­რი გუ­ბე­ე­ბია...

- თქვენ მე­რი­ის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ცხოვ­რობთ...

- ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! გინ­და­ ნარ­მა­ნია იყოს ქა­ლა­ქის მერი და გინდ - დო­ბორჯგი­ნი­ძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა!.. შარ­შან­წინ თურ­მე ვი­ღა­ცე­ბი მო­ვიდ­ნენ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და დიდ დარ­ბაზ­ში რომ მუ­შა­ობ­დნენ, ორ­გა­ნიც გა­და­უ­ღე­ბავთ. სა­ღე­ბა­ვი გახ­მა და ვერ ხსნი­ან... ვინც გა­და­ღე­ბა, შემ­დეგ ჩხუ­ბობ­და,­ - რა არ მოგ­წონთ, ლა­მა­ზი არ არის თუ რაო... აი, ასე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამე­ები ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში!

სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობს და ეს ყვე­ლა­ფერს ეტყო­ბა! ერთი ადა­მი­ა­ნიც არ მი­ნა­ხავს, რა­მეს აკეთ­ებ­დეს. არა­ვის სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, არც აწყობთ, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნალს თა­ვი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი აქვს და კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზრი არა­ვის სჭირ­დე­ბა, ეში­ნი­ათ კი­დეც! ამი­ტო­მაც ვინ მოვა და წავა პო­ლი­ტი­კა­ში, არ მა­ინ­ტე­რე­სებს! არც არა­ვინ წა­სუ­ლა არ­სად! ერთი და იგი­ვე ხალ­ხია, უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ, ფი­ნან­სე­ბი გა­და­ნა­წილ­და სხვა­ნა­ი­რად!

- პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეც.­

- არ ვიც­ნობ მის პროგ­რა­მას, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი, როცა ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ტი­კა­ში რა უნდა გა­ა­კე­თოს მუ­სი­კოს­მაო... ვინ რას აკე­თებს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ზე კარ­გად?! ლიტ­ვის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გი­სი მუ­სი­კათმცოდ­ნე იყო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი­ გახ­ლდათ. ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი­ ბრწყინ­ვა­ლე პრე­ზი­დენ­ტი მსა­ხი­ო­ბი იყო... და­ნარ­ჩე­ნე­ბი ხომ სულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში... იუ­რის­ტი თუ ხარ, რა­ტომ გგო­ნია, რომ მუ­სი­კოს­ზე უკეთ ერ­კვე­ვი ქვეყ­ნის მარ­თვა­ში?! ხალ­ხს უყ­ვარს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სიც აქვს და ეს არ სი­ა­მოვ­ნებთ! პო­ლი­ტი­კა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ბინ­ძუ­რი რა­მაა, მაგ­რამ ასე­თი აღ­ვი­რახ­სნი­ლი, გო­ი­მუ­რი, ქა­ჯუ­რი ქმე­დე­ბე­ბი მხო­ლოდ ჩვენ­თან არის... ამი­ტო­მაც არც ერთ ქარ­თულ არხს არ ვუ­ყუ­რებ, რად­გან ცუ­დად ვხდე­ბი! რა­ღა­ცა შო­უ­ებს თუ თვა­ლი მოვ­კა­რი, მერე ჩემს საქ­მეს ვე­ღარ ვა­კე­თებ, ყვე­ლაფ­რის უნა­რი მე­კარ­გე­ბა!

- რო­მელ შო­უ­ებს გუ­ლის­ხმობთ?

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! აღარ მა­დარ­დებს, "რუს­თა­ვი 2" იარ­სე­ბებს თუ არა! ხან­და­ხან ვფიქ­რობ, აჯო­ბებს, რო­გორც თა­ვად იქ­ცე­ვი­ან, ზუს­ტად ისე მო­ექ­ცნენ მათ! და­დე­ბი­თი იმ­პულ­სი, კე­თი­ლი გან­წყო­ბა 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­გან არ ყო­ფი­ლა! რო­მე­ლი­ღა­ცას ისიც კი უთ­ქვამს, რა სა­ში­ნე­ლი ოპე­რაა "აბე­სა­ლომ და ეთე­რიო"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"წარმოუდგენელი რამეები ხდება საქართველოში!" - ცნობილი დირიჟორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

"წარმოუდგენელი რამეები ხდება საქართველოში!" - ცნობილი დირიჟორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

"ვინ არის ადამიანი და ვინ არა, ამის განსჯამ გამაგიჟა! ვერ ვხედავ ნათელ წერტილს და ვინ იქნება ქართულ პოლიტიკაში - "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს!.. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი დღევანდელ მთავრობას, რომ არ გვკლავს, სხვა სამადლობელი არაფერი მაქვს!"

ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე­ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება...

- აღარაფერი მაინტერესებს, არანაირი ცვლილებების აღარ მჯერა! იყო დრო, როცა ვიბრძოდი.­ ჩემი ბრძოლა იყო ჰუმანური გამოხატულება იმ ბოროტების წინააღ­მდეგ, რომელიც ქვეყანაში იყო გამეფებული! "ნაციონალური მოძრაობის" დროს ფიზიკური ანგარიშსწორება­ ნორმად იყო გადაქცეული... არ მქონდა­ ილუზია, ესენი რომ წავლენ, ავშენდებით-მეთქი, მაგრამ ცოტა წინსვ­ლის იმედი ნამდვილად მქონდა. ახლა ხელი მაქვს ჩაქნეული!

აბსოლუტურად აღარაფერში ვერევი და კონცენტრირებული ვარ ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომელიც საზღვარგარეთ მიმდინარეობს, საქართველოში მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით შემოვიფარგლები. შემოქმედებითად საქართველოში­ შეუძლებელია რამის გაკეთება, არ არსებობს კულტურული ცხოვრება!

ალბათ, ათწლეულები უნდა გავიდეს, რომ რაღაც შეიცვალოს. ერთი რამ დამისახელეთ ქვეყანაში კარგი! რამე დამანახეთ! ლამაზი მთები რომ გვაქვს და "ვეფხისტყაოსანი",­ მეც ვიცი. დღეს რა არის ქვეყანაში კარგი - ეს მაინტერესებს!..

21-ე საუკუნეში ჩემს ეზოში ასფალტი დააგეს... რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაყვანილი გზები დღემდე არსებობს და იქ გუბეს ვერ ნახავ! ჩვენთან კი ცენტრალურ გზებზე უზარმაზარი გუბეებია...

- თქვენ მერიის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობთ...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! გინდა­ ნარმანია იყოს ქალაქის მერი და გინდ - დობორჯგინიძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასეთი საზოგადოება!.. შარშანწინ თურმე ვიღაცები მოვიდნენ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად კონსერვატორიაში და დიდ დარბაზში რომ მუშაობდნენ, ორგანიც გადაუღებავთ. საღებავი გახმა და ვერ ხსნიან... ვინც გადაღება, შემდეგ ჩხუბობდა,­ - რა არ მოგწონთ, ლამაზი არ არის თუ რაო... აი, ასეთი წარმოუდგენელი რამე­ები ხდება დღეს საქართველოში!

საზოგადოება აღარ არსებობს და ეს ყველაფერს ეტყობა! ერთი ადამიანიც არ მინახავს, რამეს აკეთ­ებდეს. არავის სჭირდება პროფესიონალი, არც აწყობთ, რადგან პროფესიონალს თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს და კომპეტენტური აზრი არავის სჭირდება, ეშინიათ კიდეც! ამიტომაც ვინ მოვა და წავა პოლიტიკაში, არ მაინტერესებს! არც არავინ წასულა არსად! ერთი და იგივე ხალხია, უბრალოდ, ალბათ, ფინანსები გადანაწილდა სხვანაირად!

- პოლიტიკაში მოვიდა პაატა ბურ­ჭულაძეც.­

- არ ვიცნობ მის პროგრამას, მაგრამ ძალიან ვბრაზდები, როცა ამბობენ, პოლიტიკაში რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმაო... ვინ რას აკეთებს პაატა ბურჭულაძეზე კარგად?! ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი მუსიკათმცოდნე იყო, რომელიც წარმატებული პრეზიდენტი­ გახლდათ. ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი­ ბრწყინვალე პრეზიდენტი მსახიობი იყო... დანარჩენები ხომ სულ პროფესიონალები არიან საქართველოში... იურისტი თუ ხარ, რატომ გგონია, რომ მუსიკოსზე უკეთ ერკვევი ქვეყნის მართვაში?! ხალხს უყვარს პაატა ბურჭულაძე, გამარჯვების შანსიც აქვს და ეს არ სიამოვნებთ! პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ბინძური რამაა, მაგრამ ასეთი აღვირახსნილი, გოიმური, ქაჯური ქმედებები მხოლოდ ჩვენთან არის... ამიტომაც არც ერთ ქართულ არხს არ ვუყურებ, რადგან ცუდად ვხდები! რაღაცა შოუებს თუ თვალი მოვკარი, მერე ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ, ყველაფრის უნარი მეკარგება!

- რომელ შოუებს გულისხმობთ?

- რა მნიშვნელობა აქვს?! აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ! დადებითი იმპულსი, კეთილი განწყობა 15 წლის განმავლობაში მათგან არ ყოფილა! რომელიღაცას ისიც კი უთქვამს, რა საშინელი ოპერაა "აბესალომ და ეთერიო"... განაგრძეთ კითხვა

"არავინ არ იცის, სად არის დოდო მამიდა..." - ია ფარულავას თქმით, კოვიდით გარდაცვლილი მამიდის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვენება ვერ მოხერხდა

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო

"მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება... ყინვამ შესაძლოა დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი