"დიდი რაოდენობით ნაპოვნი განძის - უძველესი ქართული მონეტების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ 2 დღის წინ აღმოჩენილი დიდი რაოდენობით უძველესი ქართული მონეტები სრულიად გადაეცემა ხალხს და გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.
დადგენილების შესრულება დაევალა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომელიც გამოსცემს სპეციალურ ალბომს და გაყიდის მონეტებს არაუმეტეს 3,5 ლარისა.
იმისთვს, რომ მონეტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ მონეტები, გადაწყდა რომ ისინი გავრცელდება(გაიყიდება) გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, 30 მაისიდან, თვეში ერთხელ ორშაბათობით.