პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან
"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან

გახ­სოვთ ალ­ბათ, ვწერ­დით კი­დეც, შარ­შან, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ, წლის ახალ­გაზ­რდა, წარ­მა­ტე­ბულ ფერ­მე­რად, 24 წლის ნო­დარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი რომ და­ა­სა­ხე­ლა. სამ წელ­ზე მე­ტია, რაც უკა­ნა ფშავ­ში, სო­ფელ ვა­კის სო­ფელ­ში (ზღვის დო­ნი­დან 1500 მეტ­რი) დე­დას­თან ერ­თად, მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა.

დედა-შვი­ლი გა­ზა­ფხულ­ზე, ფშა­ვის ბოლო და უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლის­კენ, ბორ­ბა­ლოს მთის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, სა­დაც შე­მოდ­გო­მამ­დე რჩე­ბი­ან და თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ. მოჰ­ყავთ ბოსტნე­უ­ლი, აწარ­მო­ე­ბენ თაფლს და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დე­ვენ. "რა­საც მე ვა­კე­თებ, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ოჯა­ხი არ­ჩი­ნო და სხვას არ უყუ­რო ხე­ლებ­ში, ტყუ­ი­ლად არ მოც­დე და იმუ­შაო ისე, რო­გორც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ნო­და­რი, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს.

ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი აწარ­მო­ებს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტებს: ჩაის, დამ­ბალ­ხა­ჭოს, რძის პრო­დუქ­ტებს, თაფლს, მოჰ­ყავს ბოსტნე­უ­ლი. სწო­რედ ამის გამო მას "ეკო­ბი­ჭი" შე­არ­ქვეს.

ზამ­თარ­ში თოვ­ლი მათ სო­ფელ­ში თვე­ო­ბით დევს და მარ­ტის ბო­ლოს დნე­ბა. ამი­ტომ ზამ­თარს დედა-შვი­ლი ბარ­ში ატა­რებს. თუმ­ცა 7-8 წლამ­დე იმ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. სკო­ლა 14 კი­ლო­მეტრში იყო, რის გა­მოც პირ­ველ კლას­ში ვერ წა­ვი­და, სა­მა­გი­ე­როდ, დე­დას სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჰქონ­და და ამე­ცა­დი­ნებ­და.

"ალ­ბათ, სკო­ლა რომ არა, მთი­დან ბარ­ში არც ჩა­მო­ვი­დო­დით. დუ­შეთ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა. თუმ­ცა, გა­ზა­ფხულ­ზე სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დით და მე­ურ­ნე­ო­ბას ვი­წყებ­დით. იქი­დან შე­მოდ­გო­მა­ზე ვბრუნ­დე­ბო­დით და ჩვე­ნი მო­წე­უ­ლი დოვ­ლა­თი ჩა­მოგვქონ­და. ასე გა­დი­ო­და წლე­ბი, და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ერთ წე­ლი­წადს ვის­წავ­ლე, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სწავ­ლას თავი და­ვა­ნე­ბე. შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე, მა­ლე­ვე უკან დავ­ბრუნ­დი, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ამ ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად და­მა­ნა­ხა: ვნა­ხე გა­მარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი, აწყო­ბი­ლი აგ­რო­სექ­ტო­რი, მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ისე­ვე ვი­ცხოვ­როთ, რო­გორც იქ ცხოვ­რო­ბენ?! ამი­ტო­მაც წა­მო­ვი­წყე მე­ურ­ნე­ო­ბა", - ამ­ბობს ნო­და­რი.

პრო­დუქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით ყი­დის. თა­ვი­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც თა­ვად უკავ­შირ­დე­ბი­ან, თან ისეთ რძის პრო­დუქ­ტებს ამ­ზა­დებს, რო­მელ­თა შე­ნახ­ვა ხან­გრძლი­ვად შე­იძ­ლე­ბა. ბოსტნე­ულ­საც ასე­თი ნიშ­ნით არ­ჩევს. "სა­ქო­ნელს ვქი­რა­ობთ მათ­გან, ვინც ვერ უვ­ლის. პი­რუ­ტყვს ვი­ბა­რებთ, ვი­ნა­ხავთ, შე­მოდ­გო­მით კი უკან ვუბ­რუ­ნებთ. რძის პრო­დუქ­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი ჩვე­ნია და ნა­ხე­ვა­რი მათი. მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს ვა­წარ­მო­ებთ".

- შენ და დედა მუ­შა­ობთ?

- დედა აგ­რო­ნო­მია და ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მიწა დე­და­ჩემს მშობ­ლე­ბის­გან ერგო. 2 ჰექ­ტა­რი სახ­ნავ-სა­თე­სია. არც ისე დი­დია, და­ნარ­ჩე­ნი ფერ­დო­ბი ად­გი­ლე­ბია, რა­საც სა­ძოვ­რად ვი­ყე­ნებთ. ზა­ფხულ­ში აქ 6-7 ოჯა­ხია, ბოლო 3 სო­ფელ­ში კი, უკა­ნა ფშავ­ში, ზამ­თარ­ში მხო­ლოდ სამი ოჯა­ხი რჩე­ბა, ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან. ბარ­თან გა­ზა­ფხუ­ლამ­დე კავ­ში­რი არ აქვთ. მთა­ში, სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­არ­სე­ბოდ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბიც არ არის: ელექტრო­ე­ნერ­გია და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა სა­ნატ­რე­ლია...

ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. გა­სულ ზა­ფხულს ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რი გზა არ გვქო­ნია, ფშა­ვის არაგ­ვმა წა­ი­ღო. წელ­საც ასეა, იმ დღეს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვა­კე­თებ­დით გზას... ხალ­ხის გა­სა­ჭი­რი მე­ტად უნდა მი­ი­ტა­ნონ გულ­თან, ხში­რად ჰკი­თხონ, რა სჭირ­დე­ბათ.

- სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ას­რუ­ლეთ?

- უკა­ნა ფშავ­ში ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ცოტა ხან­ში დას­რულ­დე­ბა, ნაკ­ვე­თი გა­ი­ზარ­და, სამ­თო მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრი გვაქვს (ანუ ხე­ლის ტრაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შარ­შან გრან­ტით გა­ვა­კე­თეთ). ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო, გოგ­რა და კომ­ბოს­ტო დამ­რჩა და­სა­თე­სი, ასე­ვე ბარ­და და "გრე­ჩი­ხა", ბრო­კო­ლიც უნდა ვცა­დო.

- წი­წი­ბუ­რის და­თეს­ვა რა­ღაც ახა­ლი მგო­ნია...

- ადრე (30-40 წლის წინ) თურ­მე თე­სავ­დნენ და ალ­ბათ ახ­ლაც მოვა... რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქო­ნე­ლიც ამო­ვა ბა­რი­დან, ასე­ვე და­ი­წყე­ბა ფუტ­კარ­თან მუ­შა­ო­ბაც, სხვა ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად არის. არაგ­ვი, ხომ ვამ­ბობ, გზას აფუ­ჭებს, დღეს ტრაქ­ტო­რი ავი­და, - მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ეს არის... ვცდი­ლობთ, ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ, ვინც გულ­თან მი­ი­ტანს ჩვენს გა­სა­ჭირს, მაგ­რამ ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რია, სა­ნამ არ იქ­ნე­ბა ყუ­რა­დღე­ბა, აქ­ტი­ვო­ბას არ შევ­წყვეტთ...

- ე.ი. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რიც არ გაქვთ...

- მხო­ლოდ მზის ენერ­გი­ა­ზე და ისიც მა­შინ, თუ მზი­ა­ნი დღეა, 2-3 სა­ა­თი ვუ­ყუ­რებთ. მოკ­ლედ, ქა­ლაქთან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ჭირს, თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი არ შე­ვარ­ჩი­ეთ, ტე­ლე­ფო­ნით ვერ დავ­რე­კავთ.

- ახლა რამ­დე­ნი კომ­ლი ხართ მანდ?

- 5. ზამ­თარ­ში - 3 რჩე­ბა.

- რა ტრან­სპორ­ტით ადი­ხართ?

- ბა­რი­დან "უა­ზით", მერე სხვა მან­ქა­ნა­ში ვი­ნაც­ვლებთ და 4 კი­ლო­მეტ­რი უკვე დიდი სამ­ხი­დი­ა­ნი მან­ქა­ნით ავ­დი­ვართ... მაგ­რამ მა­ინც არ ვნებ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას, ბო­ლომ­დე ვიბ­რძვით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან

"მაინც არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით" - ეკობიჭი უკანა ფშავიდან

გახსოვთ ალბათ, ვწერდით კიდეც, შარშან, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, წლის ახალგაზრდა, წარმატებულ ფერმერად, 24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი რომ დაასახელა. სამ წელზე მეტია, რაც უკანა ფშავში, სოფელ ვაკის სოფელში (ზღვის დონიდან 1500 მეტრი) დედასთან ერთად, მეურნეობას უძღვება.

დედა-შვილი გაზაფხულზე, ფშავის ბოლო და უმაღლესი წერტილისკენ, ბორბალოს მთის მიმართულებით მიდის, სადაც შემოდგომამდე რჩებიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მოჰყავთ ბოსტნეული, აწარმოებენ თაფლს და მესაქონლეობას მისდევენ. "რასაც მე ვაკეთებ, ეს არის საშუალება, ოჯახი არჩინო და სხვას არ უყურო ხელებში, ტყუილად არ მოცდე და იმუშაო ისე, როგორც შესაძლებელი იქნება", - ამბობს ნოდარი, რომელსაც საინტერესო გეგმები აქვს.

ახალგაზრდა ფერმერი აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჩაის, დამბალხაჭოს, რძის პროდუქტებს, თაფლს, მოჰყავს ბოსტნეული. სწორედ ამის გამო მას "ეკობიჭი" შეარქვეს.

ზამთარში თოვლი მათ სოფელში თვეობით დევს და მარტის ბოლოს დნება. ამიტომ ზამთარს დედა-შვილი ბარში ატარებს. თუმცა 7-8 წლამდე იმ სოფელში ცხოვრობდა. სკოლა 14 კილომეტრში იყო, რის გამოც პირველ კლასში ვერ წავიდა, სამაგიეროდ, დედას სახელმძღვანელოები ჰქონდა და ამეცადინებდა.

"ალბათ, სკოლა რომ არა, მთიდან ბარში არც ჩამოვიდოდით. დუშეთში დავიწყე სწავლა. თუმცა, გაზაფხულზე სოფელში მივდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. იქიდან შემოდგომაზე ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული დოვლათი ჩამოგვქონდა. ასე გადიოდა წლები, დავამთავრე სკოლა, სასულიერო სემინარიაში ერთ წელიწადს ვისწავლე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე, მალევე უკან დავბრუნდი, თუმცა გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: ვნახე გამართული სოფლები, აწყობილი აგროსექტორი, მშრომელი ადამიანები. რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! ამიტომაც წამოვიწყე მეურნეობა", - ამბობს ნოდარი.

პროდუქციას სოციალური ქსელის დახმარებით ყიდის. თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თავად უკავშირდებიან, თან ისეთ რძის პროდუქტებს ამზადებს, რომელთა შენახვა ხანგრძლივად შეიძლება. ბოსტნეულსაც ასეთი ნიშნით არჩევს. "საქონელს ვქირაობთ მათგან, ვინც ვერ უვლის. პირუტყვს ვიბარებთ, ვინახავთ, შემოდგომით კი უკან ვუბრუნებთ. რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი. მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ".

- შენ და დედა მუშაობთ?

- დედა აგრონომია და ძალიან მეხმარება. მიწა დედაჩემს მშობლებისგან ერგო. 2 ჰექტარი სახნავ-სათესია. არც ისე დიდია, დანარჩენი ფერდობი ადგილებია, რასაც საძოვრად ვიყენებთ. ზაფხულში აქ 6-7 ოჯახია, ბოლო 3 სოფელში კი, უკანა ფშავში, ზამთარში მხოლოდ სამი ოჯახი რჩება, ერთმანეთს ეხმარებიან. ბართან გაზაფხულამდე კავშირი არ აქვთ. მთაში, საცხოვრებლად და საარსებოდ ელემენტარული პირობებიც არ არის: ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა სანატრელია...

ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის დახმარება სჭირდება. გასულ ზაფხულს ორთვენახევარი გზა არ გვქონია, ფშავის არაგვმა წაიღო. წელსაც ასეა, იმ დღეს საკუთარი ხელით ვაკეთებდით გზას... ხალხის გასაჭირი მეტად უნდა მიიტანონ გულთან, ხშირად ჰკითხონ, რა სჭირდებათ.

- საგაზაფხულო სამუშაოები დაასრულეთ?

- უკანა ფშავში ეს სამუშაოები მიმდინარეობს, ცოტა ხანში დასრულდება, ნაკვეთი გაიზარდა, სამთო მექანიზაციის ცენტრი გვაქვს (ანუ ხელის ტრაქტორები, რომლებიც შარშან გრანტით გავაკეთეთ). ჭარხალი, სტაფილო, გოგრა და კომბოსტო დამრჩა დასათესი, ასევე ბარდა და "გრეჩიხა", ბროკოლიც უნდა ვცადო.

- წიწიბურის დათესვა რაღაც ახალი მგონია...

- ადრე (30-40 წლის წინ) თურმე თესავდნენ და ალბათ ახლაც მოვა... რამდენიმე დღეში საქონელიც ამოვა ბარიდან, ასევე დაიწყება ფუტკართან მუშაობაც, სხვა ყველაფერი ძველებურად არის. არაგვი, ხომ ვამბობ, გზას აფუჭებს, დღეს ტრაქტორი ავიდა, - მთავარი პრობლემა ეს არის... ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ, ვინც გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია, სანამ არ იქნება ყურადღება, აქტივობას არ შევწყვეტთ...

- ე.ი. მთელი ზაფხული ტელევიზორიც არ გაქვთ...

- მხოლოდ მზის ენერგიაზე და ისიც მაშინ, თუ მზიანი დღეა, 2-3 საათი ვუყურებთ. მოკლედ, ქალაქთან კომუნიკაციაც ჭირს, თუ სპეციალური ადგილი არ შევარჩიეთ, ტელეფონით ვერ დავრეკავთ.

- ახლა რამდენი კომლი ხართ მანდ?

- 5. ზამთარში - 3 რჩება.

- რა ტრანსპორტით ადიხართ?

- ბარიდან "უაზით", მერე სხვა მანქანაში ვინაცვლებთ და 4 კილომეტრი უკვე დიდი სამხიდიანი მანქანით ავდივართ... მაგრამ მაინც არ ვნებდებით სიტუაციას, ბოლომდე ვიბრძვით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია