საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწვავის გაიაფება გამორიცხულია, გაძვირება - მოსალოდნელი
საწვავის გაიაფება გამორიცხულია, გაძვირება - მოსალოდნელი

უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბა არ იგეგ­მე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლარი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 15%-ით გამ­ყარ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ძვირ­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ამ­ჟა­მად 1 ბა­რე­ლი ნედ­ლი ნავ­თო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 დო­ლარს გა­დაც­და, ხოლო "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით 1 ტონა ბენ­ზი­ნი 518 დო­ლარს გა­უ­ტოლ­და.

ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად და­ჭე­რი­ლი ფა­სე­ბის პო­ლი­ტი­კა გრძელ­დე­ბა. რო­გორც აფბა-ს ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ფონ­ზე სხვა­ო­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­სა და მსოფ­ლიო ბა­ზარს შო­რის მი­ნი­მუმ 8%-ს შე­ად­გენს.

იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ასეთ შე­ფა­სე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფასი რე­ა­ლუ­რია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­ას ზუს­ტად ასა­ხავს. ამ­დე­ნად, მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა გა­და­ი­ხე­დოს, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

25 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, "პლატ­ცის" ფასი 1 ტონა ბენ­ზინ­ზე 518 დო­ლარს შე­ად­გენს, დი­ზელ­ზე - 448 დო­ლარს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბი­თუ­მო ბა­ზარს, აქ 1 ლიტ­რი 1,25 ლარი ღირს, ხოლო დი­ზე­ლი - 1,15-1,18 ლარი. სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო ფასს შო­რის სხვა­ო­ბა 20-30 თეთ­რია.

იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ფას­თა შო­რის სხვა­ო­ბის ზრდას ლა­რის გამ­ყა­რე­ბა ვერ ას­ტა­ბი­ლუ­რებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გაძ­ვი­რე­ბის ტენ­დენ­ცია სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დეს, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზეც ფასი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მაღ­ლა იწევს, თუმ­ცა, უახ­ლო­ე­სი 3-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბა აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყო და ღი­რე­ბუ­ლე­ბა სამ­ჯერ შე­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ფასს, არაბ­რენ­დი­რე­ბულ სად­გუ­რებ­ზი 1 ლ ბენ­ზი­ნი 1,40-1,42 ლარი ღირს, ხოლო დი­ზე­ლი 1,25 ლა­რად იყი­დე­ბა.

ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სად­გუ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე იაფი საწ­ვა­ვი "ლუ­კო­ი­ლის" ქსელ­შია, სა­დაც 1 ლ "ევ­რო­რე­გუ­ლა­რი" 1,44 ლა­რია, ევ­რო­დი­ზე­ლი 1,43 ლარი ღირს, ხოლო "პრე­მი­უმ ავან­გარ­დი" 1,63 ლა­რად იყი­დე­ბა.

ევ­რო­რე­გუ­ლა­რის ფასი 1,51 ლარს შე­ად­გენს "რომ­პეტ­როლ­ში", ხოლო ევ­რო­დი­ზე­ლი­სა - 1,69 ლარს. "გალ­ფის" ავ­ტო­გა­სა­მართ ქსელ­ში კი ასე­თი ფა­სე­ბია: "რე­გუ­ლა­რი" - 1,52 ლარი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი დი­ზე­ლი - 1,54 ლარი.

გაგ­რძე­ლე­ბა

საწვავის გაიაფება გამორიცხულია, გაძვირება - მოსალოდნელი

საწვავის გაიაფება გამორიცხულია, გაძვირება - მოსალოდნელი

უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამჟამად 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 50 დოლარს გადაცდა, ხოლო "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 518 დოლარს გაუტოლდა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ ქართული საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება. როგორც აფბა-ს ანალიტიკოსები განმარტავენ, ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს.

იმპორტიორები ასეთ შეფასებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ საქართველოში საწვავის ფასი რეალურია და საერთაშორისო ტენდენციას ზუსტად ასახავს. ამდენად, მოსაზრება, რომ საფასო პოლიტიკა გადაიხედოს, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია.

25 მაისის მდგომარეობით, "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 518 დოლარს შეადგენს, დიზელზე - 448 დოლარს. რაც შეეხება საქართველოში საბითუმო ბაზარს, აქ 1 ლიტრი 1,25 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 1,15-1,18 ლარი. საცალო და საბითუმო ფასს შორის სხვაობა 20-30 თეთრია.

იმპორტიორების შეფასებით, ფასთა შორის სხვაობის ზრდას ლარის გამყარება ვერ ასტაბილურებს. არ არის გამორიცხული, გაძვირების ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდეს, რადგან საერთაშორისო ბაზრებზეც ფასი თითქმის ყოველდღიურად მაღლა იწევს, თუმცა, უახლოესი 3-5 დღის განმავლობაში ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

იმპორტიორ კომპანიებში საწვავის გაძვირება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ღირებულება სამჯერ შეიცვალა. რაც შეეხება დღევანდელ ფასს, არაბრენდირებულ სადგურებზი 1 ლ ბენზინი 1,40-1,42 ლარი ღირს, ხოლო დიზელი 1,25 ლარად იყიდება.

ბრენდირებული სადგურებიდან ყველაზე იაფი საწვავი "ლუკოილის" ქსელშია, სადაც 1 ლ "ევრორეგულარი" 1,44 ლარია, ევროდიზელი 1,43 ლარი ღირს, ხოლო "პრემიუმ ავანგარდი" 1,63 ლარად იყიდება.

ევრორეგულარის ფასი 1,51 ლარს შეადგენს "რომპეტროლში", ხოლო ევროდიზელისა - 1,69 ლარს. "გალფის" ავტოგასამართ ქსელში კი ასეთი ფასებია: "რეგულარი" - 1,52 ლარი, აზერბაიჯანული დიზელი - 1,54 ლარი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია