მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე
რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე

რუ­სე­თი გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აფხაზ ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებს აკის­რებს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­კეთ­და.

სერ­გეი ლავ­რო­ვის უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ცი­დენ­ტი იმ ზო­ნა­ში მოხ­და, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აფხა­ზურ მხა­რეს ეკის­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდარ­თან რუს მე­სა­ზღვრე­ებს ირი­ბი შე­ხე­ბაც არ ჰქო­ნი­ათ.

"აფხა­ზე­თის სა­ზღვარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, გიგ­ლა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბას­თან რუ­სეთს კავ­ში­რი არ აქვს. რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვი­ცით, კონ­ფლიქ­ტი აფხა­ზი მე­სა­ზღვრე­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნა­ში წარ­მო­იქ­მნა და რუ­სულ მხა­რეს მას­თან ირი­ბი შე­ხე­ბაც არ ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღეს უკავ­შირ­დე­ბო­და, ზა­ხა­რო­ვამ უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ხალ­ხს მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ენერ­გია და სიყ­ვა­რუ­ლი უშ­ვე­ლის უთან­ხმო­ე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხვა ეტა­პე­ბი რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ისე ნე­გა­ტი­უ­რი. იყო მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბის წლე­ბიც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­უ­წყვე­ტე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი გა­ნიც­დის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნას. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბი არა­სო­დეს შე­წყვე­ტი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­მოს­წორ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე

რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.

"აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდებოდა, ზახაროვამ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხალხს მხოლოდ დადებითი ენერგია და სიყვარული უშველის უთანხმოების დაძლევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.

"საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა", - განაცხადა ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოსწორდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ