მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონები, რომლებიც ბიჭებად გადაიქცევიან - დაუჯერებელი სიმართლე
გოგონები, რომლებიც ბიჭებად გადაიქცევიან - დაუჯერებელი სიმართლე

რო­დე­საც ბავ­შვი იბა­დე­ბა, ექიმს შე­უძ­ლია მა­შინ­ვე თქვას, გოგო დი­ა­ბა­და თუ ბიჭი. მაგ­რამ პა­ტა­რა სო­ფელ სა­ლი­ნას­ში, დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ზო­გი­ერთ ბიჭს არ ეზ­რდე­ბა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო მა­ნამ, სა­ნამ არ მი­აღ­წევს სქე­სობ­რი­ვი სიმ­წი­ფის ასაკს. მა­ნამ­დე კი მშობ­ლე­ბი მათ ისე ზრდი­ან, რო­გორც გო­გო­ნებს. ეს ფე­ნო­მე­ნი აიხ­სნე­ბა იშ­ვი­ათ გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბად, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ორ­გა­ნიზ­მში ფერ­მენ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბით, რაც იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში ტეს­ტეს­ტე­რო­ნის მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოს­რო­ლას. სა­ლი­ნას­ში ასეთ ბი­ჭებს "გე­ვე­დო­სებს" ეძა­ხი­ან. ამ სი­ტყვის თარ­გმა­ნი ასე­თია: "პე­ნი­სი 12 წლის ასაკ­ში".

მეც­ნი­ე­რე­ბი არა­ერ­თი წე­ლია სწავ­ლო­ბენ სო­ფელ სა­ლი­ნა­სის ფე­ნო­მენს. სო­ფელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი ბიჭი იბა­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს გო­გოს მა­ნამ, სა­ნამ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ასაკ­ში არ გა­მო­უ­ვა მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო.

"გა­მოკ­ვლე­ვებ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა უძ­ლი­ე­რე­სი პრე­პა­რა­ტის შექ­მნამ­დე, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა, - გვიყ­ვე­ბა მა­იკლ მოზ­ლი, - ჩვენ შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნით ჯონი, რო­დე­საც ვი­ღებ­დით Countdown-ის ახალ სე­რი­ებს ბი-ბი-სი-სთვის. ეს გა­და­ცე­მა არის იმა­ზე, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ჩა­ნა­სა­ხი დე­დის მუ­ცელ­ში და ეს გან­ვი­თა­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რია თუ ანო­მა­ლი­უ­რი, რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის მთელ ცხოვ­რე­ბა­ზე.

ჯონი თა­ვი­დან ჩათ­ვა­ლეს ფე­ლი­სი­ტად და ზრდიდ­ნენ გო­გოდ. ექი­მე­ბი ასეთ ადა­მი­ა­ნებს ფსევ­დო­ჰერ­მოფ­რო­დი­ტებს უწო­დე­ბენ. და­ბა­დე­ბი­სას ჯონს არ ჰქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი სქე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი. ჯო­ნის ახ­სოვს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ იყო ფე­ლი­სი­ტა, თუ რო­გორ და­დი­ო­და წი­თელ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. ის ამ­ბობს, რომ მას არა­სო­დეს მოს­წონ­და ქა­ლის ნივ­თე­ბი. "არ მიყ­ვარ­და გო­გო­სა­ვით ჩაც­მა და რო­დე­საც ჩემ­თვის ყი­დუ­ლობ­დნენ გო­გოს სა­თა­მა­შო­ებს, თით­ქმის არ ვთა­მა­შობ­დი. პი­რი­ქით, რო­დე­საც ვხე­დავ­დი ბი­ჭებს, მინ­დო­და მათ­თან ერ­თად ბურ­თის თა­მა­ში", - ამ­ბობს ჯონი.

რო­დე­საც ნა­თე­ლი გახ­და, რომ ჯონი ბიჭი იყო, მას დას­ცი­ნოდ­ნენ სკო­ლა­ში, ის კი მუშ­ტე­ბით ცდი­ლობ­და მათ მო­გე­რი­ე­ბას. ჩავ­წე­რეთ ინ­ტერ­ვიუ კარ­ლას­თან, რო­მე­ლიც 7 წლი­საა და სწო­რედ გარ­და­ტე­ხის ზღვარ­ზეა, რათა გახ­დეს კარ­ლო­სი. კარ­ლას დედა ამ­ბობს, რომ დიდი ხა­ნია შე­ამ­ჩნია ბავ­შვს ცვლი­ლე­ბე­ბი. "რო­დე­საც 5 წელი შე­უს­რულ­და, შე­ვამ­ჩნიე,

რომ ბი­ჭე­ბის და­ნახ­ვა­ზე მათ­თან ერ­თად უნ­დო­და ყოფ­ნა და ჩხუ­ბი. მის­მა კუნ­თებ­მა და­ი­წყეს ზრდა. ვამ­ჩნევ­დი, რომ ბი­ჭად ყა­ლიბ­დე­ბო­და. მე მიყ­ვარს ის. ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, გოგო იქ­ნე­ბა თუ ბიჭი", - ამ­ბობს დედა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გოგონები, რომლებიც ბიჭებად გადაიქცევიან - დაუჯერებელი სიმართლე

გოგონები, რომლებიც ბიჭებად გადაიქცევიან - დაუჯერებელი სიმართლე

როდესაც ბავშვი იბადება, ექიმს შეუძლია მაშინვე თქვას, გოგო დიაბადა თუ ბიჭი. მაგრამ პატარა სოფელ სალინასში, დომინიკის რესპუბლიკაში, ზოგიერთ ბიჭს არ ეზრდება სასქესო ორგანო მანამ, სანამ არ მიაღწევს სქესობრივი სიმწიფის ასაკს. მანამდე კი მშობლები მათ ისე ზრდიან, როგორც გოგონებს. ეს ფენომენი აიხსნება იშვიათ გენეტიკურ დაავადებად, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ფერმენტის ნაკლებობით, რაც იწვევს ორგანიზმში ტესტესტერონის მოგვიანებით გამოსროლას. სალინასში ასეთ ბიჭებს "გევედოსებს" ეძახიან. ამ სიტყვის თარგმანი ასეთია: "პენისი 12 წლის ასაკში".

მეცნიერები არაერთი წელია სწავლობენ სოფელ სალინასის ფენომენს. სოფელში ძალიან ბევრი ისეთი ბიჭი იბადება, რომელიც ძალიან ჰგავს გოგოს მანამ, სანამ სქესობრივი მომწიფების ასაკში არ გამოუვა მამაკაცის სასქესო ორგანო.

"გამოკვლევებმა მიგვიყვანა უძლიერესი პრეპარატის შექმნამდე, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარება, - გვიყვება მაიკლ მოზლი, - ჩვენ შემთხვევით გავიცანით ჯონი, როდესაც ვიღებდით Countdown-ის ახალ სერიებს ბი-ბი-სი-სთვის. ეს გადაცემა არის იმაზე, თუ როგორ ვითარდება ჩანასახი დედის მუცელში და ეს განვითარება ნორმალურია თუ ანომალიური, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ცხოვრებაზე.

ჯონი თავიდან ჩათვალეს ფელისიტად და ზრდიდნენ გოგოდ. ექიმები ასეთ ადამიანებს ფსევდოჰერმოფროდიტებს უწოდებენ. დაბადებისას ჯონს არ ჰქონდა კონკრეტული სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ჯონის ახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ იყო ფელისიტა, თუ როგორ დადიოდა წითელ კაბაში გამოწყობილი. ის ამბობს, რომ მას არასოდეს მოსწონდა ქალის ნივთები. "არ მიყვარდა გოგოსავით ჩაცმა და როდესაც ჩემთვის ყიდულობდნენ გოგოს სათამაშოებს, თითქმის არ ვთამაშობდი. პირიქით, როდესაც ვხედავდი ბიჭებს, მინდოდა მათთან ერთად ბურთის თამაში", - ამბობს ჯონი.

როდესაც ნათელი გახდა, რომ ჯონი ბიჭი იყო, მას დასცინოდნენ სკოლაში, ის კი მუშტებით ცდილობდა მათ მოგერიებას. ჩავწერეთ ინტერვიუ კარლასთან, რომელიც 7 წლისაა და სწორედ გარდატეხის ზღვარზეა, რათა გახდეს კარლოსი. კარლას დედა ამბობს, რომ დიდი ხანია შეამჩნია ბავშვს ცვლილებები. "როდესაც 5 წელი შეუსრულდა, შევამჩნიე,

რომ ბიჭების დანახვაზე მათთან ერთად უნდოდა ყოფნა და ჩხუბი. მისმა კუნთებმა დაიწყეს ზრდა. ვამჩნევდი, რომ ბიჭად ყალიბდებოდა. მე მიყვარს ის. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი", - ამბობს დედა... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა