საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში თბი­ლი­სის წიგ­ნის მე-18 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით 26-29 მა­ისს იმარ­თე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტორ­მა, თი­ნა­თინ ბე­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 60-ზე მეტი მო­ნა­წი­ლეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

"ეს დღე მკი­თხვე­ლე­ბის­თვის და გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თვის დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გა­მორ­ჩე­უ­ლად ემ­ზა­დე­ბა. თა­ვი­ანთ სტუმ­რებს, მკი­თხვე­ლებს ფას­დაკ­ლე­ბებს, სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და ღო­ნის­ძი­ე­ბებს უმ­ზა­დე­ბენ ", - აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ ბე­რი­აშ­ვილ­მა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლემ, ნინა ხა­ტის­კაც­მა ღო­ნის­ძი­ე­ბას წიგ­ნის დღე­სას­წა­უ­ლი უწო­და. "21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდებს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვთ, ისი­ნი ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი. ეს ნიშ­ნავს, რომ წიგ­ნი არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია", - აღ­ნიშ­ნა ნინა ხა­ტის­კაც­მა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სტენ­დით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L". გა­მომ­ცემ­ლო­ბა მკი­თხვე­ლებს 2000-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის წიგნს 80%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით სთა­ვა­ზობს. "პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა ერთი ლა­რი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბას წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვს რო­გორც ცნო­ბი­ლი სე­რი­ე­ბი, ასე­ვე ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის, "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ", "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო". "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე", "ლი­ბერ­თინ­სი", "სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია", "მსოფ­ლიო კუ­ლი­ნა­რია", სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა.

სა­ვაჭ­რო სივ­რცის გარ­და, "პა­ლიტ­რა L"-ს სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეც აქვს მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც თე­მა­ტუ­რი "კუნ­ძუ­ლე­ბია" გან­თავ­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის წარ­მოდ­გე­ნი­ლია "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია", "ჩემი პირ­ვე­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია".

გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია "პა­ლიტ­რა L"-ის სა­ბავ­შვო სივ­რცე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "პა­ლიტ­რა L" ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის, "ვინ­ქს კლუ­ბის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ სივ­რცე­ში "ფე­რი­ე­ბი" ბავ­შვებს არ­თო­ბენ და ასა­ჩუქ­რე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 26-29 მაისს იმართება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით დატვირთულია, ღონისძიებაზე 60-ზე მეტი მონაწილეა რეგისტრირებული.

"ეს დღე მკითხველებისთვის და გამომცემლებისთვის დიდი დღესასწაულია. ყველა მონაწილე გამორჩეულად ემზადება. თავიანთ სტუმრებს, მკითხველებს ფასდაკლებებს, საინტერესო პრეზენტაციებს და ღონისძიებებს უმზადებენ ", - აღნიშნა თინათინ ბერიაშვილმა.

დედაქალაქის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა ღონისძიებას წიგნის დღესასწაული უწოდა. "21-ე საუკუნეში, როდესაც ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალებები აქვთ, ისინი ძალიან დიდი რაოდენობით არიან აქ წარმოდგენილები. ეს ნიშნავს, რომ წიგნი არ კარგავს აქტუალობას და ჩვენი ხვალინდელი დღის განუყოფელი ნაწილია", - აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

ტრადიციულად, ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდით არის წარმოდგენილი გამომცემლობა "პალიტრა L". გამომცემლობა მკითხველებს 2000-ზე მეტი დასახელების წიგნს 80%-მდე ფასდაკლებით სთავაზობს. "პალიტრა L"-ის წიგნების შეძენა ერთი ლარიდანაც შეიძლება. გამომცემლობას წარმოდგენილი აქვს როგორც ცნობილი სერიები, ასევე ახალი პროექტები, მათ შორის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიო". "ლურჯი ოკეანე", "ლიბერთინსი", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "მსოფლიო კულინარია", საბავშვო ლიტერატურა.

სავაჭრო სივრცის გარდა, "პალიტრა L"-ს საგამოფენო სივრცეც აქვს მოწყობილი, სადაც თემატური "კუნძულებია" განთავსებული, მათ შორის წარმოდგენილია "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", "ჩემი პირველი ენციკლოპედია".

განსაკუთრებით გამორჩეულია "პალიტრა L"-ის საბავშვო სივრცე. როგორც ცნობილია, "პალიტრა L" ცნობილი იტალიური ბრენდის, "ვინქს კლუბის" ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში, შესაბამისად, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში "ფერიები" ბავშვებს ართობენ და ასაჩუქრებენ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს