სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგზორციზმი თუ მკვლელობა? - ემილი როუზის რეალური ამბავი, რომელიც რამდენიმე ფილმს დაედო საფუძვლად
ეგზორციზმი თუ მკვლელობა? - ემილი როუზის რეალური ამბავი, რომელიც რამდენიმე ფილმს დაედო საფუძვლად

იდუ­მა­ლი ამ­ბა­ვი ანე­ლი­ზეს შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე მხატ­ვრულ ფილ­მს და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. ის­ტო­რია თით­ქმის 40 წლის წინ მოხ­და, მაგ­რამ დღემ­დე იწ­ვევს ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რესს. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვინც ანე­ლი­ზე მი­ხე­ლის შე­სა­ხებ ამ­ბავს იგებს, უჩ­ნდე­ბა კი­თხვა - სი­ნამ­დვი­ლე­ში რა სჭირ­და გო­გო­ნას, მარ­თლა შე­პყრო­ბი­ლი იყო, თუ მისი და­ღუპ­ვა უმ­ძი­მეს­მა და­ა­ვა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ამ კი­თხვა­ზე თით­ქმის 40 წლის შემ­დე­გაც არ არის გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხი. გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა 1976 წელს მი­იქ­ცია, რო­დე­საც ანე­ლი­ზე 24 წლის იყო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­დნენ თვალს და მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ ცნო­ბებს უჩ­ვე­უ­ლო და ხმა­უ­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან, რო­მელ­ზეც კა­თო­ლი­კე ღვთის­მსა­ხურ­თა ჯგუფს ბრალს სდებ­დნენ, რომ ისი­ნი გახ­დნენ ანე­ლი­ზე მი­ხე­ლის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი.

ანე­ლი­ზე მი­ხე­ლის (ემი­ლი რო­უ­ზის) სიყ­მაწ­ვი­ლე

გო­გო­ნა 1952 წელს ბა­ვა­რი­ის პა­ტა­რა სო­ფელ­ში, მორ­წმუ­ნე კა­თო­ლი­კე­ბის ა. ფი­ურ­გი­სა და ი. მი­ხე­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ანე­ლი­ზეს მშობ­ლე­ბი მე­ტის­მე­ტად კონ­სერ­ვა­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ბევრ მო­მენ­ტში კი ორ­თო­დოქ­სუ­ლე­ბიც. მი­ხე­ლე­ბის ოჯა­ხი არ აღი­ა­რებ­და მე­ო­რე ვა­ტი­კა­ნურ კრე­ბას და ყო­ვე­ლი თვის 13-ში ზე­ი­მობ­დნენ ფა­ტი­მელ ქალ­წულ მა­რი­ა­მის დღე­სას­წა­ულს. მი­სა­ბაძ ნი­მუ­შად ოჯახ­ში ხში­რად მოჰ­ყავ­დათ მე­ზო­ბე­ლი ქალი ვე­ი­გან­დი, რო­მე­ლიც შე­სა­მო­სე­ლის მი­სა­ღე­ბად 5 სა­ათს მი­დი­ო­და ფე­ხით კა­პუ­ცი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში. გო­გო­ნა გა­უც­დენ­ლად - კვი­რა­ში 2-3-ჯერ ეს­წრე­ბო­და ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვას, წარ­მოთ­ქვამ­და კა­თო­ლი­კურ ლოც­ვებს და მუ­დამ ცდი­ლობ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა აუ­ცი­ლე­ბელ­ზე უფრო მეტი (მა­გა­ლი­თად, ცივ ზამ­თარ­ში იძი­ნებ­და ია­ტაკ­ზე).

1968 წელს "შე­ტე­ვის" პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა: გო­გო­ნამ სპაზ­მის გამო ენა მო­იკ­ვნი­ტა. 12 თვის შემ­დეგ "შე­ტე­ვე­ბი" ღამ­ღა­მო­ბით და­ი­წყო. ამ დროს ანე­ლი­ზეს სხე­უ­ლი კარ­გავ­და მოქ­ნი­ლო­ბას, უჩ­ნდე­ბო­და უც­ნა­უ­რი სიმ­ძი­მის გრძნო­ბა მკერ­დში და ლა­პა­რა­კის უნარს კარ­გავ­და - ანე­ლი­ზეს არ შე­ეძ­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლად ეთხო­ვა დახ­მა­რე­ბა მშობ­ლე­ბის­თვის ან თა­ვი­სი დე­ბის­თვის. პირ­ვე­ლი­ვე "შე­ტე­ვის" შემ­დეგ გო­გო­ნას პირ­ვე­ლად გა­უჩ­ნდა არა­ქა­თის გა­მოც­ლის, დაღ­ლის შეგ­რძნე­ბა და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი ვე­ღარ შეძ­ლო. შე­ტე­ვებს მშვი­დი პე­რი­ო­დე­ბიც ენაც­ვლე­ბო­და, რომ­ლის დროს გო­გო­ნა არ­ცთუ ხში­რად ჩოგ­ბურ­თის თა­მაშს ას­წრებ­და.

"ემი­ლი რო­უ­ზის" და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი

1969 წლის აგ­ვის­ტო­ში ანე­ლი­ზეს ღამე გა­ეღ­ვი­ძა, სუნ­თქვა უჭირ­და, მთე­ლი სხე­უ­ლი ისე იყო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბა არ შე­ეძ­ლო. ოჯა­ხის ექიმ­მა ფოგტ­მა გო­გო­ნა ფსი­ქი­ატრთან გა­ს­ა­სინ­ჯად გა­აგ­ზავ­ნა. 27 აგ­ვის­ტოს მას ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­ფია გა­უ­კე­თეს და ვე­რა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ ნა­ხეს. სულ მალე გო­გო­ნას და­უდ­გინ­და ფილ­ტვე­ბის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და პლევ­რი­ტის დი­აგ­ნო­ზი და 1970 წლის და­სა­წყის­ში აშა­ფენ­ბურ­გის სა­ა­ვად­მო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს, ხოლო 28 თე­ბერ­ვალს მი­ტელ­ბერ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს. 3 ივ­ნი­სის ღა­მით შე­ტე­ვა ისევ და­ე­წყო. ახალ­მა ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მამ კვლავ არა­ფე­რი ისე­თი არ აჩ­ვე­ნა, რა­საც შე­ეძ­ლო ექი­მე­ბის ეჭვი გა­მო­ეწ­ვია, თუმ­ცა დოქ­ტორ­მა ჰა­ლერ­მა მა­ინც მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ურ­ჩია. თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან არ შეც­ვა­ლა მე­სა­მე და მე­ო­თხე ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც, რომ­ლებ­მაც ასე­ვე არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ აჩ­ვე­ნეს. მი­ტელ­ბერ­გში გო­გო­ნამ პირ­ვე­ლად და­ი­წყო დე­მო­ნე­ბის სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა. გა­ზა­ფხულ­ზე ანე­ლი­ზეს რა­ღაც კა­კუ­ნიც ეს­მო­და. დოქ­ტორ­მა ფოგტ­მა, მას შემ­დეგ რაც ის გა­სინ­ჯა და სა­ეჭ­ვო ვე­რა­ფე­რი ნახა, ოტო­ლოგ­თან გა­უშ­ვა, რო­მელ­მაც ასე­ვე ვე­რა­ფე­რი იპო­ვა. არა­და კა­კუ­ნის ხმა, რო­მე­ლიც ანე­ლი­ზეს ეს­მო­და, უკვე მის­მა დებ­მაც გა­ი­გო­ნეს.

ანე­ლი­ზემ თა­ვად აღი­ა­რა, პირ­ვე­ლად მას უკვე 13 წლის ასაკ­ში ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ შე­პყრო­ბი­ლია. მის გარ­შე­მო მყო­ფი პი­რე­ბი­დან პირ­ვე­ლი, ვინც მიხ­ვდა, რომ გო­გო­ნას თავს ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში არ არის, იყო ქალი, სა­ხე­ლად ტეა ხა­ი­ნი. ის ანე­ლი­ზეს­თან ერ­თად იყო მომ­ლოც­ვე­ლად წა­სუ­ლი იტა­ლი­ის ქა­ლაქ სან-და­მი­ა­ნო­ში. ჯერ კი­დევ მა­შინ ხა­ინ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ გო­გო­ნამ გვერ­დი აუ­ა­რა ქრის­ტეს ერთ-ერთ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას და არ მო­ინ­დო­მა წყლის და­ლე­ვა ლურ­დის წმინ­და წყა­რო­დან. 4 წლის მან­ძილ­ზე თე­რა­პი­ულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ, რო­მე­ლიც კრუნ­ჩხვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებ­საც მო­ი­ცავ­და, ანე­ლი­ზეს მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ შეც­ვა­ლა. 1975 წლის 16 სექ­ტემ­ბერს შტან­გლ­მა ა. რო­დე­ვიკ­თან (იე­ზუ­იტ­თან) კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1151-ე თა­ვის 1-ლი პა­რაგ­რა­ფის სა­ფუძ­ველ­ზე გო­გო­ნას­თან გა­აგ­ზავ­ნა ალტი და სალ­ვა­ტო­რი­ა­ნე­ლი ა. რენ­ცი ეგ­ზორ­ცის­ტუ­ლი გან­დევ­ნის აღ­სას­რუ­ლებ­ლად.

იმ დროს გან­დევ­ნის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი იყო "რო­მის რი­ტუ­ა­ლი", რო­მე­ლიც შო­რე­ულ 1614 წელს შე­ი­მუ­შა­ვეს და რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით 1954 წელს გა­ა­ფარ­თო­ვეს. გო­გო­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას მარ­თავს 6 დე­მო­ნი, რომ­ლე­ბიც მას წა­რუდ­გნენ ლუ­ცი­ფე­რის, კა­ე­ნის, იუდა ის­კა­რი­ო­ტე­ლის, ნე­რო­ნის, ფლე­იშ­მა­ნი­სა ( ფლე­იშ­მა­ნი 1552-1575 წწ მსა­ხუ­რობ­და ფრან­კო­ფო­ნულ ღვთის­მსა­ხუ­რად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­თხო­ვეს ეკ­ლე­სი­ი­დან, რად­გან და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ღვი­ნის სიყ­ვა­რულ­ში, თან მკვლე­ლო­ბა­შიც და­ე­დო ბრა­ლი) და კი­დევ ერთი გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­ხე­ლით.

1975 წლის 24 სექ­ტემ­ბრი­დან 1976 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე გო­გო­ნა­ზე ჩა­ტარ­და 65-ზე მეტი ეგ­ზორ­ცის­ტუ­ლი გან­დევ­ნა. მათ­გან 42 ვი­დე­ო­ფირ­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ხეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში. პირ­ვე­ლი გან­დევ­ნა 5 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. როცა ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბი ანე­ლი­ზას ეხე­ბოდ­ნენ, ის ყვი­რო­და: "მო­მა­შო­რე შენი თა­თე­ბი, ცე­ცხლი­ვით მწვავს!" მისი შე­ტე­ვე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ გო­გო­ნა ერ­თდრო­უ­ლად სამ ადა­მი­ანს ჰყავ­და გა­კა­ვე­ბუ­ლი, ხან­და­ხან კი ჯაჭ­ვით და­ბორ­კვა ხდე­ბო­და სა­ჭი­რო.

აუხ­სნე­ლია, რომ სხვა და­ნარ­ჩე­ნი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ანე­ლი­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ გო­ნე­ბა­ზე იყო, არ უჩი­ო­და სი­სუს­ტეს, და­დი­ო­და სკო­ლა­ში და ეკ­ლე­სი­ა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოც­დე­ბიც ჩა­ა­ბა­რა ვი­ურცბურ­გის აკა­დე­მი­ა­ში. 1976 წლის 30 მა­ისს დოქ­ტო­რი როტი ეს­წრე­ბო­და ერთ-ერთ გან­დევ­ნას და ღვთის­მსა­ხურ ალტს, რო­მელ­მაც დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, ასე უპა­სუ­ხა: "ეშ­მა­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს". იმა­ვე წლის 30 ივ­ნისს მძი­მე პნევ­მო­ნი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, და­სა­ძი­ნებ­ლად და­წო­ლის წინ ანე­ლი­ზემ დე­დას უთხრა: "დედა, დარ­ჩი ოთახ­ში, მე­ში­ნია". ეს იყო ანე­ლი­ზას უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი. მე­ო­რე დი­ლით დე­დამ ლო­გინ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი იპო­ვა. მისი წონა ამ მო­მენ­ტის­თვის მხო­ლოდ 31 კგ იყო.

შე­დე­გე­ბი - ეგ­ზორ­ციზ­მი თუ მკვლე­ლო­ბა

1978 წლის 21 აპ­რილს ქა­ლაქ აშა­ფენ­ბურ­გის (ამ ქა­ლაქ­ში სწავ­ლობ­და ანე­ლი­ზე) სა­სა­მარ­თლომ და­ი­წყო საქ­მის გან­ხილ­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ ანე­ლი­ზეს მშობ­ლე­ბი და ორი სა­სუ­ლი­ე­რო პირი. გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით მშობ­ლე­ბი გო­გო­ნას ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე არ და­უშ­ვეს, ხოლო რენცმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ის მორ­გშიც კი არ შე­უშ­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეპის­კო­პა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­თა­ურ­მა კარ­დი­ნალ­მა ი. ჰეფ­ნერ­მა, რო­მე­ლიც ადრე ამ­ბობ­და, რომ გო­გო­ნა არ იყო შე­პყრო­ბი­ლი, 1978 წლის 28 აპ­რილს ასე­ვე აღი­ა­რა, რომ სწამს ეშ­მა­კის არ­სე­ბო­ბის. თა­ვის ნაშ­რომ­ში რამ­დე­ნი­მე მკვლე­ვარ­მა, რო­მელ­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ანე­ლი­ზეს შე­პყრო­ბი­ლო­ბის მომ­ხრე პრო­ტეს­ტან­ტი ქალი ფ. გუდ­მა­ნი (წიგ­ნი "ანე­ლი­ზა და მისი დე­მო­ნე­ბი"), მთე­ლი სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­სი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

როცა გულ­დას­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და, ბრალ­მდე­ბელ­მა მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ ანე­ლი­ზეს და­ღუპ­ვა ნა­ად­რე­ვად მოხ­და და მი­ნი­მა­ლუ­რი გათ­ვლე­ბით, მას კი­დევ ერთი კვი­რა უნდა ეცო­ცხლა. ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ: გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი, პას­ტო­რი ე. ალტი და მამა ა. რენ­ცი. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ი­წყო 1978 წლის 30 მარტს და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის და­სა­ცა­ვად იუ­რის­ტე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გუნ­დი შედ­გა, რო­მელ­თაც ეკ­ლე­სი­ამ გა­და­უ­ხა­და გა­სამ­რჯე­ლო. დაც­ვა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ეგ­ზორ­ციზ­მი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ისე­თი­ვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბაა და მას ისე­ვე იცავს კონ­სტი­ტუ­ცია, რო­გორც რე­ლი­გი­ურ რწმე­ნას. პრო­ცეს­მა ბრალ­დე­ბუ­ლებს და­ნა­შა­უ­ლი და­უდ­გი­ნა და მათ პი­რო­ბი­თად 6 თვე ციხე მი­ე­სა­ჯათ.

ამ­ჟა­მად ანე­ლი­ზეს უკა­ნას­კნელ გან­სას­ვე­ნე­ბელს, მის საფ­ლავს ქა­ლაქ კლინ­გენ­ბერ­გში კა­თო­ლი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი სტუმ­რო­ბენ. ზოგი მათ­გა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ასე­თი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ანე­ლი­ზეს სულ­მა ეშ­მაკ­ზე გა­ი­მარ­ჯვა. 1999 წელს ვა­ტი­კან­ში კარ­დი­ნალ­მა მ. ეს­ტე­ვეზ­მა, 385 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს აჩ­ვე­ნა რო­მის რი­ტუ­ა­ლის ახა­ლი ვერ­სია, რომ­ლის შექ­მნა­ზეც ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­ნი 10 წელ­ზე მეტ­ხანს შრო­მობ­დნენ. 2005 წელს ეკ­რან­ზე გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ სკოტ დე­რიქ­სო­ნის ფილ­მი - "ემი­ლი რო­უ­ზის ეგ­ზორ­ციზ­მი", რო­მელ­საც ანე­ლი­ზე მი­ხე­ლის ის­ტო­რია და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. 2006 წელს გა­მო­ვი­და გერ­მა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის ჰანს-კრის­ტი­ან შმი­დის კი­დევ ერთი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "რეკ­ვი­ე­მი", რო­მე­ლიც ასე­ვე ანე­ლი­ზეს მი­ე­ძღვნა.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

ეგზორციზმი თუ მკვლელობა? - ემილი როუზის რეალური ამბავი, რომელიც რამდენიმე ფილმს დაედო საფუძვლად

ეგზორციზმი თუ მკვლელობა? - ემილი როუზის რეალური ამბავი, რომელიც რამდენიმე ფილმს დაედო საფუძვლად

იდუმალი ამბავი ანელიზეს შესახებ რამდენიმე მხატვრულ ფილმს დაედო საფუძვლად. ისტორია თითქმის 40 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე იწვევს ადამიანების ინტერესს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ანელიზე მიხელის შესახებ ამბავს იგებს, უჩნდება კითხვა - სინამდვილეში რა სჭირდა გოგონას, მართლა შეპყრობილი იყო, თუ მისი დაღუპვა უმძიმესმა დაავადებამ გამოიწვია. ამ კითხვაზე თითქმის 40 წლის შემდეგაც არ არის გაცემული პასუხი. გოგონას ცხოვრებამ საზოგადოებისა და მედიის ყურადღება 1976 წელს მიიქცია, როდესაც ანელიზე 24 წლის იყო. მოქალაქეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს და მოუთმენლად ელოდნენ ცნობებს უჩვეულო და ხმაურიანი სასამართლო პროცესიდან, რომელზეც კათოლიკე ღვთისმსახურთა ჯგუფს ბრალს სდებდნენ, რომ ისინი გახდნენ ანელიზე მიხელის დაღუპვის მიზეზი.

ანელიზე მიხელის (ემილი როუზის) სიყმაწვილე

გოგონა 1952 წელს ბავარიის პატარა სოფელში, მორწმუნე კათოლიკების ა. ფიურგისა და ი. მიხელის ოჯახში დაიბადა. ანელიზეს მშობლები მეტისმეტად კონსერვატულები იყვნენ, ბევრ მომენტში კი ორთოდოქსულებიც. მიხელების ოჯახი არ აღიარებდა მეორე ვატიკანურ კრებას და ყოველი თვის 13-ში ზეიმობდნენ ფატიმელ ქალწულ მარიამის დღესასწაულს. მისაბაძ ნიმუშად ოჯახში ხშირად მოჰყავდათ მეზობელი ქალი ვეიგანდი, რომელიც შესამოსელის მისაღებად 5 საათს მიდიოდა ფეხით კაპუცინების ეკლესიაში. გოგონა გაუცდენლად - კვირაში 2-3-ჯერ ესწრებოდა ეკლესიაში წირვას, წარმოთქვამდა კათოლიკურ ლოცვებს და მუდამ ცდილობდა გაეკეთებინა აუცილებელზე უფრო მეტი (მაგალითად, ცივ ზამთარში იძინებდა იატაკზე).

1968 წელს "შეტევის" პირველი შემთხვევა აღინიშნა: გოგონამ სპაზმის გამო ენა მოიკვნიტა. 12 თვის შემდეგ "შეტევები" ღამღამობით დაიწყო. ამ დროს ანელიზეს სხეული კარგავდა მოქნილობას, უჩნდებოდა უცნაური სიმძიმის გრძნობა მკერდში და ლაპარაკის უნარს კარგავდა - ანელიზეს არ შეეძლო დამოუკიდებლად ეთხოვა დახმარება მშობლებისთვის ან თავისი დებისთვის. პირველივე "შეტევის" შემდეგ გოგონას პირველად გაუჩნდა არაქათის გამოცლის, დაღლის შეგრძნება და სკოლაში სიარული ვეღარ შეძლო. შეტევებს მშვიდი პერიოდებიც ენაცვლებოდა, რომლის დროს გოგონა არცთუ ხშირად ჩოგბურთის თამაშს ასწრებდა.

"ემილი როუზის" დასაწყისი და დასასრული

1969 წლის აგვისტოში ანელიზეს ღამე გაეღვიძა, სუნთქვა უჭირდა, მთელი სხეული ისე იყო პარალიზებული, მოძრაობა არ შეეძლო. ოჯახის ექიმმა ფოგტმა გოგონა ფსიქიატრთან გასასინჯად გააგზავნა. 27 აგვისტოს მას ელექტროენცეფალოგრაფია გაუკეთეს და ვერავითარი ცვლილებები ვერ ნახეს. სულ მალე გოგონას დაუდგინდა ფილტვების ტუბერკულოზის და პლევრიტის დიაგნოზი და 1970 წლის დასაწყისში აშაფენბურგის საავადმოფოში დააწვინეს, ხოლო 28 თებერვალს მიტელბერგში გადაიყვანეს. 3 ივნისის ღამით შეტევა ისევ დაეწყო. ახალმა ელექტროენცეფალოგრამამ კვლავ არაფერი ისეთი არ აჩვენა, რასაც შეეძლო ექიმების ეჭვი გამოეწვია, თუმცა დოქტორმა ჰალერმა მაინც მედიკამენტებით მკურნალობა ურჩია. თავისი გადაწყვეტილება მან არ შეცვალა მესამე და მეოთხე ელექტროენცეფალოგრამის მიღების შემდეგაც, რომლებმაც ასევე არავითარი ცვლილება არ აჩვენეს. მიტელბერგში გოგონამ პირველად დაიწყო დემონების სახეების დანახვა. გაზაფხულზე ანელიზეს რაღაც კაკუნიც ესმოდა. დოქტორმა ფოგტმა, მას შემდეგ რაც ის გასინჯა და საეჭვო ვერაფერი ნახა, ოტოლოგთან გაუშვა, რომელმაც ასევე ვერაფერი იპოვა. არადა კაკუნის ხმა, რომელიც ანელიზეს ესმოდა, უკვე მისმა დებმაც გაიგონეს.

ანელიზემ თავად აღიარა, პირველად მას უკვე 13 წლის ასაკში ეჩვენებოდა, რომ შეპყრობილია. მის გარშემო მყოფი პირებიდან პირველი, ვინც მიხვდა, რომ გოგონას თავს ყველაფერი წესრიგში არ არის, იყო ქალი, სახელად ტეა ხაინი. ის ანელიზესთან ერთად იყო მომლოცველად წასული იტალიის ქალაქ სან-დამიანოში. ჯერ კიდევ მაშინ ხაინმა დააფიქსირა, რომ გოგონამ გვერდი აუარა ქრისტეს ერთ-ერთ გამოსახულებას და არ მოინდომა წყლის დალევა ლურდის წმინდა წყაროდან. 4 წლის მანძილზე თერაპიულმა მკურნალობამ, რომელიც კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც მოიცავდა, ანელიზეს მდგომარეობა ვერ შეცვალა. 1975 წლის 16 სექტემბერს შტანგლმა ა. როდევიკთან (იეზუიტთან) კონსულტაციის შემდეგ კანონიკური სამართლის კოდექსის 1151-ე თავის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე გოგონასთან გააგზავნა ალტი და სალვატორიანელი ა. რენცი ეგზორცისტული განდევნის აღსასრულებლად.

იმ დროს განდევნის ძირითადი ნაწილი იყო "რომის რიტუალი", რომელიც შორეულ 1614 წელს შეიმუშავეს და რომელიც მოგვიანებით 1954 წელს გააფართოვეს. გოგონამ განაცხადა, რომ მას მართავს 6 დემონი, რომლებიც მას წარუდგნენ ლუციფერის, კაენის, იუდა ისკარიოტელის, ნერონის, ფლეიშმანისა ( ფლეიშმანი 1552-1575 წწ მსახურობდა ფრანკოფონულ ღვთისმსახურად, მოგვიანებით დაითხოვეს ეკლესიიდან, რადგან დაადანაშაულეს ქალთან ურთიერთობასა და ღვინის სიყვარულში, თან მკვლელობაშიც დაედო ბრალი) და კიდევ ერთი გაურკვეველი სახელით.

1975 წლის 24 სექტემბრიდან 1976 წლის 30 ივნისამდე გოგონაზე ჩატარდა 65-ზე მეტი ეგზორცისტული განდევნა. მათგან 42 ვიდეოფირზე იყო ჩაწერილი და მოგვიანებით ნახეს სასამართლო დარბაზში. პირველი განდევნა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როცა ეკლესიის მსახურები ანელიზას ეხებოდნენ, ის ყვიროდა: "მომაშორე შენი თათები, ცეცხლივით მწვავს!" მისი შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა ერთდროულად სამ ადამიანს ჰყავდა გაკავებული, ხანდახან კი ჯაჭვით დაბორკვა ხდებოდა საჭირო.

აუხსნელია, რომ სხვა დანარჩენი დროის განმავლობაში ანელიზე ჩვეულებრივ გონებაზე იყო, არ უჩიოდა სისუსტეს, დადიოდა სკოლაში და ეკლესიაში, მოგვიანებით გამოცდებიც ჩააბარა ვიურცბურგის აკადემიაში. 1976 წლის 30 მაისს დოქტორი როტი ესწრებოდა ერთ-ერთ განდევნას და ღვთისმსახურ ალტს, რომელმაც დახმარება სთხოვა, ასე უპასუხა: "ეშმაკის საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს". იმავე წლის 30 ივნისს მძიმე პნევმონიის გადატანის შემდეგ, დასაძინებლად დაწოლის წინ ანელიზემ დედას უთხრა: "დედა, დარჩი ოთახში, მეშინია". ეს იყო ანელიზას უკანასკნელი სიტყვები. მეორე დილით დედამ ლოგინზე გარდაცვლილი ქალიშვილი იპოვა. მისი წონა ამ მომენტისთვის მხოლოდ 31 კგ იყო.

შედეგები - ეგზორციზმი თუ მკვლელობა

1978 წლის 21 აპრილს ქალაქ აშაფენბურგის (ამ ქალაქში სწავლობდა ანელიზე) სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა. ბრალდებულებს შორის იყვნენ ანელიზეს მშობლები და ორი სასულიერო პირი. გაურკვეველი მიზეზებით მშობლები გოგონას ექსჰუმაციაზე არ დაუშვეს, ხოლო რენცმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის მორგშიც კი არ შეუშვეს. აღსანიშნავია, რომ ეპისკოპალური კონფერენციის მეთაურმა კარდინალმა ი. ჰეფნერმა, რომელიც ადრე ამბობდა, რომ გოგონა არ იყო შეპყრობილი, 1978 წლის 28 აპრილს ასევე აღიარა, რომ სწამს ეშმაკის არსებობის. თავის ნაშრომში რამდენიმე მკვლევარმა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ანელიზეს შეპყრობილობის მომხრე პროტესტანტი ქალი ფ. გუდმანი (წიგნი "ანელიზა და მისი დემონები"), მთელი სასამართლოს პროცესი მკაცრად გააკრიტიკა.

როცა გულდასმით ჩატარებული გამოძიება დასრულდა, ბრალმდებელმა მხარემ განაცხადა, რომ ანელიზეს დაღუპვა ნაადრევად მოხდა და მინიმალური გათვლებით, მას კიდევ ერთი კვირა უნდა ეცოცხლა. ბრალდებულებს შორის იყვნენ: გოგონას მშობლები, პასტორი ე. ალტი და მამა ა. რენცი. სასამართლო პროცესი დაიწყო 1978 წლის 30 მარტს და სერიოზული საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. სასულიერო პირების დასაცავად იურისტების მრავალრიცხოვანი გუნდი შედგა, რომელთაც ეკლესიამ გადაუხადა გასამრჯელო. დაცვა ამტკიცებდა, რომ ეგზორციზმი მოქალაქეების ისეთივე გარანტირებული უფლებაა და მას ისევე იცავს კონსტიტუცია, როგორც რელიგიურ რწმენას. პროცესმა ბრალდებულებს დანაშაული დაუდგინა და მათ პირობითად 6 თვე ციხე მიესაჯათ.

ამჟამად ანელიზეს უკანასკნელ განსასვენებელს, მის საფლავს ქალაქ კლინგენბერგში კათოლიკური საზოგადოების წევრები სტუმრობენ. ზოგი მათგანი დარწმუნებულია, რომ ასეთი მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ანელიზეს სულმა ეშმაკზე გაიმარჯვა. 1999 წელს ვატიკანში კარდინალმა მ. ესტევეზმა, 385 წლის განმავლობაში პირველად, მედიის წარმომადგენლებს აჩვენა რომის რიტუალის ახალი ვერსია, რომლის შექმნაზეც ეკლესიის მსახურნი 10 წელზე მეტხანს შრომობდნენ. 2005 წელს ეკრანზე გამოვიდა რეჟისორ სკოტ დერიქსონის ფილმი - "ემილი როუზის ეგზორციზმი", რომელსაც ანელიზე მიხელის ისტორია დაედო საფუძვლად. 2006 წელს გამოვიდა გერმანელი რეჟისორის ჰანს-კრისტიან შმიდის კიდევ ერთი მხატვრული ფილმი "რეკვიემი", რომელიც ასევე ანელიზეს მიეძღვნა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)