მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

დღეს, 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მე­რაბ კოს­ტა­ვა 85 წლის გახ­დე­ბო­და.

კოს­ტა­ვა 1939 წლის 26 მა­ისს თბი­ლის­ში, ოლღა დე­მუ­რი­ა­სა და ივა­ნე კოს­ტა­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბა­ბუა - ვლა­დი­მერ დე­მუ­რია, ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­ლდათ.

მე­რაბ კოს­ტა­ვას პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ბა­ბუ­ა­სა და მშობ­ლებ­თან ერ­თად, დიდი როლი ბი­ძამ, ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა და ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა გრი­გოლ კოს­ტა­ვამ (მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე) ითა­მა­შა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. მისი იდე­ე­ბი მე­რაბს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ გმი­რად აყა­ლი­ბებ­და.

სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის ვაჟ­თა პირ­ველ სკო­ლა­ში. გა­მო­ირ­ჩე­ო­და ნი­ჭი­თა და სი­ბე­ჯი­თით, იმის გამო, რომ კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, IX კლა­სი­დან სწავ­ლა ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რძე­ლა. კარ­გად უკ­რავ­და, მღე­რო­და, ლექ­სებს წერ­და. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რად­გა­ნაც გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მას­ტან და რამ­დე­ნი­მე თა­ნა­ტოლ­თან ერ­თად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი პირ­ვე­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი, არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გორ­გას­ლი­ა­ნი" და­ა­არ­სა.

1956 წლის დე­კემ­ბერ­ში კი რუს­თა­ვე­ლი­სა და მა­შინ­დე­ლი "პლე­ხა­ნო­ვის" გამ­ზი­რებ­ზე, იმ დრო­ის­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი გაჩ­ნდა: "ძირს პირ­სის­ხლი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტე­ბი, გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს!" ან­ტი­საბ­ჭო­თა პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია "გორ­გას­ლი­ა­ნის" წევ­რე­ბი და­ი­ჭი­რეს.

სკო­ლის მერ­ხი­დან ასე ელი­ტუ­რი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი (ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, ვოვა სი­ხა­რუ­ლი­ძე, თე­მურ ცერ­ცვა­ძე, თა­მაზ გუნ­ჯუა, გუ­რამ სხირტლა­ძე, ანა­ტო­ლი მი­ქა­ძე, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი) სა­პყრო­ბი­ლე­ში. ექ­ვსი თვის შემ­დეგ, რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნი, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

* * *

მან მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (სხვა­დას­ხვა წელს) მუ­შა­ობს მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლად რუს­თა­ვი­სა და თბი­ლი­სის II სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნალ "ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა სკო­ლა­ში" რე­დაქ­ტო­რი გახ­და, სა­დაც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე წე­რი­ლებს აქ­ვეყ­ნებ­და.

1972 წელს მე­რაბ კოს­ტა­ვამ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რეპ­რე­სი­ე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ არ წყდე­ბო­და. სუკ-ი გა­მუდ­მე­ბით უთ­ვალ­თვა­ლებ­და. მის სახ­ლთან ყო­ველ­თვის მო­რი­გე­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის მან­ქა­ნა. მე­რა­ბიც ცნობ­და მათ. ხში­რად უთ­ქვამს: "მთე­ლი დღე აქ დგა­ნან, მო­შივ­დე­ბო­და­თო" და საჭ­მე­ლი გა­უგ­ზავ­ნია მოთ­ვალ­თვა­ლე­ე­ბის­თვის.

1977 წლის 7 აპ­რილს მე­რაბ კოს­ტა­ვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს. მე­რაბს 3 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. სა­ბა­ბი ან­ტი­საბ­ჭო­თა აგი­ტა­ცია და პრო­პა­გან­და, ჟურ­ნალ "ოქ­როს საწ­მი­სის" გა­მო­ცე­მა იყო.

"ჩვე­ვად გვქონ­და, მე და მე­რა­ბი დი­ლით ეზო­ში ჩა­მოვ­სხდე­ბო­დით. ერთ დღე­საც გა­მო­ვე­დი და მე­რა­ბი არ დამ­ხვდა. მისი აივ­ნის­კენ გა­ვი­ხე­დე და შევ­ნიშ­ნე, ვი­ღაც იდგა ფარ­დის უკან. მისი ნათ­ქვა­მი გა­მახ­სენ­და, - და­მი­ჭე­რე­ნო. ეზოს ჭიშ­კარს გავ­ხე­დე - ორი სა­ეჭ­ვო უც­ნო­ბი იდგა. მივ­ხვდი, მე­რა­ბის სახ­ლში "კა­გე­ბე" იყო შე­სუ­ლი," - იხ­სე­ნებს მე­რა­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­თხვე­ვას მისი მე­გო­ბა­რი.

1980 წელს ირ­კუტსკის ოლ­ქში, ტა­ი­შე­ტის რა­ი­ო­ნის დაბა კვი­ტოკ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. იქ მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბა დე­დამ და მე­გო­ბარ­მა მო­ა­ხერ­ხეს. "ეზო­ში ვი­დე­ქით. ისე აღელ­და, უკან გაბ­რუნ­და, ახ­ლოს მოს­ვლა ვერ შეძ­ლო. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და გა­დაგ­ვეხ­ვია. ავ­ტირ­დი. მე­რა­ბი მტკი­ცე კაცი იყო, მის თვალ­ზე ცრემ­ლი არას­დროს და­მი­ნა­ხავს. ერთი კვი­რა დავ­რჩით კვი­ტოკ­ში, მან თა­ვი­სი მოყ­ვა­ნი­ლი ბო­ლო­კი და წიწ­მა­ტი მო­ი­ტა­ნა სუფ­რა­ზე და შე­მოგვჩივ­ლა, აქ პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი გა­ვა­კე­თე, იქ, ჩვენ­თან, ბო­ლო­კი კო­ნად მო­დის, აქ კი სა­თი­თა­ოდ იკე­თებს თავ­სო. გაგ­ვე­ცი­ნა, არ იცო­და, რომ ჩვენ­თა­ნაც სა­თი­თა­ოდ მო­დი­ო­და ბო­ლო­კი და უბ­რა­ლოდ, შე­კო­ნი­ლი იყი­დე­ბო­და," - იხ­სე­ნებს ზუ­რაბ შა­უ­თი­ძე.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, როცა პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს, - 5 წელი და­უ­მა­ტეს, რო­გორც "ხუ­ლი­განს" და ციმ­ბირ­ში ან­გარ­სკში გა­ამ­წე­სეს. მე­რაბ კოს­ტა­ვა იცავ­და არა მარ­ტო თა­ვის, არა­მედ ყვე­ლა პა­ტიმ­რის ღირ­სე­ბას და ზედ­მე­ტი ხუთი წელი ამის გამო მი­უ­სა­ჯეს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სუკ-შიც და ცი­ხე­შიც დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. მისი მიმ­ტე­ვე­ბე­ლი და კაც­თმოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბა ერ­თნა­ი­რად აღაფრ­თო­ვა­ნებ­და მი­ლი­ცი­ელ­საც და პა­ტი­მარ­საც. "პერ­მის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში ყოფ­ნი­სას კარ­ცერ­ში ჩა­მაგ­დეს, ტრუ­სე­ბის ამა­რა, 40-გრა­დუ­სი­ან ყინ­ვა­ში. რკი­ნის გი­სო­სე­ბი მჭიდ­როდ მქონ­და შე­მო­ჭე­რი­ლი. მხო­ლოდ სი­მაღ­ლე­ში იყო დარ­ჩე­ნი­ლი 10-15 სან­ტი­მეტ­რი და მთე­ლი ღამე ხტუნ­ვა­ში გა­ვა­ტა­რეო. როცა მე­ო­რე დი­ლით, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი ჩემს "გა­სა­ტა­ნად" მო­ვიდ­ნენ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, როცა და­ვუ­ძა­ხე: "პრი­ვეტ, ბრატ­ცი!"

1978 წელს მე­რაბ კოს­ტა­ვა ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ წარ­დგე­ნილ იქნა ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე, არა­და, მა­შინ მე­რა­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცო­და; მას­ზე ინ­ფორ­მა­ცია ძი­რი­თა­დად დი­სი­დენ­ტურ წრე­ებ­სა და სა­მე­გობ­როს ჰქონ­დათ.

ციმ­ბირ­ში ყოფ­ნის დროს, 1985 წელს, თბი­ლის­ში მე­რა­ბის ერ­თა­დერ­თმა ვაჟ­მა - 25 წლის ირაკ­ლი კოს­ტა­ვამ ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე...

პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მე­რაბ კოს­ტა­ვა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. 1987 წლის 30 აპ­რილს იგი 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამის შემ­დეგ არა­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მე­რაბ­მა მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ­ჩია, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, მუ­სი­კა­ლურ შვიდ­წლედ­ში ას­წავ­ლი­და.

ცი­ცი­ნო მაღ­ლა­ფე­რი­ძე ასე იხ­სე­ნებს: "ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, როცა ჩემ­თან სახ­ლში მო­ვიწ­ვიე. იმ­ჟა­მად ტრანსკავ­კა­სი­უ­რი რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ამ­ბე­ბი იყო ატე­ხი­ლი. სუფ­რა­ზე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მე­რაბს ჰკი­თხა - "ბა­ტო­ნო მე­რაბ, მგო­ნია, თქვენ ფიქ­რობთ, რომ ეს რკი­ნიგ­ზა არ უნდა გა­ვი­დეს". იმ წუთ­ში რკი­ნიგ­ზის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან პა­ტა­რად ეჩ­ვე­ნა და ერ­თობ უც­ნა­უ­რი პა­სუ­ხი გას­ცა:

რა თქმა უნდა, არ უნდა გა­ვი­დეს, მაგ­რამ გავა თუ არ გავა ტრანსკავ­კა­სი­უ­რი რკი­ნიგ­ზა, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა! ჩვენ ისე უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რომ ხალ­ხი შე­ვამ­ზა­დოთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლია!

ამის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ ჩემი მე­გო­ბა­რი შეც­ბა, რად­გან იმ წუთ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა. მე­რაბს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე ბევ­რი ჰქონ­და ნა­ფიქ­რი; იმ წუთ­ში არ თქვა, მაგ­რამ მან იცო­და, რო­გორ და რა გზით უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამის შე­სა­ხებ ჩემ­თვის არა­ერ­თხელ უთ­ქვამს; რა­საც ამ­ბობ­და, ძა­ლი­ან მომ­წონ­და, მაგ­რამ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უტო­პი­უ­რად მი­მაჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხა­დი გახ­და, რომ მე­რა­ბი მარ­თა­ლი იყო, მას ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და".

1987 წლის 26 მა­ისს, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის 1-ში (ახ­ლან­დე­ლი ზან­დუ­კე­ლის ქუჩა), მე­რა­ბის ეზო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღ­ნიშ­ნეს. "მე­რაბ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბა ახ­სნა და და­კარ­გუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე ისა­უბ­რა. შემ­დეგ თა­ვი­სი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა აი­ტა­ნა და და­კი­და.

და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და მე­რაბს დრო­შის ჩა­მო­ღე­ბა მოს­თხო­ვეს. რა თქმა უნდა, უარი მი­ი­ღეს. მერე დრო­შა თა­ვად მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩა­მო­ი­ღეს, რა­ზეც მე­რაბ­მა ასე­თი რამ უთხრა: "ცოტა ხან­ში მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ეს დრო­შა იქ­ნე­ბა აღ­მარ­თუ­ლი" - იხ­სე­ნებს ცი­ცი­ნო მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

მე­რაბ კოს­ტა­ვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად, 1987-1990 წლებ­ში გა­მარ­თულ თით­ქმის ყვე­ლა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის, გა­ფიც­ვის, შიმ­ში­ლო­ბის, მი­ტინ­გი­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო.

ერთხელ დე­და­მი­სის­თვის უთ­ქვამს - "დედი, არ გე­წყი­ნოს, მაგ­რამ ჯერ უფა­ლი მიყ­ვარს, მერე ზვი­ა­დი, მერე კი შენ". ზვი­ადს რომ და­ი­ნა­ხავ­და, თურ­მე აღა­რა­ვინ ახ­სოვ­და... 9 აპ­რი­ლის ღა­მეს უშიშ­რად იდგა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გვერ­დით. ხალ­ხმა მას სიყ­ვა­რუ­ლით "შავ­ლე­გო" შე­არ­ქვა.

1989 წლის 9 აპ­რილს კოს­ტა­ვა მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ისევ და­ა­პა­ტიმ­რეს. 40 დღის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 9-ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო და­ნაღ­ვლი­ა­ნე­ბუ­ლი იყო...

ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ გეზი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის­კენ აიღო. რო­დე­საც მე­რაბს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რა თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, პა­სუ­ხობ­და: "მე სო­ფელ­ში წა­ვალ, თოხ­სა და ბარს ავი­ღებ და მი­წა­ზე ვი­მუ­შა­ვე­ბო". 1989 წლის ზა­ფხულ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პა­ექ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და: "თუ ერ­თმა­ნეთ­თან ვერ გა­მოვ­ნა­ხავთ სა­ლა­პა­რა­კო ენას, შე­საძ­ლოა დად­გეს დრო გა­ნუჭ­ვრე­ტე­ლი სიბ­ნე­ლი­სა, სა­დაც ჩვენ ერ­თმა­ნეთს დაბრმა­ვე­ბუ­ლი ვე­ძებ­დეთ და ვე­ღარ ვპო­ვებ­დეთ".

სიკ­ვდი­ლამ­დე 1 დღით ადრე მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ად­გილ­მა­მუ­ლო, მო­სახ­ლე­ო­ბის გან­სახ­ლე­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის ფონ­დი შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც იმა­ვე მიზ­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რაც მე-19 სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში დიდი ილი­ას მიერ და­არ­სე­ბულ­მა სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კმა.

1989 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლისს მო­მა­ვა­ლი მე­რაბ კოს­ტა­ვა სო­ფელ ბო­რით­თან (ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნი) ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ყვე­ლამ გულ­წრფე­ლად და­ი­ტი­რა სი­ცო­ცხლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­და­ზე, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია burusi.wordpress.com-ს მი­ხედ­ვით

მთა­ვა­რი ფოტო: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

დღეს, 26 მაისს, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 85 წლის გახდებოდა.

კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მშობლები განათლებული ადამიანები იყვნენ. ბაბუა - ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ.

მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი იდეები მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად აყალიბებდა.

სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას და მასტან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა.

1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი "პლეხანოვის" გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს.

სკოლის მერხიდან ასე ელიტური ოჯახების შვილები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი) საპყრობილეში. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

* * *

მან მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის დასრულების შემდეგ (სხვადასხვა წელს) მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში...

მოგვიანებით, ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი გახდა, სადაც ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა.

1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისთვის.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.

"ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, - დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში "კაგებე" იყო შესული," - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.

1980 წელს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში გადაასახლეს. იქ მისი მონახულება დედამ და მეგობარმა მოახერხეს. "ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია. ავტირდი. მერაბი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მან თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ, შეკონილი იყიდებოდა," - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.

გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, - 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ზედმეტი ხუთი წელი ამის გამო მიუსაჯეს.

როგორც ამბობენ, სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც. "პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს "გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: "პრივეტ, ბრატცი!"

1978 წელს მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, არადა, მაშინ მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებსა და სამეგობროს ჰქონდათ.

ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე...

პოლიტიკური ზეწოლის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ არაერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში ასწავლიდა.

ციცინო მაღლაფერიძე ასე იხსენებს: "ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა - "ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდეს". იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა:

რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!

ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა, როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა".

1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის 1-ში (ახლანდელი ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. "მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა.

დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა: "ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართული" - იხსენებს ციცინო მაღლაფერიძე.

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო.

ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - "დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენ". ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა... 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით "შავლეგო" შეარქვა.

1989 წლის 9 აპრილს კოსტავა მიტინგის ორგანიზებისთვის ისევ დააპატიმრეს. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული იყო...

ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ აიღო. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, პასუხობდა: "მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო". 1989 წლის ზაფხულში სატელევიზიო პაექრობისას განაცხადა: "თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ".

სიკვდილამდე 1 დღით ადრე მისი ინიციატივით საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი შეიქმნა, რომელიც იმავე მიზნების აღსრულებას ითვალისწინებდა, რაც მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ადამიანი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მომზადებულია burusi.wordpress.com-ს მიხედვით

მთავარი ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა