Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქმი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ამ­ბე­ბი.გე" წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქმს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 25 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმ. სი­ნო­დის მო­რი­გი სხდო­მა. სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II. სხდო­მის მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი). წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II და ქარ­თველ ერს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღე მი­უ­ლო­ცა.

სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ასე­ვე აღი­ნიშ­ნა ორი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და. ეს არის აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რის გი­ორ­გი ოთხო­ზო­რი­ას სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი სოფ. ხურ­ჩა­ში. წმინ­და სი­ნო­დი სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და ლო­ცუ­ლობს მისი სუ­ლი­სათ­ვის. ასე­ვე მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­ით­ქვა სოფ. კორ­ცხელ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ. წმინ­და სი­ნო­დი მო­უ­წუ­დებს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ძა­ლას ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სიმ­შვი­დი­სა­კენ.

შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ისა­უბ­რა მო­მა­ვა­ლი წმინ­და და დიდი კრე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და მად­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და იმ სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო პი­რებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი კრე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ში. შემ­დეგ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ სი­ტყვა გა­დას­ცა წმ. სი­ნო­დის მღვდელმთავ­რებს, რათა აზრი გა­მო­ეთ­ქვათ კრე­ბა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

წმინ­და კრე­ბის სამ­დივ­ნო­ში სა­ქარ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ (გვა­ზა­ვა), კრე­ბა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა გა­ა­კე­თა.

დო­კუ­მენ­ტე­ბის, - "ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო და მისი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი" და "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­სია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში", - შე­სა­ხებ ისა­უბ­რა ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე).

წმ. სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა: დო­კუ­მენ­ტის "ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო და მისი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი"-ს ტექ­სტის ორი ად­გი­ლი სა­ჭი­რო­ებს ცვლი­ლე­ბას. კერ­ძოდ, ქვე­თა­ვის "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა" მე-10 მუხ­ლი და ქვე­თა­ვის "ქორ­წი­ნე­ბის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი" მე-5 მუხ­ლის "ა" პუნ­ქტი.

"მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის" მე-10 მუხ­ლში ვკი­თხუ­ლობთ: "ეკ­ლე­სია არ იღებს თა­ვის წევრთა შო­რის ერთი სქე­სის მქო­ნე პირ­თა კავ­შირს, ასე­ვე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით თა­ნა­ცხოვ­რე­ბას გარ­და ქორ­წი­ნე­ბი­სა. ეკ­ლე­სია მი­მარ­თავს მთელ სა­მო­ძღვრო ძა­ლის­ხმე­ვას, რომ მის­მა წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ასეთ კავ­შირ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მი­აღ­წი­ონ ჭეშ­მა­რიტ სი­ნა­ნულს და სიყ­ვა­რულს, კურ­თხე­ულს ეკ­ლე­სი­ის მიერ".

იგი უნდა შე­იც­ვა­ლოს შემ­დეგ­ნა­ი­რად:

"ეკ­ლე­სის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ერთი სქე­სის მქო­ნე პირ­თა შო­რის სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი, ასე­ვე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სხვა, ქორ­წი­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა და გმობს ამ ცოდ­ვას. ეკ­ლე­სია წუხს ამ­გვარ ცოდ­ვა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის უკ­ვდა­ვი სუ­ლის მა­რა­დი­უ­ლი ხვედ­რის გამო და მი­მარ­თავს მთელ სა­მო­ძღვრო ძა­ლის­ხმე­ვას, რათა მათ შე­იც­ნონ ამ ცოდ­ვის უკი­დუ­რე­სი სიმ­ძი­მე და ჭეშ­მა­რი­ტი სი­ნა­ნუ­ლის გზით გა­ნე­შო­რონ მას".

"ქორ­წი­ნე­ბის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის" მე-2 ნა­წი­ლის მე-5 მუხ­ლის "ა" პუნ­ქტში ვკი­თხუ­ლობთ: "ქორ­წი­ნე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­სა არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­თან იკ­რძა­ლე­ბა კა­ნო­ნი­კუ­რი აკ­რი­ბი­ის მი­ხედ­ვით და არ იკურ­ხე­ბა (ტრუ­ლის კრე­ბის 72-ე კა­ნო­ნი), თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია იკურ­თხოს შემ­წყნა­რებ­ლო­ბი­თა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, მაგ­რამ იმ პი­რო­ბით, რომ ამ ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მო­ი­ნათ­ლე­ბი­ან და აღიზ­რდე­ბი­ან მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში".

აღ­ნიშ­ნულ მუხ­ლში უნდა დარ­ჩეს ტექ­სტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, სა­დაც წე­რია: "ქორ­წი­ნე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­სა არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­თან იკ­რძა­ლე­ბა კა­ნო­ნი­კუ­რი აკ­რი­ბი­ის მი­ხედ­ვით და არ იკურ­ხე­ბა (ტრუ­ლის კრე­ბის 72-ე კა­ნო­ნი)", ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ "თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია იკურ­თხოს შემ­წყნა­რებ­ლო­ბი­თა და კაცთნ­მოყ­ვა­რე­ო­ბით, მაგ­რამ იმ პი­რო­ბით, რომ ამ ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მო­ი­ნათ­ლე­ბი­ან და აღიზ­რდე­ბი­ან მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში", - უნდა იქ­ნას ამო­ღე­ბუ­ლი, რად­გან იგი უპი­რის­პირ­დე­ბა VI მსოფ­ლიო კრე­ბის 72-ე კა­ნონს. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ არც ერთ კრე­ბას არ შე­უძ­ლია და­უ­პი­რის­პირ­დეს, გა­ა­უქ­მოს, ან შეც­ვა­ლოს მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი.

დო­კუ­მენ­ტში "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­სია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში" უნდა შე­ვი­დეს სამი ცვლი­ლე­ბა:

ძი­რი­თა­დი ქვე­სა­თა­უ­რი­დან, რო­მე­ლიც ასე იკი­თხე­ბა: "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წვლი­ლი ერებს შო­რის მშვი­დო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ძმო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მი­საღ­წე­ვად, რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, ასე­ვე სხვა სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად", უნდა იყოს ამო­ღე­ბუ­ლი ფრა­ზა, - "ასე­ვე სხვა სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის", - რად­გან იგი მრა­ვალ­გვა­რი გა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის "ა" ქვე­თა­ვის ("ადა­მი­ა­ნუ­რი პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ბა") მე-3 მუხ­ლში წე­რია: "ამ სფე­რო­ში უფრო ფარ­თო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბის მა­ღა­ლი ღირ­სე­ბის სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი მო­წო­დე­ბულ­ნი არი­ან, რათა თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ რე­ლი­გი­ა­თა­შო­რის დი­ა­ლოგ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, ამის მეშ­ვე­ო­ბით კი - ფა­ნა­ტიზ­მის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, ხალ­ხთა შო­რის მე­გობ­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­სი­კე­თოდ, რა­სი­სა და რე­ლი­გი­ის მი­უ­ხე­და­ვად. იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ეს თა­ნამ­შომ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხავს რო­გორც სინ­კრე­ტიზმს, ასე­ვე რო­მე­ლი­მე ერთი რე­ლი­გი­ის ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას სხვა რე­ლი­გი­ებ­ზე".

სი­ნო­დის დად­გე­ნი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტი უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით: "ამ სფე­რო­ში უფრო ფარ­თო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბის მა­ღა­ლი ღირ­სე­ბის სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი მო­წო­დე­ბულ­ნი არი­ან, რათა თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ რე­ლი­გი­ა­თა­შო­რის დი­ა­ლოგ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, ამის მეშ­ვე­ო­ბით კი - ფა­ნა­ტიზ­მის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, ხალ­ხთა შო­რის მე­გობ­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­სი­კე­თოდ მისი გან­წმენ­დის, განღმრთო­ბი­სა და სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით, რა­სი­სა და რე­ლი­გი­ის მი­უ­ხე­და­ვად. იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ეს თა­ნამ­შომ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხავს რო­გორც სინ­კრე­ტიზმს, ასე­ვე რო­მე­ლი­მე ერთი რე­ლი­გი­ის ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას სხვა რე­ლი­გი­ებ­ზე, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, არ გუ­ლის­ხმობს წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მი­სი­ო­ნე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის უარ­ყო­ფას".

"გ" ქვე­თა­ვის ("მშვი­დო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ") პირ­ველ მუხ­ლში უნდა დარ­ჩეს შემ­დე­გი ტექ­სტი:

"მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ოდით­გან­ვე აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ მშვი­დო­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ხალ­ხთა ცხოვ­რე­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი უკა­ვია. ქრის­ტე­ში ეს გა­მო­ცხა­დე­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა რო­გორც "სა­ხა­რე­ბა მშვი­დო­ბი­სა" (ეფ. 6:15), ვი­ნა­ი­დან ქრის­ტემ "მშვი­დო­ბა-ყო სის­ხლი­თა მის ჯუ­ა­რი­სა მი­სი­სა­ი­თა" (კოლ. 1:20), "გა­ხა­რა მშვი­დო­ბა თქვენ, შო­რი­ელ­თა და მახ­ლო­ბელ­თა" (ეფ. 2:17). ის გახ­და "მშვი­დო­ბაი ჩვე­ნი" (ეფ. 2:14). ეს მშვი­დო­ბა, "რო­მე­ლი ჰმატს ყო­ველ­თა გო­ნე­ბა­თა" (ფილ. 4:7), რო­გორც თა­ვად უფალ­მა უთხრა თა­ვის მო­წა­ფე­ებს ჯვარ­ცმის წინ, უფრო ფარ­თო და არ­სე­ბი­თია იმ მშვი­დო­ბა­ზე, რო­მელ­საც აღგ­ვით­ქვამს სო­ფე­ლი: "მშვი­დო­ბა­სა და­გი­ტე­ვებ თქვენ, მშვი­დო­ბა­სა ჩემ­სა მიგ­ცემ თქუ­ენ, არა ვი­თარ სო­ფელ­მან მის­ცის, მე მიგ­ცემ თქუ­ენ (ინ. 14:27)".

ხოლო ამა­ვე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი, სა­დაც წე­რია: "ქრის­ტეს მშვი­დო­ბა არის მწი­ფე ნა­ყო­ფი მას­ში ყო­ველ­თა შე­მოკ­რე­ბი­სა: ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბის, რო­გორც ღვთის ხა­ტე­ბის, ღირ­სე­ბი­სა და სი­დი­ა­დის გა­მოვ­ლი­ნე­ბა ადა­მი­ან­თა მოდ­გმი­სა და სამ­ყა­რო­სი, სა­ყო­ველ­თა­ო­ბა მშვი­დო­ბის პრინ­ცი­პე­ბი­სა, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ბო­ლოს ადა­მი­ა­ნებ­სა და მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა შო­რის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფის მო­წევ­ნა", - უნდა იყოს ამო­ღე­ბუ­ლი.

ტექ­სტში ასე­ვე რჩე­ბა ამა­ვე აბ­ზა­ცის ბოლო მო­ნაკ­ვე­თი: "ჭეშ­მა­რი­ტი მშვი­დო­ბა - ეს არის ნა­ყო­ფი ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პის გან­მტკი­ცე­ბი­სა. ეს არის მშვი­დო­ბა ზე­ცი­დან, რის­თვი­საც მუ­დამ ლო­ცუ­ლობს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ ლოც­ვებ­ში, შეს­თხოვს ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თს, რო­მე­ლიც ის­მენს მათს ლოც­ვებს, რომ­ლე­ბიც რწმე­ნით მი­დი­ან მას­თან".

ასე რომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­თა­ვის პირ­ვე­ლი მუხ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა შემ­დე­გი სა­ხით: "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ოდით­გან­ვე აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ მშვი­დო­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ხალ­ხთა ცხოვ­რე­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი უკა­ვია. ქრის­ტე­ში ეს გა­მო­ცხა­დე­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა რო­გორც "სა­ხა­რე­ბა მშვი­დო­ბი­სა" (ეფ. 6:15), ვი­ნა­ი­დან ქრის­ტემ "მშვი­დო­ბა-ყო სის­ხლი­თა მის ჯუ­ა­რი­სა მი­სი­სა­ი­თა" (კოლ. 1:20), "გა­ხა­რა მშვი­დო­ბა თქვენ, შო­რი­ელ­თა და მახ­ლო­ბელ­თა" (ეფ. 2:17). ის გახ­და "მშვი­დო­ბაი ჩვე­ნი" (ეფ. 2:14). ეს მშვი­დო­ბა, "რო­მე­ლი ჰმატს ყო­ველ­თა გო­ნე­ბა­თა" (ფილ. 4:7), რო­გორც თა­ვად უფალ­მა უთხრა თა­ვის მო­წა­ფე­ებს ჯვარ­ცმის წინ, უფრო ფარ­თო და არ­სე­ბი­თია იმ მშვი­დო­ბა­ზე, რო­მელ­საც აღგ­ვით­ქვამს სო­ფე­ლი: "მშვი­დო­ბა­სა და­გი­ტე­ვებ თქვენ, მშვი­დო­ბა­სა ჩემ­სა მიგ­ცემ თქუ­ენ, არა ვი­თარ სო­ფელ­მან მის­ცის, მე მიგ­ცემ თქუ­ენ" (ინ. 14:27). ჭეშ­მა­რი­ტი მშვი­დო­ბა - ეს არის ნა­ყო­ფი ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პის გან­მტკი­ცე­ბი­სა. ეს არის მშვი­დო­ბა ზე­ცი­დან, რის­თვი­საც მუ­დამ ლო­ცუ­ლობს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ ლოც­ვებ­ში, შეს­თხოვს ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თს, რო­მე­ლიც ის­მენს მათს ლოც­ვებს, რომ­ლე­ბიც რწმე­ნით მი­დი­ან მას­თან".

დო­კუ­მენ­ტის, - "ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო­სად­მი", - შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბა გა­ა­კე­თა ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი). წა­კი­თხუ­ლი იყო ასე­ვე თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ის დოგ­მა­ტი­კი­სა და პატ­რო­ლო­გი­ის კა­თედ­რის პრო­ფე­სორ ედი­შერ ჭე­ლი­ძის შე­ნიშ­ვნე­ბი. ტექ­სტის შე­სა­ხებ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და­ფიქ­სირ­და. თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მოთ­ქვეს მან­გლელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ანა­ნი­ამ (ჯა­ფა­რი­ძე), ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი), ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი), ჯყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რემ (ცა­ა­ვა), რუს­თველ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნემ (გამ­რე­კე­ლი), ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ია­კობ­მა (ია­კო­ბიშ­ვი­ლი).

აღი­ნიშ­ნა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის თა­ვი­დან­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და მას წი­ნა­საკ­რე­ბო შეხ­ვედ­რა­ზე ჩვე­ნი მხრი­დან ხელი მო­ე­წე­რა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ტექ­სტში ჩა­ი­წე­რა ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლოს და ბულ­გა­რე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­თა მსოფ­ლიო საბ­ჭოს­გან, - პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი 1997 წ-ს, ხოლო მე­ო­რე 1998 წ-ს, - აქვთ რა მათ თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი აზრი ეკ­ლე­სი­ა­თა მსოფ­ლიო საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც ისი­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ხსე­ნე­ბუ­ლი საბ­ჭოს და სხვა ქრის­ტი­ანთშო­რი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში".

წმინ­და სი­ნოდ­მა და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი შე­ი­ცავს ეკ­ლე­სი­ო­ლო­გი­ურ და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ცდო­მი­ლე­ბებს და სე­რი­ო­ზულ გა­და­მუ­შა­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს. თუ ამ სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ტექსტს ხელს ვერ მო­ა­წერს.

წმინ­და სი­ნოდ­მა ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ გრი­გო­ლის (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი) ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ად­გი­ნა, შე­იქ­მნას თე­ო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც რიგ საღვთის­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის წი­ნა­და­დე­ბებს წა­რუდ­გენს წმინ­და სი­ნოდს.

წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლიტ სა­ბას (გი­გი­ბე­რია) მოხ­სე­ნე­ბა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წმინ­და სი­ნოდ­მა გან­სა­ზღვრა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცია შემ­დე­გი შემ­დგენ­ლო­ბით:

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II;

ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლის­ტრა­ტე (მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი);

სა­ჩხე­რი­სა და ჭი­ა­თუ­რის მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ნი­ე­ლი (და­თუ­აშ­ვი­ლი);

მან­გლე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ანა­ნია (ჯა­ფა­რი­ძე);

ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტი გი­ორ­გი (შა­ლამ­ბე­რი­ძე);

აბბა ალა­ვერ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თი (მა­ხა­რა­ძე);

ნეკ­რე­სის მიტ­რო­პო­ლი­ტი სერ­გი (ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი);

შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი (კიკ­ვა­ძე);

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს, და სამ­ხრეთ ამე­რი­კის მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი);

ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე);

ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი საბა (გი­გი­ბე­რია);

ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე (შა­რა­შე­ნი­ძე);

გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა);

ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნე (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი);

სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს, და ავ­სტრა­ლი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი);

რუს­თვე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­ა­ნე (გამ­რე­კე­ლი);

სხალ­თის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი სპი­რი­დო­ნი (აბუ­ლა­ძე);

სა­გა­რე­ჯო­სა და ნი­ნოწ­მინ­დის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ლუკა (ლო­მი­ძე);

თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპის­კო­პო­სი მი­ქა­ე­ლი (გაბ­რი­ჭი­ძე);

ხორ­ნა­ბუ­ჯი­სა და ჰე­რე­თის ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი (კა­პა­ნა­ძე);

სამ­თა­ვი­სი­სა და კას­პის ეპის­კო­პო­სი და­მი­ა­ნე (ხუ­ფე­ნია);

წალ­კის ეპის­კო­პო­სი გრი­გო­ლი (კა­ცია);

ბელ­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის ეპის­კო­პო­სი დო­სი­თე­ო­სი (ბოგ­ვე­რა­ძე);

ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი საბა (ინწკირ­ვე­ლი);

ნი­კორ­წმი­დე­ლი ეპის­კო­პო­სი ვახ­ტან­გი (ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი);

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე;

არ­ქი­მან­დრი­ტი და­ვით ჭინ­ჭა­რა­უ­ლი;

დე­კა­ნო­ზი და­ვით შა­რა­შე­ნი­ძე;

დე­კა­ნო­ზი კა­ხა­ბერ გო­გო­ტიშ­ვი­ლი;

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი მი­ქა­ელ ბრეგ­ვა­ძე;

ბერი ან­თი­მო­ზი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

P.s. ზე­მოთ გან­ხი­ლულ თი­თო­ე­ულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა უფრო დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წმინ­და სი­ნო­დის ოქ­მში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. "ამბები.გე" წმინდა სინოდის სხდომის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ქართველ ერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.

სინოდის სხდომაზე ასევე აღინიშნა ორი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გალის რაიონის მკვიდრის გიორგი ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის ფაქტი სოფ. ხურჩაში. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე მწუხარება გამოითქვა სოფ. კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წმინდა სინოდი მოუწუდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ.

შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა მომავალი წმინდა და დიდი კრების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ და მადლობა გამოუცხადა იმ სასულიერო და საერო პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული კრების მოსამზადებელ სამუშაოებში. შემდეგ მისმა უწმინდესობამ სიტყვა გადასცა წმ. სინოდის მღვდელმთავრებს, რათა აზრი გამოეთქვათ კრებაზე განსახილველი დოკუმენტებების შესახებ.

წმინდა კრების სამდივნოში საქარველოს ეკლესიის წარმომადგენელმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), კრებაზე განსახილველი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვა გააკეთა.

დოკუმენტების, - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", - შესახებ ისაუბრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

წმ. სინოდმა დაადგინა: დოკუმენტის "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები"-ს ტექსტის ორი ადგილი საჭიროებს ცვლილებას. კერძოდ, ქვეთავის "მართლმადიდებლური ქორწინება" მე-10 მუხლი და ქვეთავის "ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები" მე-5 მუხლის "ა" პუნქტი.

"მართლმადიდებლური ქორწინების" მე-10 მუხლში ვკითხულობთ: "ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ".

იგი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

"ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას".

"ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების" მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის "ა" პუნქტში ვკითხულობთ: "ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში".

აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: "ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)", ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ "თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთნმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში", - უნდა იქნას ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს, ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი.

დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" უნდა შევიდეს სამი ცვლილება:

ძირითადი ქვესათაურიდან, რომელიც ასე იკითხება: "მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად", უნდა იყოს ამოღებული ფრაზა, - "ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის", - რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.

ამავე დოკუმენტის "ა" ქვეთავის ("ადამიანური პიროვნების ღირსება") მე-3 მუხლში წერია: "ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათაშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი - ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე რომელიმე ერთი რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე".

სინოდის დადგენილებით აღნიშნული ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათაშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი - ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ მისი განწმენდის, განღმრთობისა და საუკუნო ცხოვრებაში დამკვიდრების მიზანდასახულობით, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე რომელიმე ერთი რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს წმინდა ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის უარყოფას".

"გ" ქვეთავის ("მშვიდობისა და სამართლიანობის შესახებ") პირველ მუხლში უნდა დარჩეს შემდეგი ტექსტი:

"მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც "სახარება მშვიდობისა" (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ "მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა" (კოლ. 1:20), "გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა" (ეფ. 2:17). ის გახდა "მშვიდობაი ჩვენი" (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, "რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა" (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: "მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ (ინ. 14:27)".

ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც წერია: "ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემოკრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი, საყოველთაობა მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისა და ბოლოს ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნა", - უნდა იყოს ამოღებული.

ტექსტში ასევე რჩება ამავე აბზაცის ბოლო მონაკვეთი: "ჭეშმარიტი მშვიდობა - ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც რწმენით მიდიან მასთან".

ასე რომ, აღნიშნული ქვეთავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: "მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც "სახარება მშვიდობისა" (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ "მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა" (კოლ. 1:20), "გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა" (ეფ. 2:17). ის გახდა "მშვიდობაი ჩვენი" (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, "რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა" (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: "მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ" (ინ. 14:27). ჭეშმარიტი მშვიდობა - ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც რწმენით მიდიან მასთან".

დოკუმენტის, - "ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი", - შესახებ მოხსენება გააკეთა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). წაკითხული იყო ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის პროფესორ ედიშერ ჭელიძის შენიშვნები. ტექსტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. თავისი პოზიცია გამოთქვეს მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ჯყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა (იაკობიშვილი).

აღინიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებისათვის თავიდანვე მიუღებელი იყო და მას წინასაკრებო შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხელი მოეწერა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექსტში ჩაიწერა ასეთი წინადადება: "საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსგან, - პირველი მათგანი 1997 წ-ს, ხოლო მეორე 1998 წ-ს, - აქვთ რა მათ თავისი საკუთარი აზრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში".

წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს. თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.

წმინდა სინოდმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ინიციატივით დაადგინა, შეიქმნას თეოლოგიური ჯგუფი, რომელიც რიგ საღვთისმეტყველო საკითხებთან დაკავშირებით თავის წინადადებებს წარუდგენს წმინდა სინოდს.

წმინდა სინოდმა მოისმინა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მოხსენება საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

წმინდა სინოდმა განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემდგენლობით:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II;

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი);

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი);

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე);

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე);

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);

ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი);

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე);

ახალქალაქისა და კუმურდოს, და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი);

სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე);

საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე);

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე);

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია);

წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია);

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე);

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი);

ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი);

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული;

დეკანოზი დავით შარაშენიძე;

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი;

მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე;

ბერი ანთიმოზი ჯავახიშვილი.

P.s. ზემოთ განხილულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ახლო მომავალში გამოქვეყნდება უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია", - ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის ოქმში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია