შს მინისტრის ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს კორცხელის ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, მიმდინარეობს გამოძიება და საჭიროა გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ამასთან, შს მინისტრის ინფორმაციით, არ არის აუცილებელი აჟიოტაჟის შექმნა.
„მე თხოვნა მექნება ყველას მისამართით, ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლდნენ და დაელოდონ გამოძიებას. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადნენ შს სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.