სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო სამსახურს დაზარალებულების მანქანიდან გამოსაყვანად თითქმის ერთი საათი დასჭირდა.
დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შემთხვევის შედეგად მკურნალობას სამი ადამიანი გადის.
ავარიის გამო ფოთი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებული იყო.