10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა
"შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა

სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა 17 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში მოხ­და. "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბა­სილ კორ­ტა­ვა მარ­თავ­და, ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა და მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­მაც მა­შინ­ვე აც­ნო­ბეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. მას მერე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გულს ეძებ­დნენ. მდგო­მა­რე­ო­ბას მტკვრის ძლი­ე­რი დი­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და, მაშ­ვე­ლებს წყალ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკან არ და­უ­ხე­ვი­ათ.

ენით აღუ­წე­რე­ლი შრო­მა გას­წი­ეს 5 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მაშ­ვე­ლებ­მა. მაშ­ვე­ლი ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა 16 წე­ლია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობს და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვდილს. იმ დღე­საც დიდი რის­კის ფა­სად მი­აგ­ნო მო­ძღვარს. სწო­რედ მას­თან აქ­ვეყ­ნებს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლი "გზა", რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

ვა­რაზ წო­წო­ნა­ვა:

- და­მი­რე­კა უფ­როს­მა და მი­თხრა, - კი­დევ ერთხელ უნდა გა­ვი­დეთ მტკვარ­ში, და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნა­დო. წინა დღე­ებ­შიც ვე­ძებ­დით მო­ძღვარს. სა­დაც გა­და­ვარ­და მან­ქა­ნა, ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვე­დი წყალ­ში, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე.

....

- იმ დღე­საც დიდ­ხანს ეძებ­დით?

- მაგ­ნი­ტით ჩა­ვე­დი. ყველ­გან არ ვმუ­შა­ობთ მაგ­ნი­ტით, მაგ­რამ რად­გან ვი­ცო­დით, მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დნი­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და, მან­ქა­ნა ეპო­ვა მაგ­ნიტს.

...

იმ დღეს გაგ­ვი­მარ­თლა, მალე ვი­პო­ვეთ მან­ქა­ნა. წყალ­ში ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ხე­დავ, მაგ­რამ ხე­ლე­ბის ფა­თუ­რით ვიგ­რძე­ნი, რომ მან­ქა­ნას მი­ვა­გე­ნი. ამო­ვე­დი ზე­ვით და და­ვიყ­ვი­რე, - ბი­ჭე­ბო, მან­ქა­ნა ვი­პო­ვე-მეთ­ქი. ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. მარ­თა­ლია, დიდი ტრა­გე­დია მოხ­და, მაგ­რამ ამ შემ­თხვევ­ვა­ში მთა­ვა­რი იყო, ცხე­და­რი გვე­პო­ვა. ისევ ჩა­ვე­დი წყალ­ში, მძღო­ლის მხა­რეს ფან­ჯა­რა ჩამ­სხვრე­უ­ლი იყო. ეტყო­ბა, გა­და­ვარ­დნის დროს და­იმ­სხვრა. ხელი შევ­ყა­ვი ფან­ჯა­რა­ში და ცხე­დარს ხე­ლით შე­ვე­ხე. ამის მერე და­ი­წყო მან­ქა­ნის ჩაბ­მის ოპე­რა­ცია, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ბი­ჭე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ წყლის სიღ­რმე­ში მე ჩავ­დი­ო­დი. მან­ქა­ნას თოკი ჩა­ვა­ბი. ეს ურ­თუ­ლე­სი წუ­თე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვერ ვმოძ­რა­ობ­დი თა­ვი­სუფ­ლად, წყა­ლის დი­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბო­და, გა­ვე­ტა­ცე, ცალი ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმი­სიც მე­ში­ნო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წყალს არ გა­ე­ტა­ცა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­ვა­ფიქ­სი­როთ, არ გა­ი­ტა­ცოს წყალ­მაო. როცა პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე მის ცხე­დარს, ვთქვი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული-მეთ­ქი. როცა მან­ქა­ნა ამო­იყ­ვა­ნეს ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა, მხო­ლოდ მა­შინ ამო­ვი­სუნ­თქე.

...

სა­ჭეს­თან არ იყო, ეტყო­ბა, წყალ­მა გა­და­ი­ტა­ნა ცხე­და­რი ან შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვარ­დნი­სას ცო­ცხა­ლი იყო და თვი­თონ იბ­რძო­და. ამ სა­მუ­შა­ო­ბის დროს ფაქ­ტობ­რი­ვად, სამი ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი დავ­ცა­ლე. ზე­მო­დან მეს­მო­და ჩემი უფ­რო­სის ხმა, - ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლე, ამო­დი ზე­ვით და სხვას ჩა­ვუშ­ვებ, შეგცვლი­ა­ნო, მაგ­რამ მა­შინ დაღ­ლა­ზე არ ვფიქ­რობ­დი.

მო­ძღვრის ძებ­ნის სხვა აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი, ასე­ვე სხვა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის, მათ შო­რის 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ის, ამ­ბე­ბი სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ ჟურ­ნალ "გზის" 26 მა­ი­სის ნო­მერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა

"შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა

საბედისწერო შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მღვდელ-მონაზონი ბასილ კორტავა მართავდა, ჯებირს შეეჯახა და მანქანა მტკვარში გადავარდა. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც მაშინვე აცნობეს სამართალდამცავებს. მას მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები დაკარგულს ეძებდნენ. მდგომარეობას მტკვრის ძლიერი დინება ართულებდა, მაშველებს წყალში სამძებრო სამუშაოების ჩატარება ძალიან უჭირდათ. მიუხედავად ამისა, უკან არ დაუხევიათ.

ენით აღუწერელი შრომა გასწიეს 5 დღე-ღამის განმავლობაში მაშველებმა. მაშველი ვარაზ წოწონავა 16 წელია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მსახურობს და ამ წლების მანძილზე უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. იმ დღესაც დიდი რისკის ფასად მიაგნო მოძღვარს. სწორედ მასთან აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ვარაზ წოწონავა:

- დამირეკა უფროსმა და მითხრა, - კიდევ ერთხელ უნდა გავიდეთ მტკვარში, დაკარგულის მოსაძებნადო. წინა დღეებშიც ვეძებდით მოძღვარს. სადაც გადავარდა მანქანა, ის ტერიტორიები შესწავლილი მქონდა, რამდენჯერმე ჩავედი წყალში, მაგრამ ვერ ვიპოვე.

....

- იმ დღესაც დიდხანს ეძებდით?

- მაგნიტით ჩავედი. ყველგან არ ვმუშაობთ მაგნიტით, მაგრამ რადგან ვიცოდით, მანქანა იყო გადავარდნილი, შეიძლებოდა, მანქანა ეპოვა მაგნიტს.

...

იმ დღეს გაგვიმართლა, მალე ვიპოვეთ მანქანა. წყალში ბუნებრივია, ვერ ხედავ, მაგრამ ხელების ფათურით ვიგრძენი, რომ მანქანას მივაგენი. ამოვედი ზევით და დავიყვირე, - ბიჭებო, მანქანა ვიპოვე-მეთქი. ყველას გაუხარდა. მართალია, დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევვაში მთავარი იყო, ცხედარი გვეპოვა. ისევ ჩავედი წყალში, მძღოლის მხარეს ფანჯარა ჩამსხვრეული იყო. ეტყობა, გადავარდნის დროს დაიმსხვრა. ხელი შევყავი ფანჯარაში და ცხედარს ხელით შევეხე. ამის მერე დაიწყო მანქანის ჩაბმის ოპერაცია, რაც ძალიან რთული იყო. ბიჭები მეხმარებოდნენ, მაგრამ წყლის სიღრმეში მე ჩავდიოდი. მანქანას თოკი ჩავაბი. ეს ურთულესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვმოძრაობდი თავისუფლად, წყალის დინებას შეიძლებოდა, გავეტაცე, ცალი ხელით ვმუშაობდი რამდენიმე საათის განმავლობაში. იმისიც მეშინოდა, მიცვალებული წყალს არ გაეტაცა. ძალიან ძლიერი დინება იყო. მიცვალებული დავაფიქსიროთ, არ გაიტაცოს წყალმაო. როცა პირველად შევეხე მის ცხედარს, ვთქვი, ღმერთმა აცხონოს მისი სული-მეთქი. როცა მანქანა ამოიყვანეს ჩემმა კოლეგებმა, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.

...

საჭესთან არ იყო, ეტყობა, წყალმა გადაიტანა ცხედარი ან შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა. ამ სამუშაობის დროს ფაქტობრივად, სამი ჟანგბადის ბალონი დავცალე. ზემოდან მესმოდა ჩემი უფროსის ხმა, - ძალიან გადაიღალე, ამოდი ზევით და სხვას ჩავუშვებ, შეგცვლიანო, მაგრამ მაშინ დაღლაზე არ ვფიქრობდი.

მოძღვრის ძებნის სხვა აქამდე უცნობი დეტალები, ასევე სხვა სამაშველო ოპერაციების, მათ შორის 13 ივნისის ტრაგედიის, ამბები სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 26 მაისის ნომერში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია