პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძროხის დაჯახება თუ ჩხუბი - რამ ჩაულურჯა თვალი მინაძის თემის რწმუნებულს?
ძროხის დაჯახება თუ ჩხუბი - რამ ჩაულურჯა თვალი მინაძის თემის რწმუნებულს?

მი­ნა­ძის თემ­ში ამ­ბო­ბენ, რომ გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან იჩხუ­ბა, თვალ­ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლი კი ამ ამ­ბავს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. რო­გორც მი­ნა­ძის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლის, ჭა­ჭა­რა­ქის მკვიდ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, შე­ლა­პა­რა­კე­ბა გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძეს ურავ­ლე­ლებ­თან მო­უ­ვი­და. შემ­თხვე­ვა გა­სულ კვი­რას, სო­ფელ ურავ­ლის მთა­ში მოხ­და.

"სუფ­რა­ზე იყ­ვნენ, ნას­ვა­მე­ბი. ურავ­ლე­ლებს სტუმ­რად ვი­ღაც თურ­ქი ჰყო­ლი­ათ. რწმუ­ნე­ბულს შე­უ­გი­ნე­ბია თურ­ქე­ბის და სომ­ხე­ბის დე­და­ცო. ურავ­ლე­ლებს არ და­უთ­მი­ათ, ჩვე­ნი სტუ­მა­რია და რა­ტომ აგი­ნე­ბო", - ამ­ბობს ჭა­ჭა­რა­ქის ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბი.

მისი თქმით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ რწმუ­ნე­ბულ­მა თა­ვად უამ­ბო: "მი­თხრა ვი­ჩხუ­ბეთ, მაგ­რად მომ­ხვდაო. თვა­ლიც აქვს და­ლურ­ჯე­ბუ­ლი".

ინ­ცი­დენ­ტის დღეს გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე მთა­ში ჭა­ჭა­რა­ქე­ლებ­თან ერ­თად წა­ვი­და. აღ­ნიშ­ნულს ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რი გი­ორ­გი მი­ნა­სი­ნი ადას­ტუ­რებს. რო­გორც მისი სა­უბ­რი­დან ირ­კვე­ვა, რწმუ­ნე­ბუ­ლი მთა­ში სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გამო იმ­ყო­ფე­ბო­და.

"გზა იყო გა­საწ­მენ­დი და ეს უნდა ენა­ხა. 5–6 კაცი ვი­ყა­ვით ერ­თად, ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 90 სული სა­ქო­ენ­ლი გავ­რე­კეთ", - ამ­ბობს მი­ნა­სი­ა­ნი.

მი­ნა­სი­ა­ნი ადას­ტუ­რებს, რომ დი­ა­სა­მი­ძე ნას­ვა­მი იყო: "3–4 ჭიქა ჰქონ­და და­ლე­უ­ლი", თუმ­ცა იმას, რომ რწმუ­ნე­ბულს იქ მყოფ ურავ­ლე­ლებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და, უარ­ყოფს: "ეგე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რო­გორც მი­თხრეს, სა­ქო­ნელს და­ურ­ტყია".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ძროხის დაჯახება თუ ჩხუბი - რამ ჩაულურჯა თვალი მინაძის თემის რწმუნებულს?

ძროხის დაჯახება თუ ჩხუბი - რამ ჩაულურჯა თვალი მინაძის თემის რწმუნებულს?

მინაძის თემში ამბობენ, რომ გამგებლის წარმომადგენელმა ადგილობრივებთან იჩხუბა, თვალჩალურჯებული რწმუნებული კი ამ ამბავს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის, ჭაჭარაქის მკვიდრები ამბობენ, შელაპარაკება გამგებლის წარმომადგენელს გიორგი დიასამიძეს ურავლელებთან მოუვიდა. შემთხვევა გასულ კვირას, სოფელ ურავლის მთაში მოხდა.

"სუფრაზე იყვნენ, ნასვამები. ურავლელებს სტუმრად ვიღაც თურქი ჰყოლიათ. რწმუნებულს შეუგინებია თურქების და სომხების დედაცო. ურავლელებს არ დაუთმიათ, ჩვენი სტუმარია და რატომ აგინებო", - ამბობს ჭაჭარაქის ერთ-ერთი მცხოვრები.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ რწმუნებულმა თავად უამბო: "მითხრა ვიჩხუბეთ, მაგრად მომხვდაო. თვალიც აქვს დალურჯებული".

ინციდენტის დღეს გიორგი დიასამიძე მთაში ჭაჭარაქელებთან ერთად წავიდა. აღნიშნულს ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი მინასინი ადასტურებს. როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, რწმუნებული მთაში სამსახურეობრივი მოვალეობის გამო იმყოფებოდა.

"გზა იყო გასაწმენდი და ეს უნდა ენახა. 5–6 კაცი ვიყავით ერთად, ჩვენ დაახლოებით 90 სული საქოენლი გავრეკეთ", - ამბობს მინასიანი.

მინასიანი ადასტურებს, რომ დიასამიძე ნასვამი იყო: "3–4 ჭიქა ჰქონდა დალეული", თუმცა იმას, რომ რწმუნებულს იქ მყოფ ურავლელებთან შელაპარაკება მოუხდა, უარყოფს: "ეგეთი არაფერი ყოფილა. როგორც მითხრეს, საქონელს დაურტყია".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა