სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის მომხმარებელს მომავლის სუპერმარკეტში
რა ელის მომხმარებელს მომავლის სუპერმარკეტში

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მო­მა­ვალ­ში გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და მო­ლა­რე­ე­ბი სკა­ნე­რებ­მა და კომ­პი­უ­ტე­რებ­მა შეც­ვა­ლოს.

გერ­მა­ნელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა მო­მავ­ლის სა­ბი­თუ­მო ვაჭ­რო­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა წა­რა­ად­გი­ნეს.

მო­მავ­ლის სუ­პერ­მარ­კეტ­ში მყიდ­ვე­ლი ხელს იწ­ვდის თა­როს­კენ, სა­დაც მა­კა­რო­ნე­ბის შეკ­ვრა დევს. იმა­ვე მო­მენ­ტში, გვერ­დით ეკ­რან­ზე ჩნდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კუ­ლი­ნა­რუ­ლი რე­ცეპ­ტი. მის­გან ერთი მეტ­რის სი­შო­რე­ში მწვა­ნე შუქი ციმ­ცი­მებს - თა­რო­ზე კი ამ კერ­ძის შე­სა­ფე­რი­სი წი­თე­ლი ღვი­ნის პოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა. სა­ლა­როს­თან მო­ლა­რე არ იმ­ყო­ფე­ბა: ყვე­ლა პრო­დუქტს კა­ლათ­ში კომ­პი­უ­ტე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად ას­კა­ნი­რებს. მომ­ხმა­რე­ბე­ლი თან­ხას მან­ქა­ნის ელექტრო გა­სა­ღე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იხიდს, რო­მე­ლიც მი­ერ­თე­ბუ­ლია კლი­ენ­ტის საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე. "დიდი მად­ლო­ბა შე­ნა­ძე­ნის­თვის, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით თქვე­ნი მომ­დევ­ნო სტუმ­რო­ბით!" - გე­უბ­ნე­ბათ სუ­პერ­მარ­კე­ტის გა­სას­ვლელ­ში სინ­თე­ზი­რე­ბუ­ლი ხმა.

სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა? - არა, უკვე რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სწო­რედ ასე იქ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ღა­ზი­ე­ბი, ამ­ტკი­ცე­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გერ­მა­ნუ­ლი კვლე­ვით ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რე­ბი. ქა­ლაქ სან­კტ-ვენ­დე­ლე­ში, სა­ა­რის ფე­დე­რა­ლურ მი­წა­ზე, მათ შექ­მნეს მო­მავ­ლის მა­ღა­ზი­ის მო­დე­ლი, რო­მელ­საც Retail Lab-ს უწო­დე­ბენ.

მო­მა­ვა­ლი ონ­ლა­ინ-ვაჭ­რო­ბას ეკუთ­ვნის

სა­ვაჭ­რო დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ წარ­მო­იდ­გი­ნონ, რა სა­ხით შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩნენ ბაზ­რე­ბი და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში.

"ბიზ­ნე­სი უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს იქე­დან, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას. მათ შე­სა­ბა­მი­სი გამჭვირ­ვა­ლო­ბა სურთ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სი, რო­მელ­საც ონ­ლაი-მა­ღა­ზი­ებ­ში არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი", - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი გე­რიტ კალი.

"ოფ­ლა­ინ-ვაჭ­რო­ბა" ვალ­დე­ბუ­ლია, მე­ტად სწრა­ფი და ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი გახ­დეს. მა­გა­ლი­თის­თვის, ამ მიზ­ნის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ე.წ. თე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პრო­დუქ­ტებ­ზე. ეს ელექტრო­ნუ­ლი ეტი­კე­ტე­ბი გა­დას­ცე­მენ სა­წყობ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბას, დახ­ლებ­ზე ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, მომ­ხმა­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტის მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. კლი­ენ­ტი მყი­სი­ე­რად შე­ი­ტყობს ყვე­ლა სა­ჭი­რო დე­ტა­ლი­სა და. რა თქმა უნდა, ფა­სის შე­სა­ხებ.

კლი­ენტზე ორი­ენ­ტა­ცია

"ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა კლი­ენ­ტე­ბის­თვის მეტი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად", - დას­ძენს კალი. მისი თქმით, რო­დე­საც კლი­ენ­ტი მა­ღა­ზი­ა­ში სა­ყიდ­ლებ­ზე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით შევა, სმარ­ტფო­ნი სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბის სიას უჩ­ვე­ნებს, ხოლო როცა ამ პრო­დუქ­ტე­ბის სი­ახ­ლო­ვეს აღ­მოჩ­ნდე­ბა, ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს მათ­ზე და­წყე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ფას­დაკ­ლე­ბე­ბით. კლი­ენ­ტებ­ზე ორი­ენ­ტა­ცია - მო­მავ­ლის საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პი გახ­ლავთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა + იხი­ლეთ ვი­დეო

რა ელის მომხმარებელს მომავლის სუპერმარკეტში

რა ელის მომხმარებელს მომავლის სუპერმარკეტში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არ არის გამორიცხული მომავალში გამყიდველები და მოლარეები სკანერებმა და კომპიუტერებმა შეცვალოს.

გერმანელმა მკვლევარებმა მომავლის საბითუმო ვაჭრობის საკუთარი ხედვა წარაადგინეს.

მომავლის სუპერმარკეტში მყიდველი ხელს იწვდის თაროსკენ, სადაც მაკარონების შეკვრა დევს. იმავე მომენტში, გვერდით ეკრანზე ჩნდება შესაბამისი კულინარული რეცეპტი. მისგან ერთი მეტრის სიშორეში მწვანე შუქი ციმციმებს - თაროზე კი ამ კერძის შესაფერისი წითელი ღვინის პოვნა შეიძლება. სალაროსთან მოლარე არ იმყოფება: ყველა პროდუქტს კალათში კომპიუტერი დამოუკიდებლად ასკანირებს. მომხმარებელი თანხას მანქანის ელექტრო გასაღების მეშვეობით იხიდს, რომელიც მიერთებულია კლიენტის საკრედიტო ბარათზე. "დიდი მადლობა შენაძენისთვის, მოხარული ვიქნებით თქვენი მომდევნო სტუმრობით!" - გეუბნებათ სუპერმარკეტის გასასვლელში სინთეზირებული ხმა.

სამეცნიერო ფანტასტიკა? - არა, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ასე იქნება მოწყობილი პროდუქტების ჩვეულებრივი მაღაზიები, ამტკიცებენ ხელოვნური ინტელექტის გერმანული კვლევით ცენტრის მეცნიერები. ქალაქ სანკტ-ვენდელეში, საარის ფედერალურ მიწაზე, მათ შექმნეს მომავლის მაღაზიის მოდელი, რომელსაც Retail Lab-ს უწოდებენ.

მომავალი ონლაინ-ვაჭრობას ეკუთვნის

სავაჭრო დარგის წარმომადგენლებთან ერთად მეცნიერები ცდილობენ წარმოიდგინონ, რა სახით შეიძლება გადარჩნენ ბაზრები და სუპერმარკეტები ინტერნეტის ეპოქაში.

"ბიზნესი უნდა მომდინარეობდეს იქედან, რომ მომხმარებლები ცდილობენ მეტი ინფორმაციის მიღებას. მათ შესაბამისი გამჭვირვალობა სურთ, მრავალფეროვანი სერვისი, რომელსაც ონლაი-მაღაზიებში არიან მიჩვეული", - ამბობს მკვლევარი გერიტ კალი.

"ოფლაინ-ვაჭრობა" ვალდებულია, მეტად სწრაფი და ინფორმატიული გახდეს. მაგალითისთვის, ამ მიზნისთვის შესაძლებელია ე.წ. თეგების გამოყენება პროდუქტებზე. ეს ელექტრონული ეტიკეტები გადასცემენ საწყობში შეტყობინებას, დახლებზე ამა თუ იმ პროდუქტის ნაკლებობის შესახებ. ამასთან, მომხმარებლის წინაშე გამოჩნდება ინფორმაცია საჭირო პროდუქტის მდებარეობის შესახებ. კლიენტი მყისიერად შეიტყობს ყველა საჭირო დეტალისა და. რა თქმა უნდა, ფასის შესახებ.

კლიენტზე ორიენტაცია

"ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა კლიენტებისთვის მეტი მოხერხებულობის შესაქმნელად", - დასძენს კალი. მისი თქმით, როდესაც კლიენტი მაღაზიაში საყიდლებზე მობილური ტელეფონით შევა, სმარტფონი საჭირო პროდუქტების სიას უჩვენებს, ხოლო როცა ამ პროდუქტების სიახლოვეს აღმოჩნდება, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მათზე დაწყებული შემადგენლობიდან, დამთავრებული - ფასდაკლებებით. კლიენტებზე ორიენტაცია - მომავლის საკვანძო პრინციპი გახლავთ... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია