ისინი ხატავენ საქართველოსთვის - ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული მხატვრები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან

ისინი ხატავენ საქართველოსთვის - ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული მხატვრები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან

უახლოესი დღეების განმავლობაში მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში თუ აღმოჩნდებით, იქ უჩვეულო სიტუაცია დაგხვდებათ. ეზოში გაშლილი საღებავები, ფუნჯები თუ სხვადასხვა სახატავი საშუალებები; თაღების ქვეშ, ისტორიულ კედლებთან განლაგებული ტილოები; პატარა, ხის სკამებზე, ან თუნდაც ბალახებზე მოკალათებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები...14 წარმატებული უცხოელი მხატვარი, 3 ქართველ შემოქმედთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ხელოვნების უნიკალურ სამყაროს ქმნის.

კანადიდან, ინგლისიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ირანიდან, ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და სირიიდან ჩამოსული ხელოვანები ქართველ მხატვრებთან ერთად ფუნჯისა და საღებავების ენაზე უზიარებენ ერთმანეთს დაგროვილ ცოდნას, ინფრომაციას და ხელოვნების სიყვარულს. ხატვა, როგორც კომუნიკაციის საშუალება ერთადერთი არა, მაგრამ მთავარი "იარაღია" ამ მხატვრებისთვის, რომლებიც უკვე 4 წელია ორიგინალური ხერხებით ცდილობენ კულტურათაშორისი დიალოგის დაწყებას და განვითარებას.

ფესტივალის საქართველოში დაარსების იდეის ავტორი და ამავე ფესტივალის ერთერთი მონაწილე, ქართველი მხატვარი გიორგი ტაბლიაშვილი AMBEBI.GE - სთან საუბრისას ემოციურად აღწერს ტაძრის ეზოში განვითარებულ მოვლენებს:

"მუშაობის პროცესი საინტერესოდ დაიწყო პირველივე დღიდან, და კარგია, რომ ამინდმაც ძალიან შეგვიწყო ხელი. ალბათ ძნელია ადამიანმა წარმოიდგინო ინსპირაციის მისაღებად სვეტიცხოვლის ეზოზე და მიმდებარე ტერიტოიაზე უკეთესი ადგილი! ჩვენ ვართ უბედნიერესი მხატვრები. არა მარტო მე, ყველა მხატვარი ვგრძნობთ და ვხედავთ, რომ ვართ რაღაც განსაკუთრებული ფესტივალის, შემოქმედებითი პროცესების, ამბების მონაწილე! იმდენად დიდია თითოეული მხატვრის აღფრთოვანება ქალაქ მცხეთითა და ზოგადად საქართველოთი, ჩვენი თანამოქალაქეების გულთბილი დამოკიდებულებებით მათ მიმართ, და ფესტივალის კონცეფციით, რომ უბრალოდ შეუძლებელია ცუდი ნახატები დაიხატოს... მით უფრო, რომ მოტივაცია, პასუხიმსგებლობა, საკუთარი შემოქმედების - უდიდესია! ამიტომ, სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ წელსაც, ტრადიციულად, გავხდებით საუკეთესო ნახატების, და გამოფენების მნახველები და მომსწრენი" - ამბობს მხატვარი.

მხატვრები, რომლებიც საქართველოსთვის დახატავენ. გიორგი ტაბლიაშვილი, როგორც უკვე აღინიშნა, ერთერთი მათგანია ფესტივალში მონაწილე 16 მხატვარს შორის. ქართველი შემოქმედის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია რელიგიური თემატიკის აქტუალიზაცია, ორიგინალური ხედვა, ფერთა საინტერესო შეხამება... როგორც თავად აღნიშნავს, ამჯერადაც რელიგიურ თემას შეეხება და ფესტივალის დასკვნით გამოფენაზე, სავარაუდოდ, ანგელოზს წარადგენს:

"იმდენად დიდი მოტივაციისა და შემოქმედებითი იმპულსების მომცემია მსაგვს გარემოში და მსგავსი მხატვრების გვერდით მუშაობა, რომ არასოდეს და ვერასოდეს გავუშებ შანსს (მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმაოდ ცოტა დრო მრჩება ხოლმე), მეც დავხატო და ვიყო ფესტივალის ერთერთი მონაწილე. ჩემს ნახატებში ხშირადაა ანგელოზები, და წელსაც, ვფიქრობ, ანგელოზს დავხატავ. ანგელოზს, როგორც მფარველობის სიმბოლოს", - ამბობს გიორგი ტაბლიაშვილი.

მართლაც საინტერესოა, ალბათ, 14 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, ამდენი საინტერესო პირადი ისტორიის მქონე შემოქმედთან ერთად, ახალი ნამუშევრების შექმნა. მითუმეტეს, რომ აქ ისეთი მხატვრებიც არიან, რომლებმაც ხელოვნებაში რადიკალურად განსხვავებული პროფესიიდან გადმოინაცვლეს.

ფესტივალის ერთერთი მონაწილე, პოლონელი მხატვარი ალისია ვოლსკა (alicja wolska), ხატვით 2012 წლიდან დაინტერესდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, როცა ერთერთი პოლონური ბანკის დირექტორმა, ალისიამ, ხელოვნების სკოლაში სწავლა გადაწყვიტა. როგორც თავად AMBEBI.GE - სთან საუბრისას აღნიშნავს, მუშაობის პროცესში ბევრი მხიარული ფერის გამოყენება მისი, როგორც შემოქმედის, ერთერთი მახასიათებელია.

"ჩემი ნამუშევრები ხალისიანი და მყუდროა" - ასე მოკრძალებულად ახასიათებს alicja wolska თავის ორიგინალურ ნამუშევრებს, რომლებიც სიმყუდროვით, მისტიური აქცენტებით და ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა.

ჰონადიელი მხატვრის, როზმარინ თენ ჰუპენის (Roosmarjin ten hoopen) თქმით, ის ყოველთვის დაინტერესბული იყო ძველი შენობებით, ცალკე მდგომი სახლებით, რადგან მის ქვეყანაში, ჰოლანდიაში, ყველაფერს ძველს შლიან და მის ადგილას ახალს აშენებენ. როგორც ჰოლანდიელი მხატვარი AMBEBI.GE - სთან საუბრისას აღნიშნავს, საკუთარ მხატვრობაში ძველ და ახალ შენობებს შორის კონტრასტის დაჭერას და მათ გადმოცემას ცდილობს.

იდეის დაბადება - ახალი ფესტივალი ქართულ რეალობაში. ყველაფერი 4 წლის წინ, გიორგი ტაბლიაშვილმა, ქართული რეალობისთვის, ფაქტობრივად, ინოვაციური იდეით დაიწყო: სხვადსხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე შეიკრიბებოდნენ, შექმნიდნენ ნამუშევრებს და საზოაგდოებას გამოფენას წარუდგენდნენ.

"4 წლის წინ მე თვითონ ვიყავი საზღვარგარეთ, ანალოგიურ ფესტივალზე, გამოფენაზე, ლიტვაში. საიდანაც წარმოიშვა პერსპექტივა, რესურსი, კონტაქტები ადამიანებთან, რომ საქართველოში გაგვეგრძელებინა ანალოგიური გამოფენა-ფესტივალი. ფესტივალის კონცეფცია ასეთია: იკრიბებიან სხვადსხვა ქვეყნის წარმატებული მხატვრები ერთ ქალაქში, მუშაობენ ერთად და შემდეგ ამ ნამუშევრების გამოფენას აწყობენ. მსგავსი ტიპის გამოფნები ძალიან ბევრია ევროპის, აზიის ქვეყნებში, არის სიმპოზიუმები, ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე გამოფენა იმართება ხოლმე და კონცეფცია ზუსტად ეს არის, რომ ადამიანებმა ჯგუფურად იმუშაონ ან კონკრეტული თემატიკის გარშემო, ან თავისუფალ თემაზე გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები". - ამბობს გიორგი ტაბლიაშვილი AMBEBI.GE - სთან საუბრისას.

"ხატე საქართველოსთვის". არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE from GEORGIA, საქართველოს კულტურის სამინისტროს, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და რამდენიმე კერძო კომპანიის ხელშეწყობით, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში 2016 წლის 18-28 მაისს რიგით მეოთხე საერთაშირისოი სამხატვრო ფესტივალს მართავს. "ხატე საქართველოსთვის" - ასეთია ფესტივალის სახელწოდება, რომლის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის თიბისი ბანკს. თიბისი ბანკი არ ღალატობს ქართულ კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩართვის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნასა და ფესტივალის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

კულტურათა შორის დიალოგი, ხელოვნების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქართველო, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა და მისი გამოწვევები, უნიკალური ქართული კულტურა, და ქართული ღვინო - როგორც ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი - სწორედ ეს არის ფესტივალ "ხატე საქართველოსთვის" კონცეფცია, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპით იძენს ტრადიციულ და საერთაშორისო ხასიათს.

ქართული ღვინის ნაირსახეობები მათ უკვე დააგემოვნეს შატო მუხრანში, სადაც მხატვრებს თიბისი ბანკმა უმასპინძლა. საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი კიდევ რამდენიმე ღირშესანიშნავ ადგილს მოინახულებენ: ვარძიას, ანანურს, ყაზბეგს, კახეთს.

"ფესტივალის მნიშვნელობა ძალიან დიდია როგორც საკუთრივ მცხეთის, ისე მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრებისათვის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ფესტივალის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით, რისი დამადასტურებელიცაა ერთი მხრივ, ფესტივალის მონაწილე მხატვართა სულ უფრო მზარდი რაოდენობა, და ასევე, ძალიან ბევრი, უცხოური პრესტიჟული სამხატვრო ვებ-გვერდის მიერ ფესტივალის გაშუქება და რეკლამა", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

საინტერესოა, რომ მხატვრები ფესტივალის ფარგლებში "მასტერკლასს" გამართავენ. "მასტერკლასები" როგორც მცხეთის პირველი საშუალო სკოლის მოწაფეებისათის, ასევე თბილისიდან სტუმრად ჩამოსული სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კოლეგებისათვის მოეწყობა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებები - გამოფენები კი მცხეთაში (სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე), საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს გაიმართება. გამოფენა, ასევე, 27 მაისს - თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.

"ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს ფესტივალებზე დიდია მოტივაცია, წარმოაჩინო საკუთარი თავი და შემოქმედება, საკუთარი ქვეყანა, საუკეთესო ფორმით და ნახატით! კარგი ნახატის დახატვისთვის, საჭიროა ინსპირაცია და საუკეთსო პირობები ხატვისთვის, ჩვენი მხატვრებიც, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში წარმატებული და ცნობილი მხატვრები არიან, ხატავენ უდიდესი მოტივაციით." - ამბობს მხატვარი გიორგი ტაბლიაშვილი და ქართულ საზოგადოებას ერთერთ საუკეთესო გამოფენას პირდება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება