სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკრი ქანთარია ხურჩაზე - იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს
ნუკრი ქანთარია ხურჩაზე - იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს

იქ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხსნი­დი სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლს და ჩემი სინ­დი­სის წი­ნა­შე ვიქ­ნე­ბო­დი მარ­თა­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, ხურ­ჩა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ქან­თა­რი­ას თქმით, ეს არის ნამ­დვი­ლი ტრა­გე­დია, რო­დე­საც "ურ­ჯუ­ლო­ებ­მა გად­მო­ლა­ხეს სა­ზღვა­რი და ახალ­გაზ­რდა კაცი ჩვენს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ცხრი­ლეს".

"რო­დე­საც ვნა­ხე კად­რე­ბი, იქ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხსნი­დი სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლს, ჩემი სინ­დი­სის წი­ნა­შე ვიქ­ნე­ბო­დი მარ­თა­ლი და დე­და­მი­წა­ზე ვა­რა­ვინ გა­მა­ტყუ­ნებ­და. ამი­ტომ ახლა მინ­და გარ­კვე­ვით ვუ­თხრა იმ უჯი­შო­ებს - წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს, დღი­სით თუ ღა­მით, ხმე­ლეთ­ზე თუ ჰა­ერ­ში, დე­და­მი­წის ყვე­ლა კუნ­ჭულ­ზე, უნდა ელოდ­ნენ გა­ნა­ჩენს. ეს არ არის აფხა­ზე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი, აფხა­ზი კაცი ამას არ იკად­რებ­და, რაც მათ გა­ა­კე­თეს. ამ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის სამ­ძი­მარს ვერც ვამ­ბობ, იმ­დე­ნად მი­ჭირს, სა­ნამ ეს მკვლე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არი­ან. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ ეს არ შერ­ჩე­ბათ, მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა კაცი, მაგ­რამ ვერ მოკ­ლეს ამ კა­ცის გული", - გა­ნა­ცხა­და ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნუკრი ქანთარია ხურჩაზე - იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს

ნუკრი ქანთარია ხურჩაზე - იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს

იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს და ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

ქანთარიას თქმით, ეს არის ნამდვილი ტრაგედია, როდესაც „ურჯულოებმა გადმოლახეს საზღვარი და ახალგაზრდა კაცი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცხრილეს“.

„როდესაც ვნახე კადრები, იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს, ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი და დედამიწაზე ვარავინ გამატყუნებდა. ამიტომ ახლა მინდა გარკვევით ვუთხრა იმ უჯიშოებს - წელიწადის ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, ხმელეთზე თუ ჰაერში, დედამიწის ყველა კუნჭულზე, უნდა ელოდნენ განაჩენს. ეს არ არის აფხაზების გაკეთებული, აფხაზი კაცი ამას არ იკადრებდა, რაც მათ გააკეთეს. ამ ახალგაზრდა ბიჭის სამძიმარს ვერც ვამბობ, იმდენად მიჭირს, სანამ ეს მკვლელები თავისუფლებაზე არიან. მე დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ შერჩებათ, მოკლეს ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ვერ მოკლეს ამ კაცის გული“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."