კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა თბილისურ ბაგა-ბაღებში და რას აკეთებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია პატარა თბილისელებისთვის
რა მდგომარეობაა თბილისურ ბაგა-ბაღებში და რას აკეთებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია პატარა თბილისელებისთვის

რას ნიშ­ნავს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, რო­გო­რია ბაგა-ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის ახა­ლი წესი, რას უკავ­შირ­დე­ბა სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან დი­რექ­ტო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რას აკე­თებს საკ­რე­ბუ­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სია თბი­ლი­სე­ლი პა­ტა­რე­ბის­თვის - ამ კი­თხვებს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­რი­გი ახალ აშე­ნე­ბუ­ლი ბაგა-ბაღი გა­იხ­სნა გლ­და­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის, წელს კი­დევ რამ­დე­ნი ახა­ლი ბაგა-ბაღი გახ­სნა იგეგ­მე­ბა?

- 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დგომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა უნდა ავღ­ნიშ­ნო, რომ ბაგა-ბა­ღებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სახ­დე­ლე­ბი გა­ვა­უქ­მეთ და გავ­ხა­დეთ უფა­სო სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდა. ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით აიკ­რძა­ლა ასე­თი გა­და­სახ­დე­ლე­ბის სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში და­წე­სე­ბა. თბი­ლის­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის­თა­ნა­ვე ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ ამ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე მო­თხოვ­ნა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ. გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­ჭე­რით თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. ჩვენ მწვა­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და­ვი­წყეთ. გა­ვა­რე­მონ­ტეთ 106-მდე ბაღი, შე­მოვ­ღო­ბეთ და გავ­ხა­დეთ უსაფრ­თხო ბა­ღის ეზო­ე­ბი, და­ვა­მონ­ტა­ჟეთ თა­ნა­მედ­რო­ვე, ენერ­გო ეფექ­ტუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბი. ასე­ვე, ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ და­მა­ტე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ავა­შე­ნეთ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ბაღი.

რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მო­რი­გი ახალ აშე­ნე­ბუ­ლი #35-ე თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სა­ბავ­შვო ბაღი გავ­ხსე­ნით. №35 სა­ბავ­შვო ბაღი სწო­რედ ერთ-ერ­თია იმ ბა­ღე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც 2015 წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აშენ­და. ბაღი 350 ბავ­შვზეა გათ­ვლი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 1 მლნ 600 ათას ლარ­ზე მეტი დაჯ­და. ბაღ­ში 65 ადა­მი­ა­ნი და­ვა­საქ­მეთ. სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სხვა ბა­ღე­ბი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით და სა­კად­რო რე­ზერ­ვის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის გზით შერ­ჩე­უ­ლი კად­რე­ბით და­კომ­პლექტდა. ეს იმ 7 -დან ერთ-ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც დე­და­ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ვი­წყეთ.

1 ივ­ნისს ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე №206 სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღს გავ­ხსნით, რო­მე­ლიც 260 ბავ­შვს მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაღი ერთ-ერ­თია იმ ათე­უ­ლო­ბით ბა­ღე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლებ­ში და­ი­ხუ­რა. შე­ნო­ბის აღ­დგე­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ სა­ბავ­შვო ბაღი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ე­წყო და აღი­ჭურ­ვა.

წლის და­სა­წყის­ში გავ­ხსე­ნით თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის 500 აღ­საზ­რდელ­ზე გათ­ვლი­ლი #128 ბაგა-ბაღი მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია 4 ახა­ლი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბა, წელს, ასე­ვე, 10 ახა­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბას ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, გარ­და ამი­სა, მზად­დე­ბა კი­დევ 13 პრო­ექ­ტი.

- რას მო­ი­ცავს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა?

- უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბავ­შვე­ბი და მათი ინ­ტე­რე­სე­ბი მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. რო­გორც ცენ­ტრა­ლურ, ისე ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვა­ლი რე­ფორ­მა ჩვე­ნი პა­ტა­რა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. საკ­რე­ბუ­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის პროგ­რა­მა დავ­ნერ­გეთ ბა­ღებ­ში, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ 5 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და ემ­ზა­დე­ბი­ან სკო­ლის­თვის, გავ­ხსე­ნით სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღე­ბი, ასე­თი 60-მდე ბაღი გვექ­ნე­ბა. შარ­შან პირ­ვე­ლად ასე­თი 25 ბაღი გვქონ­და, მო­თხოვ­ნა დიდი იყო და ამი­ტომ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წელს ყვე­ლა უბან­ში იქ­ნე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლე­ბი. ჩვენ ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ვა­ტა­რეთ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­და იმი­სა, რომ უფრო უსაფრ­თხო გავ­ხა­დეთ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ტენ­დე­რით ხდე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა და ამით უფრო კარ­გად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, მე­ნი­უც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, საკ­ვე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლია. ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ამ, ჯან­დაც­ვის კო­მი­სი­ას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა ბაგა-ბა­ღებ­ში ავა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის სტრა­ტე­გია, რო­მელსზეც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იყო სფე­როს ექ­სპერ­ტი­სა და პე­დი­ატ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ჩვენ ვიზ­რუ­ნეთ აღ­მზრდე­ლებ­ზეც, ბაგა-ბა­ღე­ბის აღ­მზრდელ-პე­და­გოგ­თა წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, ჩვენ გავ­ზარ­დეთ ხელ­ფა­სე­ბი 10-15%-ით, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით, სრუ­ლი­ად უფა­სო მგზავ­რო­ბის შე­ღა­ვა­თიც და­ვა­წე­სეთ. ასე­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბაგა-ბა­ღე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი გახ­და და ამ თვალ­საზ­რი­სით, ისი­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს გა­უ­თა­ნაბრდნენ. აქამ­დე მათ­ზე ვრცელ­დე­ბო­და შრო­მის კო­დექ­სის ნორ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, 1000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამი­ე­რი­დან კი 1000 ლა­რი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბას და­ე­მა­ტე­ბა მათი ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სიც, მთე­ლი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­საქ­მე­ბა, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე 2016 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის მდგო­მა­რე­ო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლია 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ვზრუ­ნავთ მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, და­მა­ტე­ბით სა­ა­გენ­ტო გეგ­მავს ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ბაგა-ბა­ღე­ბის პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით.

უნდა აღი­ნიშ­ნოს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ-პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ინი­ცი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ჩვენ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი მიგ­ვი­ძღვის. კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას ყვე­ლა ბავ­შვის­თვის და ამ­კვიდ­რებს სწავ­ლი­სა და აღ­ზრდის პრო­ცეს­ში ევ­რო­პულ, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას და სტან­დარ­ტებს. კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდთან "UNICEF"-თან და მოხ­და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და და და­კო­რექ­ტირ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის ჩარ­თლო­ბის შე­დე­გად.

ასე­ვე წელს, საკ­რე­ბუ­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატს, თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუ­მი მიზ­ნად ისა­ხავს თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და დაც­ვის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის და­გეგ­მვას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­სა და ლო­გო­პე­დის ჩარ­თუ­ლო­ბა ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცე­სებ­ში?

- სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის სის­ტე­მა, არის ის ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­შიც აღ­საზ­რდე­ლე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ ყვე­ლა იმ ძი­რი­თად უნარ-ჩვე­ვებს, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მათი სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის. ბაგა-ბა­ღის უპირ­ვე­ლე­სი ფუნ­ქცი­აა, ხელი შე­უ­წყოს ბავ­შვის გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა უნარ-ჩვე­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბას. ხელი შე­ვუ­წყვეთ ფსი­ქო­ლო­გი­სა და ლო­გო­პე­დის ჩარ­თუ­ლო­ბას სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის სას­წავ­ლო პრო­ცე­სებ­ში. სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის სის­ტე­მა, არის ის ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­შიც აღ­საზ­რდე­ლე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ ყვე­ლა იმ ძი­რი­თად უნარ-ჩვე­ვებს, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მათი სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის. ამ პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო როლი აკის­რია ფსი­ქო­ლოგს და ლო­გო­პედს, რო­მელ­თა სა­მუ­შაო რგოლს შე­ად­გენს ბავ­შვი, სა­ბავ­შო ბაგა-ბა­ღის პერ­სო­ნა­ლი და მშო­ბე­ლი. სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღ­ში ხდე­ბა ბავ­შვის ასა­კი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი უზ­რუნ­ველ­ყოფს ბა­ღებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს ბავ­შვებ­ში ქცე­ვის პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის და მე­ტყვე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თა და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა სკო­ლამ­დელ ასაკ­ში. ფსი­ქო­ლო­გის ამო­ცა­ნაა და­ეხ­მა­როს ბავ­შვს გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ახ­დი­ნოს მისი ქცე­ვის კო­რექ­ცია. მშო­ბელ­თან და აღ­მზრდელ­თან ერ­თად შე­უ­წყოს ხელი ბავ­შვს ასა­კის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლურ გა­მოვ­ლე­ნა­ში.

ფსი­ქო­ლო­გი ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლებ­თან მუ­შა­ობს, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად. ხდე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა ბავ­შვის ფი­ზი­კურ, მო­ტო­რულ, ემო­ცი­ურ, სო­ცი­ა­ლურ, სენ­სო­რულ, შე­მეც­ნე­ბი­თი სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ემო­ცი­ებ­ზე. სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ქცე­ვის მარ­თვა­ზე, ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზე. სა­აღ­მზრდე­ლო წლის და­სა­წყის­ში ფსი­ქო­ლო­გი აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს აღ­საზ­რდელ­სა და მშო­ბელს შო­რის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და­შო­რე­ბის პრო­ცეს­ში და ხელს უწყობს ბავ­შვის ადაპ­ტი­რე­ბას სა­ბავ­შვო ბაღ­ში. წლის ბო­ლოს აფა­სებს ბავ­შვის სკო­ლის­თვის მზა­ო­ბას. ფსი­ქო­ლო­გი გან­სა­ზღვრავს სა­ჭი­რო­ებს თუ არა აღ­საზ­რდე­ლი და­მა­ტე­ბით დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას. კონ­კრე­ტუ­ლი აღ­საზ­რდე­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის აღ­მზრდელს და თა­ნა­შემ­წეს მი­უ­თი­თებს გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებ­ზე. სა­ბავ­შვო ბა­ღის ფსი­ქო­ლო­გი აკ­ვირ­დე­ბა და შე­ის­წავ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის ფსი­ქო-მო­ტო­რულ გან­ვი­თა­რე­ბას ასა­კობ­რი­ვი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით.

- ბაგა-ბა­ღე­ბი­დან ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე დი­რექ­ტო­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რა მი­ზე­ზით მოხ­და ეს გა­თა­ვი­სულფ­ლე­ბე­ბი?

ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც არ უნდა გა­დაც­დო­მა ჰქონ­დეს მას, არის უმ­ძი­მე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი, ამი­ტომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს მტკი­ცედ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ გაძ­ლი­ერ­და მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­ტრო­ლი, რათა ჩვენს პა­ტა­რა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდა გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სი მი­ვა­წო­დოთ. სამ­წუ­ხა­როდ გა­მოვ­ლინ­და დარ­ღვე­ვე­ვი რამ­დე­ნი­მე ბაღ­ში და ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ მო­ახ­დი­ნა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ამ სა­კი­თხებ­ზე შევ­ხვდი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რათა ყო­ველ­მხრივ შე­მეს­წავ­ლა სა­კი­თხი. წარ­სულს ჩა­ბარ­და ის დრო, როცა სა­სა­მარ­თლო აუ­ღე­ბე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე იყო. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც თვლის, რომ მისი უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ლა­ხა, მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის სა­ბო­ლოო და უა­პე­ლა­ციო. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე დი­რექ­ტორ­მა სარ­ჩე­ლი უკვე შე­ი­ტა­ნა სა­სა­მარ­თლო­ში და ახლა ელი­ო­დე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მალე რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლი ბაგა-ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის ახა­ლი წესი შე­ი­მუ­შა­ვეთ, რას მო­ი­ცავს ეს წესი?

- ჩვენ ბაგა-ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის ახა­ლი წე­სიც შე­ვი­მუ­შა­ვეთ. ეს დად­გე­ნი­ლე­ბა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჩა­რი­ცხვი­სა და ამო­რი­ცხვის გამჭვირ­ვა­ლე, სა­მარ­თლი­ა­ნი და სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რის დად­გე­ნას ისა­ხავს მიზ­ნად. ვფიქ­რობ, რომ ბაგა-ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ი­სას პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა მი­ე­ნი­ჭოთ იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­ბიც ყვე­ლა­ზე ძლი­ერ სა­ჭი­რო­ე­ბენ უფა­სო სა­ჯა­რო ბაღ­ში ბავ­შვე­ბის მიყ­ვა­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, გვსურს, ასე­თი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით ისარ­გებ­ლონ შემ­დე­გი ჯგუ­ფე­ბის ბავ­შვებ­მა:

• სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი (100 000-ზე ქვე­ვით სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხი­დან);

• სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლის ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლის აღ­საზ­რდე­ლე­ბი;

• სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი;

• იმ ოჯა­ხის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ იმა­ვე ბა­ღით.

ჩა­მოთ­ვლი­ლი ჯგუ­ფე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან სხვა ბავ­შვე­ბი - ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

ინი­ცი­რე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ბა­ღებ­ში ჩა­რი­ცხვი­სა და ამო­რი­ცხვის პრო­ცე­დუ­რე­ბი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და მათი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას, უფრო ხელ­მი­საწ­ვდომს, გამჭვირ­ვა­ლეს, ლი­ბე­რა­ლურ­სა და სა­მარ­თლი­ანს გახ­დის.

თბი­ლი­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი­დევ ერთი ამ­ბი­ცია, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან ადაპ­ტა­ცი­აა. ამ მხრივ, ჩვენ ვა­ნახ­ლებთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. და­მა­ტე­ბით, ჩვენ და­ვამ­კვიდ­რეთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და მათ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის ახა­ლი წე­სე­ბი. ასე­ვე გა­ვა­მარ­ტი­ვეთ დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს ბე­ნე­ფი­ცი­არ ბავშთა რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა.

ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ღე­ბულ იქნა ახა­ლი წესი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ბა­ღის ასა­კი გა­ხან­გრძლივ­და. მი­მაჩ­ნია, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და მათი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნის არ­სე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა მათი შვი­ლე­ბის­თვის ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნა, სა­დაც სა­თა­ნა­დო აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ ჩვენს პა­ტა­რა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს. სა­ხე­ზეა ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ჩვენს პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, კო­მი­სი­ას და ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს უწყვე­ტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვთ, მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ან­გა­რი­შე­ბის მოს­მე­ნა, ჩვენ გვაქვს სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მე­ბი და ახა­ლი ამო­ცა­ნე­ბი და­სა­ხუ­ლი, თბი­ლი­სის ყვე­ლა ბაგა-ბაღ­ში ევ­რო­პუ­ლი დო­ნის შექ­მნის­თვის და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა მდგომარეობაა თბილისურ ბაგა-ბაღებში და რას აკეთებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია პატარა თბილისელებისთვის

რა მდგომარეობაა თბილისურ ბაგა-ბაღებში და რას აკეთებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია პატარა თბილისელებისთვის

რას ნიშნავს სასკოლო მზაობის პროგრამა, როგორია ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის ახალი წესი, რას უკავშირდება სკოლამდელი ასაკის რამდენიმე დაწესებულებიდან დირექტორების გათავისუფლება და რას აკეთებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თბილისელი პატარებისთვის - ამ კითხვებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი თამარ ტალიაშვილი პასუხობს:

- რამდენიმე დღის წინ მორიგი ახალ აშენებული ბაგა-ბაღი გაიხსნა გლდანის მაცხოვრებლებისთვის, წელს კიდევ რამდენი ახალი ბაგა-ბაღი გახსნა იგეგმება?

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ "ქართულმა ოცნებამ" სკოლამდელი განათლების სფეროში განახორციელა ძირეული ცვლილებები, პირველ ყოვლისა უნდა ავღნიშნო, რომ ბაგა-ბაღებში დაწესებული გადასახდელები გავაუქმეთ და გავხადეთ უფასო სკოლამდელი აღზრდა. ორგანული კანონით აიკრძალა ასეთი გადასახდელების საჯარო ბაღებში დაწესება. თბილისში ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ შევისწავლეთ ამ მომსახურებებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დეფიციტი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პრობლემები სიღრმისეულად გამოვიკვლიეთ. გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად, გადავჭერით თბილისის ბაგა-ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურული სირთულეები. ჩვენ მწვავე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დავიწყეთ. გავარემონტეთ 106-მდე ბაღი, შემოვღობეთ და გავხადეთ უსაფრთხო ბაღის ეზოები, დავამონტაჟეთ თანამედროვე, ენერგო ეფექტური გათბობის სისტემები. ასევე, ერთ-ერთი პირველთაგანი გადაწყვეტილება იყო, რომ დამატებით, დედაქალაქის მასშტაბით, ავაშენეთ ევროპული სტანდარტების რამდენიმე ახალი ბაღი.

რამოდენიმე დღის წინ გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მორიგი ახალ აშენებული #35-ე თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გავხსენით. №35 საბავშვო ბაღი სწორედ ერთ-ერთია იმ ბაღებიდან, რომლებიც 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ბაღი 350 ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1 მლნ 600 ათას ლარზე მეტი დაჯდა. ბაღში 65 ადამიანი დავასაქმეთ. სასწავლო დაწესებულება სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით და საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა. ეს იმ 7 -დან ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ.

1 ივნისს ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაგა-ბაღს გავხსნით, რომელიც 260 ბავშვს მიიღებს. აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია იმ ათეულობით ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. შენობის აღდგენა-რეაბილიტაციის შემდეგ საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა.

წლის დასაწყისში გავხსენით თანამედროვე სტანდარტების 500 აღსაზრდელზე გათვლილი #128 ბაგა-ბაღი მოსკოვის გამზირზე. თითქმის დასრულებულია 4 ახალი ბაღის მშენებლობა, წელს, ასევე, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ეყრება საფუძველი, გარდა ამისა, მზადდება კიდევ 13 პროექტი.

- რას მოიცავს სასკოლო მზაობის პროგრამა?

- უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები და მათი ინტერესები მოქმედი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე განხორციელდა მრავალი რეფორმა ჩვენი პატარა თანამოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მუშაობის შედეგად სკოლამდელი აღზრდის პროგრამა დავნერგეთ ბაღებში, რაც იმას გულისხმობს, რომ 5 წლის ასაკის ბავშვები სპეციალური პროგრამით ხელმძღვანელობენ და ემზადებიან სკოლისთვის, გავხსენით საზაფხულო ბაღები, ასეთი 60-მდე ბაღი გვექნება. შარშან პირველად ასეთი 25 ბაღი გვქონდა, მოთხოვნა დიდი იყო და ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით წელს ყველა უბანში იქნება საზაფხულო სკოლები. ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ კვებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ უფრო უსაფრთხო გავხადეთ, გაერთიანებული ტენდერით ხდება საკვები პროდუქტის შეძენა და ამით უფრო კარგად ხორციელდება მონიტორინგი, მენიუც გაუმჯობესებულია, საკვები მრავალფეროვანია და ვიტამინიზირებულია. ასევე განათლებისა და კულტურის კომისიამ, ჯანდაცვის კომისიასთან ერთად განიხილა ბაგა-ბაღებში ავადობის პრევენციის სტრატეგია, რომელსზეც გაზიარებული იყო სფეროს ექსპერტისა და პედიატრის რეკომენდაციები.

ჩვენ ვიზრუნეთ აღმზრდელებზეც, ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისების მიზნით, ჩვენ გავზარდეთ ხელფასები 10-15%-ით, თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით, სრულიად უფასო მგზავრობის შეღავათიც დავაწესეთ. ასევე, დედაქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების თანამშრომელთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა და ამ თვალსაზრისით, ისინი საჯარო მოხელეებს გაუთანაბრდნენ. აქამდე მათზე ვრცელდებოდა შრომის კოდექსის ნორმები, რომლის მიხედვითაც, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, ძირითადად, 1000 ლარით განისაზღვრება. ამიერიდან კი 1000 ლარიან სავალდებულო ანაზღაურებას დაემატება მათი ყოველთვიური ხელფასიც, მთელი შვებულების პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმება, ახალი ადმინისტრაციის პირობებში სხვადასხვა პოზიციაზე 2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ვზრუნავთ მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, დამატებით სააგენტო გეგმავს ტრენინგების ჩატარებას ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

უნდა აღინიშნოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონ-პროექტი, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და რომლის შემუშავებაში ჩვენ უმნიშვნელოვანესი წვლილი მიგვიძღვის. კანონის პროექტი უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის და ამკვიდრებს სწავლისა და აღზრდის პროცესში ევროპულ, საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს. კანონის შემუშავების პროცესში აქტიური კონსულტაციები იმართებოდა გაეროს ბავშვთა ფონდთან "UNICEF"-თან და მოხდა ევროპის ქვეყნების გამოცდილების მაქსიმალური გათვალისწინება. აღნიშნულმა კანონპროექტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და დაკორექტირდა განათლებისა და კულტურის კომისიის ჩართლობის შედეგად.

ასევე წელს, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვას, განხორციელებასა და შესაბამისი კონსულტაციების წარმოებას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესებში?

- სკოლამდელი აღზრდის სისტემა, არის ის ინსტიტუცია, რომელშიც აღსაზრდელები ღებულობენ ყველა იმ ძირითად უნარ-ჩვევებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მათი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. ბაგა-ბაღის უპირველესი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ფორმირებას. ხელი შევუწყვეთ ფსიქოლოგისა და ლოგოპედის ჩართულობას სკოლამდელი აღზრდის სასწავლო პროცესებში. სკოლამდელი აღზრდის სისტემა, არის ის ინსტიტუცია, რომელშიც აღსაზრდელები ღებულობენ ყველა იმ ძირითად უნარ-ჩვევებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მათი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესის სწორად წარმართვაში მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო როლი აკისრია ფსიქოლოგს და ლოგოპედს, რომელთა სამუშაო რგოლს შეადგენს ბავშვი, საბავშო ბაგა-ბაღის პერსონალი და მშობელი. საბავშვო ბაგა-ბაღში ხდება ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება. შედეგზე ორიენტირებული პროცესი უზრუნველყოფს ბაღებში ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, რათა დროულად მოხდეს ბავშვებში ქცევის პროცესების დარღვევების და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა სკოლამდელ ასაკში. ფსიქოლოგის ამოცანაა დაეხმაროს ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში, შეძლებისდაგვარად მოახდინოს მისი ქცევის კორექცია. მშობელთან და აღმზრდელთან ერთად შეუწყოს ხელი ბავშვს ასაკის და შესაძლებლობის შესაბამისი უნარ-ჩვევების მაქსიმალურ გამოვლენაში.

ფსიქოლოგი ბაღის აღსაზრდელებთან მუშაობს, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად. ხდება დაკვირვება ბავშვის ფიზიკურ, მოტორულ, ემოციურ, სოციალურ, სენსორულ, შემეცნებითი სფეროების განვითარებაზე, ემოციებზე. საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად მუშაობს ბავშვის განვითარებაზე, ქცევის მართვაზე, ფსიქიკური ფუნქციების კორექტირებაზე. სააღმზრდელო წლის დასაწყისში ფსიქოლოგი აქტიურ მონაწილეობას იღებს აღსაზრდელსა და მშობელს შორის უმტკივნეულოდ დაშორების პროცესში და ხელს უწყობს ბავშვის ადაპტირებას საბავშვო ბაღში. წლის ბოლოს აფასებს ბავშვის სკოლისთვის მზაობას. ფსიქოლოგი განსაზღვრავს საჭიროებს თუ არა აღსაზრდელი დამატებით დიაგნოსტირებას. კონკრეტული აღსაზრდელის საჭიროებებიდან გამომდინარე მის აღმზრდელს და თანაშემწეს მიუთითებს განსხვავებულ მიდგომებზე. საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი აკვირდება და შეისწავლის თითოეული ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებას ასაკობრივი ნორმების მიხედვით.

- ბაგა-ბაღებიდან ბოლო დროს რამდენიმე დირექტორი გათავისუფლდა, რა მიზეზით მოხდა ეს გათავისულფლებები?

ნებისმიერი თანამშრომლის გათავისუფლება, რაც არ უნდა გადაცდომა ჰქონდეს მას, არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ადამიანურად ძალიან მტკივნეული, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცედ არგუმენტირებული. მინდა გითხრათ, რომ გაძლიერდა მონიტორინგი და კონტროლი, რათა ჩვენს პატარა თანამოქალაქეებს მაღალი ხარისხის სკოლამდელი აღზრდა განათლების სერვისი მივაწოდოთ. სამწუხაროდ გამოვლინდა დარღვევევი რამდენიმე ბაღში და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ამ საკითხებზე შევხვდი ყველა დაინტერესებულ პირს, რათა ყოველმხრივ შემესწავლა საკითხი. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სასამართლო აუღებელი ციხესიმაგრე იყო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია და ნებისმიერი, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები შეილახა, მიმართავს სასამართლოს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და უაპელაციო. ჩემთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დირექტორმა სარჩელი უკვე შეიტანა სასამართლოში და ახლა ელიოდებიან სასამართლო გადაწყვეტილებას.

- ქალბატონო თამარ, მალე რეგისტრაცია დაიწყება, როგორც ცნობილი ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის ახალი წესი შეიმუშავეთ, რას მოიცავს ეს წესი?

- ჩვენ ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის ახალი წესიც შევიმუშავეთ. ეს დადგენილება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის გამჭვირვალე, სამართლიანი და სოციალურად ორიენტირებული პროცედურის დადგენას ისახავს მიზნად. ვფიქრობ, რომ ბაგა-ბაღებში რეგისტრაციისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ იმ ოჯახებს, რომელბიც ყველაზე ძლიერ საჭიროებენ უფასო საჯარო ბაღში ბავშვების მიყვანას. შესაბამისად, გვსურს, ასეთი პრიორიტეტებით ისარგებლონ შემდეგი ჯგუფების ბავშვებმა:

• სოციალურად დაუცველი ბავშვები (100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახიდან);

• სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;

• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

• იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე ბაღით.

ჩამოთვლილი ჯგუფების რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას გაივლიან სხვა ბავშვები - ელექტრონული სისტემა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ინიცირებული დადგენილებით, ასევე დეტალურად განისაზღვრება ბაღებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები, უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციები. ეს ყველაფერი კი, რეგისტრაციის პროცედურას, უფრო ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს, ლიბერალურსა და სამართლიანს გახდის.

თბილისის ხელისუფლების კიდევ ერთი ამბიცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებებთან ადაპტაციაა. ამ მხრივ, ჩვენ ვანახლებთ ინფრასტრუქტურას. დამატებით, ჩვენ დავამკვიდრეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა რეგისტრაციისა და მათზე მზრუნველობის ახალი წესები. ასევე გავამარტივეთ დევნილთა სამინისტროს ბენეფიციარ ბავშთა რეგისტრაციის პროცედურა.

ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი წესი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ბაღის ასაკი გახანგრძლივდა. მიმაჩნია, რომ ქალთა უფლებების და შრომითი უფლებების დამოუკიდებლობის და მათი პოტენციალის გამოვლენის არსებითი საშუალებაა მათი შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც სათანადო აღზრდა-განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ჩვენი მიზანია საუკეთესო პირობები შევუქმნათ ჩვენს პატარა თანამოქალაქეებს და თითოეულ მოქალაქეს. სახეზეა ის ცვლილებები, რაც ჩვენს პერიოდში განხორციელდა, კომისიას და ბაგა-ბაღების სააგენტოს უწყვეტი თანამშრომლობა აქვთ, მუდმივად მიმდინარეობს ანგარიშების მოსმენა, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეგმები და ახალი ამოცანები დასახული, თბილისის ყველა ბაგა-ბაღში ევროპული დონის შექმნისთვის და თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისათვის.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი