საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება "მარჯანიშვილის თეატრის" რეჟისორი, რომელიც თბილისურ რესტორანში რუსული სიმღერის შეწყვეტის მოთხოვნის გამო სცემეს
რას ყვება "მარჯანიშვილის თეატრის" რეჟისორი, რომელიც თბილისურ რესტორანში რუსული სიმღერის შეწყვეტის მოთხოვნის გამო სცემეს

"რეს­ტორ­ნის მუ­სი­კო­სე­ბის­თვის მო­უ­თხო­ვია, უგე­მოვ­ნო რუ­სულ სიმ­ღე­რებს ნუ იმ­ღე­რებთ, სირ­ცხვი­ლია, ჩვენს ბი­ჭებს ხო­ცა­ვენ ეგე­ნიო.... დაც­ვის პო­ლი­ცია მო­ვარ­დნი­ლა და ექ­ვსი პო­ლი­ცი­ე­ლი ერთ ბიჭს ურტყამ­და... სან­დრო ელოშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რი, თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... იმათ­ზე არ ვწერ... სან­დრო­ზე ვფიქ­რობ... სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­შე­ნე­ბა არ უწე­რია!" - თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ­მა გია რო­ი­ნიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

ამ დღე­ებ­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის "სარ­დაფ­ში" სპექ­ტაკ­ლის "მო­ხუ­ცი ქა­ლის ვი­ზი­ტი" პრე­მი­ე­რა შედ­გა, რაც შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბებ­მა და დამ­დგმელ­მა ჯგუფ­მა რეს­ტო­რან­ში შეკ­რე­ბით აღ­ნიშ­ნეს, თუმ­ცა ხე­ლო­ვა­ნე­ბის თავ­შეყ­რა მთლად მშვი­დო­ბი­ა­ნად ვერ დას­რულ­და. AMBEBI.GE შე­ე­ცა­და, ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლე­ბი თა­ვად ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის­გან გა­ე­გო და სან­დრო ელოშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- სან­დრო, იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ რა მოხ­და? რეს­ტო­რან­ში მარ­თლაც რუ­სუ­ლი, უგე­მოვ­ნო მუ­სი­კის შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვეთ?

- აქ საქ­მე გე­მოვ­ნე­ბა­ში არ არის, უბ­რა­ლოდ 2 დღის მომ­ხდა­რი იყო სო­ფელ ხურ­ჩა­ში ის სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი, როცა 30 წლის გიგა ოთხო­ზო­რია მოკ­ლეს. ამი­ტომ, ვთხო­ვე, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ და ცოტა ხანი თავი შე­ვი­კა­ვოთ-მეთ­ქი... არა, ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო... მერე დაც­ვის პო­ლი­ცი­ას­თან, კერ­ძო სამ­სა­ხურ­თან მოგ­ვი­ვი­და ჩხუ­ბი.

- მუ­სი­კო­სებ­მა რა გი­თხრეს?

- მუ­სი­კო­სე­ბი დაგ­ვთან­ხმდნენ, უბ­რა­ლოდ, პა­ტა­რა შე­ლა­პა­რა­კე­ბა ხომ ვამ­ბობ, ბო­ლოს­კენ მოგ­ვიხ­და. უკვე ეზო­ში ვი­ყა­ვით გა­მო­სუ­ლე­ბი და მოფ­რინ­დნენ და მოფ­რინ­დნენ...

- თქვენ გცემ­დნენ?

- კი, მაგ­რამ ვინ არ უცე­მი­ათ?

- ახლა რო­გორ ხართ?

- კარ­გად ვარ.

- თქვენ­თან ერ­თად კი­დევ ვინ იყ­ვნენ?

- მე­გობ­რე­ბი, პრე­მი­ე­რის შემ­დგო­მი შეკ­რე­ბა გვქონ­და და ამას აღ­ვნიშ­ნავ­დით.

- ე.ი. თქვენ გარ­და, სხვებ­საც "მოხ­ვდათ"?

- კი, სხვებ­საც, მა­შინ ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მარ­ტო მე გა­მოვ­დი­ვარ. კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია...

- რო­გორ დას­რულ­და სა­ბო­ლო­ოდ?

- არა­ფე­რი, დავ­სხე­დით მან­ქა­ნებ­ში და სახ­ლებ­ში წა­ვე­დით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რას ყვება "მარჯანიშვილის თეატრის" რეჟისორი, რომელიც თბილისურ რესტორანში რუსული სიმღერის შეწყვეტის მოთხოვნის გამო სცემეს

რას ყვება "მარჯანიშვილის თეატრის" რეჟისორი, რომელიც თბილისურ რესტორანში რუსული სიმღერის შეწყვეტის მოთხოვნის გამო სცემეს

"რესტორნის მუსიკოსებისთვის მოუთხოვია, უგემოვნო რუსულ სიმღერებს ნუ იმღერებთ, სირცხვილია, ჩვენს ბიჭებს ხოცავენ ეგენიო.... დაცვის პოლიცია მოვარდნილა და ექვსი პოლიციელი ერთ ბიჭს ურტყამდა... სანდრო ელოშვილი ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი, თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული... იმათზე არ ვწერ... სანდროზე ვფიქრობ... საქართველოს გადაშენება არ უწერია!" - თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობმა გია როინიშვილმა გაავრცელა.

ამ დღეებში მარჯანიშვილის "სარდაფში" სპექტაკლის "მოხუცი ქალის ვიზიტი" პრემიერა შედგა, რაც შემდეგ მსახიობებმა და დამდგმელმა ჯგუფმა რესტორანში შეკრებით აღნიშნეს, თუმცა ხელოვანების თავშეყრა მთლად მშვიდობიანად ვერ დასრულდა. AMBEBI.GE შეეცადა, ინციდენტის დეტალები თავად ახალგაზრდა რეჟისორისგან გაეგო და სანდრო ელოშვილს დავუკავშირდით.

- სანდრო, იქნებ მოგვიყვეთ რა მოხდა? რესტორანში მართლაც რუსული, უგემოვნო მუსიკის შეწყვეტა მოითხოვეთ?

- აქ საქმე გემოვნებაში არ არის, უბრალოდ 2 დღის მომხდარი იყო სოფელ ხურჩაში ის საშინელი ფაქტი, როცა 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამიტომ, ვთხოვე, რომ მიცვალებულის სულს პატივი მივაგოთ და ცოტა ხანი თავი შევიკავოთ-მეთქი... არა, ისეთი არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივი ამბავი იყო... მერე დაცვის პოლიციასთან, კერძო სამსახურთან მოგვივიდა ჩხუბი.

- მუსიკოსებმა რა გითხრეს?

- მუსიკოსები დაგვთანხმდნენ, უბრალოდ, პატარა შელაპარაკება ხომ ვამბობ, ბოლოსკენ მოგვიხდა. უკვე ეზოში ვიყავით გამოსულები და მოფრინდნენ და მოფრინდნენ...

- თქვენ გცემდნენ?

- კი, მაგრამ ვინ არ უცემიათ?

- ახლა როგორ ხართ?

- კარგად ვარ.

- თქვენთან ერთად კიდევ ვინ იყვნენ?

- მეგობრები, პრემიერის შემდგომი შეკრება გვქონდა და ამას აღვნიშნავდით.

- ე.ი. თქვენ გარდა, სხვებსაც "მოხვდათ"?

- კი, სხვებსაც, მაშინ ეროვნული გმირი მარტო მე გამოვდივარ. კი, ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე, დაიძაბა სიტუაცია...

- როგორ დასრულდა საბოლოოდ?

- არაფერი, დავსხედით მანქანებში და სახლებში წავედით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია

"ვინ არის დამნაშავე?" -  როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?