პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომარ ნიშნიანიძე - არ გამოვრიცხავ ”ქართული ოცნებიდან” წავიდე და მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში
ომარ ნიშნიანიძე - არ გამოვრიცხავ ”ქართული ოცნებიდან” წავიდე და მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვოს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში თა­ვად გა­ა­კე­თა და გან­მარ­ტა, რომ შე­საძ­ლოა, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გუნდში ვი­ხი­ლოთ.

"მე წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ვიყ­ვი­რე პირ­ვე­ლად, რომ პარ­ტი­ა­ში არ იყო კარ­გად მდგო­მა­რე­ო­ბა. მას შემ­დეგ ჩვენ ვი­ყა­ვით მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში. ყრი­ლო­ბა­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მიც­რუა იმე­დი, მით უმე­ტეს, პო­ლიტ­საბ­ჭოს ახალ­მა, შე­მო­მა­ტე­ბულ­მა წევ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი მოგ­ვი­ტა­ნეს. ამი­ტო­მაც ისი­ნი კი ვერ გა­მიშ­ვე­ბენ მე, მე ვიქ­ნე­ბი თუ არა მათ­თან, ეს არის სა­კი­თხა­ვი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ წა­ვი­დე... ვე­რა­ვის და­ვუთ­მობ ამ ქვე­ყა­ნას, ამი­ტომ, სა­დაც არ უნდა ვიყო, ვიბ­რძო­ლებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მი­ხი­ლოთ თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გუნდში, იმი­ტომ რომ მე ვარ არა­კო­ჰა­ბი­ტი­რე­ბუ­ლი ძალა. ამი­ტო­მაც მე ვარ იმ ფუნ­და­მენ­ტურ სა­ფუძ­ვლებ­თან ერ­თო­ბა­ში, რო­მე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, გა­მო­ა­ცხა­და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ". კონ­ტუ­რე­ბი უკვე გა­მოკ­ვე­თი­ლია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, დღეს ან ხვალ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღო. არ მინ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­არმ­დე­გი წა­ვი­დე, მე ვარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თგუ­ლი, ისე­ვე რო­გორც სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­საძ­ლოა სხვა ადა­მი­ა­ნებ­მაც და­ტო­ვონ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ნა­ბი­ჯე­ბი არის ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი.

"მა­გა­ლი­თად, მე და­მი­რე­კეს სა­მეგ­რე­ლო­დან ჩვენ­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა და მი­თხრეს, რატო არ გვენ­დო­ბით, სულ არ იყო სა­ჭი­რო არა­ვის ჩაყ­ვა­ნაო - იქ, ად­გილ­ზე მეგ­რე­ლე­ბი, ეს კარ­გი ხალ­ხი მო­უვ­ლიდ­ნენ და თუ სა­ჭი­რო იყო ცხვირ­საც და­უ­ნა­ყავ­დნენ და გა­მო­ცო­ცხავ­დნენ კი­დეც", - აღ­ნიშ­ნა ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

ომარ ნიშნიანიძე - არ გამოვრიცხავ ”ქართული ოცნებიდან” წავიდე და მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში

ომარ ნიშნიანიძე - არ გამოვრიცხავ ”ქართული ოცნებიდან” წავიდე და მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს. შესაბამისი განცხადება ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში თავად გააკეთა და განმარტა, რომ შესაძლოა, თამაზ მეჭიაურის გუნდში ვიხილოთ.

"მე წელიწადნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მით უმეტეს, პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან, ეს არის საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე... ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში, იმიტომ რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ". კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა ბიძინა ივანიშვილის წინაარმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული", - განაცხადა ნიშნიანიძემ, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნება" შესაძლოა სხვა ადამიანებმაც დატოვონ.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" ნაბიჯები არის ძალიან არაადეკვატური.

"მაგალითად, მე დამირეკეს სამეგრელოდან ჩვენმა თანამებრძოლებმა და მითხრეს, რატო არ გვენდობით, სულ არ იყო საჭირო არავის ჩაყვანაო - იქ, ადგილზე მეგრელები, ეს კარგი ხალხი მოუვლიდნენ და თუ საჭირო იყო ცხვირსაც დაუნაყავდნენ და გამოცოცხავდნენ კიდეც", - აღნიშნა ნიშნიანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."