საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამისიც, თითქმის 40 წლისა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა..." - რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დაღუპვამდე მღვდელ-მონაზონმა ბასილიმ
"მამამისიც, თითქმის 40 წლისა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა..." - რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დაღუპვამდე მღვდელ-მონაზონმა ბასილიმ

17 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას, 01:00 სა­ათ­ზე მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მან­ქა­ნას 43 წლის მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბა­სი­ლი კორ­ტა­ვა მარ­თავ­და. მისი ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ტრა­გე­დი­ი­დან მე­ხუ­თე დღეს ამო­იყ­ვა­ნეს მდი­ნა­რი­დან.

და­ღუ­პუ­ლი მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მე­ბის ელია თეზ­ბი­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და. მის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "სარ­კეს" სა­მე­ბის ლავ­რის კე­თილ­მო­წე­სე, არ­ქი­მან­დრი­ტი ისა­აკ ღა­დუა ესა­უბ­რა: "ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ბე­რო­ბის სა­მი­ვე აღ­თქმა - ქალ­წუ­ლე­ბა, უპო­ვა­რე­ბა და მორ­ჩი­ლე­ბა - იმ­დე­ნად ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლა და და­იც­ვა, რომ თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, წმინ­და კაცი იყო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, თა­ვი­სი აღ­სა­რე­ბით.

...მამა ბა­სი­ლი მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და. რაც იქ მო­ვი­და, მო­ნას­ტრის გა­რეთ ერთი ღა­მეც არ გა­უ­თე­ნე­ბია. იმ სა­ღა­მოს გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა იყო, მოს­ვლა და­აგ­ვი­ან­და. ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი ხდე­ბო­და, როცა მო­ნას­ტრის­კენ მო­დი­ო­და. სახ­ლის კურ­თხე­ვა­ზე წა­სუ­ლა. ერთი ახ­ლო­ბე­ლი ჰყავ­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი იყო, რომ­ლის სახ­ლიც უნდა ეკურ­თხე­ბი­ნა. მამა ბა­სილს ერთ-ერთი მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, ოჯახს წი­ნას­წარ რომ ვუ­თხრათ, შე­წუხ­დე­ბი­ან, ამი­ტომ ისე მი­ვი­დეთ, ვა­კურ­თხოთ და გა­ვა­ხა­რო­თო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ად­გნენ, სახ­ლი აკურ­თხეს. ჩვენ ვი­კი­თხეთ, სუფ­რა ხომ არ იყო, ხომ არ დაჯ­და, ხომ არ და­ლია-თქო. გვი­პა­სუ­ხეს, არა, ისე გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, ვე­რა­ფე­რი მო­ვას­წა­რი­თო. იქ მისი რა­მედ­ნი­მე მე­გო­ბა­რი ერის­კა­ციც ყო­ფი­ლა... მამა ბა­სი­ლი თურ­მე მთე­ლი სა­ღა­მო იმა­ზე სა­უბ­რობ­და ბე­რად რო­გორ აღიკ­ვე­ცა, რო­გორ იცხოვ­რა... უთ­ქვამს, წუ­ხელ უც­ნა­უ­რი სიხ­მა­რი ვნა­ხეო, მთაწ­მინ­და­ზე მა­მა­და­ვი­თის ტა­ძარ­ში ვი­ყა­ვი, რა­ღაც ად­გი­ლი მო­მი­ჩი­ნეს, შენი ად­გი­ლი აქ იქ­ნე­ბაო. წვიმ­და, ვსველ­დე­ბო­დი და ვფიქ­რობ­დი, ამ წვი­მა­ში რა­ტომ ვარო. მა­მე­ბი ცალ­კე იდ­გნენ, მშრა­ლე­ბი ივ­ნენ, არ სველ­დე­ბოდ­ნენ. მარ­ტო მე ვსველ­დე­ბო­დი და მიკ­ვირ­და, ეს ად­გი­ლი მე რა­ტომ მო­მი­ჩი­ნე­სო. იმ სა­ღა­მოს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში წყალ­ში გა­და­ვარ­და" - იხ­სე­ნებს ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­ქი­მან­დრი­ტი ისა­ა­კი.

მი­სი­ვე თქმით, მამა ბა­სი­ლი ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რდი­ლი, მამა მცი­რე ასაკ­ში და­ე­ღუ­პა და დე­დამ გა­ზარ­და: "მა­მა­მი­სიც თით­ქმის 40 წლის იყო, როცა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. მამა ბა­სი­ლი ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რდი­ლი. ამ­ბობ­და, მა­მა­ჩე­მის მკვლელს ვა­პა­ტი­ეთ, ვინც და­ე­ჯა­ხა, ცი­ხე­ში არ ჩავ­სვი­თო. ბავ­შვო­ბი­დან კე­თი­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, ადა­მი­ა­ნის შენ­დო­ბა, პა­ტი­ე­ბა შე­ეძ­ლო. თავ­მდა­ბა­ლი, სა­უ­კე­თე­სო ბერი იყო ჩვენს საძ­მო­ში".

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"მამამისიც, თითქმის 40 წლისა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა..." - რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დაღუპვამდე მღვდელ-მონაზონმა ბასილიმ

"მამამისიც, თითქმის 40 წლისა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა..." - რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დაღუპვამდე მღვდელ-მონაზონმა ბასილიმ

17 მაისს გამთენიისას, 01:00 საათზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ "ოპელის" მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ავტომანქანას 43 წლის მღვდელ-მონაზონი ბასილი კორტავა მართავდა. მისი ცხედარი მაშველებმა ტრაგედიიდან მეხუთე დღეს ამოიყვანეს მდინარიდან.

დაღუპული მღვდელ-მონაზონი ბოლო პერიოდში სამების ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში მსახურობდა. მის შესახებ ჟურნალ "სარკეს" სამების ლავრის კეთილმოწესე, არქიმანდრიტი ისააკ ღადუა ესაუბრა: "ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბერობის სამივე აღთქმა - ქალწულება, უპოვარება და მორჩილება - იმდენად ზედმიწევნით შეასრულა და დაიცვა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, წმინდა კაცი იყო თავისი ცხოვრებით, თავისი აღსარებით.

...მამა ბასილი მონასტერში ცხოვრობდა. რაც იქ მოვიდა, მონასტრის გარეთ ერთი ღამეც არ გაუთენებია. იმ საღამოს გამონაკლისი შემთხვევა იყო, მოსვლა დააგვიანდა. ღამის პირველი საათი ხდებოდა, როცა მონასტრისკენ მოდიოდა. სახლის კურთხევაზე წასულა. ერთი ახლობელი ჰყავდა, გაჭირვებული ოჯახი იყო, რომლის სახლიც უნდა ეკურთხებინა. მამა ბასილს ერთ-ერთი მეგობრისთვის უთქვამს, ოჯახს წინასწარ რომ ვუთხრათ, შეწუხდებიან, ამიტომ ისე მივიდეთ, ვაკურთხოთ და გავახაროთო. მოულოდნელად მიადგნენ, სახლი აკურთხეს. ჩვენ ვიკითხეთ, სუფრა ხომ არ იყო, ხომ არ დაჯდა, ხომ არ დალია-თქო. გვიპასუხეს, არა, ისე გააკეთა ყველაფერი, ვერაფერი მოვასწარითო. იქ მისი რამედნიმე მეგობარი ერისკაციც ყოფილა... მამა ბასილი თურმე მთელი საღამო იმაზე საუბრობდა ბერად როგორ აღიკვეცა, როგორ იცხოვრა... უთქვამს, წუხელ უცნაური სიხმარი ვნახეო, მთაწმინდაზე მამადავითის ტაძარში ვიყავი, რაღაც ადგილი მომიჩინეს, შენი ადგილი აქ იქნებაო. წვიმდა, ვსველდებოდი და ვფიქრობდი, ამ წვიმაში რატომ ვარო. მამები ცალკე იდგნენ, მშრალები ივნენ, არ სველდებოდნენ. მარტო მე ვსველდებოდი და მიკვირდა, ეს ადგილი მე რატომ მომიჩინესო. იმ საღამოს რამდენიმე საათში წყალში გადავარდა" - იხსენებს ინტერვიუში არქიმანდრიტი ისააკი.

მისივე თქმით, მამა ბასილი ობლობაში იყო გაზრდილი, მამა მცირე ასაკში დაეღუპა და დედამ გაზარდა: "მამამისიც თითქმის 40 წლის იყო, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მამა ბასილი ობლობაში იყო გაზრდილი. ამბობდა, მამაჩემის მკვლელს ვაპატიეთ, ვინც დაეჯახა, ციხეში არ ჩავსვითო. ბავშვობიდან კეთილი თვისებები ჰქონდა, ადამიანის შენდობა, პატიება შეეძლო. თავმდაბალი, საუკეთესო ბერი იყო ჩვენს საძმოში".

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია