მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში გუ­შინ კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე ექ­ვსი­ვე სპორ­ტსმენ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს ჩვე­ნე­ბა მის­ცა. თუმ­ცა სპორ­ტსმე­ნებს მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

პა­რა­ლე­ლუ­რად შსს-ს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. ად­ვო­კატ ზუ­რაბ ბელ­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხვის დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რებს, თუმ­ცა, მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, თუ რა იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სპორ­ტსმე­ნე­ბი მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხნენ და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ისი­ნი კი­დევ და­კი­თხონ.

რო­გორც ბელ­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ერთ-ერთი სპორ­ტსმე­ნი, რის შე­სა­ხე­ბაც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ე­წო­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 122-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცავს, რომ საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს. შსს-ში სა­პორ­ტსმე­ნე­ბის გა­მო­კი­თხვა ხუთი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და.

კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად სა­კუ­თა­რი ნე­ბით მი­ვიდ­ნენ. მათი თქმით, მზად არი­ან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ და ჩვე­ნე­ბა მის­ცენ. მა­ნამ­დე კი შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ შს სა­მი­ნის­ტო სა­სა­მარ­თლოს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ან სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს, რათა კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად გან­ჩი­ნე­ბა გა­მოს­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ კორცხელის ინციდენტის მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა გამომძიებლებს ჩვენება მისცა. თუმცა სპორტსმენებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარალელურად შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტსმენების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ადვოკატ ზურაბ ბელთაძის განცხადებით, გამოკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებს, თუ რა იყო აღნიშნული ინციდენტის მაპროვოცირებელი. ადვოკატის განცხადებით, სპორტსმენები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ და არ არის გამორიცხული, რომ ისინი კიდევ დაკითხონ.

როგორც ბელთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორცხელის ინციდენტის შედეგად დაზარალებულია ერთ-ერთი სპორტსმენი, რის შესახებაც შსს-ს ინფორმაცია უკვე მიეწოდა. საქმეზე გამოძიება 122-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი არ გამორიცავს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს. შსს-ში საპორტსმენების გამოკითხვა ხუთი საათი გრძელდებოდა.

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ. მათი თქმით, მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ. მანამდე კი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ