"ყოველთვის ყველაფერი ძნელად მეძლევა" - თინი გალდავა პირადსა და კარიერაზე

"ყოველთვის ყველაფერი ძნელად მეძლევა" - თინი გალდავა პირადსა და კარიერაზე

მსახიობმა თინი გალდავამ და მისმა მეუღლემ - ნიკა ჩხაიძემ თაფლობის თვე ამსტერდამში გაატარეს. როგორი დიასახლისია თინი და რით ანებივრებს მეუღლეს, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბავშვობა

- დამყოლი და მორიდებული ბავშვი ვიყავი, მშობლებს არაფერში ვეწინააღმდეგებოდი და საბაბიც არ ჰქონდათ, რაიმეზე გაბრაზებულიყვნენ. ყოველთვის ვცდილობდი, კარგად მესწავლა. პროფესიაზე ფიქრი ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ოჯახში ჩვენი მთავარი სალაპარაკო თემა ბალეტი იყო. ყველა ამის ირგვლივ ვტრიალებდით, შენიშვნებსაც ამ მხრივ ვიღებდი. დედა ყოველთვის უფრო მეტს მოითხოვდა ჩემგან, ვიდრე ვაკეთებდი. მუდმივად აკონტროლებდა ჩემს კვების რეჟიმს, ვარჯიშს. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ასეა დღემდე. ყოველთვის ვიცოდი, რომ მენდობოდნენ და ამით კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მათ წინაშე.

- როგორი მოსწავლე იყავი? ოდესმე "შატალოს" ორგანიზება თუ გაგიკეთებია?

- საკმაოდ აქტიური და მეგობრული ბავშვი ვიყავი. ხალხის გაცინება მიყვარდა და საოცრებებს ვაკეთებდი (იცინის). დაფასთან სერიოზულად არასდროს ვმდგარვარ. თან გაკვეთილს ვყვებოდი და თან, ვცეკვავდი. ვერ მაჩერებდნენ. მასწავლებლები შეჩვეულები იყვნენ ჩემს ასეთ საქციელს.

- ანუ ბალერინას კარიერისთვის ემზადებოდი?

- არა მარტო მინდოდა და ვოცნებობდი ამაზე, არამედ მჯეროდა, რომ აუცილებლად, ძალიან ცნობილი მსახიობი და ბალერინა გავხდებოდი. თუმცა, ასაკი რაც უფრო მემატებოდა, ჩემი ამბიციები მით უფრო იკლებდა. ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი წვალება და შრომა სჭირდებოდა ამ ყველაფერს...

- საბავშვო ბაღში ან სკოლის პერიოდში შეყვარებული გყავდა?

- სიყვარულით არავინ მყვარებია, მაგრამ სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა (იცინის)... ამ საკითხში ძალიან თავშეკავებული ვიყავი და ეს თვისება შემდეგშიც გამყვა. როცა ვიღაც მომწონდა, ამას ვერ გამოვხატავდი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვიცოდი, მასაც მოვწონდი. არასდროს შემეძლო გრძნობების აფიშირება, აქტიურობა... პირიქით, ისე ვიქცეოდი, თითქოს ის ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებდა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- საბალეტო სკოლაში სწავლა რომ დავამთავრე, მერე თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- როგორ შეძელი, რომ დღეს საკმაოდ პოპულარული მსახიობი ხარ?

- არ ვთვლი, რომ ეს ჩემი დამსახურებაა. უბრალოდ, გამიმართლა და მოვხვდი ყველაზე ცნობილ, პოპულარულ სერიალში.

- მიზანდასახული ხარ?

- კი, საკმაოდ მიზანდასახული ვარ. მიზანი ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა.

- შრომისმოყვარე ხარ? სიზარმაცის გამო საქმე გაგიფუჭებია?

- შინაგანად ზარმაცი ვარ, მაგრამ ამ მხრივ საკუთარ თავს სულ ვებრძვი. ბალეტი მართლაც, ძალიან რთული პროფესიაა და მან გამომიმუშავა ნებისყოფაც და შრომისმოყვარეობაც. სიზარმაცეს ნებას არ ვაძლევდი, ჩემზე გაემარჯვებინა. ახლაც იმავე პრინციპით ვცხოვრობ.

- მომიყევი შენს პირველ წარმატებაზე.

- ჩემი პირველი წარმატება ბალეტს უკავშირდება. ბალეტის სიყვარულმა შემაყვარა ხელოვნება და დამანახვა, რა მინდოდა, რისთვის ან რატომ.

დილა და ჯანსაღი ცხოვრება

- როგორ იწყება შენი დილა?

- ჩემი დილა დამოკიდებულია დღის განრიგზე, თუ რა მაქვს დაგეგმილი. თუ თავისუფალი ვარ, დილით ადრე არ ვდგები, განტვირთვას ვიწყობ. როცა ადრიანად მიწევს ადგომა, უზმოზე აუცილებლად ვსვამ ორ ჭიქა წყალს და შემდეგ ვსაუზმობ. დილიდანვე ვცდილობ, კარგი განწყობა შევიქმნა.

- რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ბევრს ვარჯიშობ?

- სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად

ვვარჯიშობ. ხანდახან შემოვუძახებ საკუთარ თავს, რომ რომელიმე სპორტდარბაზის აბონემენტი ავიღო, მაგრამ მაქსიმუმ სამი ვარჯიშის შემდეგ, იქიდან ვქრები. ეს სიზარმაცე გადასალახი მაქვს... ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა არ გამომდის და კვების რაციონიც საკმაოდ გაუმართავი მაქვს... ხშირად "არანორმალურ" დიეტას ვიცავ. ალკოჰოლს იშვიათად მივირთმევ და ისიც მხოლოდ კოქტეილით შემოვიფარგლები, სხვა სასმელები არ მიყვარს.

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა ვინ ან რამ იქონია?

- ალბათ, გარკვეულწილად, დედამ. სხვადასხვა საკითხში ჩვენი შეხედულებები ხშირად ემთხვევა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება