პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან
"პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან

ლია ელი­ა­ვა თბი­ლის­ში 1934 წლის 28 მა­ისს და­ი­ბა­და. მსა­ხი­ო­ბის მამა, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი შალ­ვა ელი­ა­ვა ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში და შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში მუ­შა­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ეკა­ტე­რი­ნე კე­რე­სე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. 1934 წელს შალ­ვა ელი­ა­ვა ფი­ნანსთა სა­ხალ­ხო კო­მის­რად და­ნიშ­ნეს. თით­ქოს, თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ მთავ­რო­ბის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შალ­ვა ელი­ა­ვას ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და. შალ­ვა ელი­ა­ვა 1937 წელს დახ­ვრი­ტეს, მისი მე­უღ­ლე კი და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს.

მშობ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას აღ­ზრდა დე­დის მშობ­ლებ­მა ითა­ვეს. "მამა ნაკ­ლე­ბად მახ­სოვს. მხო­ლოდ სა­წოლ­თან თავ­დახ­რი­ლი კა­ცის სახე ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მო­ნატ­რე­ბულ დე­დას კა­რა­და­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი მისი ორი კა­ბის სურ­ნე­ლით ვიხ­სე­ნებ­დი და გულ­ში ვმა­ლავ­დი ბავ­შვურ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე მახ­სე­ნებ­და თავს. სკო­ლი­დან შინ მი­მა­ვალს სო­ლო­ლაკ­ში ჩვე­ნი ყო­ფი­ლი სახ­ლი უნდა გა­მევ­ლო, იქით გა­ხედ­ვას სას­ტი­კად მიკ­რძა­ლავ­დნენ. თვალს მა­ლუ­ლად ვა­პა­რებ­დი, იქ ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე იყო, ოღონდ, ჩვენს მა­გივ­რად, სხვე­ბი ცხოვ­რობ­დნენ," - ასე იხ­სე­ნებ­და თა­ვის ტკი­ვი­ლი­ან ბავ­შვო­ბას ლია ელი­ა­ვა.

დედა გა­და­სახ­ლე­ბი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, ლია 17 წლის დახ­ვდა. "მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დე­და­შე­ნი ლა­მა­ზი, ელე­გან­ტუ­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლი­აო და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი მას­თან შეხ­ვედ­რას. თან მე­ში­ნო­და, არ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქვა - ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­დი­ო­და ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და ამა­ვე დროს უცხო ქალი, რო­მელ­საც ჩემი ყოფა უნდა შე­ეც­ვა­ლა. ვა­გო­ნი­დან ორი ქალი გად­მო­ვი­და, და­ბამ­ბუ­ლი ქურ­თუ­კე­ბი ეც­ვათ. ორი­ვეს სახე შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და. გავ­შეშ­დი. დე­და­ჩე­მი ხომ ასე­თი არ იყო. პირ­ვე­ლად მას დე­ი­და კა­ტი­უ­შა და­ვუ­ძა­ხე. ახ­ლაც მახ­სოვს მისი ელ­და­ნა­ცე­მი სახე. დღემ­დე ვერ მი­პა­ტი­ე­ბია ეს ჩემი თა­ვის­თვის. დიდი ხანი დამ­ჭირ­და, რომ დე­დას შევჩ­ვე­ო­დი".

1950 წელს, თბი­ლი­სის მე-2 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა გა­ნაგ­რძო მოს­კო­ვის ა. ლუ­ნა­ჩარ­სკის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რა 1955 წელს. ლია ელი­ა­ვა: "კინო და თე­ატ­რი თა­ვი­დან­ვე მი­ზი­დავ­და. მე და ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ქუ­ჩა­ში ჩვენს კი­ნო­ვარ­სკვლა­ვებს დავ­დევ­დით. ნატო ვაჩ­ნა­ძეს ან თა­მარ ცი­ციშ­ვილს თუ და­ვი­ნა­ხავ­დით, დიდი მოვ­ლე­ნა იყო. მახ­სოვს, რო­გორ გაგ­ვა­ოგ­ნა მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ქუ­ჩა­ში ულა­მა­ზეს, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა დოდო ჭი­ჭი­ნა­ძეს­თან შეხ­ვედ­რამ. "და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი" მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უკვე ნა­ნა­ხი მქონ­და და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბა მა­შინ და­ვი­წყე".

მოს­კოვ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ლია ელი­ა­ვა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტზე და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბა ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­ვი­და მოს­კოვ­ში ფილმ "ბაში-აჩუ­კის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და რე­ჟი­სორ­მა ლეო ესა­კი­ამ ლია ტყუ­პი დის - პი­რიმ­ზე­სა და პი­რიმ­თვა­რი­სას როლ­ზე და­ამ­ტკი­ცა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან

"პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან

ლია ელიავა თბილისში 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. მსახიობის მამა, პროფესიით ეკონომისტი შალვა ელიავა ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ გერმანიაში და შემდეგ იტალიაში მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებულმა ეკატერინე კერესელიძეზე იქორწინა. 1934 წელს შალვა ელიავა ფინანსთა სახალხო კომისრად დანიშნეს. თითქოს, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მთავრობის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, შალვა ელიავას ლავრენტი ბერიასთან უთანხმოება მოუვიდა. შალვა ელიავა 1937 წელს დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს.

მშობლების გარეშე დარჩენილი გოგონას აღზრდა დედის მშობლებმა ითავეს. "მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი, იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენს მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ," - ასე იხსენებდა თავის ტკივილიან ბავშვობას ლია ელიავა.

დედა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის დახვდა. "მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი".

1950 წელს, თბილისის მე-2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ლია ელიავა: "კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. "დავით გურამიშვილი" მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე".

მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ამ პერიოდში ჩავიდა მოსკოვში ფილმ "ბაში-აჩუკის" გადამღები ჯგუფი და რეჟისორმა ლეო ესაკიამ ლია ტყუპი დის - პირიმზესა და პირიმთვარისას როლზე დაამტკიცა... განაგრძეთ კითხვა

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე

"არ იქნება იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე" - ხათუნა ზახაშვილი მიმტანების ჩაცმულობასა და მოქცევის წესებზე

"ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია" - ამირან გამყრელიძე