პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"
"მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"

შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ზუგ­დი­დის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა და­რა­სე­ლია მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო გრი­შა კა­კა­ჩი­ას მსა­ხუ­რის - ლა­მა­რას რო­ლით. უფ­რო­სის უსი­ტყვოდ მორ­ჩი­ლი და უზო­მოდ მოყ­ვა­რუ­ლი, მკაც­რი და ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ტი­პუ­რი მეგ­რე­ლი ქა­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბით მსა­ხი­ობ­მა პირ­ვე­ლი­ვე სე­რი­ებ­ში მო­ა­ხერ­ხა მა­ყუ­რებ­ლის მო­ხიბ­ვლა. ეკ­რა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ო­ბის ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი - 34-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს.

- თქვე­ნი და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორ და­ი­წყო?

- ბა­ტონ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან პირ­ვე­ლად 2012 წელს ვი­მუ­შა­ვე კლი­პის - "მე მიყ­ვარს სვა­ნე­თის" გა­და­ღე­ბა­ზე. ამ კლიპ­ში სო­ფი­კო ნი­ჟა­რა­ძის დე­დის როლს ვთა­მა­შობ­დი. ეკ­რან­ზეც მა­შინ გა­მოვ­ჩნდი პირ­ვე­ლად. სე­რილ­ში ლა­მა­რას როლი რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, თა­ვი­დან ცოტა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მალე ავუ­ღე ალღო. სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წერს, მაგ­რამ ლა­მა­რას მეც ბევ­რი მეგ­რუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცია და­ვუ­მა­ტე, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას ვე­კი­თხე­ბო­დი, ზედ­მე­ტი ხომ არ მომ­დის-მეთ­ქი, მაგ­რამ, მი­თხრა - არა, პი­რი­ქით, მიდი, მი­ა­წე­ქიო (იცი­ნის). ლა­მა­რა ხა­სი­ა­თით ახ­ლოს არის ჩემ­თან. ის ზოგ­ჯერ მკაც­რია, მაგ­რამ მერე უცებ რბილ­დე­ბა. მეც ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს - შე­იძ­ლე­ბა, წა­მი­ე­რად შე­მეც­ვა­ლოს გან­წყო­ბა. მიხ­რა-მოხ­რა­სა და უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ხომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ გრი­შა კა­კა­ჩი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნი სა­ოც­რად თა­მა­შობს მეგ­რელ კაცს. თუმ­ცა, მეგ­რე­ლებს გული სწყდე­ბათ - ნა­მე­ტანს ხომ არ შვრე­ბით, ძა­ლი­ან ხომ არ გვა­შა­ყი­რებ­თო (იცი­ნის).

- რო­გორც ვიცი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ხართ.

- ერთხელ თბი­ლის­ში ექიმ­თან მი­ვე­დი. შვი­ლებ­ზე მკი­თხა და ვუ­თხა­რი, გა­უ­თხო­ვა­რი ვარ-მეთ­ქი. მა­შინ 48 წლის ვი­ყა­ვი, (და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის წი­ნან­დელ ამ­ბავს გიყ­ვე­ბით). რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბი­თო, მკი­თხა. მსა­ხი­ო­ბი-მეთ­ქი, რომ ვუ­თხა­რი, - არ გრცხვე­ნია? მსა­ხი­ო­ბე­ბი ხუთ­ჯერ თხოვ­დე­ბი­ან და შენ ერთხელ რო­გორ ვერ გა­თხოვ­დიო, - მი­თხრა (იცი­ნის). რა ვქნა, და­სავ­ლეთ­ში ასე არაა და თბი­ლის­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა, მეც რამ­დენ­ჯერ­მე გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი (იცი­ნის). ზუგ­დი­დი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, იქ ყვე­ლას ვიც­ნობ ზოგი ჩემი უბ­ნე­ლია, ძმაა, კლა­სე­ლია, ჯგუ­ფე­ლია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე მათ­განს ცო­ლად გავ­ყვე? ისი­ნი ჩემ­თვის ძმე­ბი­ვით არი­ან. თუ ვინ­მე მო­მე­წო­ნა, სულ ვცდი­ლობ, გა­ვი­გო, ვისი შვი­ლია. ერთხელ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ერთი ბიჭი, მა­საც მო­ვე­წო­ნე. მაგ­რამ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვეს ერთი გვა­რის დე­დე­ბი გვყავ­და - და­დი­ა­ნის ქა­ლე­ბი იყ­ვნენ და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"

"მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობი მარინა დარასელია მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო გრიშა კაკაჩიას მსახურის - ლამარას როლით. უფროსის უსიტყვოდ მორჩილი და უზომოდ მოყვარული, მკაცრი და ცვალებადი ხასიათის მქონე ტიპური მეგრელი ქალის განსახიერებით მსახიობმა პირველივე სერიებში მოახერხა მაყურებლის მოხიბვლა. ეკრანისგან განსხვავებით, ქალბატონი მარინას თეატრში მოღვაწეობის ძალიან ხანგრძლივი - 34-წლიანი ისტორია აქვს.

- თქვენი და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" თანამშრომლობა როგორ დაიწყო?

- ბატონ გიორგი ლიფონავასთან პირველად 2012 წელს ვიმუშავე კლიპის - "მე მიყვარს სვანეთის" გადაღებაზე. ამ კლიპში სოფიკო ნიჟარაძის დედის როლს ვთამაშობდი. ეკრანზეც მაშინ გამოვჩნდი პირველად. სერილში ლამარას როლი რომ შემომთავაზეს და მუშაობა დავიწყეთ, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალე ავუღე ალღო. სცენარისტი ქეთი დევდარიანი არაჩვეულებრივად წერს, მაგრამ ლამარას მეც ბევრი მეგრული იმპროვიზაცია დავუმატე, გიორგი ლიფონავას ვეკითხებოდი, ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი, მაგრამ, მითხრა - არა, პირიქით, მიდი, მიაწექიო (იცინის). ლამარა ხასიათით ახლოს არის ჩემთან. ის ზოგჯერ მკაცრია, მაგრამ მერე უცებ რბილდება. მეც ცვალებადი ხასიათი მაქვს - შეიძლება, წამიერად შემეცვალოს განწყობა. მიხრა-მოხრასა და უფროსი ადამიანებისადმი დამოკიდებულებაშიც ვგავართ ერთმანეთს. ჩემი პერსონაჟი ხომ ძალიან მიყვარს, მაგრამ გრიშა კაკაჩიაზე ვგიჟდები. ეს ადამიანი საოცრად თამაშობს მეგრელ კაცს. თუმცა, მეგრელებს გული სწყდებათ - ნამეტანს ხომ არ შვრებით, ძალიან ხომ არ გვაშაყირებთო (იცინის).

- როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხართ.

- ერთხელ თბილისში ექიმთან მივედი. შვილებზე მკითხა და ვუთხარი, გაუთხოვარი ვარ-მეთქი. მაშინ 48 წლის ვიყავი, (დაახლოებით 8 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით). რა პროფესიის ბრძანდებითო, მკითხა. მსახიობი-მეთქი, რომ ვუთხარი, - არ გრცხვენია? მსახიობები ხუთჯერ თხოვდებიან და შენ ერთხელ როგორ ვერ გათხოვდიო, - მითხრა (იცინის). რა ვქნა, დასავლეთში ასე არაა და თბილისში რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მეც რამდენჯერმე გავთხოვილიყავი (იცინის). ზუგდიდი პატარა ქალაქია, იქ ყველას ვიცნობ ზოგი ჩემი უბნელია, ძმაა, კლასელია, ჯგუფელია და როგორ შეიძლება, რომელიმე მათგანს ცოლად გავყვე? ისინი ჩემთვის ძმებივით არიან. თუ ვინმე მომეწონა, სულ ვცდილობ, გავიგო, ვისი შვილია. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ძალიან მომეწონა ერთი ბიჭი, მასაც მოვეწონე. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთი გვარის დედები გვყავდა - დადიანის ქალები იყვნენ და ჩვენი ურთიერთობაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება