მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...
"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...

26 ივ­ნისს მომ­ღე­რალ ეთერ კა­კუ­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­დის. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი შარ­შან, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა და უამ­რავ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. თბი­ლი, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ქვეყ­ნის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სია... ჩვენ მის ოჯახს და­ვუ­კავ­შირ­დით, რათა გაგ­ვე­გო, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, ენერ­გი­ით სავ­სე და საყ­ვა­რე­ლი ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და რო­გო­რი იყო მის გა­რე­შე გან­ვლი­ლი ერთი წე­ლი­წა­დი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის:

ნინი მე­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღერ­ლის რძა­ლი (ვა­ჟის მე­უღ­ლე): "წელს პირ­ვე­ლი აღ­დგო­მა იყო, როცა ეთე­რი ჩვენ გვერ­დით აღარ არის. ვი­ყა­ვით მის საფ­ლავ­ზე, გვე­ხა­მუ­შე­ბო­და რა­ღაც­ნა­ი­რად... მაგ­რამ ასე­თია ეტყო­ბა ცხოვ­რე­ბა და ასეა ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლი".

- რო­გო­რია მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს ერთი წე­ლი­წა­დი, ანუ რო­გორ ცხოვრობთ მის გა­რე­შე?

- ეთე­რი ყვე­ლა­ფე­რი იყო ჩემი შვი­ლის­თვის. მე მა­რი­ა­მის გარ­და, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლიც მყავს (პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან) და მარ­ტო იმის­თვის იყო ეთე­რი ყვე­ლა­ფე­რი და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩვენ­თვის რა იქ­ნე­ბა მის გა­რე­შე ყოფ­ნა?! ეთე­რის ოთახ­ში, მისი ნივ­თე­ბი რო­გორც ეწყო, ისევ ისე აწყვია, ხელს არა­ფერს ვკი­დებთ. იმ ოთახ­ში ფე­ხაკ­რე­ფით და მო­რი­დე­ბით შევ­დი­ვართ. ის ხა­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ლო­ცუ­ლობ­და, ისე­ვე აწყვია. თა­ვის ხატი ჰქონ­და, რო­მელ­საც სულ ელა­პა­რა­კე­ბო­და. ჰოდა, ოთახ­ში რომ შევ­დი­ვარ, სულ ეთერს ვგრძნობ, სა­ო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კა აქვს იქა­უ­რო­ბას. მისი პარ­ფი­უ­მე­რი­აც ისე­ვე ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია. ხომ არის, რომ ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა და მისი ნივ­თე­ბი გა­და­ლაგ­დე­ბა, და­ხა­რის­ხდე­ბა, ვი­ღა­ცას ჩუქ­ნი­ან, ან მის ოთახ­ში სხვა გა­და­ი­ნაც­ვლებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია...

- ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ყვე­ლას ახა­ლი­სებ­და, უხა­სი­ა­თოდ არა­ვის ახ­სოვს. ასე­თი­ვე იყო ალ­ბათ ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

- რო­გორ­საც იც­ნობ­დით, ზუს­ტად ისე­თი იყო ჩვენ­თა­ნაც. არა­ვინ იფიქ­როს, რომ სახ­ლი­დან გა­რეთ გა­სუ­ლი სხვა ნი­ღაბს იკე­თებ­და. ასე­თი­ვე გახ­ლდათ შვი­ლის­თვის, შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის. მე­ცო­დე­ბა, რომ ვერ მო­ეს­წრო იმას, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­და, - ნე­ტავ, მა­რი­ა­მი დიდი გოგო მა­ნა­ხა, რო­გო­რი იქ­ნე­ბაო. ერთხელ მი­თხრა, ვიწ­ვე­ბი, სა­წო­ლი­დან არ ავ­დგე­ბი, არც კონ­ცერ­ტებ­ზე ვივ­ლი, სახ­ლი­დან არ გა­ვალ, ოღონდ, ამ ბავ­შვს ვუ­ყუ­რო, რო­გორ იზ­რდე­ბაო... მისი ეს ნათ­ქვა­მი გულ­ში ჩამ­რჩა, ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სცე­ნა­ზე დამ­დგა­რი­ყო. ბავ­შვს 100%-იანი სმე­ნა აქვს. მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ეთე­რის ეს სურ­ვი­ლი ავას­რუ­ლო.

- რო­გორ იხ­სე­ნებ პე­რი­ოდს, როცა მისი რძა­ლი გახ­დი?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას დის­კომ­ფორ­ტი არ მიგ­რძვნია. ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან გა­ვი­ცა­ნი ახ­ლოს, მე და ალექ­სან­დრე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით. აქ რომ მო­ვი­დო­დი, მე­ტყო­და, - დარ­ჩი ჩვენ­თან, ნუ წახ­ვალ სახ­ლში, აქ და­ი­ძი­ნე... მოკ­ლედ, საყ­ვა­რე­ლი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. გლო­ვა და შავი ფერი არ უყ­ვარ­და, ოპ­ტი­მის­ტი გახ­ლდათ. ბო­ლოს მი­თხრა, შავი ფერი არ და­მა­ნა­ხოო და ყო­ველ­დღე მაც­ვლე­ვი­ნებ­და ტან­საც­მელს და ფე­რად სა­მოსს იც­ვამ­და... არ მახ­სოვს მისი გაბ­რა­ზე­ბა, ან რა­ი­მე ცუ­დად ეთ­ქვას, ჩვენ შო­რის რძალ-დე­დამ­თი­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა. მისი დე­დამ­თი­ლო­ბა არ მიგ­რძვნია. კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "102 წელს, მგო­ნი, ვე­ღარ გავ­ქა­ჩავ..." ეთერ კა­კუ­ლი­ას ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვიუ

- სად არის დაკ­რძა­ლუ­ლი?

- ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე, დედ-მა­მის გვერ­დით. არა­და, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ იქ ად­გი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა, მერე პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი იყო, ჯერ დედ-მა­მას­თან დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო და მა­ხ­ა­თას მთა რომ გა­იხ­სნე­ბა, ეთერს იქ გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. ახლა ამას ვე­ლო­დე­ბით.

- ალექ­სან­დრე ეთე­რის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია, დე­დის გა­რე­შე რო­გორ არის?

- ძა­ლი­ან უჭირს მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბა ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ, სულ მიკ­ვირ­და, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე გახ­სნი­ლად სა­უბ­რობ­დნენ. ალექ­სან­დრე ყო­ველ დი­ლით რომ იღ­ვი­ძებს, ეთე­რის სიმ­ღე­რებს რთავს, უს­მენს და ტი­რის, ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი... ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ბავ­შვი, მა­რი­ა­მი ანე­იტ­რა­ლებს.

- გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ რამე ხომ არ და­გი­ბა­რათ, რად­გა­ნაც ვიცი, გრძნობ­და, რომ დიდ­ხანს ვე­ღარ იცო­ცხლებ­და.

- ბო­ლოს ის­რა­ელ­ში რომ წა­ვიყ­ვა­ნეთ, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, ის ფრე­ნა კოშ­მა­რუ­ლად მახ­სოვს, უზო­მოდ უჭირ­და, უმა­კი­ა­ჟოდ იყო და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ხე­ზე და­მა­ფა­რე, ხალ­ხმა არ და­მი­ნა­ხო­სო. სტი­უ­არ­დე­სა სო­მე­ხი გო­გო­ნა გახ­ლდათ და ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, ეთერ­საც უნ­დო­და, ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა მის­თვის და სომ­ხუ­რად უმ­ღე­რო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცუ­დად იყო, მა­ინც ახერ­ხებ­და, რომ მის ხა­სი­ათ­ზეც ეზ­რუ­ნა. რომ ჩა­ვე­დით, კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, ხე­ლებ­ზე მი­ჭერ­და და ამ­ბობ­და, - ღმერ­თო, გამ­წი­რე? მიხ­ვდა, რომ აზრი აღარ ჰქონ­და არა­ფერს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ტი­რო­და და გა­ნიც­დი­და, ხომ გი­თხა­რით, ის იყო, რომ ვერ მო­ეს­წრე­ბო­და შვი­ლიშ­ვი­ლის გაზ­რდას.

- მისი მე­გობ­რე­ბი თუ მო­დი­ან თქვენ­თან?

- ბაშ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი კი­თხუ­ლო­ბენ, საფ­ლავ­ზეც გა­მო­დი­ან, არი­ან ვი­ღა­ცე­ბი, ვინც ჩვენ­თან არ გა­მო­ჩე­ნი­ლან... თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბას მა­ინც ახ­სოვს და მად­ლო­ბა ყვე­ლას ამის­თვის...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეთერ კა­კუ­ლი­ას: "ცრემ­ლე­ბიც არ მყოფ­ნის, ისე მტკი­ვა შენი წას­ვლა..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...

"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...

26 ივნისს მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. ყველასთვის საყვარელი მომღერალი შარშან, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. თბილი, კეთილი და მხიარული ქალბატონი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია... ჩვენ მის ოჯახს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, როგორ ცხოვრობენ, ენერგიით სავსე და საყვარელი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ და როგორი იყო მის გარეშე განვლილი ერთი წელიწადი ახლობლებისთვის:

ნინი მელაშვილი, მომღერლის რძალი (ვაჟის მეუღლე): "წელს პირველი აღდგომა იყო, როცა ეთერი ჩვენ გვერდით აღარ არის. ვიყავით მის საფლავზე, გვეხამუშებოდა რაღაცნაირად... მაგრამ ასეთია ეტყობა ცხოვრება და ასეა ყველაფერი მოწყობილი''.

- როგორია მის გარეშე გატარებული ეს ერთი წელიწადი, ანუ როგორ ცხოვრობთ მის გარეშე?

- ეთერი ყველაფერი იყო ჩემი შვილისთვის. მე მარიამის გარდა, უფროსი ქალიშვილიც მყავს (პირველი ქორწინებიდან) და მარტო იმისთვის იყო ეთერი ყველაფერი და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის რა იქნება მის გარეშე ყოფნა?! ეთერის ოთახში, მისი ნივთები როგორც ეწყო, ისევ ისე აწყვია, ხელს არაფერს ვკიდებთ. იმ ოთახში ფეხაკრეფით და მორიდებით შევდივართ. ის ხატები, რომლებზეც ლოცულობდა, ისევე აწყვია. თავის ხატი ჰქონდა, რომელსაც სულ ელაპარაკებოდა. ჰოდა, ოთახში რომ შევდივარ, სულ ეთერს ვგრძნობ, საოცარი ენერგეტიკა აქვს იქაურობას. მისი პარფიუმერიაც ისევე ხელუხლებელია. ხომ არის, რომ ადამიანი გარდაიცვლება და მისი ნივთები გადალაგდება, დახარისხდება, ვიღაცას ჩუქნიან, ან მის ოთახში სხვა გადაინაცვლებს, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან რთულია...

- ქალბატონი ეთერი ყველას ახალისებდა, უხასიათოდ არავის ახსოვს. ასეთივე იყო ალბათ ოჯახის წევრებთან.

- როგორსაც იცნობდით, ზუსტად ისეთი იყო ჩვენთანაც. არავინ იფიქროს, რომ სახლიდან გარეთ გასული სხვა ნიღაბს იკეთებდა. ასეთივე გახლდათ შვილისთვის, შვილიშვილისთვის. მეცოდება, რომ ვერ მოესწრო იმას, რაზეც ოცნებობდა, - ნეტავ, მარიამი დიდი გოგო მანახა, როგორი იქნებაო. ერთხელ მითხრა, ვიწვები, საწოლიდან არ ავდგები, არც კონცერტებზე ვივლი, სახლიდან არ გავალ, ოღონდ, ამ ბავშვს ვუყურო, როგორ იზრდებაო... მისი ეს ნათქვამი გულში ჩამრჩა, ძალიან უნდოდა, რომ მისი შვილიშვილი სცენაზე დამდგარიყო. ბავშვს 100%-იანი სმენა აქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეთერის ეს სურვილი ავასრულო.

- როგორ იხსენებ პერიოდს, როცა მისი რძალი გახდი?

- არაჩვეულებრივად, პირველივე დღიდან ჩემთვის ძალიან კარგი ადამიანი იყო. მასთან ურთიერთობისას დისკომფორტი არ მიგრძვნია. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან გავიცანი ახლოს, მე და ალექსანდრე შეყვარებულები რომ ვიყავით. აქ რომ მოვიდოდი, მეტყოდა, - დარჩი ჩვენთან, ნუ წახვალ სახლში, აქ დაიძინე... მოკლედ, საყვარელი და მხიარული ადამიანი იყო. გლოვა და შავი ფერი არ უყვარდა, ოპტიმისტი გახლდათ. ბოლოს მითხრა, შავი ფერი არ დამანახოო და ყოველდღე მაცვლევინებდა ტანსაცმელს და ფერად სამოსს იცვამდა... არ მახსოვს მისი გაბრაზება, ან რაიმე ცუდად ეთქვას, ჩვენ შორის რძალ-დედამთილური პრობლემები არასდროს ყოფილა. მისი დედამთილობა არ მიგრძვნია. კარგი მეგობარი იყო.

ასევე წაიკითხეთ: "102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

- სად არის დაკრძალული?

- ვაკის სასაფლაოზე, დედ-მამის გვერდით. არადა, დიდუბის პანთეონზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ ადგილი არ აღმოჩნდა, მერე პატრიარქის სურვილი იყო, ჯერ დედ-მამასთან დაკრძალულიყო და მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ, პანთეონში დაკრძალავენ. ახლა ამას ველოდებით.

- ალექსანდრე ეთერის ერთადერთი შვილია, დედის გარეშე როგორ არის?

- ძალიან უჭირს მის გარეშე ცხოვრება, რაღაც სხვანაირი დედაშვილობა ჰქონდათ. ძალიან მეგობრობდნენ, სულ მიკვირდა, ნებისმიერ თემაზე გახსნილად საუბრობდნენ. ალექსანდრე ყოველ დილით რომ იღვიძებს, ეთერის სიმღერებს რთავს, უსმენს და ტირის, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი... ამ სიტუაციას ბავშვი, მარიამი ანეიტრალებს.

- გარდაცვალების წინ რამე ხომ არ დაგიბარათ, რადგანაც ვიცი, გრძნობდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა.

- ბოლოს ისრაელში რომ წავიყვანეთ, ძალიან ცუდად იყო, ის ფრენა კოშმარულად მახსოვს, უზომოდ უჭირდა, უმაკიაჟოდ იყო და მეუბნებოდა, რომ სახეზე დამაფარე, ხალხმა არ დამინახოსო. სტიუარდესა სომეხი გოგონა გახლდათ და ყურადღებას აქცევდა, ეთერსაც უნდოდა, ესიამოვნებინა მისთვის და სომხურად უმღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, მაინც ახერხებდა, რომ მის ხასიათზეც ეზრუნა. რომ ჩავედით, კიდევ უფრო დამძიმდა, ხელებზე მიჭერდა და ამბობდა, - ღმერთო, გამწირე? მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს.  ერთადერთი, რასაც ტიროდა და განიცდიდა, ხომ გითხარით, ის იყო, რომ ვერ მოესწრებოდა შვილიშვილის გაზრდას.

- მისი მეგობრები თუ მოდიან თქვენთან?

- ბაშვობის მეგობრები კითხულობენ, საფლავზეც გამოდიან, არიან ვიღაცები, ვინც ჩვენთან არ გამოჩენილან... თუმცა უმრავლესობას მაინც ახსოვს და მადლობა ყველას ამისთვის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: როგორ ემშვიდობებიან ცნობილი ადამიანები ეთერ კაკულიას: "ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია