მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის პირველი კომენტარი კორცხელის ინციდენტზე
შს მინისტრის პირველი კომენტარი კორცხელის ინციდენტზე

შს სა­მი­ნის­ტო სა­სა­მარ­თლოს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ან სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს, რათა კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად გან­ჩი­ნე­ბა გა­მოს­ცეს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"მე პი­რა­დად ვგმობ და ვე­მიჯ­ნე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ვისი მხრი­და­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს ეს. ის ემო­ცი­ე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ში არ­სე­ბობს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ემო­ცი­ებ­ზე ვერ იქ­ნე­ბა აწყო­ბი­ლი. არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, ასე­ვე და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. შს მი­ნის­ტრი ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს, ნუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზო გან­ცხა­დე­ბე­ბით და გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ.

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თუ არა სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს შს სა­მი­ნის­ტრო სა­სა­მარ­თლოს, რათა გას­ცეს გან­ჩი­ნე­ბა იმ პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად, რომ­ლე­ბიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შს მინისტრის პირველი კომენტარი კორცხელის ინციდენტზე

შს მინისტრის პირველი კომენტარი კორცხელის ინციდენტზე

შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

"მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ