პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭებს ვთხოვდი, ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ", მოითმინეთ-მეთქი" - რას ყვება კორცხელის ინციდენტზე ჩხუბის მონაწილე სპორტსმენი
"ბიჭებს ვთხოვდი, ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ", მოითმინეთ-მეთქი" - რას ყვება კორცხელის ინციდენტზე ჩხუბის მონაწილე სპორტსმენი

22 მა­ისს, შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ცხელ­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის კად­რებ­ში მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის შემ­ჩნე­ვამ. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხელს ერ­თმა­ნე­თის­კენ იშ­ვე­რენ: "ოც­ნე­ბა" ზაზა კე­დე­ლაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით "ზონ­დერე­ბის" მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე სა­უბ­რობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კი ოპო­ნენ­ტის სპორ­ტსმენ "ზონ­დერებს" ასა­ხე­ლებს.

რა სტა­ტუ­სით და ვისი მი­თი­თე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კორ­ცხე­ლის სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბი, რა­ტომ და­ი­წყო ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ჰყავს თუ არა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­კუ­თა­რი "ზონ­დერ-ჯგუ­ფი" და სად იყო პო­ლი­ცია, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­მე­ტე­ბით უს­წორ­დე­ბოდ­ნენ - ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა თუ უწყე­ბე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კორ­ცხელ­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი ისევ მრავ­ლად რჩე­ბა. მით უმე­ტეს, რომ ორი­ვე მხა­რეს მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­წერს. კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად AMBEBI.GE კორ­ცხე­ლის მკვიდრ კლა­რა გო­გი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც 22 მა­ისს კორ­ცხე­ლის სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ამომ­რჩევ­ლის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბო­და და და­პი­რის­პი­რე­ბის თვითმხილ­ვე­ლიც გახ­და:

"სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ხმის მი­სა­ცე­მად, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 11 სა­ათ­ზე მი­ვე­დი. ერთი შე­ხედ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ამომ­რჩე­ვე­ლიც ბევ­რი არ იყო და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის გა­სავ­ლე­ლად დროც ცოტა დამ­ჭირ­და. სა­ნამ ხმის მი­სა­ცე­მად შე­ვი­დო­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მოვ­კა­რი თვა­ლი, მაგ­რამ ისი­ნი მო­შო­რე­ბით იდ­გნენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. მე­ო­რე მხა­რე­საც იდგა ჯგუ­ფი, მაგ­რამ ისი­ნი ვერ ვი­ცა­ნი, შო­რი­დან­ვე აღ­ნა­გო­ბით შე­ვა­ტყვე, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი იყ­ვნენ - ისი­ნი სო­ფელ­ში ადრე არას­დროს მი­ნა­ხავს. დღე­საც არ ვიცი, ვინ არი­ან. ხმა რომ მი­ვე­ცი, სახ­ლში წას­ვლა და­ვა­პი­რე, მაგ­რამ ჩემი მე­ზო­ბე­ლი შევ­ნიშ­ნე, ისიც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, ვინ არი­ან ეს უცხო ხალ­ხიო, ცოტა ხანს ვი­სა­უბ­რეთ. მა­ლე­ვე ხმა­უ­რი ატყდა, ერთი ადა­მი­ა­ნი მი­წა­ზე ეგდო და 10-მდე კაცი ურტყამ­და. რა ამ­ბა­ვია-მეთ­ქი, ვიყ­ვი­რე, ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, ბო­კე­რია ვი­ცა­ნი. ამ დროს კორ­ცხე­ლე­ლე­ბიც მოც­ვივ­დნენ, უნ­დო­დათ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გა­ე­რი­დე­ბი­ნათ ად­გი­ლი­დან, მაგ­რამ კორ­ცხე­ლე­ლებ­საც და­ე­რივ­ნენ.

სპორ­ტსმე­ნე­ბი ვერც კაცს ცნობ­დნენ, ვერც ბავ­შვს და ვერც ქალს. ვე­რა­ვის ამ­ჩნევ­დნენ, მარ­ტო მუშ­ტებს იქ­ნევ­დნენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­და­ტის 20 წლის შვი­ლი და ბი­ძაშ­ვი­ლიც სას­ტი­კა­დაა ნა­ცე­მი. რო­გორც შემ­დეგ თქვეს, კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რი ქალი გა­მო­სუ­ლა და სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის უთ­ქვამს, ეს ბი­ჭია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­და­ტის შვი­ლი და და­ე­რი­ე­თო... ბი­ძაშ­ვილს ცხვი­რი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი და ოპე­რა­ცია ქუ­თა­ის­ში გა­უ­კე­თეს. სხვებ­საც, ზოგს თავი სტკი­ვა, ზორგს ფე­ხე­ბი... რო­დე­საც ჩხუ­ბი და­ი­წყო, ად­გილ­ზე მხო­ლოდ მო­რი­გე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი-სამი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც ვე­რა­ფე­რი გა­ა­ხერ­ხეს. ყვე­ლა ყვი­რო­და, პო­ლი­ცია მო­ვი­დეს, ადა­მი­ა­ნებს კლა­ვე­ნო, მაგ­რამ პატ­რუ­ლი გვი­ან მო­ვი­და", - იხ­სე­ნებს და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებს კლა­რა გო­გია.

კორ­ცხელ­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სას გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის ფე­დე­რა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლიც: "ჩემი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ისაა, რომ მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით შე­ვი­გი­ნე, ჩემი ხელი არ­ცერთ პო­ლი­ტი­კოსს არ მოხ­ვედ­რია. პი­რი­ქით, ვაშ­ვე­ლებ­დი და ვე­ფა­რე­ბო­დი ყვე­ლას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მეც­ვა.

- ვისი მი­თი­თე­ბით ჩახ­ვე­დით კორ­ცხე­ლის სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და რა მიზ­ნით?

- 2012 წლი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ვარ. ამ პარ­ტი­ის მჯე­რა და არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა თუ სხვა, ყველ­გან გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი, რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი. ჩვენ მხო­ლოდ კორ­ცხელ­ში არ ვყო­ფილ­ვართ, გარ­და­ბან­სა და სხვა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზეც ვი­ყა­ვით.

- რა­ტომ, სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ხართ?

- არა, გვინ­დო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა დაგ­ვეც­ვა და "კა­რუ­სე­ლე­ბიც" არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ვი­ცო­დით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თა­ვი­სი "ზონ­დერე­ბით" გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

- პო­ლი­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცია სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით იტ­ვირ­თეთ?

- ბი­ჭე­ბი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ვიკ­რი­ბეთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სხვა უბ­ნებ­ზეც ცდი­ლობ­დნენ ჩვენ გა­მოწ­ვე­ვას, გარ­და­ბან­ში ჩემი ძმა­კა­ცის ახალ მან­ქა­ნას ქვე­ბი და­უ­ში­ნეს, მაგ­რამ "გა­დავყლა­პეთ". ბი­ჭებს ვთხოვ­დი, ხომ ხე­დავთ ჩვენ წა­მო­კი­დე­ბას ცდი­ლო­ბენ, "გა­დაყ­ლა­პეთ" და მო­ით­მი­ნეთ-მეთ­ქი. მარ­თლაც ბევ­რი ვით­მი­ნეთ და ვცდი­ლობ­დით, სა­ბა­ბი არ მიგ­ვე­ცა... თუმ­ცა, კორ­ცხელ­ში ჩვენ სპორ­ტსმენ ნოშ­რე­ვან წურ­წუ­მი­ას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­უ­რახყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პე­რი­ოდ­ში, ნოშ­რე­ვანს შა­მა­ხი­ამ და გუ­ნა­ვამ წა­მა­ლი "ჩა­უ­დეს", და­ჭე­რი­ლიც ჰყავ­დათ. კორ­ცხელ­ში ნოშ­რე­ვან­მა გუ­ნა­ვა და შა­მა­ხია რომ და­ი­ნა­ხა, გამ­წარ­და, თუმ­ცა მა­ინც თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნეთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გუ­ნა­ვა მო­ვი­და წურ­წუ­მი­ას­თან და ცი­ნი­კუ­რად მი­მარ­თა - შენ კი­დევ ცო­ცხა­ლი ხარ, არ ჩა­ძაღ­ლდიო?! ჩემი ხათ­რით წურ­წუ­მი­ამ ესეც მო­ით­მი­ნა, ხმა არ ამო­ი­ღო... მერე ქვე­ბის სრო­ლა და­ი­წყო, პირ­ვე­ლად ჩხუ­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" და­ი­წყეს.

- კად­რებ­ში ჩანს, რომ ნიკა მე­ლი­ას და­არ­ტყეს პირ­ვე­ლად.

- ეტყო­ბა კადრში ვერ მოხ­ვდა, პირ­ვე­ლად ხელი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მო­იქ­ნი­ეს. ჩხუბ­ში ნიკა მე­ლია ჩა­ერ­თო, ამ დროს მი­ვე­დი მეც და რო­გორც შევ­ძე­ლი, ყვე­ლას გა­და­ვე­ფა­რე. არ ვარ აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას პა­ტივს ვცემ იმის გამო, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. მე­ლი­ამ ხალ­ხს და­უ­წყო "კა­ჩა­ო­ბა", ახლა ვხვდე­ბი, რომ ხმა­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად უწევ­და, რომ ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­ეწ­ვია. მა­თაც ყავ­დათ სპორ­ტსმე­ნე­ბი, მათ შო­რის ირაკ­ლი ჭან­ტუ­რია. ვი­ცო­დით, რომ ფო­თი­დან ბოქ­სი­ო­რე­ბი წა­მო­იყ­ვა­ნეს. სპორ­ტსმე­ნე­ბი კი ვართ, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი ჩვენც ვი­ცით. ნა­ცი­ო­ნა­ლებს თბი­ლი­სი­დან არა­ვინ წა­მო­უყ­ვა­ნი­ათ, მხო­ლოდ ფო­თი­დან ახ­ლდათ ბოქ­სი­ო­რე­ბი და სამ­ჭი­დე­ლე­ბი. ისი­ნი კორ­ცხე­ლის სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ჩვე­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ. გული მწყდე­ბა, რომ მე­დი­ას­თან ცუდი სი­ტყვე­ბით ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ მე­ო­რე მხრი­დან იმ­დე­ნად დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. თქვენ ჯერ არ და­უ­კი­თხი­ხართ?

- არ და­ვუ­კი­თხი­ვარ, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვარ. ჩემ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუხს ვა­გებ.

კორ­ცხელ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბა ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს ვთხო­ვეთ:

"ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ამ­ბობს უარს იმ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რა­საც თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყე­ნებ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იმა­საც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ ამის გამო დას­რულ­და, თუმ­ცა მათ შო­რის ერთი გან­სხვა­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არის - თუ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მსგავს და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე მი­დი­ოდ­ნენ, არ­ჩევ­ნებს იგებ­დნენ კი­დეც, "ოც­ნე­ბამ" კი, ამის მარ­თვაც ვერ შეძ­ლო და სპორ­ტსმე­ნე­ბის მუშ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ჩევ­ნე­ბი ორ უბან­ზე წა­ა­გო. ფაქ­ტია, რომ 25 წე­ლია ერთ წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ - ყვე­ლა­ფე­რი შავი რო­მან­ტიზ­მით და­ი­წყო, შემ­დეგ, მა­რაზ­მით გაგ­რძელ­და, მა­რაზ­მი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დიზ­მმა ჩა­ა­ნაც­ვლა, ახლა კი მა­ზო­ხის­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს - ყვე­ლა გას­რო­ლა, ცუ­დად ისევ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უბ­რუნ­დე­ბა. ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­რა­დი­უ­ლი მხო­ლოდ კო­ლექ­ტი­უ­რი მუ­რუ­სი­ძე აღ­მოჩ­ნდა, და­ნარ­ჩე­ნი უკვე ბევ­რჯერ ნა­ნა­ხი ფილ­მია. ამ ფონ­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­და­მა­ჯე­ბე­ლი იყო კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი - ქურ­დს კუდი ეწ­ვი­სო, ამ პრინ­ცი­პით აბ­სურ­დის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და. ვფიქ­რობ, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ისევ მისი იმი­ჯის­თვის აღ­მოჩ­ნდა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი" - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რუსა შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბიჭებს ვთხოვდი, ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ", მოითმინეთ-მეთქი" - რას ყვება კორცხელის ინციდენტზე ჩხუბის მონაწილე სპორტსმენი

"ბიჭებს ვთხოვდი, ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ", მოითმინეთ-მეთქი" - რას ყვება კორცხელის ინციდენტზე ჩხუბის მონაწილე სპორტსმენი

22 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლების განხილვის საგნად იქცა. განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია საზოგადოებაში ძალადობის კადრებში მოქმედი და ყოფილი სპორტსმენების შემჩნევამ. დაპირისპირებაში ჩართული მხარეები - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ: "ოცნება" ზაზა კედელაშვილის მეთაურობით "ზონდერების" მობილიზებაზე საუბრობს, "ნაციონალები" კი ოპონენტის სპორტსმენ "ზონდერებს" ასახელებს.

რა სტატუსით და ვისი მითითებით იმყოფებოდნენ კორცხელის საარჩევნო უბანზე სპორტსმენები, რატომ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, ჰყავს თუ არა "ქართულ ოცნებას" საკუთარი "ზონდერ-ჯგუფი" და სად იყო პოლიცია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს გამეტებით უსწორდებოდნენ - ოფიციალური პირებისა თუ უწყებების განცხადებების მიუხედავად, კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვები ისევ მრავლად რჩება. მით უმეტეს, რომ ორივე მხარეს მოვლენების ქრონოლოგიას განსხვავებულად აღწერს. კითხვებზე პასუხების მისაღებად AMBEBI.GE კორცხელის მკვიდრ კლარა გოგიას დაუკავშირდა, რომელიც 22 მაისს კორცხელის საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის სტატუსით იმყოფებოდა და დაპირისპირების თვითმხილველიც გახდა:

"საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად, დაახლოებით, დილის 11 საათზე მივედი. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ამომრჩეველიც ბევრი არ იყო და ყველა პროცედურის გასავლელად დროც ცოტა დამჭირდა. სანამ ხმის მისაცემად შევიდოდი, "ნაციონალებს" მოვკარი თვალი, მაგრამ ისინი მოშორებით იდგნენ და განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. მეორე მხარესაც იდგა ჯგუფი, მაგრამ ისინი ვერ ვიცანი, შორიდანვე აღნაგობით შევატყვე, რომ სპორტსმენები იყვნენ - ისინი სოფელში ადრე არასდროს მინახავს. დღესაც არ ვიცი, ვინ არიან. ხმა რომ მივეცი, სახლში წასვლა დავაპირე, მაგრამ ჩემი მეზობელი შევნიშნე, ისიც გაოგნებული იყო, ვინ არიან ეს უცხო ხალხიო, ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მალევე ხმაური ატყდა, ერთი ადამიანი მიწაზე ეგდო და 10-მდე კაცი ურტყამდა. რა ამბავია-მეთქი, ვიყვირე, ახლოს რომ მივედი, ბოკერია ვიცანი. ამ დროს კორცხელელებიც მოცვივდნენ, უნდოდათ "ნაციონალები" გაერიდებინათ ადგილიდან, მაგრამ კორცხელელებსაც დაერივნენ.

სპორტსმენები ვერც კაცს ცნობდნენ, ვერც ბავშვს და ვერც ქალს. ვერავის ამჩნევდნენ, მარტო მუშტებს იქნევდნენ. "ნაციონალების" კანდიდატის 20 წლის შვილი და ბიძაშვილიც სასტიკადაა ნაცემი. როგორც შემდეგ თქვეს, კომისიის ერთ-ერთი წევრი ქალი გამოსულა და სპორტსმენებისთვის უთქვამს, ეს ბიჭია "ნაციონალების" კანდიდატის შვილი და დაერიეთო... ბიძაშვილს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ოპერაცია ქუთაისში გაუკეთეს. სხვებსაც, ზოგს თავი სტკივა, ზორგს ფეხები... როდესაც ჩხუბი დაიწყო, ადგილზე მხოლოდ მორიგე პოლიციელები იყვნენ, ორი-სამი ადამიანი, რომლებმაც ვერაფერი გაახერხეს. ყველა ყვიროდა, პოლიცია მოვიდეს, ადამიანებს კლავენო, მაგრამ პატრული გვიან მოვიდა", - იხსენებს დაპირისპირების დეტალებს კლარა გოგია.

კორცხელში დაპირისპირებისას გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელი კობა ტყეშელაშვილიც: "ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მედიის თანდასწრებით შევიგინე, ჩემი ხელი არცერთ პოლიტიკოსს არ მოხვედრია. პირიქით, ვაშველებდი და ვეფარებოდი ყველას, რომ მაქსიმალურად დამეცვა.

- ვისი მითითებით ჩახვედით კორცხელის საარჩევნო უბანზე და რა მიზნით?

- 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. ამ პარტიის მჯერა და არჩევნები იქნება თუ სხვა, ყველგან გვერდში დავუდგები, როგორც მხარდამჭერი. ჩვენ მხოლოდ კორცხელში არ ვყოფილვართ, გარდაბანსა და სხვა საარჩევნო უბნებზეც ვიყავით.

- რატომ, საარჩევნო დამკვირვებელი ხართ?

- არა, გვინდოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების უსაფრთხოება დაგვეცვა და "კარუსელებიც" არ დატრიალებულიყო, რადგან ვიცოდით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ზონდერებით" გადაადგილდებოდა.

- პოლიციის კომპეტენცია საკუთარი ინიციატივით იტვირთეთ?

- ბიჭები საკუთარი ინიციატივით შევიკრიბეთ. "ნაციონალები" სხვა უბნებზეც ცდილობდნენ ჩვენ გამოწვევას, გარდაბანში ჩემი ძმაკაცის ახალ მანქანას ქვები დაუშინეს, მაგრამ "გადავყლაპეთ". ბიჭებს ვთხოვდი, ხომ ხედავთ ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ" და მოითმინეთ-მეთქი. მართლაც ბევრი ვითმინეთ და ვცდილობდით, საბაბი არ მიგვეცა... თუმცა, კორცხელში ჩვენ სპორტსმენ ნოშრევან წურწუმიას წარმოუდგენელი შეურახყოფა მიაყენეს. "ნაციონალების" პერიოდში, ნოშრევანს შამახიამ და გუნავამ წამალი "ჩაუდეს", დაჭერილიც ჰყავდათ. კორცხელში ნოშრევანმა გუნავა და შამახია რომ დაინახა, გამწარდა, თუმცა მაინც თავი ხელში ავიყვანეთ. მიუხედავად ამისა, გუნავა მოვიდა წურწუმიასთან და ცინიკურად მიმართა - შენ კიდევ ცოცხალი ხარ, არ ჩაძაღლდიო?! ჩემი ხათრით წურწუმიამ ესეც მოითმინა, ხმა არ ამოიღო... მერე ქვების სროლა დაიწყო, პირველად ჩხუბი "ნაციონალებმა" დაიწყეს.

- კადრებში ჩანს, რომ ნიკა მელიას დაარტყეს პირველად.

- ეტყობა კადრში ვერ მოხვდა, პირველად ხელი "ნაციონალებმა" მოიქნიეს. ჩხუბში ნიკა მელია ჩაერთო, ამ დროს მივედი მეც და როგორც შევძელი, ყველას გადავეფარე. არ ვარ აგრესიული ადამიანი, ყველას პატივს ვცემ იმის გამო, რომ ქართველები არიან. მელიამ ხალხს დაუწყო "კაჩაობა", ახლა ვხვდები, რომ ხმასაც სპეციალურად უწევდა, რომ ვიღაცები გამოეწვია. მათაც ყავდათ სპორტსმენები, მათ შორის ირაკლი ჭანტურია. ვიცოდით, რომ ფოთიდან ბოქსიორები წამოიყვანეს. სპორტსმენები კი ვართ, მაგრამ რაღაცები ჩვენც ვიცით. ნაციონალებს თბილისიდან არავინ წამოუყვანიათ, მხოლოდ ფოთიდან ახლდათ ბოქსიორები და სამჭიდელები. ისინი კორცხელის საარჩევნო უბანზე ჩვენამდე მივიდნენ. გული მწყდება, რომ მედიასთან ცუდი სიტყვებით ვილაპარაკე, მაგრამ მეორე მხრიდან იმდენად დიდი აგრესია წამოვიდა, გაგიჟებული ვიყავი.

- "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტის გამოძიებას ითხოვს. თქვენ ჯერ არ დაუკითხიხართ?

- არ დავუკითხივარ, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. ჩემ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს ვაგებ.

კორცხელში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ:

"ფაქტია, რომ ხელისუფლება არ ამბობს უარს იმ ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რასაც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ნიშნით იყენებდა. "ქართული ოცნება" იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება სწორედ ამის გამო დასრულდა, თუმცა მათ შორის ერთი განსხვავება ნამდვილად არის - თუ ნაციონალები მსგავს დაპირისპირებაზე მიდიოდნენ, არჩევნებს იგებდნენ კიდეც, "ოცნებამ" კი, ამის მართვაც ვერ შეძლო და სპორტსმენების მუშტის მიუხედავად, არჩევნები ორ უბანზე წააგო. ფაქტია, რომ 25 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ - ყველაფერი შავი რომანტიზმით დაიწყო, შემდეგ, მარაზმით გაგრძელდა, მარაზმი სააკაშვილის სადიზმმა ჩაანაცვლა, ახლა კი მაზოხისტი ხელისუფლება გვყავს - ყველა გასროლა, ცუდად ისევ "ქართულ ოცნებას" უბრუნდება. ამ ქვეყანაში მარადიული მხოლოდ კოლექტიური მურუსიძე აღმოჩნდა, დანარჩენი უკვე ბევრჯერ ნანახი ფილმია. ამ ფონზე, აბსოლუტურად არადამაჯებელი იყო კალაძის განცხადებები - ქურდს კუდი ეწვისო, ამ პრინციპით აბსურდის გამართლებას ცდილობდა. ვფიქრობ, მისი განცხადებები ისევ მისი იმიჯისთვის აღმოჩნდა დამაზიანებელი" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში ხუხაშვილმა.

რუსა შელია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."