საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისას, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება
საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისას, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება

პო­ლი­ტი­კურ და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე, ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის დროს სან­ქცია 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბა, ხოლო თუ პირს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჯა­რი­მა ან/და ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, - აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი მუხ­ლი, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დას­ჯადს გახ­დის ძა­ლა­დო­ბას, ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რას სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის ან კამ­პა­ნი­ის ად­გი­ლას, ან მათ მიმ­დე­ბა­რედ.

მუხ­ლი სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოთხ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჯა­რი­მა ან/და ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ცვლი­ლე­ბის პრო­ექტს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა 27 მა­ი­სის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს.

პო­ლი­ტი­კურ და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის, რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბის და­ვა­ლე­ბაც მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს მის­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისას, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება

საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისას, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, - აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.

მუხლი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების დავალებაც მან იუსტიციის მინისტრს მისცა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ