პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება
თინა ხიდაშელი - მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შედ­გე­ბა 28 ქვეყ­ნის კონ­სენ­სუ­სი, ამ კონ­სენ­სუ­სის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა MAP-იც და სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, 2015 წლის დე­კემ­ბრის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შემ­დეგ MAP-ზე სა­უ­ბა­რი დამ­თავ­რდა, რად­გან დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე.

"მე არ ვე­ლო­დე­ბი ივ­ლის­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა. ამის არც მო­ლო­დი­ნის გა­ჩე­ნას ვგეგ­მავ. რაც შე­ე­ხე­ბა MAP-ს, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შემ­დეგ MAP-ზე სა­უ­ბა­რი დამ­თავ­რდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უჭირთ ხოლ­მე, ხან­და­ხან სპე­ცი­ა­ლუ­რად იჭირ­ვე­ბენ ხოლ­მე ადეკ­ვა­ტუ­რად ამ­ბე­ბის გა­გე­ბას. დე­კემ­ბერ­ში, მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, რომ MAP-ი გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა აღარ სჭირ­დე­ბა და ეს აღა­რაა რი­ტო­რი­კუ­ლი სი­ტყვე­ბი, ეს დე­კემ­ბრის დეკ­ლა­რა­ცი­ის მო­ნა­პო­ვა­რია, სა­დაც შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შედ­გე­ბა 28 ქვეყ­ნის კონ­სენ­სუ­სი, ამ კონ­სენ­სუ­სის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა MAP-იც და სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თინა ხიდაშელი - მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

თინა ხიდაშელი - მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატოს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ MAP-ზე საუბარი დამთავრდა, რადგან დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანების გზაზე.

"მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამის არც მოლოდინის გაჩენას ვგეგმავ. რაც შეეხება MAP-ს, გასული წლის დეკემბერში მინისტერიალის შემდეგ MAP-ზე საუბარი დამთავრდა. საქართველოში უჭირთ ხოლმე, ხანდახან სპეციალურად იჭირვებენ ხოლმე ადეკვატურად ამბების გაგებას. დეკემბერში, მინისტერიალის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი. საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ სჭირდება და ეს აღარაა რიტორიკული სიტყვები, ეს დეკემბრის დეკლარაციის მონაპოვარია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანების გზაზე. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატოს წევრი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."