პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაშა დვალიშვილი ოფიცერი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა"
"ლაშა დვალიშვილი ოფიცერი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა"

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­ცხელ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე მან შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა გე­ნე­რა­ლურ შტაბს უკვე მის­ცა. რო­გორც ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, ლაშა დვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რი­გი­თი სამ­ხედ­როა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, 32-ე ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობს.

"დი­ლით­ვე მქონ­და თათ­ბი­რი გენშტაბ­თან და მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა - ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­იკ­ვლი­ონ ეს სა­კი­თხი და თუ და­დას­ტურ­და მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა, მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ის არის რი­გი­თი სამ­ხედ­რო, ის არ არის ოფი­ცე­რი და მე რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რე­ბას ვერ მო­ვახ­დენ­დი. ის რომ ყო­ფი­ლი­ყო ოფი­ცე­რი, გარ­წმუ­ნებთ დღეს ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აღარ იქ­ნე­ბო­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე დღეს დი­ლით­ვე მი­ვი­ღებ­დი", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ა­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა წე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. "და­უშ­ვე­ბე­ლია, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სამ­ხედ­რო და­თხოვ­ნა­შია და შა­ბათ-კვი­რას ის და­თხოვ­ნა­ში იყო, ამის მი­უ­ხე­და­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ა­ში. ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა წე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­დე­გოა. სირ­ცხვი­ლია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ატა­რებ­დეს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ფორ­მას", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა ნი­უ­სის" ეთერ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ლაშა დვალიშვილი ოფიცერი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა"

"ლაშა დვალიშვილი ოფიცერი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა"

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობის თაობაზე მან შესაბამისი დავალება გენერალურ შტაბს უკვე მისცა. როგორც ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ლაშა დვალიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდა, რიგითი სამხედროა და შეიარაღებულ ძალებში, 32-ე ბატალიონში მსახურობს.

"დილითვე მქონდა თათბირი გენშტაბთან და მივეცი დავალება - ძალიან სწრაფად მოიკვლიონ ეს საკითხი და თუ დადასტურდა მისი ბრალეულობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ის არის რიგითი სამხედრო, ის არ არის ოფიცერი და მე როგორც თავდაცვის მინისტრი მყისიერად რეაგირებას ვერ მოვახდენდი. ის რომ ყოფილიყო ოფიცერი, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებას მე დღეს დილითვე მივიღებდი", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის აქციაში სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა, შეიარაღებულ ძალებში არსებულ ყველა წესებს ეწინააღმდეგება. "დაუშვებელია, კატეგორიულად მიუღებელია, მაშინაც კი, როდესაც სამხედრო დათხოვნაშია და შაბათ-კვირას ის დათხოვნაში იყო, ამის მიუხედავად მონაწილეობდეს მსგავსი ტიპის აქციაში. ეს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა წესების საწინააღდეგოა. სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ატარებდეს სამხედრო მოსამსახურის ფორმას", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა "პალიტრა ნიუსის" ეთერში.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."