საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციაში ისიც მკითხეს, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მეოთხე დღეა ეძებენ
"პოლიციაში ისიც მკითხეს, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მეოთხე დღეა ეძებენ

ტყე, მდი­ნა­რე, სოფ­ლის ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი - ატე­ნის ხე­ო­ბის ერთ-ერთი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე მე­ო­თხე დღეა ყველ­გან და­ე­ძებს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ 4 წლის ბი­ჭუ­ნას. რა­მაზ ჯ. ბო­ლოს სახ­ლი­დან ორა­სი­ო­დე მეტ­რის და­შო­რე­ბით, სოფ­ლის ცენ­ტრში, თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­როს ძმას­თან, 5 წლის თა­მაზ­თან ერ­თად ნა­ხეს. 20 მა­ი­სის შუ­ა­დღის შემ­დეგ ბი­ჭუ­ნა გა­უ­ჩი­ნარ­და. ამ დღეს, სო­ფე­ლი დღე­ო­ბას აღ­ნიშ­ნავ­და, შე­სა­ბა­მი­სად, სტუმ­რე­ბიც და მას­პინ­ძლე­ბიც შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, ბავ­შვის და­კარ­გვის ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის­თა­ნა­ვე, მიმ­დე­ბა­რე ტყე­ებ­სა და მდი­ნა­რე ტა­ნას ნა­პი­რებ­ზე მთელ­მა სო­ფელ­მა ბავ­შვის ძებ­ნა და­ი­წყო. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მა­ლე­ვე ჩა­ერ­თო პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა, ბავ­შვის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ 4 წლის ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ს/ს კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა, და­ბე­ჯი­თე­ბით ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ.

ზუ­რაბ ჯ, და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის მამა: "უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბო­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან ვე­ძე­ბეთ, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ ჩანს. პა­ტა­რა ბავ­შვია, სახ­ლი­დან მარ­ტო არ­სად გა­დი­ო­და, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღე­საც, ძმას­თან და მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­თან ერ­თად იყო სახ­ლთან ახ­ლოს. ვერც ტყე­ში წა­ვი­დო­და, ვერც მდი­ნა­რე­ზე, ერ­თა­დერ­თი მო­საზ­რე­ბა გვაქვს, რა­საც ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის, თა­ზოს მო­ნა­ყო­ლი გვიმ­ყა­რებს, ბავ­შვი ამ­ბობს, რომ წი­თელ­მა მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა, გა­ა­ჩე­რა, რა­მაზს წელ­ზე მოხ­ვია ხე­ლე­ბი, მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა და ბო­შუ­რის ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და მან­ქა­ნა, ვფიქ­რობთ, რომ ბავ­შვი ვი­ღა­ცამ მო­ი­ტა­ცა".

იგი­ვე ვერ­სია აქვს და­კარ­გუ­ლი რა­მა­ზის ბე­ბი­ა­საც: "მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან გვი­ჭირს, მაგ­რამ ჩვენ ვიკ­ლებ­დით ლუკ­მას, რომ ბავ­შვებს საკ­ვე­ბი ჰქო­ნო­დათ, არ არის მო­ხე­ტი­ა­ლე ბავ­შვი, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გავ­ზარ­დეთ, სულ ეზო­ში თა­მა­შობ­და. ტყე­ში რომ გა­სუ­ლი­ყო და რამე ნა­დირს გა­დაჰ­ყრო­და, კვალს ხომ მა­ინც მი­ვაგ­ნებ­დით, არც მდი­ნა­რე­ზე ჩა­ვი­დო­და, კი­დეც რომ ჩა­სუ­ლი­ყო მდი­ნა­რე­ზე, იმ წუ­თი­დან ვე­ძებთ და ან ცო­ცხალს ან მკვდარს სად­მეს მა­ინც მი­აკ­ვლევ­დნენ. უფ­როს­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ფე­რე­ბის ცნო­ბა არც იცის, წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა და ასე მიგ­ვა­ნიშ­ნა - ამ ფე­რის მან­ქა­ნა გა­ჩერ­და გზა­ზე და რა­მა­ზი კაც­მა წა­იყ­ვა­ნაო", - ამ­ბობს და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის ბე­ბია ლიდა ჯ.

სოფ­ლის თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს ვერ­სი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ, და­ბე­ჯი­თე­ბით მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვი ნაკ­ლე­ბკონ­ტაქ­ტუ­რი იყო და და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სად და­დი­ო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ტყე­სა და მდი­ნა­რე­ზე წას­ვლა­საც გა­მო­რი­ცხა­ვენ: "პო­ლი­ცი­ას­თან და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, მე­ო­თხე დღეა ჩვენც ვე­ძებთ, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ ჩანს, ამ სო­ფელ­ში დავ­ბერ­დი და ასე­თი რამ არას­დროს მომ­ხდა­რა, ჩვენც ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებს რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად, სად გაქ­რა ბავ­შვი, ნემ­სი ხომ არ არის, რომ და­ი­კარ­გოს", - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი ელ­გუ­ჯა ქ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ებ­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ, და­კარ­გუ­ლი ბი­ჭუ­ნას მა­მამ კი, AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ისიც გა­ამ­ხი­ლა, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­კი­თხვი­სას ეჭვი შე­ი­ტა­ნა, მშობ­ლებ­მა ხომ არ გა­ას­ხვი­სეს ბავ­შვი: "ესეც მკი­თხეს პო­ლი­ცი­ა­ში, ბავ­შვი თქვენ ხომ არ გა­ყი­დე­თო, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, მშო­ბელ­მა შვი­ლი რო­გორ უნდა გა­ყი­დოს, ეს რო­გორ უნდა იფიქ­როს ვინ­მემ. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლეც მყავ­და, შვი­ლი არ გაგ­ვიჩ­ნდა, ახლა კი, ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ, რომ სამი შვი­ლი მომ­ცა, მარ­თა­ლია ძა­ლი­ან გვი­ჭირს, მაგ­რამ მუდ­მი­ვად ვწვა­ლობ, რომ ჩემს პა­ტა­რებს საჭ­მე­ლი მა­ინც ჰქონ­დეთ. ჩვე­ნი ოჯა­ხი ეთ­ნი­კუ­რად ოსუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა, 90-იან წლებ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და დევ­ნი­სას, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ იქ დიდ­ხანს ვერ გავ­ძე­ლით და ხუთ წე­ლი­წად­ში უკან დავ­ბრუნ­დით, ეს მი­წუ­რი სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ და აქ ვცხოვ­რობთ".

მომ­ხდა­რის გამო და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ოჯახ­ში მყო­ფი კი­დევ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი - 1,5 და 5 წლის ბავ­შვე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­კებ­მა სახ­ლი­დან დრო­ე­ბით გა­იყ­ვა­ნეს, ბავ­შვე­ბის ბე­ბია და მშობ­ლე­ბი რა­მა­ზის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნამ­დე პა­ტა­რე­ბის შინ დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ: "ვეხ­ვე­წე­ბით ყვე­ლას, მთავ­რო­ბას, სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს, დაგ­ვიბ­რუ­ნოს ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი, ისე­დაც სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ რა­მა­ზის და­კარ­გვის გამო და ახლა სულ და­ცა­რი­ელ­და სახ­ლი, პა­ტა­რას, რე­ზოს ძუ­ძუს აწო­ვებ­და დედა და ასე გა­მოგ­ლი­ჯეს ხე­ლი­დან, დაგ­ვეხ­მა­რეთ, ვინ­მემ მოგ­ვხე­დეთ", - ამ­ბობს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ბე­ბია.

შიდა ქარ­თლის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ოჯახ­ში პო­ლი­ცი­ი­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მი­ვი­და. მაგ­და ჯამ­ბრიშ­ვი­ლის თქმით, სახ­ლში უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბი დახ­ვდათ:

"მამა ტყე­ში იყო წა­სუ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად ბავ­შვის სა­ძებ­ნად, დედა ფი­ზი­კუ­რად კი იმ­ყო­ფე­ბო­და სახ­ლში, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ ბავ­შვე­ბის გვერ­დით არ იყო, მისი ქცე­ვა შე­უ­სა­ბა­მო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ჩან­და, ბე­ბი­აც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაბ­რუნ­და და მომ­ხდა­რის გამო შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩვენ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ოჯახ­ში, თუმ­ცა, არა­ვინ გა­მოჩ­ნდა ისე­თი, ან მე­ზო­ბე­ლი, ან ნა­თე­სა­ვი, ვინც ბავ­შვე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­და, მზრუნ­ვე­ლო­ბას აი­ღებ­და ბავ­შვებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ოჯა­ხის სი­ღა­რი­ბის გამო არ გა­მოგ­ვყავს ბავ­შვე­ბი, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა დრო­ე­ბი­თი გახ­ლავთ, ორი ბავ­შვი, წლი­ნა­ხევ­რის რე­ვა­ზი და 5 წლის თა­მა­ზი იმ მო­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლეთ, რომ ბავ­შვე­ბი დრო­ე­ბით გაგ­ვეყ­ვა­ნა გა­და­უ­დე­ბელ მიმ­ღებ ოჯახ­ში. მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­ში სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, მო­წეს­რიგ­დე­ბა, გა­მოჩ­ნდე­ბა და­კარ­გუ­ლი ბავ­შვიც და ზრუნ­ვით უნა­რებს დაგ­ვა­ნახ­ვე­ბენ სა­მო­მავ­ლოდ, დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხზე ვიმ­სჯე­ლებთ. მა­მას ავუხ­სე­ნით მდგო­მა­რე­ო­ბა და ის, თუ რა­ტომ გაგ­ვყავ­და ბავ­შვე­ბი ოჯა­ხი­დან, ვთხო­ვეთ, აეხ­სნა მე­უღ­ლის­თვი­საც და დე­დის­თვი­საც, პა­ტა­რე­ბი ძალ­და­ტა­ნე­ბით არ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნია, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გად­მოგ­ვცეს, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბავ­შვე­ბის დე­დას ჰქონ­და საკ­მა­ოდ მწვა­ვე რე­აქ­ცია. გე­ტყვით იმას, რომ ორი­ვე პა­ტა­რა თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს, კარ­გად არი­ან, მოვ­ლი­ლე­ბი არი­ან და მათ­ზე ზრუ­ნა­ვენ", - გა­ნა­ცხა­და შიდა ქარ­თლის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა მაგ­და ჯამ­ბრიშ­ვილ­მა.

4 წლის რა­მა­ზის ძებ­ნის და­წყე­ბი­დან უკვე 72 სა­ა­თი გა­ვი­და.

ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"პოლიციაში ისიც მკითხეს, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მეოთხე დღეა ეძებენ

"პოლიციაში ისიც მკითხეს, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მეოთხე დღეა ეძებენ

ტყე, მდინარე, სოფლის ძველი შენობები - ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა უკვე მეოთხე დღეა ყველგან დაეძებს გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას. რამაზ ჯ. ბოლოს სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სოფლის ცენტრში, თანატოლებთან და უფროს ძმასთან, 5 წლის თამაზთან ერთად ნახეს. 20 მაისის შუადღის შემდეგ ბიჭუნა გაუჩინარდა. ამ დღეს, სოფელი დღეობას აღნიშნავდა, შესაბამისად, სტუმრებიც და მასპინძლებიც შეზარხოშებულები იყვნენ, თუმცა, ბავშვის დაკარგვის ამბის გახმაურებისთანავე, მიმდებარე ტყეებსა და მდინარე ტანას ნაპირებზე მთელმა სოფელმა ბავშვის ძებნა დაიწყო. სამძებრო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა, ბავშვის კვალს ვერსად მიაგნეს. შსს-ს პრესსამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ 4 წლის ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს ს/ს კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფლის მოსახლეობა რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, თუმცა, დაბეჯითებით ვერაფერს ამბობენ.

ზურაბ ჯ, დაკარგული ბავშვის მამა: "უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, სადაც კი შეიძლებოდა, აბსოლუტურად ყველგან ვეძებეთ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. პატარა ბავშვია, სახლიდან მარტო არსად გადიოდა, გაუჩინარების დღესაც, ძმასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად იყო სახლთან ახლოს. ვერც ტყეში წავიდოდა, ვერც მდინარეზე, ერთადერთი მოსაზრება გვაქვს, რასაც ჩემი უფროსი შვილის, თაზოს მონაყოლი გვიმყარებს, ბავშვი ამბობს, რომ წითელმა მანქანამ გაიარა, გააჩერა, რამაზს წელზე მოხვია ხელები, მანქანაში ჩასვა და ბოშურის ხეობის მიმართულებით წავიდა მანქანა, ვფიქრობთ, რომ ბავშვი ვიღაცამ მოიტაცა".

იგივე ვერსია აქვს დაკარგული რამაზის ბებიასაც: "მართალია, ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენ ვიკლებდით ლუკმას, რომ ბავშვებს საკვები ჰქონოდათ, არ არის მოხეტიალე ბავშვი, ხელჩაკიდებული გავზარდეთ, სულ ეზოში თამაშობდა. ტყეში რომ გასულიყო და რამე ნადირს გადაჰყროდა, კვალს ხომ მაინც მივაგნებდით, არც მდინარეზე ჩავიდოდა, კიდეც რომ ჩასულიყო მდინარეზე, იმ წუთიდან ვეძებთ და ან ცოცხალს ან მკვდარს სადმეს მაინც მიაკვლევდნენ. უფროსმა შვილიშვილმა ფერების ცნობა არც იცის, წითელი ფეხსაცმელი ეცვა და ასე მიგვანიშნა - ამ ფერის მანქანა გაჩერდა გზაზე და რამაზი კაცმა წაიყვანაო", - ამბობს დაკარგული ბავშვის ბებია ლიდა ჯ.

სოფლის თავშეყრის ადგილზე შეკრებილებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბავშვი ნაკლებკონტაქტური იყო და დამოუკიდებლად არსად დადიოდა, შესაბამისად, ტყესა და მდინარეზე წასვლასაც გამორიცხავენ: "პოლიციასთან და სამაშველო სამსახურთან ერთად, მეოთხე დღეა ჩვენც ვეძებთ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს, ამ სოფელში დავბერდი და ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს რა ხდება რეალურად, სად გაქრა ბავშვი, ნემსი ხომ არ არის, რომ დაიკარგოს", - აცხადებს ადგილობრივი ელგუჯა ქ.

სამართალდამცავები გამოძიების ვერსიებზე არაფერს ამბობენ, დაკარგული ბიჭუნას მამამ კი, AMBEBI.GE-სთან საუბრისას ისიც გაამხილა, რომ გამომძიებელმა დაკითხვისას ეჭვი შეიტანა, მშობლებმა ხომ არ გაასხვისეს ბავშვი: "ესეც მკითხეს პოლიციაში, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო, რა საშინელებაა, მშობელმა შვილი როგორ უნდა გაყიდოს, ეს როგორ უნდა იფიქროს ვინმემ. პირველი მეუღლეც მყავდა, შვილი არ გაგვიჩნდა, ახლა კი, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ სამი შვილი მომცა, მართალია ძალიან გვიჭირს, მაგრამ მუდმივად ვწვალობ, რომ ჩემს პატარებს საჭმელი მაინც ჰქონდეთ. ჩვენი ოჯახი ეთნიკურად ოსური წარმომავლობისაა, 90-იან წლებში მომხდარი დაპირისპირების და დევნისას, იძულებულები გავხდით, ორჯონიკიძეში წავსულიყავით, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავძელით და ხუთ წელიწადში უკან დავბრუნდით, ეს მიწური სახლი შევიძინეთ და აქ ვცხოვრობთ".

მომხდარის გამო დაკარგული ბიჭის ოჯახში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანი - 1,5 და 5 წლის ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებმა სახლიდან დროებით გაიყვანეს, ბავშვების ბებია და მშობლები რამაზის ადგილსამყოფელის დადგენამდე პატარების შინ დაბრუნებას ითხოვენ: "ვეხვეწებით ყველას, მთავრობას, სოციალურ სააგენტოს, დაგვიბრუნოს ჩვენი პატარები, ისედაც საშინელ მდგომარეობაში ვართ რამაზის დაკარგვის გამო და ახლა სულ დაცარიელდა სახლი, პატარას, რეზოს ძუძუს აწოვებდა დედა და ასე გამოგლიჯეს ხელიდან, დაგვეხმარეთ, ვინმემ მოგვხედეთ", - ამბობს დაკარგული ბიჭის ბებია.

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი დაკარგული ბიჭის ოჯახში პოლიციიდან შეტყობინების მიღების შემდეგ მივიდა. მაგდა ჯამბრიშვილის თქმით, სახლში უმძიმესი პირობები დახვდათ:

"მამა ტყეში იყო წასული თანასოფლელებთან ერთად ბავშვის საძებნად, დედა ფიზიკურად კი იმყოფებოდა სახლში, მაგრამ უშუალოდ ბავშვების გვერდით არ იყო, მისი ქცევა შეუსაბამო და არაადეკვატური ჩანდა, ბებიაც მოგვიანებით დაბრუნდა და მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ოჯახში, თუმცა, არავინ გამოჩნდა ისეთი, ან მეზობელი, ან ნათესავი, ვინც ბავშვების მეთვალყურეობის სურვილს გამოთქვამდა, მზრუნველობას აიღებდა ბავშვებზე, შესაბამისად, მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოჯახის სიღარიბის გამო არ გამოგვყავს ბავშვები, ეს ღონისძიება დროებითი გახლავთ, ორი ბავშვი, წლინახევრის რევაზი და 5 წლის თამაზი იმ მომენტში იმყოფებოდნენ არაადეკვატური მეთვალყურეობის ქვეშ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ბავშვები დროებით გაგვეყვანა გადაუდებელ მიმღებ ოჯახში. მას შემდეგ, რაც ოჯახში სიტუაცია დარეგულირდება, მოწესრიგდება, გამოჩნდება დაკარგული ბავშვიც და ზრუნვით უნარებს დაგვანახვებენ სამომავლოდ, დაბრუნების საკითხზე ვიმსჯელებთ. მამას ავუხსენით მდგომარეობა და ის, თუ რატომ გაგვყავდა ბავშვები ოჯახიდან, ვთხოვეთ, აეხსნა მეუღლისთვისაც და დედისთვისაც, პატარები ძალდატანებით არ გამოგვიყვანია, ნებაყოფლობით გადმოგვცეს, თუმცა, მოგვიანებით ბავშვების დედას ჰქონდა საკმაოდ მწვავე რეაქცია. გეტყვით იმას, რომ ორივე პატარა თავს ნორმალურად გრძნობს, კარგად არიან, მოვლილები არიან და მათზე ზრუნავენ", - განაცხადა შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა მაგდა ჯამბრიშვილმა.

4 წლის რამაზის ძებნის დაწყებიდან უკვე 72 საათი გავიდა.

ია თინიკაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია