რუსმა გოგონამ საკუთარი დუნდულები გააქირავა - უკანალზე მას ექსტრემალური კომპიუტერული თამაშის ლოგო აქვს ამოსვირინგებული. კონტრაქტის ხანგრძლივობა ხუთი წელია, თვეში გოგონა 5 000 რუბლს მიიღებს. იმისთვის, რომ რეკლამამ იმუშაოს, გოგონა ვალდებულია ატაროს ულტრამოკლე შორტები, ხოლო როდესაც აცივდება, იაროს ფიტნეს კლუბში და ადგილებში, სადაც შეეძლება საჯდომის მოშიშვლება.
გოგონას შეყვარებული წინააღმდეგი არ არის, მისმა გულისსწორმა ასეთი ტატუთი იაროს. ”თუ შენ ეს გჭირდება და გაინტერესებს, როგორც საჭიროდ თვლი, ისე მოიქეცი”, - უთხრა მას შეყვარებულმა. ბევრი კითხულობს, როგორ შეძლებს გოგონა სარეკლამო ტატუს მოშორებას, როდესაც კონტრაქტის ვადა ამოიწურება, რაზეც ის პასუხობს, რომ ტატუს მოშორებას არც აპირებს, რადგან ძალიან კრეატიულად მიაჩნია.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.